სპორტი
Faceამბები
სამხედრო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ახალაია აფხაზეთში პარტიზანული ომის საფრთხეზე საუბრობს - საგანგებო მიმართვა აღმასრულებელ ხელისუფლებას
ბაჩო ახალაია აფხაზეთში პარტიზანული ომის საფრთხეზე საუბრობს - საგანგებო მიმართვა აღმასრულებელ ხელისუფლებას

ბაჩო ახა­ლა­ია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს მი­მარ­თავს და მო­ი­თხოვს, სა­ჯა­რო გა­ხა­დონ ყვე­ლა მო­ლა­პა­რა­კე­ბის ში­ნა­არ­სი, რო­მე­ლიც რა­ი­მე სა­ხით სო­ხუმ­სა და ცხინ­ვალს ეხე­ბა.

პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი თავ­დაც­ვი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ძლი­ე­რი პარ­ტი­ზა­ნუ­ლი ომის საფრ­თხე­ზე სა­უბ­რობს.

ახა­ლა­ია ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხი­დან მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც Ambebi.ge უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ბა­ტო­ნე­ბო, და­ჟი­ნე­ბით მო­ვი­თხოვ თქვენ­გან, არ მი­ი­ღოთ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის კონ­ტუ­რე­ბიც ბოლო პე­რი­ოდ­ში აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა. თქვენ არ გაქვთ უფ­ლე­ბა სო­ხუმ­სა და ცხინ­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა კარ­დი­ნა­ლუ­რად შეც­ვა­ლოთ. უცი­ლობ­ლად უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია ესაა გზა სო­ხუ­მის­კენ და არა პი­რი­ქით.

თქვენს მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა, ცალ­სა­ხად გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ აფხა­ზე­თის რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი იყოს, რაც თა­ვის მხრივ დე ფაქ­ტო რუ­სე­თის აფხა­ზეთ­ში ერ­თა­დერთ რა­მეს გა­მო­იწ­ვევს - ძლი­ერ პარ­ტი­ზა­ნულ ომს. ნუ უბიძ­გებთ ისე­დაც მძი­მე ყო­ფა­ში მყოფ ქარ­თველ ხალ­ხს უა­რე­სი მო­მავ­ლი­სა და სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა­კენ.

ამავდრო­უ­ლად, და­ჟი­ნე­ბით მო­ვი­თხოვ თქვენ­გან, სა­ჯა­რო გა­ხა­დოთ ყვე­ლა მო­ლა­პა­რა­კე­ბის ში­ნა­არ­სი, რო­მე­ლიც რა­ი­მე სა­ხით სო­ხუმ­სა და ცხინ­ვალს ეხე­ბა, მი­ე­ცით ამის გან­სჯის უფ­ლე­ბა იმას, ვისი საქ­მეც ეს არის - ქარ­თველ ხალ­ხს. არც შე­ე­ცა­დოთ ოკუ­პა­ცი­ის პრობ­ლე­მა ხო­ლოდ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სა­კი­თხამ­დე და­იყ­ვა­ნოთ.

ბო­ლოს, კი­დევ ერთხელ და­ჟი­ნე­ბით მო­ვი­თხოვ, არა­თუ აფხა­ზე­თის ან ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დათ­მო­ბის, არა­მედ მათ მი­მართ მკაც­რი პრინ­ცი­პუ­ლი პო­ლი­ტი­კის ოდ­ნა­ვი ცვლი­ლე­ბაც კი არ უნდა გა­ხა­დოთ არც ერთი მო­ლა­პა­რა­კე­ბის, მათ შო­რის რუ­სეთ­თან მიმ­დი­ნა­რე ე.წ. ეკო­ნო­მი­კურ-კულ­ტუ­რუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის, სა­ვაჭ­რო თე­მის მსგავ­სიც კი. იხელ­მძღვა­ნე­ლეთ, სა­ქარ­თვე­ლო მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კით და არა მხო­ლოდ თქვე­ნი პი­რა­დი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ბაჩო ახა­ლა­ი­ას მი­მარ­თვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ბაჩო ახალაია აფხაზეთში პარტიზანული ომის საფრთხეზე საუბრობს - საგანგებო მიმართვა აღმასრულებელ ხელისუფლებას

ბაჩო ახალაია აფხაზეთში პარტიზანული ომის საფრთხეზე საუბრობს - საგანგებო მიმართვა აღმასრულებელ ხელისუფლებას

ბაჩო ახალაია საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და მოითხოვს, საჯარო გახადონ ყველა მოლაპარაკების შინაარსი, რომელიც რაიმე სახით სოხუმსა და ცხინვალს ეხება.

პატიმრობაში მყოფი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ძლიერი პარტიზანული ომის საფრთხეზე საუბრობს.

ახალაია ე.წ. მატროსოვის ციხიდან მიმართვას ავრცელებს, რომელსაც Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონებო, დაჟინებით მოვითხოვ თქვენგან, არ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლის კონტურებიც ბოლო პერიოდში აშკარად იკვეთება. თქვენ არ გაქვთ უფლება სოხუმსა და ცხინვალთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკა კარდინალურად შეცვალოთ. უცილობლად უნდა გახსოვდეთ, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ესაა გზა სოხუმისკენ და არა პირიქით.

თქვენს მიერ წარმოებული პოლიტიკა, ცალსახად გვაფიქრებინებს, რომ აფხაზეთის რუსეთთან შეერთება შეიძლება გარდაუვალი იყოს, რაც თავის მხრივ დე ფაქტო რუსეთის აფხაზეთში ერთადერთ რამეს გამოიწვევს - ძლიერ პარტიზანულ ომს. ნუ უბიძგებთ ისედაც მძიმე ყოფაში მყოფ ქართველ ხალხს უარესი მომავლისა და სირთულეებისაკენ.

ამავდროულად, დაჟინებით მოვითხოვ თქვენგან, საჯარო გახადოთ ყველა მოლაპარაკების შინაარსი, რომელიც რაიმე სახით სოხუმსა და ცხინვალს ეხება, მიეცით ამის განსჯის უფლება იმას, ვისი საქმეც ეს არის - ქართველ ხალხს. არც შეეცადოთ ოკუპაციის პრობლემა ხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხამდე დაიყვანოთ.

ბოლოს, კიდევ ერთხელ დაჟინებით მოვითხოვ, არათუ აფხაზეთის ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დათმობის, არამედ მათ მიმართ მკაცრი პრინციპული პოლიტიკის ოდნავი ცვლილებაც კი არ უნდა გახადოთ არც ერთი მოლაპარაკების, მათ შორის რუსეთთან მიმდინარე ე.წ. ეკონომიკურ-კულტურული მოლაპარაკებისთვის, სავაჭრო თემის მსგავსიც კი. იხელმძღვანელეთ, საქართველო მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკით და არა მხოლოდ თქვენი პირადი მოკლევადიანი გამოწვევებით", - აღნიშნულია ბაჩო ახალაიას მიმართვაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა