ქუთაისში, ვარციხის სამთავრობო რეზიდენციის - "ანანოვების სასახლის" ტერიტორიაზე 7-8 ივნისს, ქუთაისის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი" - KEMF 2014 ჩატარდება.
ორგანიზატორთა თქმით, ფესტივალზე მოხვედრა 13:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა ძირითადი ნაწილი 15:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება დილის 7 საათამდე. მასში მონაწილეობას იღებენ ელექტრონული მუსიკის გერმანელი, ინგლისელი და ქართველი წარმომადგენლები: FUNCTION, TOBIAS, 3SULI, VONDELPARK, SLOW HANDS, GACHA, COBERT, ZURKIN, RHYTHMONA, ასევე ქუთაისელი მუსიკოსები WALLD, ZAPA.
ფესტივალის მთავარი ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერი ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურია. მერიამ აღნიშნული ღონისძიება 94 ათასი ლარით დააფინანსა.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.