Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეჟისორი უშგულიდან, რომელსაც ''ოქროს პალმის რტოს'' აღების იმედი აქვს
რეჟისორი უშგულიდან, რომელსაც ''ოქროს პალმის რტოს'' აღების იმედი აქვს

ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რის მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნის პრო­ექ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით "დედე" კან­ში "მსოფ­ლიო პა­ვი­ლი­ონ­ზე" მოხ­ვდა. "დედე" სვა­ნუ­რი სი­ტყვაა და დე­დას ნიშ­ნავს. სცე­ნა­რი მა­რი­ამს ეკუთ­ვნის, რო­მელ­ზეც თა­ვის პრო­დი­უ­სერ­თან, ვლა­დი­მერ კა­ჭა­რა­ვას­თან ერ­თად იმუ­შა­ვა. მა­რი­ამ ხაჭ­ვან­მა წლე­ვან­დელ კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე ათი დღე გა­ა­ტა­რა. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ რე­ჟი­სორს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გა­მოვ­კი­თხეთ და შე­ვი­ტყვეთ, რა შე­დე­გი მოჰ­ყვა კან­ში მის ვი­ზიტს...

- მა­რი­ამ, რო­გორ აღ­მოჩ­ნდი კა­ნის 67-ე ფეს­ტი­ვალ­ზე?

- სა­ნამ ჩემი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბი რო­მე­ლი­მე ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ვი­დო­და, პრო­დი­უ­სერს სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ საფ­რან­გეთ­შიც აუ­ცი­ლებ­ლად მოვ­ხვდე­ბო­დი. რა­ტომ­ღაც სულ მე­გო­ნა, რომ 2014 წელს აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვი­დო­დი კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე (იღი­მის). არ ვი­ცო­დი, კან­ში პრო­ექ­ტე­ბის გაგ­ზავ­ნა თუ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ სა­კითხს პრო­დი­უ­სე­რი ვლა­დი­მერ კა­ჭა­რა­ვა აგ­ვა­რებს. გა­მი­მარ­თლა, რომ ამ ადა­მი­ანს შევ­ხვდი. მას დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, გა­ნათ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში მი­ი­ღო და თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ტა­რებს მას­ტერკლასს. ერთ დღე­საც მი­თხრა, რომ ჩვე­ნი პრო­ექ­ტი კან­ში გაგ­ზავ­ნა. მა­შინ დავ­რწმუნ­დი, რომ იქ აუ­ცი­ლებ­ლად მოვ­ხვდე­ბო­დი. მარ­თლაც, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ იმე­ი­ლი მი­ვი­ღე, წე­რილ­ში ეწე­რა, რომ კან­ში გვე­პა­ტი­ჟე­ბოდ-ნენ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამან ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა.

ბევ­რს ეშ­ლე­ბა და მინ­და გან­ვმარ­ტო, "დი­ნო­ლა" ჩემი 15-წუ­თი­ა­ნი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მია, პრო­ექ­ტის ნა­წი­ლი. "დედე" სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი იქ­ნე­ბა და ვი­ნა­ი­დან მე გა­მო­უც­დე­ლი, დამ­წყე­ბი რე­ჟი­სო­რი ვარ, რა­ხან "დე­დეს" ვერ ვი­ღებ­დი, გა­დავ­წყვი­ტე, ჯერ მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი გა­მე­კე­თე­ბი­ნა და მერე სა­ბო­ლოო ვერ­სია. დღემ­დე "დი­ნო­ლა" არა­ერთ ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მო­ად­გი­ნეს, მათ შო­რის ჰონ­კონ­გში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ასე­ვე კლერ­მონ-ფე­რა­ნის "ა" კლა­სის ფეს­ტი­ვალ­ზეც.

კან­ში ყოფ­ნის დროს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა რე­ჟი­სორ­მა ვალ­ტერ სა­ლეს­მა მსოფ­ლი­ოს ათი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს მას­ტერკლა­სე­ბი ჩაგ­ვი­ტა­რა. ასე­ვე შევ­ხვდით რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბულ პრო­დი­უ­სე­რებს. სა­ნამ კან­ში ჩა­ვი­დო­დით, მათ უკვე წა­კი­თხუ­ლი ჰქონ­დათ ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბი, ანუ იქ უკვე იცოდ­ნენ "დე­დეს" შე­სა­ხებ და ამის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

- მოდი, ჯერ "დი­ნო­ლა­ზე" ვი­სა­უბ­როთ...

- "დი­ნო­ლა" მიწ­ვე­უ­ლია არა­ერთ ფეს­ტი­ვალ­ზე, მათ შო­რის ნორ­ვე­გი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში, პა­რიზ­ში, მა­რო­კო­ში. ეს მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი შარ­შან მარ­ტში გა­და­ვი­ღეთ. მო­გიყ­ვე­ბით ფილ­მის თე­მას: უწინ სვა­ნეთ­ში, ქალი როცა დაქვრივ­დე­ბო­და, ხელ­მე­ო­რედ ათხო­ვებ­დნენ. შვილს ტო­ვებ­და გარ­დაც­ვლი­ლი ქმრის ოჯახ­ში, ანუ მისი თან წაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. ბე­ბი­ა­ჩე­მი ხუთი წლის იყო, როცა მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა. დი­ლით რომ გა­იღ­ვი­ძა და დედა სა­წოლ­ში არ დახ­ვდა, ფეხ­შიშ­ვე­ლი გა­ვარ­და გა­რეთ მის სა­ძებ­ნე­ლად. ბე­ბი­ამ ეს ამ­ბა­ვი რომ მი­ამ­ბო, ჩემ­თვის შოკი იყო. სვა­ნეთ­ში რომ გა­ვი­კი­თხე, ასე იძუ­ლე­ბით ბევრ დე­დას და­უ­ტო­ვე­ბია თა­ვი­სი შვი­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­დავ­წყვი­ტე, ამ თე­მა­ზე ფილ­მი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ჯერ სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის გა­და­ღე­ბა მინ­დო­და, დავ­წე­რე სცე­ნა­რი "დედე", რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში წლის სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რად და­სა­ხელ­და და 2012 წელს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია "გა­ლაც" მო­ი­პო­ვა, მაგ­რამ რო­გორც უკვე გი­თხა­რით, გა­და­ვი­ღე მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი "დი­ნო­ლა", ანუ "დე­დეს" ნა­წი­ლი. "დე­დე­ში" უფრო მე­ტად იქ­ნე­ბა გაშ­ლი­ლი ეს თემა, სა­დაც სვა­ნეთ­ში ქა­ლის ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი აი­სა­ხე­ბა.

- ანუ შენს ფილ­მს ბე­ბი­ას ოჯა­ხუ­რი ამ­ბა­ვი და­ე­დო სა­ფუძ­ვლად. მა­ინ­ტე­რე­სებს, დე­დის გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ ბე­ბია ვინ გა­ზარ­და?

- ბე­ბია თა­ვის ნა­ხე­ვარძმას­თან გა­ი­ზარ­და, მა­მის მხრი­დან. დე­დას იშ­ვი­ა­თად, თით­ქმის ვე­ღარ ნა­ხუ­ლობ­და. ერთხელ, როცა მას შვი­ლი თა­ვი­სი მე­ო­რე ქმრის ოჯახ­ში წა­უყ­ვა­ნია, მო­ე­რი­და სახ­ლში შეყ­ვა­ნა, თუ რა იყო, არ ვიცი, პა­ტა­რა გა­რეთ და­უ­ტო­ვე­ბია - ჭიშ­კარ­თან. ბე­ბი­ა­ჩემს ეტყო­ბა საკ­მა­ოდ დიდ­ხანს მო­უხ­და გა­რეთ ყოფ­ნა. ცი­ო­და, თან ღამე ყო­ფი­ლა და ბე­ბია მიყ­ვე­ბო­და, ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, მგლე­ბი არ მო­სუ­ლიყ­ვნე­ნო. სა­ერ­თოდ, ასე­თი ბავ­შვე­ბი იშ­ვი­ა­თად ნა­ხუ­ლობ­დნენ დე­დებს, თუ შეხ­ვდე­ბოდ­ნენ, გან­შო­რე­ბა უჭირ­დათ და ასეთ შეხ­ვედ­რას ალ­ბათ დე­დე­ბიც გა­ურ­ბოდ­ნენ. იყო შემ­თხვე­ვე­ბიც, როცა უკვე წა­მოზ­რდი­ლი ბავ­შვი მშო­ბელს ვერც კი ცნობ­და. ეს სას­ტი­კი წესი იყო უწინ სვა­ნეთ­ში. ფილ­მის კე­თე­ბის დროს მე არ გან­ვი­ხი­ლავ ამ ტრა­დი­ცი­ებს, ანუ არ ვცდი­ლობ გად­მოვ­ცე კუ­თხის ცუდი და კარ­გი მხა­რე. არც მი­ნიშ­ნე­ბებს ვა­კე­თებ, უბ­რა­ლოდ მინ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ფირ­ზე აღი­ბეჭ­დოს და აი­სა­ხოს სვა­ნე­თის წარ­სუ­ლი, წე­სე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი და არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რეჟისორი უშგულიდან, რომელსაც ''ოქროს პალმის რტოს'' აღების იმედი აქვს

რეჟისორი უშგულიდან, რომელსაც ''ოქროს პალმის რტოს'' აღების იმედი აქვს

ახალგაზრდა რეჟისორის მარიამ ხაჭვანის პროექტი სახელწოდებით ''დედე'' კანში ''მსოფლიო პავილიონზე'' მოხვდა. ''დედე'' სვანური სიტყვაა და დედას ნიშნავს. სცენარი მარიამს ეკუთვნის, რომელზეც თავის პროდიუსერთან, ვლადიმერ კაჭარავასთან ერთად იმუშავა. მარიამ ხაჭვანმა წლევანდელ კანის ფესტივალზე ათი დღე გაატარა. საქართველოში დაბრუნებულ რეჟისორს შთაბეჭდილებები გამოვკითხეთ და შევიტყვეთ, რა შედეგი მოჰყვა კანში მის ვიზიტს...

- მარიამ, როგორ აღმოჩნდი კანის 67-ე ფესტივალზე?

- სანამ ჩემი მოკლემეტრაჟიანი ფილმები რომელიმე ფესტივალზე გავიდოდა, პროდიუსერს სულ ვეუბნებოდი, რომ საფრანგეთშიც აუცილებლად მოვხვდებოდი. რატომღაც სულ მეგონა, რომ 2014 წელს აუცილებლად წავიდოდი კანის ფესტივალზე (იღიმის). არ ვიცოდი, კანში პროექტების გაგზავნა თუ იყო შესაძლებელი. ამ საკითხს პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა აგვარებს. გამიმართლა, რომ ამ ადამიანს შევხვდი. მას დიდი გამოცდილება აქვს, განათლება უცხოეთში მიიღო და თითქმის ყოველდღიურად მიტარებს მასტერკლასს. ერთ დღესაც მითხრა, რომ ჩვენი პროექტი კანში გაგზავნა. მაშინ დავრწმუნდი, რომ იქ აუცილებლად მოვხვდებოდი. მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ იმეილი მივიღე, წერილში ეწერა, რომ კანში გვეპატიჟებოდ-ნენ. რასაკვირველია, ამან ძალიან გამახარა.

ბევრს ეშლება და მინდა განვმარტო, ''დინოლა'' ჩემი 15-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, პროექტის ნაწილი. ''დედე'' სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება და ვინაიდან მე გამოუცდელი, დამწყები რეჟისორი ვარ, რახან ''დედეს'' ვერ ვიღებდი, გადავწყვიტე, ჯერ მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამეკეთებინა და მერე საბოლოო ვერსია. დღემდე ''დინოლა'' არაერთ ფესტივალზე წარმოადგინეს, მათ შორის ჰონკონგში, შვეიცარიაში, ასევე კლერმონ-ფერანის ''ა'' კლასის ფესტივალზეც.

კანში ყოფნის დროს მსოფლიოში ცნობილმა რეჟისორმა ვალტერ სალესმა მსოფლიოს ათი ქვეყნის წარმომადგენლებს მასტერკლასები ჩაგვიტარა. ასევე შევხვდით რამდენიმე ქვეყნის წარმატებულ პროდიუსერებს. სანამ კანში ჩავიდოდით, მათ უკვე წაკითხული ჰქონდათ ჩვენი პროექტები, ანუ იქ უკვე იცოდნენ ''დედეს'' შესახებ და ამის განხილვა მიმდინარეობდა.

- მოდი, ჯერ ''დინოლაზე'' ვისაუბროთ...

- ''დინოლა'' მიწვეულია არაერთ ფესტივალზე, მათ შორის ნორვეგიაში, იტალიაში, პარიზში, მაროკოში. ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი შარშან მარტში გადავიღეთ. მოგიყვებით ფილმის თემას: უწინ სვანეთში, ქალი როცა დაქვრივდებოდა, ხელმეორედ ათხოვებდნენ. შვილს ტოვებდა გარდაცვლილი ქმრის ოჯახში, ანუ მისი თან წაყვანის უფლება არ ჰქონდა. ბებიაჩემი ხუთი წლის იყო, როცა მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. დილით რომ გაიღვიძა და დედა საწოლში არ დახვდა, ფეხშიშველი გავარდა გარეთ მის საძებნელად. ბებიამ ეს ამბავი რომ მიამბო, ჩემთვის შოკი იყო. სვანეთში რომ გავიკითხე, ასე იძულებით ბევრ დედას დაუტოვებია თავისი შვილი. მოგვიანებით გადავწყვიტე, ამ თემაზე ფილმი გამეკეთებინა. ჯერ სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება მინდოდა, დავწერე სცენარი ''დედე'', რომელიც საქართველოში წლის საუკეთესო სცენარად დასახელდა და 2012 წელს ლიტერატურული პრემია ''გალაც'' მოიპოვა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, გადავიღე მოკლემეტრაჟიანი ფილმი ''დინოლა'', ანუ ''დედეს'' ნაწილი. ''დედეში'' უფრო მეტად იქნება გაშლილი ეს თემა, სადაც სვანეთში ქალის ცხოვრების ისტორიები აისახება.

- ანუ შენს ფილმს ბებიას ოჯახური ამბავი დაედო საფუძვლად. მაინტერესებს, დედის გათხოვების შემდეგ ბებია ვინ გაზარდა?

- ბებია თავის ნახევარძმასთან გაიზარდა, მამის მხრიდან. დედას იშვიათად, თითქმის ვეღარ ნახულობდა. ერთხელ, როცა მას შვილი თავისი მეორე ქმრის ოჯახში წაუყვანია, მოერიდა სახლში შეყვანა, თუ რა იყო, არ ვიცი, პატარა გარეთ დაუტოვებია - ჭიშკართან. ბებიაჩემს ეტყობა საკმაოდ დიდხანს მოუხდა გარეთ ყოფნა. ციოდა, თან ღამე ყოფილა და ბებია მიყვებოდა, ძალიან მეშინოდა, მგლები არ მოსულიყვნენო. საერთოდ, ასეთი ბავშვები იშვიათად ნახულობდნენ დედებს, თუ შეხვდებოდნენ, განშორება უჭირდათ და ასეთ შეხვედრას ალბათ დედებიც გაურბოდნენ. იყო შემთხვევებიც, როცა უკვე წამოზრდილი ბავშვი მშობელს ვერც კი ცნობდა. ეს სასტიკი წესი იყო უწინ სვანეთში. ფილმის კეთების დროს მე არ განვიხილავ ამ ტრადიციებს, ანუ არ ვცდილობ გადმოვცე კუთხის ცუდი და კარგი მხარე. არც მინიშნებებს ვაკეთებ, უბრალოდ მინდა, რომ ეს ყველაფერი ფირზე აღიბეჭდოს და აისახოს სვანეთის წარსული, წესები, ტრადიციები და არსებული რეალობა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება