პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი სიმაღლე სჭირდება მოდელს, რომ ცნობილი ბრენდები პოდიუმზე წარადგინოს? - როგორია მოდელის ხელფასი?
როგორი სიმაღლე სჭირდება მოდელს, რომ ცნობილი ბრენდები პოდიუმზე წარადგინოს? - როგორია მოდელის ხელფასი?

მო­დის სამ­ყა­რო მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მკაც­რი ბიზ­ნე­სია - ამ სფე­რო­ში გო­გო­ნას ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მიც კი შე­საძ­ლოა, სა­ნა­ნე­ბე­ლი გა­უხ­დეს.

მკაც­რი დი­ე­ტა, ფო­ტო­სე­სია, კას­ტინ­გი­დან კას­ტინგზე სი­ა­რუ­ლი, დი­ზა­ი­ნე­რებ­თან და ფო­ტოგ­რა­ფებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან და­დე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტი, ვარ­სკვლა­ვე­ბის გა­რე­მოც­ვა, პო­პუ­ლა­რო­ბა - ეს მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ღირ­სე­ბე­ბი­სა, რო­მე­ლიც მო­დე­ლის კა­რი­ე­რის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რია.

მა­ღა­ლი მოდა: ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­შია სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, სა­დაც უამ­რა­ვი გო­გო­ნა მუ­შა­ობს. თუმ­ცა, მო­დე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი წარ­მა­ტე­ბას მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე აღ­წევს. გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ე.წ. მა­ღალ მო­დას ეზი­ა­რე­ბა და უფ­ლე­ბას მის­ცე­მენ, რომ ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბი კვი­რე­უ­ლებ­ზე წა­რად­გი­ნოს, შემ­დე­გი პა­რა­მეტ­რე­ბი უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს: სი­მაღ­ლე 172-დან 180 სან­ტი­მეტ­რამ­დე. იდე­ა­ლუ­რი პრო­პორ­ცი­ე­ბია 90-60-90. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე ხში­რად ირ­ჩე­ვენ მო­დე­ლებს, რომ­ლებ­საც ასე­თი აღ­ნა­გო­ბა აქვთ: მკერ­დი - 78.5 სან­ტი­მეტ­რი (ან 81), წელი - 60.5 სან­ტი­მეტ­რი (ან 63), თეძო - 86 სან­ტი­მეტ­რი (ან 88.5).

ცნო­ბი­ლი მო­დის ჟურ­ნა­ლე­ბის ფო­ტო­სე­სია: ხში­რად გო­გო­ნე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ფო­ტო­მო­დე­ლებს, რომ­ლე­ბიც ჟურ­ნა­ლე­ბის­თვის პო­ზი­რე­ბენ, მხო­ლოდ ფო­ტო­გე­ნუ­რო­ბა მო­ე­თხო­ვე­ბათ და სხე­უ­ლის პრო­პორ­ცი­ებს მკაც­რად არ არ­ჩე­ვენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ყვე­ლა მო­დის ჟურ­ნა­ლის კას­ტინგზე სწო­რედ ისე­თი აღ­ნა­გო­ბის მო­დე­ლებს უშ­ვე­ბენ, რო­გორც მა­ღალ მო­დას შე­ე­სა­ბა­მე­ბა. აღ­ნა­გო­ბას­თან ერ­თად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა სა­ხის ნაკ­ვთებს: ცხვი­რი, ტუ­ჩე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით თვა­ლე­ბი. ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ფო­ტო­გე­ნუ­რო­ბა­ზე, ბევ­რი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც პო­დი­უმ­ზე ბრწყი­ნავს, სწო­რედ იმი­ტომ და­უ­წუ­ნი­ათ, რომ კა­მე­რის წინ ეფექ­ტუ­რი არაა. ამას­თან, დიდი დრო ეთ­მო­ბა გა­რე­კა­ნის­თვის მო­დე­ლის შერ­ჩე­ვას. რო­გორც ფო­ტოგ­რა­ფე­ბი ამ­ბო­ბენ, კას­ტინგზე ათა­სო­ბით მო­დე­ლის ძა­ლი­ან გრძე­ლი რიგი დგას, მაგ­რამ დღის ბო­ლოს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი რჩე­ბა.

კა­ტა­ლო­გის მო­დე­ლე­ბი: რო­დე­საც სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბი კა­ტა­ლო­გებს ქმნი­ან, კას­ტინგზე უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭე­ბენ მო­დე­ლებს, რომ­ლებ­საც სა­მო­სის­თვის კარ­გი რეკ­ლა­მის გა­წე­ვა შე­უძ­ლი­ათ.

სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბის მო­დე­ლე­ბი: რო­გორც წესი ეს მო­დე­ლე­ბი კა­მე­რის წინ სხვა­დას­ხვა კოს­მე­ტი­კურ ბრენ­დს უწე­ვენ რეკ­ლა­მას: ტუჩ­სა­ცხი, ხე­ლის კრე­მი, თმის ნი­ღა­ბი და სხვა. გო­გო­ნე­ბი, რო­მელ­თაც პო­დი­უმ­ზე იწუ­ნე­ბენ, სწო­რედ ამ ბიზ­ნეს­ში ერ­თვე­ბი­ან. ძი­რი­თა­დად პო­დი­უ­მის მო­დე­ლო­ბის­თვის და­წუ­ნე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი 168 სან­ტი­მეტ­რი (ან 168 სან­ტი­მეტრს ქვე­მოთ) სი­მაღ­ლი­სე­ბი არი­ან.

სუ­პერ­მო­დე­ლი: მო­დე­ლის უმაღ­ლე­სი პრო­ფე­სი­უ­ლი დონე, მო­დე­ლის კა­რი­ე­რის უმაღ­ლე­სი წერ­ტი­ლი; ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მო­დე­ლი თა­ნამ­შრომ­ლობს ყვე­ლა მსხვილ კომ­პა­ნი­ას­თან, ყვე­ლა ცნო­ბილ ბრენდთან და მო­დის ჟურ­ნალ­თან. სუ­პერ­მო­დე­ლის ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ტრაქ­ტის ანა­ზღა­უ­რე­ბა მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტია.

ანა­ზღა­უ­რე­ბა: კა­ტა­ლო­გის­თვის მო­დელს სა­ათ­ში 200-დან 300 დო­ლა­რამ­დე უხ­დი­ან. რო­გორც წესი, კა­ტა­ლოგ­ზე მუ­შა­ო­ბა 2-დან 5 დღემ­დე გრძელ­დე­ბა. სა­რეკ­ლა­მო ფო­ტო­სე­სი­ი­სას დღე­ში 500-დან 1 200 დო­ლა­რამ­დე უხ­დი­ან. თუ მო­დე­ლი სა­ცუ­რაო კოს­ტუმს, ან თეთ­რე­ულს უწევს რეკ­ლა­მას, დღე­ში 7 000 დო­ლარს უხ­დი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა კოს­მე­ტი­კუ­რი და ექ­სკლუ­ზი­უ­რი ბრენ­დე­ბის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ებს - ცნო­ბი­ლი ბრენ­დის სა­მო­სის მორ­გე­ბა­შიც კი გო­გო­ნა კო­ლო­სა­ლურ თან­ხას იღებს. მა­გა­ლი­თად: ტან­საც­მლის ბრენ­დე­ბი იხ­დი­ან: 40 000-დან მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე, ხოლო კოს­მე­ტი­კუ­რი ბრენ­დე­ბი: 300 000-დან 2 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე წე­ლი­წად­ში. სუ­პერ­მო­დე­ლე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით დი­დია; ტან­საც­მლის ახა­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბი - 300 000-დან 2 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე წე­ლი­წად­ში. სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში ამ­ჟა­მად მულ­ტი­მი­ლი­ონ დო­ლა­რი­ან კონ­ტრაქ­ტებს Victoria's Secret-ის "ან­გე­ლო­ზე­ბი" დე­ბენ; სწო­რედ ეს გო­გო­ნე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბი­ან ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ მო­დე­ლე­ბად.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია modelmanagement.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

როგორი სიმაღლე სჭირდება მოდელს, რომ ცნობილი ბრენდები პოდიუმზე წარადგინოს? - როგორია მოდელის ხელფასი?

როგორი სიმაღლე სჭირდება მოდელს, რომ ცნობილი ბრენდები პოდიუმზე წარადგინოს? - როგორია მოდელის ხელფასი?

მოდის სამყარო მსოფლიოში ყველაზე მკაცრი ბიზნესია - ამ სფეროში გოგონას ზედმეტი კილოგრამიც კი შესაძლოა, სანანებელი გაუხდეს.

მკაცრი დიეტა, ფოტოსესია, კასტინგიდან კასტინგზე სიარული,  დიზაინერებთან და ფოტოგრაფებთან თანამშრომლობა, სამოდელო სააგენტოებთან დადებული კონტრაქტი, ვარსკვლავების გარემოცვა, პოპულარობა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ღირსებებისა, რომელიც მოდელის კარიერის მთავარი ფაქტორია.

მაღალი მოდა: ყველა ქვეყანაშია სამოდელო სააგენტოები, სადაც უამრავი გოგონა მუშაობს. თუმცა, მოდელების დიდი ნაწილი წარმატებას მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე აღწევს. გოგონა, რომელიც ე.წ. მაღალ მოდას ეზიარება და უფლებას მისცემენ, რომ ცნობილი ბრენდები კვირეულებზე წარადგინოს, შემდეგი პარამეტრები უნდა დააკმაყოფილოს: სიმაღლე 172-დან 180 სანტიმეტრამდე. იდეალური პროპორციებია 90-60-90. თუმცა, ყველაზე ხშირად ირჩევენ მოდელებს, რომლებსაც ასეთი აღნაგობა აქვთ: მკერდი - 78.5 სანტიმეტრი (ან 81), წელი - 60.5 სანტიმეტრი (ან 63), თეძო - 86 სანტიმეტრი (ან 88.5).

ცნობილი მოდის ჟურნალების ფოტოსესია: ხშირად გოგონები ფიქრობენ, რომ ფოტომოდელებს, რომლებიც ჟურნალებისთვის პოზირებენ, მხოლოდ ფოტოგენურობა მოეთხოვებათ და სხეულის პროპორციებს მკაცრად არ არჩევენ. სინამდვილეში, ყველა მოდის ჟურნალის კასტინგზე სწორედ ისეთი აღნაგობის მოდელებს უშვებენ, როგორც მაღალ მოდას შეესაბამება. აღნაგობასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახის ნაკვთებს: ცხვირი, ტუჩები და განსაკუთრებით თვალები. ძირითადი აქცენტი კეთდება ფოტოგენურობაზე, ბევრი მოდელი, რომელიც პოდიუმზე ბრწყინავს, სწორედ იმიტომ დაუწუნიათ, რომ კამერის წინ ეფექტური არაა. ამასთან, დიდი დრო ეთმობა გარეკანისთვის მოდელის შერჩევას. როგორც ფოტოგრაფები ამბობენ, კასტინგზე ათასობით მოდელის ძალიან გრძელი რიგი დგას, მაგრამ დღის ბოლოს მხოლოდ რამდენიმე მათგანი რჩება.

კატალოგის მოდელები: როდესაც სხვადასხვა კომპანიები კატალოგებს ქმნიან, კასტინგზე უპირატესობას ანიჭებენ მოდელებს, რომლებსაც სამოსისთვის კარგი რეკლამის გაწევა შეუძლიათ.

სხეულის ნაწილების მოდელები: როგორც წესი ეს მოდელები კამერის წინ სხვადასხვა კოსმეტიკურ ბრენდს უწევენ რეკლამას: ტუჩსაცხი, ხელის კრემი, თმის ნიღაბი და სხვა. გოგონები, რომელთაც პოდიუმზე იწუნებენ, სწორედ ამ ბიზნესში ერთვებიან. ძირითადად პოდიუმის მოდელობისთვის დაწუნებული გოგონები 168 სანტიმეტრი (ან 168 სანტიმეტრს ქვემოთ) სიმაღლისები არიან.

სუპერმოდელი: მოდელის უმაღლესი პროფესიული დონე, მოდელის კარიერის უმაღლესი წერტილი; ეს იმას ნიშნავს, რომ მოდელი თანამშრომლობს ყველა მსხვილ კომპანიასთან, ყველა ცნობილ ბრენდთან და მოდის ჟურნალთან. სუპერმოდელის ნებისმიერი კონტრაქტის ანაზღაურება მილიონ დოლარზე მეტია.

ანაზღაურება: კატალოგისთვის მოდელს საათში 200-დან 300 დოლარამდე უხდიან. როგორც წესი, კატალოგზე მუშაობა 2-დან 5 დღემდე გრძელდება. სარეკლამო ფოტოსესიისას დღეში 500-დან 1 200 დოლარამდე უხდიან. თუ მოდელი საცურაო კოსტუმს, ან თეთრეულს უწევს რეკლამას, დღეში 7 000 დოლარს უხდიან. რაც შეეხება კოსმეტიკური და ექსკლუზიური ბრენდების სარეკლამო კამპანიებს - ცნობილი ბრენდის სამოსის მორგებაშიც კი გოგონა კოლოსალურ თანხას იღებს. მაგალითად: ტანსაცმლის ბრენდები იხდიან: 40 000-დან მილიონ დოლარამდე, ხოლო კოსმეტიკური ბრენდები: 300 000-დან 2 მილიონ დოლარამდე წელიწადში. სუპერმოდელების ანაზღაურება გაცილებით დიდია; ტანსაცმლის ახალი კოლექციები - 300 000-დან 2 მილიონ დოლარამდე წელიწადში. სამოდელო ბიზნესში ამჟამად მულტიმილიონ დოლარიან კონტრაქტებს Victoria's Secret-ის "ანგელოზები" დებენ; სწორედ ეს გოგონები განიხილებიან ყველაზე პრესტიჟულ მოდელებად.

მომზადებულია modelmanagement.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება