თბილისში, კახეთის გზატკეცილზე საღებავების საწყობში ხანძარი გაჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო და გადაუდებელი სააგენტოდან აცნობეს, ხანძარი 500 მეტრ კვადრატულ ფართობზეა გავრცელებული. ადგილზე გასული არის 18 სახანძრო მანქანა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.