პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მე-9 სართულიდან 3 ადამიანი გადმოვარდა, 2 გარდაიცვალა - მეზობლები ტრაგედიაზე და უბედური შემთხვევის სავარაუდო ვერსიები (+10 ფოტო)
მე-9 სართულიდან 3 ადამიანი გადმოვარდა, 2 გარდაიცვალა - მეზობლები ტრაგედიაზე და უბედური შემთხვევის სავარაუდო ვერსიები (+10 ფოტო)

ბა­თუ­მი ხიმ­ში­აშ­ვი­ლის #43-ში დღეს დი­ლით, აივ­ნის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ერთი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, მე­ცხრე სარ­თულ­ზე მცხოვ­რებ 46 წლის იზო ბე­რი­ძეს­თან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მი­სი­ვე მე­ზო­ბე­ლი ცოლ-ქმა­რი ეკა დე­ვა­ძე და იო­სებ ბოლ­ქვა­ძე. ყა­ვის და­ლე­ვის შემ­დეგ, სა­მი­ვე­ნი გა­ვიდ­ნენ აი­ვან­ზე, რა დრო­საც აი­ვა­ნი მო­ი­შა­ლა.

იზო ბე­რი­ძე გა­სულ წელს ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში მოკ­ლუ­ლი მა­რი­ამ კო­ჩა­ლი­ძის დე­ი­და იყო. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, მას მე­უღ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბა­ში გარ­და­ეც­ვა­ლა და ორ შვილს მარ­ტო ზრდი­და. იზო ბე­რი­ძეს 23 და 15 წლის ვა­ჟე­ბი ჰყავს.

37 წლის ეკას და 40 წლის იო­სებს შვი­ლე­ბი არ ჰყო­ლი­ათ, მათ იზო ბე­რი­ძის ბი­ნის სხვე­ნი წლე­ბის წინ შე­ი­ძი­ნეს და გა­ა­რე­მონ­ტეს.

გუ­რამ ნა­კა­ში­ძე, მე­ზო­ბე­ლი:

- იზო ბე­რი­ძემ წლე­ბის წინ მისი ბი­ნის სხვე­ნი გა­ყი­და, რო­მე­ლიც შე­ი­ძი­ნეს ცოლ-ქმარ­მა, ეკა დე­ვა­ძემ და იო­სებ ბე­რი­ძემ. დი­ლით ყა­ვის და­სა­ლე­ვად ცოლ-ქმა­რი სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და იზოს­თან, სა­მი­ვე­ნი გა­ვიდ­ნენ აი­ვან­ზე. ამ დროს მო­ი­შა­ლა აი­ვა­ნი, იო­სე­ბი მერ­ვე სარ­თულ­ზე და­ე­ცა, ეკა და იზო ძირს გად­მო­ვარ­დნენ და და­ი­ღუპ­ნენ.

რო­მან ჩი­ჩუა, ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­მჯდო­მა­რე:

- არ­სე­ბულ აი­ვან­ზე და­მა­ტე­ბუ­ლია 30 სან­ტი­მეტ­რი ფარ­თო­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის თუ მე­ტის არა... აივ­ნის მოშ­ლის მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია, მაგ­რამ აქ ახ­ლოს არის ზღვა, მა­რი­ლი­ა­ნი წყლის ჰა­ე­რი, რაც ხელს უწყობს არ­მა­ტუ­რის და­ჟან­გვას. და­ახ­ლო­ე­ბით 300 კი­ლომ­დე სიმ­ძი­მე იყო აი­ვან­ზე, და­აწ­ვა სიმ­ძი­მემ და გად­მო­ტე­ხა. 10 წლის წინ გვერ­დით სახ­ლის აი­ვა­ნიც გად­მო­ტყდა და გარ­და­იც­ვა­ლა ქალი. იზო ბე­რი­ძეს ქმა­რი ადრე გარ­და­ეც­ვა­ლა, ორ ობოლ ბიჭს ზრდი­და მარ­ტო, ერთი სკო­ლა­შია და ჯერ არც მო­სუ­ლა სახ­ლში, არც კი იცის დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი, მე­ო­რე შვი­ლი აქ­ვეა და ყვე­ლა­ფერს ხე­დავს, რო­გორ გა­და­ი­ტანს ამ უბე­დუ­რე­ბას არ ვიცი.

ხუ­სე­ინ სი­რა­ბი­ძე, ბა­თუ­მის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი:

- 10:45 წუთ­ზე შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ცხრა­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლს მო­წყდა აი­ვა­ნი. მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ვად­გი­ნეთ, რომ ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ერთი და­ზი­ე­ნე­ბე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. თუ რა გახ­და აივ­ნის ჩა­მო­ვარ­დნის მი­ზე­ზი, ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს. ჩა­მონ­გრე­უ­ლი აივ­ნის ჩა­მოხ­სნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს, მუ­შა­ო­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბიც და სი­მარ­თლეს და­ად­გე­ნენ.

გოჩა ძნე­ლა­ძე, ბა­თუ­მის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი:

- შე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 70-იანი წლე­ბის ბო­ლოს არის აშე­ნე­ბუ­ლი. ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით აი­ვა­ნი ავა­რი­უ­ლი იყო. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რა გახ­და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზი, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ეს არის და­ხუ­რუ­ლი ტი­პის აი­ვა­ნი, არ­სე­ბულ აი­ვან­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის წინ არის მი­შე­ნე­ბუ­ლი 30 სან­ტი­მეტ­რამ­დე. ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს მო­ვუ­წო­დებ, ვინც კი და­ი­ნა­ხავს, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს მსგავ­სი მშე­ნებ­ლო­ბა, მოგ­ვა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია, თუნ­დაც ანო­ნი­მუ­რად მე­რი­ის ცხელ ხაზ­ზე.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე, Ambebi.ge

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

მე-9 სართულიდან 3 ადამიანი გადმოვარდა, 2 გარდაიცვალა - მეზობლები ტრაგედიაზე და უბედური შემთხვევის სავარაუდო ვერსიები (+10 ფოტო)

მე-9 სართულიდან 3 ადამიანი გადმოვარდა, 2 გარდაიცვალა - მეზობლები ტრაგედიაზე და უბედური შემთხვევის სავარაუდო ვერსიები (+10 ფოტო)

ბათუმი ხიმშიაშვილის #43-ში დღეს დილით, აივნის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მეზობლები აცხადებენ, მეცხრე სართულზე მცხოვრებ 46 წლის იზო ბერიძესთან სტუმრად იმყოფებოდნენ მისივე მეზობელი ცოლ-ქმარი ეკა დევაძე და იოსებ ბოლქვაძე. ყავის დალევის შემდეგ, სამივენი გავიდნენ აივანზე, რა დროსაც აივანი მოიშალა.

იზო ბერიძე გასულ წელს ბათუმის ბულვარში მოკლული მარიამ კოჩალიძის დეიდა იყო. როგორც მეზობლები აცხადებენ, მას მეუღლე ახალგაზრდობაში გარდაეცვალა და ორ შვილს მარტო ზრდიდა. იზო ბერიძეს 23 და 15 წლის ვაჟები ჰყავს.

37 წლის ეკას და 40 წლის იოსებს შვილები არ ჰყოლიათ, მათ იზო ბერიძის ბინის სხვენი წლების წინ შეიძინეს და გაარემონტეს.

გურამ ნაკაშიძე, მეზობელი:

- იზო ბერიძემ წლების წინ მისი ბინის სხვენი გაყიდა, რომელიც შეიძინეს ცოლ-ქმარმა, ეკა დევაძემ და იოსებ ბერიძემ. დილით ყავის დასალევად ცოლ-ქმარი სტუმრად იმყოფებოდა იზოსთან, სამივენი გავიდნენ აივანზე. ამ დროს მოიშალა აივანი, იოსები მერვე სართულზე დაეცა, ეკა და იზო ძირს გადმოვარდნენ და დაიღუპნენ.

რომან ჩიჩუა, ამხანაგობის თავმჯდომარე:

- არსებულ აივანზე დამატებულია 30 სანტიმეტრი ფართობი, დაახლოებით 20 წლის თუ მეტის არა... აივნის მოშლის მიზეზებზე საუბარი რთულია, მაგრამ აქ ახლოს არის ზღვა, მარილიანი წყლის ჰაერი, რაც ხელს უწყობს არმატურის დაჟანგვას. დაახლოებით 300 კილომდე სიმძიმე იყო აივანზე, დააწვა სიმძიმემ და გადმოტეხა. 10 წლის წინ გვერდით სახლის აივანიც გადმოტყდა და გარდაიცვალა ქალი. იზო ბერიძეს ქმარი ადრე გარდაეცვალა, ორ ობოლ ბიჭს ზრდიდა მარტო, ერთი სკოლაშია და ჯერ არც მოსულა სახლში, არც კი იცის დედის გარდაცვალების ამბავი, მეორე შვილი აქვეა და ყველაფერს ხედავს, როგორ გადაიტანს ამ უბედურებას არ ვიცი.

ხუსეინ სირაბიძე, ბათუმის სამაშველო სამსახურის უფროსი:

- 10:45 წუთზე შემოვიდა შეტყობინება, რომ ცხრასართულიან სახლს მოწყდა აივანი. მოსვლისთანავე დავადგინეთ, რომ ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაზიენებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. თუ რა გახდა აივნის ჩამოვარდნის მიზეზი, ექსპერტიზა დაადგენს. ჩამონგრეული აივნის ჩამოხსნის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, მუშაობენ სამართალდამცველებიც და სიმართლეს დაადგენენ.

გოჩა ძნელაძე, ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი:

- შენობა დაახლოებით 70-იანი წლების ბოლოს არის აშენებული. ვიზუალური დათვალიერებით აივანი ავარიული იყო. უფრო კონკრეტულად, რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. ეს არის დახურული ტიპის აივანი, არსებულ აივანზე დაახლოებით 20 წლის წინ არის მიშენებული 30 სანტიმეტრამდე. ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, ვინც კი დაინახავს, რომ მიმდინარეობს მსგავსი მშენებლობა, მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუნდაც ანონიმურად მერიის ცხელ ხაზზე.

ნინო ხოზრევანიძე, Ambebi.ge

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია