პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის უმძიმეს მდგომარეობასა და გაუსაძლის გასაჭირზე - მომღერლის დასახმარებლად ბებიას მათხოვრობა უწევს
ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის უმძიმეს მდგომარეობასა და გაუსაძლის გასაჭირზე - მომღერლის დასახმარებლად ბებიას მათხოვრობა უწევს

უკვე მე­ექ­ვსე წე­ლია, მომ­ღე­რა­ლი ჯაბა ბოჯ­გუა უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ის სა­წოლს არის მი­ჯაჭ­ვუ­ლი და ცხა­დია, და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­ძრე­ვაც არ შე­უძ­ლია. მას დედა და 80 წლის ბე­ბია უვ­ლი­ან.

შარ­შან, რო­დე­საც ჯა­ბას დე­დას, მა­ნა­ნა გვა­სა­ლი­ას შე­ვეხ­მი­ა­ნე, მან წვრი­ლად გვე­სა­უბ­რა იმ მძი­მე ყო­ფის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც ოჯა­ხი იმ­ყო­ფე­ბა და ასე­ვე პა­ცი­ენ­ტის შე­სა­ხე­ბაც... იმ ინ­ტერ­ვი­უს შე­დე­გად მოჰ­ყვა ის, რომ მათ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა. რაც მთა­ვა­რია, სრუ­ლი­ად უც­ნობ­მა პი­როვ­ნე­ბამ, რო­მელ­მაც ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩე­ნა ისურ­ვა, ჯა­ბას დე­დას სურ­ვი­ლი აუს­რუ­ლა, - ავად­მყოფს ორ­თო­პე­დი­უ­ლი სა­წო­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნა, რი­თაც უმ­ძი­მე­სი პა­ცი­ენ­ტის პატ­რონს საქ­მე შე­უმ­სუ­ბუ­ქა. მათ ფი­ნან­სუ­რა­დაც და­ეხ­მარ­ნენ.

Ambebi.ge დღეს ისევ შე­ეხ­მი­ა­ნა ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნას:

- აბა, რა გი­თხრათ? ჯა­ბას მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა, მაგ­რამ მე და დე­და­ჩე­მი თავს არ ვზო­გავთ, რომ არა­ფე­რი და­აკ­ლდეს. უკვე ექ­ვსი წე­ლია ვცხოვ­რობთ გლ­დან­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში. დე­და­ჩე­მი შვი­ლიშ­ვილს გამო ხან­და­ხან ქუ­ჩა­შიც გა­დის და ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შემ­წე­ო­ბას ითხოვს... ეს მო­ხუ­ცი ქალი მეხ­მა­რე­ბა ჯა­ბას გა­დაბ­რუ­ნე­ბა­ში... ამ­დე­ნი წე­ლია წევს, მაგ­რამ ისე ვუფრ­თხილ­დე­ბით, რომ სხე­ულ­ზე არა­ნა­ი­რი ნა­წო­ლი და არ აქვს გა­ჩე­ნი­ლი. ცოტ-ცოტა, უმ­ნიშ­ვნე­ლო წინსვლაც აქვს, თუ ეს შე­იძ­ლე­ბა წინსვლად ჩა­ით­ვა­ლოს, ამას წი­ნათ, ნემ­სი რომ გა­უ­კე­თა ექთან­მა, რო­გორც ჩანს, ეტ­კი­ნა და ხე­ლი­დან შპ­რი­ცი გა­აგ­დე­ბი­ნა...

რა ვიცი, ხომ ვამ­ბობ, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, მაგ­რამ მე იმედს არ ვკარ­გავ იმ სიზ­მრის იმე­დი მაქვს, რო­მელ­შიც 7 რი­ცხვი ფი­გუ­რი­რებ­და... მგო­ნია, რომ 7 წლის შემ­დეგ ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა უნდა გა­მოს­წორ­დეს. ამას­თან, ის პირ­ვე­ლად, მამა სოგ­რატ­მაც რომ ნახა, თქვა: "ჩვენ­სკენ არის!" ამი­ტომ, რო­დე­საც ძა­ლი­ან დამ­ძიმ­დე­ბა ხოლ­მე, ერთი წუთი არ ვუშ­ვებ იმას, რომ მას რამე და­ე­მარ­თე­ბა. ასე იმე­დით ვცო­ცხლობ...

ცოტა ხნის წინ, ბი­ნის შეც­ვლა მინ­დო­და, მაგ­რამ ეს პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, ასე­თი ავად­მყო­ფით სახ­ლში ჩვე­ნი შეშ­ვე­ბა არა­ვის მო­უნ­და. და ალ­ბათ მარ­თა­ლე­ბიც არი­ან... კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ჩვე­ნი ერთი ოთა­ხი მა­ინც რომ გვქონ­დეს და გვქონ­და კი­დეც, მაგ­რამ ჯა­ბას ავად­მყო­ფო­ბამ მთე­ლი ჩვე­ნი ქო­ნე­ბა გა­ა­ნად­გუ­რა. ეს იყოს კარ­გად და მა­გას რას და­ვე­ძებ... მად­ლო­ბა მინ­და, გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მინს, ვი­საც ვახ­სო­ვართ და პე­რი­ო­დუ­ლად პა­ტივს გვცემს. ყუ­რა­დღე­ბას უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი იჩე­ნენ. მად­ლო­ბა ასე­ვე მათ.

- ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თუ გა­კი­თხა­ვენ, უბ­რა­ლოდ თუ ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან თქვე­ნი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით?

- არა, არა­ვინ... ეს კი ყვე­ლას მი­მართ ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო...

- კი­დევ და­სახ­მა­რებ­ლად არა­ვის­თის მი­გი­მარ­თავთ?

- არა, ეს არ შე­მიძ­ლია. პი­რი­ქით, მად­ლო­ბის მეტი მათ­თვის რა მეთ­ქმის, ვინც ამას თა­ვი­სით აკე­თებს...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად Ambebi.ge-სთვის

ჯაბა ბოჯ­გუ­ას დახ­მა­რე­ბის მსურ­ველ­მა ბი­ლა­ი­ნის და მაგ­თის აბო­ნენ­ტებ­მა და­რე­კეთ შემ­დეგ ნო­მერ­ზე: 0901 700 039

სა­ბან­კო ან­გა­რი­შია: GE22BR000001038169963 (ბან­კი "რეს­პუბ­ლი­კა") მა­ნა­ნა გვა­სა­ლი­ას სა­ხელ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის უმძიმეს მდგომარეობასა და გაუსაძლის გასაჭირზე - მომღერლის დასახმარებლად ბებიას მათხოვრობა უწევს

ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის უმძიმეს მდგომარეობასა და გაუსაძლის გასაჭირზე - მომღერლის დასახმარებლად ბებიას მათხოვრობა უწევს

უკვე მეექვსე წელია, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა უგონო მდგომარეობაშია. ის საწოლს არის მიჯაჭვული და ცხადია, დამოუკიდებლად განძრევაც არ შეუძლია. მას დედა და 80 წლის ბებია უვლიან.

შარშან, როდესაც ჯაბას დედას, მანანა გვასალიას შევეხმიანე, მან წვრილად გვესაუბრა იმ მძიმე ყოფის შესახებ, რომელშიც ოჯახი იმყოფება და ასევე პაციენტის შესახებაც... იმ ინტერვიუს შედეგად მოჰყვა ის, რომ მათ უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და დახმარება აღმოუჩინა. რაც მთავარია, სრულიად უცნობმა პიროვნებამ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ჯაბას დედას სურვილი აუსრულა, - ავადმყოფს ორთოპედიული საწოლი გამოუგზავნა, რითაც უმძიმესი პაციენტის პატრონს საქმე შეუმსუბუქა. მათ ფინანსურადაც დაეხმარნენ.

Ambebi.ge დღეს ისევ შეეხმიანა ქალბატონ მანანას:

- აბა, რა გითხრათ? ჯაბას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მაგრამ მე და დედაჩემი თავს არ ვზოგავთ, რომ არაფერი დააკლდეს. უკვე ექვსი წელია ვცხოვრობთ გლდანში, ნაქირავებ ბინაში. დედაჩემი შვილიშვილს გამო ხანდახან ქუჩაშიც გადის და ადამიანებისგან შემწეობას ითხოვს... ეს მოხუცი ქალი მეხმარება ჯაბას გადაბრუნებაში... ამდენი წელია წევს, მაგრამ ისე ვუფრთხილდებით, რომ სხეულზე არანაირი ნაწოლი და არ აქვს გაჩენილი. ცოტ-ცოტა, უმნიშვნელო წინსვლაც აქვს, თუ ეს შეიძლება წინსვლად ჩაითვალოს, ამას წინათ, ნემსი რომ გაუკეთა ექთანმა, როგორც ჩანს, ეტკინა და ხელიდან შპრიცი გააგდებინა...

რა ვიცი, ხომ ვამბობ, მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მე იმედს არ ვკარგავ იმ სიზმრის იმედი მაქვს, რომელშიც 7 რიცხვი ფიგურირებდა... მგონია, რომ 7 წლის შემდეგ ჩვენი მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. ამასთან, ის პირველად, მამა სოგრატმაც რომ ნახა, თქვა: "ჩვენსკენ არის!" ამიტომ, როდესაც ძალიან დამძიმდება ხოლმე, ერთი წუთი არ ვუშვებ იმას, რომ მას რამე დაემართება. ასე იმედით ვცოცხლობ...

ცოტა ხნის წინ, ბინის შეცვლა მინდოდა, მაგრამ ეს პრაქტიკულად, შეუძლებელი აღმოჩნდა, ასეთი ავადმყოფით სახლში ჩვენი შეშვება არავის მოუნდა. და ალბათ მართალებიც არიან... კარგი იქნებოდა, ჩვენი ერთი ოთახი მაინც რომ გვქონდეს და გვქონდა კიდეც, მაგრამ ჯაბას ავადმყოფობამ მთელი ჩვენი ქონება გაანადგურა. ეს იყოს კარგად და მაგას რას დავეძებ... მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ ადამინს, ვისაც ვახსოვართ და პერიოდულად პატივს გვცემს. ყურადღებას უცხოეთში მცხოვრები ქართველები იჩენენ. მადლობა ასევე მათ.

- ცნობილი ადამიანები თუ გაკითხავენ, უბრალოდ თუ ინტერესდებიან თქვენი შვილის მდგომარეობით?

- არა, არავინ... ეს კი ყველას მიმართ ძალიან ყურადღებიანი იყო...

- კიდევ დასახმარებლად არავისთის მიგიმართავთ?

- არა, ეს არ შემიძლია. პირიქით, მადლობის მეტი მათთვის რა მეთქმის, ვინც ამას თავისით აკეთებს...

ლალი ფაცია

სპეციალურად Ambebi.ge-სთვის

ჯაბა ბოჯგუას დახმარების მსურველმა ბილაინის და მაგთის აბონენტებმა დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 0901 700 039

საბანკო ანგარიშია: GE22BR000001038169963 (ბანკი "რესპუბლიკა") მანანა გვასალიას სახელზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია