პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსები ყველაზე საშინელ ტურისტებად დაასახელეს - "ყველა მთვრალია"
რუსები ყველაზე საშინელ ტურისტებად დაასახელეს - "ყველა მთვრალია"

გერ­მა­ნი­ა­ში ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტოს Urlaubstours-ის ოპე­რა­ტო­რე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ, რო­მე­ლი ქვეყ­ნის ტუ­რის­ტე­ბი სძულთ გერ­მა­ნე­ლებს ყვე­ლა­ზე მე­ტად. გა­მო­კი­თხვა­ში 8 100 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

გა­მო­კი­თხულ­თა 65% ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ ტუ­რის­ტე­ბად რუ­სებს მი­იჩ­ნე­ვენ, ხოლო მე­ო­რე "სა­პა­ტიო" ად­გი­ლი, 43%-ით ბრი­ტა­ნე­ლებს ერ­გოთ, მე­სა­მე­ზე პო­ლო­ნე­ლე­ბი გა­ვიდ­ნენ. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რუ­სე­ბი და ბრი­ტა­ნე­ლე­ბი "სა­ში­ნე­ლი ტუ­რის­ტე­ბი" ალ­კოჰო­ლის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ხმა­უ­რის გამო არი­ან. ამას­თან, ბრი­ტა­ნე­ლებს უცხო ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას მა­გი­დას­თან სა­დი­ლო­ბის მა­ნე­რე­ბიც ავი­წყდე­ბათ და უზ­რდე­ლე­ბი არი­ან. მე­ო­თხე ად­გილ­ზე გერ­მა­ნე­ლე­ბი და­ა­სა­ხე­ლეს. გერ­მა­ნე­ლე­ბის 18% ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბა სძულთ, რად­გა­ნაც გერ­მა­ნე­ლე­ბი კუ­რორ­ტებ­ზე სა­უ­კე­თე­სო შეზ­ლონ­გებს დიდი ხნით ისა­კუთ­რე­ბენ. რე­ი­ტინ­გში არც ჰო­ლან­დი­ე­ლებს გა­უ­მარ­თლათ - მათ 15% ერ­გოთ, ხოლო ამე­რი­კელ მოგ­ზა­უ­რებს 14.6%. გერ­მა­ნე­ლებს ასე­ვე არ სი­ა­მოვ­ნებთ ჩი­ნე­ლებ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბა, რად­გა­ნაც მათი აზ­რით, ჩი­ნე­ლებს მა­გი­დას­თან სა­დი­ლო­ბის მა­ნე­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი ნაკ­ლე­ბო­ბა აქვთ, ხოლო ფრან­გე­ბი უხეშ, ცივ და უმე­გობ­რო მოგ­ზა­უ­რე­ბად და­ა­სა­ხე­ლეს.

გა­მო­კი­თხულ­თა 96%-მა ერ­თხმად გა­ნა­ცხა­და, რომ შვე­ი­ცა­რი­ე­ლე­ბი არი­ან ტუ­რის­ტე­ბი, რო­მელ­თა­ნაც ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა არას­დროს ჰქო­ნი­ათ და ნე­გა­ტი­უ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არც კი ახ­სენ­დე­ბათ. ისი­ნი სწყა­ლო­ბენ ავ­სტრი­ე­ლებს 93%-ით და ია­პო­ნე­ლებს 92%-ით.

ტურ-ოპე­რა­ტო­რე­ბის შე­კი­თხვა­ზე, ყვე­ლა­ზე მე­ტად რა სძულთ დას­ვე­ნე­ბი­სას, გერ­მა­ნე­ლე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა უპა­სუ­ხა, რომ დას­ვე­ნე­ბის გან­წყო­ბა სრუ­ლი­ად ეკარ­გე­ბათ, რო­დე­საც ვინ­მე "სა­ნა­პი­როს პირ­სა­ხოცს შეზ­ლონგზე გა­ფენს და ასე გიჩ­ვე­ნებს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლია". გერ­მა­ნე­ლებს მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვართ, მაგ­რამ დას­ვე­ნე­ბის ნაც­ვლად, სამ­შობ­ლო­ში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი ბრუნ­დე­ბი­ან; მათ­თვის ნერ­ვე­ბის მოშ­ლა შე­უძ­ლი­ათ: სას­ტუმ­როს საკ­ვებს, რუს ტუ­რის­ტებს, დი­ლით ადრე გაღ­ვი­ძე­ბას, ბავ­შვე­ბის ხმა­ურს. 58%-ს კონ­ფლიქ­ტი მოს­დით იმ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­თან ერ­თა­დაც მოგ­ზა­უ­რო­ბენ (ოჯა­ხის წევ­რი, მე­გო­ბა­რი, საყ­ვა­რე­ლი), 35% ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას სას­ტუმ­როს საკ­ვე­ბის გამო სის­ტე­მა­ტუ­რად შე­ნიშ­ვნებს აძ­ლევს, 21% ვერ იტანს ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც უაზ­როდ დარ­ბი­ან.

