მსოფლიო
სამართალი

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის დაახარჯავს ჯილდოდ მიღებულ 10 000 ლარს ლევან ჯავახიშვილი
ვის დაახარჯავს ჯილდოდ მიღებულ 10 000 ლარს ლევან ჯავახიშვილი

ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი "ორ ვარ­სკვლავ­ში" მე­ო­რე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და, თუმ­ცა მე­ო­რე დი­ლი­დან­ვე ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში, ალ­ბათ, სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნად კი­თხუ­ლობ­დნენ, რა­ტომ არ და­ა­სა­ჩუქ­რეს მე­ო­რე პო­ზი­ცი­ა­ზე გა­სუ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი არა­ნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რით. მისი რჩე­უ­ლი, მა­რი­კუ­ნა ოშხნე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ხუმ­რო­ბით წერ­და იმ კრე­მე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ლე­ვანს და ასე­ვე ირი­ნა­სა და გო­გო­ლა­საც გა­დას­ცეს, თუმ­ცა მე­სა­მე­ად­გი­ლო­სა­ნი გო­გო­ლა კა­ლან­და­ძე ათი ათა­სი ლა­რით ერთ-ერ­თმა კომ­პა­ნი­ამ და­ა­სა­ჩუქ­რა, ირი­ნას, თა­ვის­თა­ვად, პირ­ვე­ლი ად­გი­ლის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მან­ქა­ნა ერგო, ხოლო ლე­ვა­ნი უპ­რი­ზოდ დარ­ჩა.

მე­ო­რე დღი­დან­ვე მის­მა კო­ლე­გებ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და­ი­წყეს იმა­ზე ზრუნ­ვა, რომ ლე­ვა­ნის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ურპრი­ზი მო­ე­წყოთ. ტე­ლე­წამ­ყვა­ნის­თვის სა­ჩუქ­რე­ბის და­წე­სე­ბა სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ამ აიღო სა­კუ­თარ თავ­ზე. ეკა ხო­ფე­რი­ამ ლე­ვა­ნი თა­ვის სა­ცო­ლეს­თან, ჟურ­ნა­ლისტ მა­რი­კუ­ნა ოშხნელ­თან ერ­თად მი­იწ­ვია. მათ ისა­უბ­რეს თა­ვი­ან­თი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავ­ზე და შემ­დეგ ეკამ გა­ამ­ხი­ლა, რომ წყვილს ქორ­წილ­საც მო­უ­წყო­ბენ და სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­შიც გა­უშ­ვე­ბენ სა­ბერ­ძნეთ­ში.

ეკამ ქორ­წი­ლის დღეც თა­ვად და­ნიშ­ნა, 22 ივ­ნი­სი, ვი­ნა­ი­დან 15 ივ­ნისს ლე­ვანს, უბ­რა­ლოდ, არ სცა­ლია - ამ დღეს არ­ჩევ­ნე­ბია.

ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ინც იყო წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნე­თი­დან მი­ვი­ღე "ჰე­რიო, ბი­ჭე­ბოს" შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, კი­დევ ვი­ღებ წე­რი­ლებს

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ლე­ვა­ნი პირ­ველ მე­უღ­ლეს გა­შო­რე­ბუ­ლია და ამი­ტო­მაც პი­რად­ზე სა­უ­ბა­რი არ უყ­ვარს. რო­გორც თა­ვად გვი­თხრა, მხო­ლოდ ერთხელ ილა­პა­რა­კა კო­ლე­გას­თან შო­უ­ში და თა­ვის ახალ ქორ­წი­ნე­ბა­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბას პრე­სას­თან აღარ აპი­რებს, ამი­ტო­მაც მას შო­უ­სა და ემო­ცი­ებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ლე­ვან, გი­ლო­ცავ სა­ჩუქ­რებს! ჩვენ მა­ნამ­დე შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს და იცო­დი მხო­ლოდ სი­ურპრი­ზის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ამ­დენ სა­ჩუ­ქარს არ ელო­დი. რო­გო­რი ემო­ცი­ე­ბი გაქვს დღეს?

- პი­რა­დად ეკას, ბაია ცა­ნა­ვა­სა და "ტე­ლე­ი­მედს" გა­და­ვუხ­დი ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბას. ემო­ცი­ებ­ში ახ­ლაც ვარ, მაგ­რამ მი­ჭირს მათი გა­მო­ხატ­ვა. ეს ბავ­შვო­ბი­დან ასე ხდე­ბა, თუკი რა­ი­მე ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი მქო­ნია, ვერ ვსა­უბ­რობ­დი. ვინც ამ სი­კე­თე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო, ყვე­ლას დიდ მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი (იღი­მის). ნამ­დვი­ლად არ მო­ვე­ლო­დი ამ სა­ჩუქ­რებს. მით უმე­ტეს, ჩემ­თვის არც იყო მთა­ვა­რი, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც პრი­ზი მი­მე­ღო. ამ პრო­ექ­ტმა ხალ­ხის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი მო­მი­ტა­ნა. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ინც იყო წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნე­თი­დან მი­ვი­ღე "ჰე­რიო, ბი­ჭე­ბოს" შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, კი­დევ ვი­ღებ წე­რი­ლებს.

- ჩა­მოვ­თვა­ლოთ, რა სა­ჩუქ­რე­ბი გერ­გო.

- ფუ­ლა­დი პრი­ზი, ქორ­წი­ლის გა­დახ­და და სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა. ასე­ვე ერთ-ერთ სტუ­დი­ა­ში ჩა­ი­წე­რე­ბა ჩემი და ნი­ნის დუ­ე­ტი. ბევ­რი რამ ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და "თბი­ლი­სის დი­ნა­მოს­გან" ბურ­თი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ხელ­მო­წე­რით, მა­ი­სუ­რი ჩემი სა­ხე­ლი­თა და გვა­რით და 10 ნომ­რით.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ვის დაახარჯავს ჯილდოდ მიღებულ 10 000 ლარს ლევან ჯავახიშვილი

ვის დაახარჯავს ჯილდოდ მიღებულ 10 000 ლარს ლევან ჯავახიშვილი

ლევან ჯავახიშვილი ''ორ ვარსკვლავში'' მეორე ადგილის მფლობელი გახდა, თუმცა მეორე დილიდანვე ინტერნეტსივრცეში, ალბათ, სრულიად სამართლიანად კითხულობდნენ, რატომ არ დაასაჩუქრეს მეორე პოზიციაზე გასული ტელეწამყვანი არანაირი ღირებული საჩუქრით. მისი რჩეული, მარიკუნა ოშხნელი ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ხუმრობით წერდა იმ კრემების შესახებ, რომლებიც ლევანს და ასევე ირინასა და გოგოლასაც გადასცეს, თუმცა მესამეადგილოსანი გოგოლა კალანდაძე ათი ათასი ლარით ერთ-ერთმა კომპანიამ დაასაჩუქრა, ირინას, თავისთავად, პირველი ადგილისთვის განკუთვნილი მანქანა ერგო, ხოლო ლევანი უპრიზოდ დარჩა.

მეორე დღიდანვე მისმა კოლეგებმა, ჟურნალისტებმა დაიწყეს იმაზე ზრუნვა, რომ ლევანისთვის გამორჩეული სიურპრიზი მოეწყოთ. ტელეწამყვანისთვის საჩუქრების დაწესება სხვადასხვა კომპანიამ აიღო საკუთარ თავზე. ეკა ხოფერიამ ლევანი თავის საცოლესთან, ჟურნალისტ მარიკუნა ოშხნელთან ერთად მიიწვია. მათ ისაუბრეს თავიანთი სიყვარულის ამბავზე და შემდეგ ეკამ გაამხილა, რომ წყვილს ქორწილსაც მოუწყობენ და საქორწინო მოგზაურობაშიც გაუშვებენ საბერძნეთში.

ეკამ ქორწილის დღეც თავად დანიშნა, 22 ივნისი, ვინაიდან 15 ივნისს ლევანს, უბრალოდ, არ სცალია - ამ დღეს არჩევნებია.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იყო წერილი, რომელიც ავღანეთიდან მივიღე ''ჰერიო, ბიჭებოს'' შესრულების შემდეგ, კიდევ ვიღებ წერილებს

მოგეხსენებათ, ლევანი პირველ მეუღლეს გაშორებულია და ამიტომაც პირადზე საუბარი არ უყვარს. როგორც თავად გვითხრა, მხოლოდ ერთხელ ილაპარაკა კოლეგასთან შოუში და თავის ახალ ქორწინებაზე ყურადღების გამახვილებას პრესასთან აღარ აპირებს, ამიტომაც მას შოუსა და ემოციებზე ვესაუბრეთ.

- ლევან, გილოცავ საჩუქრებს! ჩვენ მანამდე შევხვდით ერთმანეთს და იცოდი მხოლოდ სიურპრიზის შესახებ, მაგრამ ამდენ საჩუქარს არ ელოდი. როგორი ემოციები გაქვს დღეს?

- პირადად ეკას, ბაია ცანავასა და ''ტელეიმედს'' გადავუხდი ძალიან დიდ მადლობას. ემოციებში ახლაც ვარ, მაგრამ მიჭირს მათი გამოხატვა. ეს ბავშვობიდან ასე ხდება, თუკი რაიმე ემოციური მომენტი მქონია, ვერ ვსაუბრობდი. ვინც ამ სიკეთეში მონაწილეობა მიიღო, ყველას დიდ მადლობას გადავუხდი (იღიმის). ნამდვილად არ მოველოდი ამ საჩუქრებს. მით უმეტეს, ჩემთვის არც იყო მთავარი, რომ მაინცდამაინც პრიზი მიმეღო. ამ პროექტმა ხალხის დიდი სიყვარული მომიტანა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იყო წერილი, რომელიც ავღანეთიდან მივიღე ''ჰერიო, ბიჭებოს'' შესრულების შემდეგ, კიდევ ვიღებ წერილებს.

- ჩამოვთვალოთ, რა საჩუქრები გერგო.

- ფულადი პრიზი, ქორწილის გადახდა და საქორწინო მოგზაურობა. ასევე ერთ-ერთ სტუდიაში ჩაიწერება ჩემი და ნინის დუეტი. ბევრი რამ ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ძალიან ამაღელვებელი იყო. ძალიან გამიხარდა ''თბილისის დინამოსგან'' ბურთი ფეხბურთელების ხელმოწერით, მაისური ჩემი სახელითა და გვარით და 10 ნომრით.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება