განელმა ჯადოქარმა ნანა კვაკუ ბონსამმა განაცხადა, რომ მისმა შელოცვამ შედეგი გამოიღო და კრიშტიანო რონალდომ ტრავმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი ტრავმირებულია და მისი თამაში მუნდიალის პირველ შეხვედრაში გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ საეჭვოა.
გეტყვით ასევე, რომ პორტუგალიის ნაკრები განის ნაკრებთან ერთ ჯგუფშია და განელმა ჯადოქარმაც ამიტომ გამოიდო თავი.
სხვათა შორის, ეს ბონსამი აფრიკულ ქვეყნებში ერთ-ერთი გავლენიანი ჯადოქარი ყოფილა. მან ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ მუნდიალიდან კრიშტიანო რონალდო გამოთიშოს.