თურქეთში, ბოლუ-სტამბულის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 19 მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულია ავტობუსის მძოლი, რომელიც თურქეთის მოქალაქეა.
ავტობუსი თბილისიდან სტამბულის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რასაც უბედური შემთხვევა მოჰყვა.
ავტობუსში 42 მგზავრი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ქართველია.
ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით, დილის 00:09 საათზე მოხდა. ექიმების განცხადებით, დაშავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.