სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი ლალი მორიშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე მოვლენების სასურველი განვითარების 10-პუნქტიან სიას აქვეყნებს.
"ველოდები:
1.ჩემი არჩეული პრეზიდენტის გააქტიურებას, (კაკ მინიმუმ დედა ყავს ფსიქოლოგი, და დაულაგებდა "ჩტო-კ ჩემუ")
2.სასამართლო წესით პრემიების ხაზინაში დაბრუნებას
3.ნარკომანების დაუყოვნებლივ მკურნალობას, (განსაკუთრებით "პაგონიანი"თანამშრომლების)
4.პოლიტ.კორექტულობას
5.ბალანდის ახალი პორციის დარიგებას
6.მერკელის შიშველი,"მაკომპრომეტირებელი" სურათების მომატებას "ფბ"-ზე
8.პატრიარქის გამარჯვებას სინოდზე
9.მეორე ტურს
10 იბერიის გაბრწყინებას
პ.ს. უკანასკნელის ვადები არ არის მკაცრად განსაზღვრული....", - წერს მოროშკინა.
შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მრჩეველის თანამდებობიდან ლალი მოროშკინა გასულ თვეში გათავისუფლდა. მოროშკინას თანამდებობიდან გათავისუფლება მის ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირდება, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს შეეხებოდა. კერძოდ, საუბარია დეპარტამენტის ზოგიერთ თანამშრომელზე გაცემულ მაღალ პრემიებზე, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ ინფორმაციაზე და სხვა.