"ნე­ბის­მი­ერ უცხო­ელს გა­უკ­ვირ­დე­ბა გერ­მა­ნე­ლე­ბის დის­ციპ­ლი­ნა და ყო­ველ­დღი­უ­რი სა­მუ­შაო გა­რე­მო, პარტნი­ო­რე­ბი ერ­თმა­ნეთს იშ­ვი­ა­თად ნა­ხუ­ლო­ბენ და ესა­უბ­რე­ბი­ან. შვე­ბუ­ლე­ბის დროს კი ერ­თად იკ­რი­ბე­ბი­ან, დღე­ებს ერ­თად ატა­რე­ბენ, მაგ­რამ სა­ერ­თო სა­სა­უბ­რო თე­მას ვერ პო­უ­ლო­ბენ", - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი ბერნდ კი­ელ­მა­ნი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რუსები ყველაზე საშინელ ტურისტებად დაასახელეს - "ყველა მთვრალია"

რუსები ყველაზე საშინელ ტურისტებად დაასახელეს - "ყველა მთვრალია"

გერმანიაში ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული სააგენტოს Urlaubstours-ის ოპერატორები დაინტერესდნენ, რომელი ქვეყნის ტურისტები სძულთ გერმანელებს ყველაზე მეტად. გამოკითხვაში 8 100 ადამიანი მონაწილეობდა.

გამოკითხულთა 65% ყველაზე საშინელ ტურისტებად რუსებს მიიჩნევენ, ხოლო მეორე "საპატიო" ადგილი, 43%-ით ბრიტანელებს ერგოთ, მესამეზე პოლონელები გავიდნენ. როგორც ისინი ამბობენ, რუსები და ბრიტანელები "საშინელი ტურისტები" ალკოჰოლის სიყვარულისა და ხმაურის გამო არიან. ამასთან, ბრიტანელებს უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას მაგიდასთან სადილობის მანერებიც ავიწყდებათ და უზრდელები არიან. მეოთხე ადგილზე გერმანელები დაასახელეს. გერმანელების 18% ამბობს, რომ ყველაზე მეტად თანამემამულეებთან ერთად დასვენება სძულთ, რადგანაც გერმანელები კურორტებზე საუკეთესო შეზლონგებს დიდი ხნით ისაკუთრებენ. რეიტინგში არც ჰოლანდიელებს გაუმართლათ - მათ 15% ერგოთ, ხოლო ამერიკელ მოგზაურებს 14.6%. გერმანელებს ასევე არ სიამოვნებთ ჩინელებთან ერთად დასვენება, რადგანაც მათი აზრით, ჩინელებს მაგიდასთან სადილობის მანერების სერიოზული ნაკლებობა აქვთ, ხოლო ფრანგები უხეშ, ცივ და უმეგობრო მოგზაურებად დაასახელეს.

გამოკითხულთა 96%-მა ერთხმად განაცხადა, რომ შვეიცარიელები არიან ტურისტები, რომელთანაც ცუდი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ და ნეგატიური შთაბეჭდილება არც კი ახსენდებათ. ისინი სწყალობენ ავსტრიელებს 93%-ით და იაპონელებს 92%-ით.

ტურ-ოპერატორების შეკითხვაზე, ყველაზე მეტად რა სძულთ დასვენებისას, გერმანელების დიდმა ნაწილმა უპასუხა, რომ დასვენების განწყობა სრულიად ეკარგებათ, როდესაც ვინმე "სანაპიროს პირსახოცს შეზლონგზე გაფენს და ასე გიჩვენებს, რომ დაკავებულია". გერმანელებს მოგზაურობა ძალიან უყვართ, მაგრამ დასვენების ნაცვლად, სამშობლოში გაღიზიანებულები ბრუნდებიან; მათთვის ნერვების მოშლა შეუძლიათ: სასტუმროს საკვებს, რუს ტურისტებს, დილით ადრე გაღვიძებას, ბავშვების ხმაურს. 58%-ს კონფლიქტი მოსდით იმ ადამიანთან, რომელთან ერთადაც მოგზაურობენ (ოჯახის წევრი, მეგობარი, საყვარელი), 35% ადმინისტრაციას სასტუმროს საკვების გამო სისტემატურად შენიშვნებს აძლევს, 21% ვერ იტანს ბავშვებს, რომლებიც უაზროდ დარბიან.

"ნებისმიერ უცხოელს გაუკვირდება გერმანელების დისციპლინა და ყოველდღიური სამუშაო გარემო, პარტნიორები ერთმანეთს იშვიათად ნახულობენ და ესაუბრებიან. შვებულების დროს კი ერთად იკრიბებიან, დღეებს ერთად ატარებენ, მაგრამ საერთო სასაუბრო თემას ვერ პოულობენ", - ამბობს ფსიქოლოგი ბერნდ კიელმანი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს