პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ავირიდოთ გამელოტება - ექიმის რჩევები ქართველ მამაკაცებს
როგორ ავირიდოთ გამელოტება -  ექიმის რჩევები ქართველ მამაკაცებს

მა­მა­კაცს გა­მე­ლო­ტე­ბა ყვე­ლა დრო­ში ძალ­ზე აღელ­ვებ­და, სე­რი­ო­ზულ კომ­პლექ­სებ­სა და პრობ­ლე­მებს უჩენ­და. ამი­ტო­მაც ამ ნაკ­ლის და­ფარ­ვას ყო­ველ­თვის თა­ვი­სე­ბუ­რი მე­თო­დე­ბით ცდი­ლობ­და.

თუ ზო­გი­ერ­თი მა­ნამ­დე თავ­ზე ქუდს სა­ერ­თოდ არ იკა­რებ­და, გა­მე­ლო­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ის მისი გა­ნუყ­რე­ლი აქ­სე­სუ­ა­რი გახ­და. იყო წლე­ბი, როცა გა­მე­ლო­ტე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ცალ მხა­რეს მე­ტად იზ­რდიდ­ნენ თმას, რომ შემ­დეგ გაც­ვე­ნილ ად­გილ­ზე "გა­და­ე­ფი­ნათ". ეს მე­თო­დი, საკ­მა­ოდ მო­დუ­რიც იყო და მას ხალ­ხში ხუმ­რო­ბით "ტა­ლა­ვე­რი" შე­არ­ქვეს. ხოლო მა­მა­კა­ცე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი კი გა­მე­ლო­ტე­ბულ ად­გილ­ზე პა­რიკ­საც ირ­გებ­და...

ადა­მი­ა­ნე­ბის ამა თუ იმ ჯგუფს ჰგო­ნია, რომ სი­მე­ლო­ტე მა­მა­კა­ცის სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის ნი­შა­ნია, ანუ მას ტეს­ტოს­ტე­რო­ნის (მა­მა­კა­ცუ­რი ჰორ­მო­ნის) სი­ჭარ­ბე აქვს. რე­ა­ლუ­რად კი რა არის ამის მი­ზე­ზი და რა პრე­ვენ­ცი­ულ ზო­მებს უნდა მი­მარ­თოს მან, რომ ამ პრობ­ლე­მას ას­ცდეს. AMBEBI.GE ექიმს, პრო­ფე­სორს, ალექ­სი მა­ხა­რაშ­ვილს ესა­უბ­რა:

- გა­მე­ლო­ტე­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მა არ­სე­ბობს, მაგ­რამ "კლა­სი­კურ გა­მე­ლო­ტე­ბა­ზე" შემ­თხვე­ვა­თა 95% მო­დის. ეს ან­დრო­გე­ნე­ტი­კუ­რი, ანუ მა­მა­კა­ცუ­რი ტი­პის თმის ცვე­ნა გახ­ლავთ (სამ­წუ­ხა­როდ, იმა­ვე სქე­მით ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც მე­ლოტ­დე­ბი­ან). ამ თმის ცვე­ნას ორი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზის თან­ხვედ­რა გა­ნა­პი­რო­ბებს: ერთი - გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ გან­წყო­ბა და მე­ო­რე - მა­მა­კა­ცუ­რი ჰორ­მო­ნი, ტეს­ტოს­ტე­რო­ნი. მაგ­რამ ისე არ გა­ი­გოთ, რომ მა­მა­კა­ცუ­რი ჰორ­მო­ნი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჭარ­ბობ­დეს, რომ ეს მოხ­დეს. უბ­რა­ლოდ, რო­დე­საც ამ ორი ფაქ­ტო­რის თან­ხვედ­რა ხდე­ბა, ეს იმის წი­ნა­პი­რო­ბაა, რომ ჩა­ირ­თოს სი­მე­ლო­ტის­თვის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი... თუმ­ცა ბევ­რი ამას კლი­მა­ტურ პი­რო­ბებს, წყალს, ჯარ­ში ყოფ­ნას უკავ­ში­რებს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბია.

- ტეს­ტოს­ტე­რო­ნი აღ­ნიშ­ნეთ, მაგ­რამ ყვე­ლა მა­მა­კა­ცი ხომ არ მე­ლოტ­დე­ბა?…

- ზუს­ტად ამას ვამ­ბობ, მე­ლოტ­დე­ბა ის, ვი­საც ამის­თვის წი­ნას­წა­რი გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა აქვს (გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი რო­მე­ლი­ღაც წი­ნაპ­რის­გან გა­და­ე­ცა), რა­შიც ჰორ­მო­ნის მე­ქა­ნიზ­მიც ჩა­ერ­თო და გა­მე­ლო­ტე­ბა და­ი­წყო.

- მა­ინც, სა­ი­დან და­ას­კვნეს, რომ ამ ყვე­ლა­ფერს აღ­ნიშ­ნუ­ლი ჰორ­მო­ნი იწ­ვევს?

- მეც­ნი­ე­რებ­მა, რო­დე­საც პირ­ვე­ლი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი აწარ­მო­ეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ჭუ­რი­სე­ბი არ მე­ლოტ­დე­ბოდ­ნენ, ამი­ტო­მაც გახ­და კვლე­ვა სა­ჭი­რო და 1959 წელს უკვე ამე­რი­კელ­მა დერ­მა­ტო­ლოგ­მა - ნორ­მან ორენ­ტრე­იხ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა თე­ო­რია და მას ან­დრო­გე­ნე­ტი­კუ­რი უწო­და. და­ამ­ტკი­ცა, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი ჰორ­მო­ნი იყო და არა მისი სი­ჭარ­ბე. ბევრ მა­მა­კაცს ამი­ტო­მაც ჰგო­ნია და თავს იმ­შვი­დებს, რომ მა­გა­რი კა­ცია... ეს ასე არ არის. სი­მე­ლო­ტე მა­ჩოს იმი­ჯის მორ­გე­ბას და ზე­კა­ცო­ბას არ ნიშ­ნავს. მა­გარ მა­მა­კაცს შე­იძ­ლე­ბა ნორ­მა­ზე და­ბა­ლი ჰორ­მო­ნიც ჰქონ­დეს...

- რა შე­იძ­ლე­ბა ამ შემ­თხვე­ში იყოს პრე­ვენ­ცია?

- მხო­ლოდ ორი ფაქ­ტო­რი. გე­ნე­ტი­კას ხომ ვერ გა­მოვ­ცვლით? ამი­ტომ რჩე­ბა შემ­დე­გი: ჰორ­მო­ნე­ბი უნდა და­ით­რგუ­ნოს. ამა­ზე ზო­გი­ერ­თი მა­მა­კა­ცი უარს ამ­ბობს... მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­ჩე­როთ, ან პრო­ცე­სი დრო­ში გავ­წე­ლოთ. მათ შო­რის არის თავ­ზე წა­სას­მე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი, ანუ გა­რე­გა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მიკ­რო­ცირ­კუ­ლა­ცი­ას, სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას აუმ­ჯო­ბე­სებს. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მა­მა­კა­ცის პო­ტენ­ცი­ა­ზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს. თა­ნა­მედ­რო­ვე პი­რო­ბებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ძა­ლი­ან დამ­ზოგ­ვე­ლი სქე­მე­ბი და პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ტენ­ცი­ა­ზე არ მოქ­მე­დებს, მაგ­რამ საკ­მა­ოდ კარგ შე­დე­გებს იძ­ლე­ვა.

- მოკ­ლედ, მკურ­ნა­ლო­ბის მთე­ლი რიგი კომ­პლექია, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნი უნდა ჩა­ერ­თოს.

- დიახ, თუ აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თვე­ბით, გა­მე­ლო­ტე­ბის პრო­ცესს შე­ვა­ჩე­რებთ, მაგ­რამ მკურ­ნა­ლო­ბა აბ­სო­ლუ­ტურ გა­რან­ტი­ას არ იძ­ლე­ვა, რომ ამით პრობ­ლე­მას დავძლევთ, მაგ­რამ საკ­მა­ოდ კარ­გი სტა­ტის­ტი­კაა.

P.S. დღეს ამ პრობ­ლე­მას არა მარ­ტო თე­რა­პი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სით ებ­რძვი­ან, არა­მედ ქი­რურ­გი­უ­ლი­თაც, რა­საც სა­კუ­თა­რი თმის გა­და­ნერგვა ჰქვია, რად­გა­ნაც გა­მე­ლო­ტე­ბულ ად­გილ­ზე, რაც უნდა წა­მა­ლი უსვა, თმა არ ამო­ვა. ამი­ტომ ერ­თა­დერ­თი მე­თო­დი სა­კუ­თა­რი თმის გა­და­ნერგვაა, ანუ გა­მე­ლო­ტე­ბუ­ლი უბ­ნის თმით შევ­სე­ბა...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

როგორ ავირიდოთ გამელოტება - ექიმის რჩევები ქართველ მამაკაცებს

როგორ ავირიდოთ გამელოტება -  ექიმის რჩევები ქართველ მამაკაცებს

მამაკაცს გამელოტება ყველა დროში ძალზე აღელვებდა, სერიოზულ კომპლექსებსა და პრობლემებს უჩენდა. ამიტომაც ამ ნაკლის დაფარვას ყოველთვის თავისებური მეთოდებით ცდილობდა.

თუ ზოგიერთი მანამდე თავზე ქუდს საერთოდ არ იკარებდა, გამელოტების შემთხვევაში, ის მისი განუყრელი აქსესუარი გახდა. იყო წლები, როცა გამელოტებული მამაკაცები ცალ მხარეს მეტად იზრდიდნენ თმას, რომ შემდეგ გაცვენილ ადგილზე  "გადაეფინათ". ეს მეთოდი, საკმაოდ მოდურიც იყო და მას ხალხში ხუმრობით "ტალავერი" შეარქვეს. ხოლო მამაკაცების გარკვეული ნაწილი კი გამელოტებულ ადგილზე პარიკსაც ირგებდა...

ადამიანების ამა თუ იმ ჯგუფს ჰგონია, რომ სიმელოტე მამაკაცის სექსუალურობის ნიშანია, ანუ მას ტესტოსტერონის (მამაკაცური ჰორმონის) სიჭარბე აქვს. რეალურად კი რა არის ამის მიზეზი და რა პრევენციულ ზომებს უნდა მიმართოს მან, რომ ამ პრობლემას ასცდეს. AMBEBI.GE ექიმს, პროფესორს, ალექსი მახარაშვილს ესაუბრა:

- გამელოტების სხვადასხვა ფორმა არსებობს, მაგრამ "კლასიკურ გამელოტებაზე" შემთხვევათა 95% მოდის. ეს ანდროგენეტიკური, ანუ მამაკაცური ტიპის თმის ცვენა გახლავთ (სამწუხაროდ, იმავე სქემით ქალბატონებიც მელოტდებიან). ამ თმის ცვენას ორი ძირითადი მიზეზის თანხვედრა განაპირობებს: ერთი - გენეტიკური წინასწარ განწყობა და მეორე - მამაკაცური ჰორმონი, ტესტოსტერონი. მაგრამ ისე არ გაიგოთ, რომ მამაკაცური ჰორმონი აუცილებლად უნდა ჭარბობდეს, რომ ეს მოხდეს. უბრალოდ, როდესაც ამ ორი ფაქტორის თანხვედრა ხდება, ეს იმის წინაპირობაა, რომ ჩაირთოს სიმელოტისთვის მაპროვოცირებელი ფაქტორები... თუმცა ბევრი ამას კლიმატურ პირობებს, წყალს, ჯარში ყოფნას უკავშირებს, მაგრამ ეს ყველაფერი მაპროვოცირებელი ფაქტორებია.

- ტესტოსტერონი აღნიშნეთ, მაგრამ ყველა მამაკაცი ხომ არ მელოტდება?…

- ზუსტად ამას ვამბობ, მელოტდება ის, ვისაც ამისთვის წინასწარი გენეტიკური განწყობა აქვს (გენეტიკური კოდი რომელიღაც წინაპრისგან გადაეცა), რაშიც ჰორმონის მექანიზმიც ჩაერთო და გამელოტება დაიწყო.

- მაინც, საიდან დაასკვნეს, რომ ამ ყველაფერს აღნიშნული ჰორმონი იწვევს?

- მეცნიერებმა, როდესაც პირველი დაკვირვებები აწარმოეს, აღმოჩნდა, რომ საჭურისები არ მელოტდებოდნენ, ამიტომაც გახდა კვლევა საჭირო და 1959 წელს უკვე ამერიკელმა დერმატოლოგმა - ნორმან ორენტრეიხმა ჩამოაყალიბა თეორია და მას ანდროგენეტიკური უწოდა. დაამტკიცა, რომ ამ შემთხვევაში, მთავარი ფაქტორი ჰორმონი იყო და არა მისი სიჭარბე. ბევრ მამაკაცს ამიტომაც ჰგონია და თავს იმშვიდებს, რომ მაგარი კაცია... ეს ასე არ არის. სიმელოტე მაჩოს იმიჯის მორგებას და ზეკაცობას არ ნიშნავს. მაგარ მამაკაცს შეიძლება ნორმაზე დაბალი ჰორმონიც ჰქონდეს...

- რა შეიძლება ამ შემთხვეში იყოს პრევენცია?

- მხოლოდ ორი ფაქტორი. გენეტიკას ხომ ვერ გამოვცვლით? ამიტომ რჩება შემდეგი: ჰორმონები უნდა დაითრგუნოს. ამაზე ზოგიერთი მამაკაცი უარს ამბობს... მოკლედ, ეს ყველაფერი სპეციალური მედიკამენტებით შეიძლება შევაჩეროთ, ან პროცესი დროში გავწელოთ. მათ შორის არის თავზე წასასმელი პრეპარატები, ანუ გარეგანი საშუალებები, რომლებიც მიკროცირკულაციას, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მედიკამენტები მამაკაცის პოტენციაზე უარყოფითად მოქმედებს. თანამედროვე პირობებში შემუშავებულია ძალიან დამზოგველი სქემები და პრეპარატები, რომლებიც პოტენციაზე არ მოქმედებს, მაგრამ საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა.

- მოკლედ, მკურნალობის მთელი რიგი კომპლექია, რომელშიც ადამიანი უნდა ჩაერთოს.

- დიახ, თუ აქტიურად ჩავერთვებით, გამელოტების პროცესს შევაჩერებთ, მაგრამ მკურნალობა აბსოლუტურ გარანტიას არ იძლევა, რომ ამით პრობლემას დავძლევთ, მაგრამ საკმაოდ კარგი სტატისტიკაა.

P.S. დღეს ამ პრობლემას არა მარტო თერაპიული მკურნალობის კურსით ებრძვიან, არამედ ქირურგიულითაც, რასაც საკუთარი თმის გადანერგვა ჰქვია, რადგანაც გამელოტებულ ადგილზე, რაც უნდა წამალი უსვა, თმა არ ამოვა. ამიტომ ერთადერთი მეთოდი საკუთარი თმის გადანერგვაა, ანუ გამელოტებული უბნის თმით შევსება...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია