სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეძავები და რელიგია - დეკანოზი გიორგი სხირტლაძე მრუშობის ცოდვაზე
მეძავები და რელიგია - დეკანოზი გიორგი სხირტლაძე მრუშობის ცოდვაზე

ათი მცნე­ბი­დან ერთ-ერთი მცნე­ბაა: არა იმ­რუ­შო. მრუ­შო­ბა მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ცოდ­ვაა და ბუ­ნებ­რი­ვია, მის მი­მართ ეკ­ლე­სი­ას უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. პროს­ტი­ტუ­ცი­ი­სად­მი არც ერში მცხოვ­რებ ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბაა კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, თუმ­ცა ფაქ­ტი ერ­თია - მრუ­შო­ბის ცოდ­ვით, ჩვენ ირ­გვლივ მა­ინც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სცო­დავს... მრუ­შო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გვე­სა­უბ­რე­ბა დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი სხირტლა­ძე.

- მრუ­შო­ბა, რომ უმ­ძი­მე­სი ცოდ­ვაა, ამის ახ­სნას დღეს არც ერთი ადა­მი­ა­ნი არ სა­ჭი­რო­ებს. პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი ამ­ბობს: "ყო­ვე­ლი ცოდ­ვა, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი სჩა­დის, სხე­უ­ლის გა­რე­შეა, ხოლო მე­ძა­ვი სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სცო­დავს"(I კორ.6,18). ქრის­ტი­ა­ნუ­ლი თალ­საზ­რი­სით, ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლი არის ტა­ძა­რი სუ­ლიწ­მი­დი­სა, მრუ­შო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, ადა­მი­ა­ნი ამ ტა­ძარს რყვნის. თუ კვლავ პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის გან­მარ­ტე­ბას გა­მო­ვი­ყე­ნებთ - ამ ვნე­ბის სა­ძაგ­ლო­ბა­ზე და უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნა­ზე ლა­პა­რა­კიც კი ზედ­მე­ტია. მემ­რუ­შე ადა­მი­ა­ნი შიშ­ვლდე­ბა არა მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რად, არა­მედ შიშ­ვლდე­ბა ყო­ვე­ლი­ვე მად­ლის­გან, ე.ი.მრუ­შო­ბის ცოდ­ვის ჩამ­დე­ნი, ან­გე­ლო­ზებ­რი­ვი ანუ ღვთა­ებ­რი­ვი მად­ლის­გა­ნაც გა­ნი­ძარ­ცვე­ბა.

- რო­გორც ეპის­კო­პო­სი ეგ­ნა­ტე ბრი­ან­ჩა­ნი­ნო­ვი გან­მარ­ტავს - სიძ­ვის ცოდ­ვის ბუ­ნებ­რი­ვი ფორ­მე­ბია სიძ­ვა და მრუ­შო­ბა. რა გან­სხვა­ვე­ბაა სიძ­ვა­სა და მრუ­შო­ბას შო­რის და კი­დევ - რა ეთ­ვლე­ბა ადა­მი­ანს მრუ­შო­ბის ცოდ­ვად?

- სიძ­ვა არის გა­უ­თხო­ვა­რი ქა­ლის და უცო­ლო მა­მა­კა­ცის ხორ­ცი­ე­ლი კავ­ში­რი, ხოლო ოჯა­ხის სიწ­მინ­დის ღა­ლატს, ე.ი. ცო­ლი­ა­ნი მა­მა­კა­ცი­სა და ქმრი­ა­ნი ქა­ლის ხორ­ცი­ელ კავ­შირს მრუ­შო­ბა ჰქვია. მრუ­შო­ბა, რო­გორც ხორ­ცი­ე­ლი ვნე­ბა, ადა­მი­ან­ში მრა­ვალ­გვა­რი არა­ბუ­ნებ­რი­ვი სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის სა­ხი­თაც ვლინ­დე­ბა, მათ შო­რი­საა: მა­მათ­მავ­ლო­ბა; ლეს­ბო­სე­ლო­ბა; ჩუ­კე­ნო­ბა (სა­კუ­თარ თავ­თან მრუ­შო­ბა); სის­ხლის აღ­რე­ვა (ნა­თე­სა­ვებს შო­რის ხორ­ცი­ე­ლი კავ­ში­რი), რა­საც სო­დო­მურ ცოდ­ვა­საც უწო­დე­ბენ და სხვა.

- მათე მა­ხა­რებ­ლის "სა­ხა­რე­ბა­ში"წე­რია: "ვინც ქალს გუ­ლის­თქმით უყუ­რებს, მან უკვე იმ­რუ­შა თა­ვის გული"(მათე 5,28). რამ­დე­ნად თა­ნა­ბარ­ფარ­დო­ბი­თია ზრახ­ვა და ქმე­დე­ბა?

- ბუ­ნებ­რი­ვია, გულ­ში მრუ­შო­ბა, ფი­ზი­კუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­თან ვერ მივა, მაგ­რამ მა­ცხო­ვარს იმ­დე­ნად დიდ სიწ­მინ­დემ­დე ავ­ყა­ვართ, რომ გუ­ლის­მი­ე­რი ვნე­ბაც კი ცოდ­ვად გვეთ­ვლე­ბა. გარ­და ამი­სა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გო­ნე­ბით მრუ­შობს, უზ­ნეო ფილ­მე­ბის ცქე­რი­თა და ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვით ირ­თობს თავს, რე­ა­ლურ სა­ფუ­ძელს იქ­მნის იმი­სათ­ვის, რომ იმ­რუ­შოს ანუ თავს ავ­ხორ­ცო­ბის­თვის ამ­ზა­დებს. სწო­რედ ამი­ტომ გვიკ­რძა­ლავს უფა­ლი არაწ­მინ­და სურ­ვი­ლებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეკ­ლე­სია ბილ­წსი­ტყვა­ო­ბას, სიძ­ვი­სე­ულ გუ­ლის­თქმებს, სიძ­ვის ოც­ნე­ბებს, ერო­ტი­კუ­ლი ფილ­მე­ბის ცქე­რას და ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა­საც ცოდ­ვად გა­ნი­ხი­ლავს.

- მემ­რუ­შე ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მრუ­შო­ბის მი­ზე­ზად, მა­ტე­რი­ა­ლურ გა­ჭირ­ვე­ბას ასა­ხე­ლებს. ამ­ცი­რებს თუ არა ეს მი­ზე­ზი მრუ­შო­ბის ცოდ­ვის სიმ­ძი­მეს - ე.ი. უტოლ­დე­ბა თუ არა მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი ცოდ­ვა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ცოდ­ვას, ვინც მრუ­შო­ბით მხო­ლოდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს?

- რო­დე­საც საქ­მე მრუ­შო­ბის ცოდ­ვას­თან გვაქვს, არც ერთი ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რი არ იტყვის - გა­აჩ­ნია, რა შემ­თხვე­ვა­ში მრუ­შობს ადა­მი­ა­ნიო. ასე­თი მძი­მე ცოდ­ვის გა­მარ­თლე­ბა არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზით არ შე­იძ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ცოდ­ვის სიმ­ძი­მეც არ მცირ­დე­ბა.

- მრუ­შო­ბის ცოდ­ვას ერში, მა­მა­კა­ცებს უფრო მი­უ­ტე­ვე­ბენ, ვიდ­რე ქა­ლებს. რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ამ მხრივ ეკ­ლე­სი­ას?

- აზი­უ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბით, რა­ტომ­ღაც მა­მა­კაცს უფრო ეპა­ტი­ე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, ვიდ­რე ქალს. მაგ­რამ ქრის­ტეს მცნე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სქესს, ამ შემ­თხვე­ვა­ში არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. ე.ი. მრუ­შო­ბა უმ­ძი­მე­სი ცოდ­ვაა, რო­გორც ქა­ლის­თვის ასე­ვე მა­მა­კა­ცის­თვის. თუმ­ცა, "უნდა ით­ქვას, რომ ქა­ლის და­ცე­მა უფრო დი­დია", ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ქა­ლის მრუ­შო­ბას უფრო მძი­მე შე­დე­გე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ - ავი­ღოთ თუნ­დაც ორ­სუ­ლო­ბა, რა­საც ხში­რად, კი­დევ ერთი ცოდ­ვა - აბორ­ტი მოჰ­ყვე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ქა­ლის მრუ­შო­ბა უფრო ხში­რად ხდე­ბა ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზი. სწო­რედ აქე­დან მო­დის ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - რომ მრუ­შო­ბა ქა­ლის­თვის უფრო ძნე­ლად სა­პა­ტი­ე­ბე­ლია, თუმ­ცა, ისევ ვი­მე­ო­რებ: ღვთის წი­ნა­შე ერ­თნა­ი­რად სცო­დავს მემ­რუ­შე ქა­ლიც და მა­მა­კა­ციც.

- მრუ­შო­ბა ადა­მი­ა­ნის სულ­ზე უფრო მე­ტად ახ­დენს გავ­ლე­ნას თუ ხორ­ცზე?

- ამ­ქვეყ­ნი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნი არ არის მხო­ლოდ ხორ­ცი­ე­ლი არ­სე­ბა, არა­მედ ადა­მი­ა­ნი არის შერ­წყმა ხი­ლუ­ლი­სა და უხი­ლა­ვის, ე.ი. ადა­მი­ა­ნი არის ხი­ლუ­ლი ხორ­ციც და უხი­ლა­ვი სხე­უ­ლიც. ზი­ა­რე­ბა­სა თუ სხვა სიწ­მინ­დე­ებს ადა­მი­ა­ნი სხე­უ­ლით იღებს და სხე­უ­ლი­დან შე­ეთ­ვი­სე­ბა შემ­დეგ სულს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხე­ულ­სა და სულს შო­რის მჭიდ­რო კავ­ში­რია, ამი­ტომ თუ ირ­ყვნე­ბა სხე­უ­ლი, ირ­ყვნე­ბა სუ­ლიც და თუ ირ­ყვნე­ბა სული, ირ­ყვნე­ბა სხე­უ­ლიც. არა მარ­ტო მრუ­შო­ბის ცოდ­ვა, ნე­ბის­მი­ე­რი ცოდ­ვა ერ­თდრო­უ­ლად მოქ­მე­დებს სულ­ზეც და სხე­ულ­ზეც, რად­გან ცოდ­ვა ჯერ სუ­ლი­დან მო­დის და მერე სხე­ულ­ზეც ვლინ­დე­ბა, რაც ხში­რად ფი­ზი­კურ თუ სუ­ლი­ერ და­ა­ვა­დე­ბებ­საც იწ­ვევს.

- მი­უ­ხე­და­ვად მრუ­შო­ბის ცოდ­ვის სიმ­ძი­მი­სა, ფაქ­ტია, რომ მრუ­შო­ბის ცოდ­ვა დღეს, უამ­რავ ადა­მი­ანს აწევს. სად უნდა მოვ­ძებ­ნოთ გა­მო­სა­ვა­ლი, ანუ რო­გორ უნდა დაძ­ლი­ოს ადა­მი­ან­მა სა­კუ­თარ თავ­ში ავ­ხორ­ცო­ბის ვნე­ბა?

- ადა­მი­ან­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბა არ არის მხო­ლოდ კრძალ­ვი­თი რე­ცეპ­ტე­ბის კრე­ბუ­ლი. რო­დე­საც რა­ღა­ცას ვკრძა­ლავთ, სა­ნაც­ვლოდ ადა­მი­ანს მრა­ვალ სი­კე­თეს ვთა­ვა­ზობთ. ნე­ბის­მი­ე­რი ცოდ­ვის­გან გა­მო­სა­ვა­ლი, ქრის­ტი­ა­ნულ გზა­ში ანუ ეკ­ლე­სი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში უნდა ვე­ძე­ბოთ, სა­დაც მო­ნა­ნი­ე­ბი­სა და გან­წმენ­დის უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს. რაც შე­ე­ხე­ბა მრუ­შო­ბის ცოდ­ვას, მას სა­პი­რის­პი­რო ნე­ტა­რე­ბით - უბი­წო­ე­ბით უნდა ვებ­რძო­ლოთ, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ გან­ვე­რი­დოთ გულ­ში არაწ­მინ­და სურ­ვი­ლე­ბის აღ­ძვრას, თავი შე­ვი­კა­ვოთ უხამ­სი ფილ­მე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვის­გან, რათა არ გავ­ხდეთ თა­ნა­განმცდელ­ნი მრუ­შო­ბი­სა. ე.ი. და­ვიც­ვათ მხედ­ვე­ლო­ბა და სმე­ნა ყო­ვე­ლი­ვე იმის­გან, რაც ავ­ხორც ზრახ­ვებს აღგ­ვიგზნებს. ამას­თა­ნა­ვე მრუ­შო­ბის ცოდ­ვას აღ­ძრავს ნაყ­რო­ვა­ნე­ბა, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი გარ­თო­ბა-მხი­ა­რუ­ლე­ბა, უხამ­სი სი­ტყვე­ბი და სხვა. ადა­მი­ანს, რო­მელ­საც მრუ­შო­ბის ცოდ­ვის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვს, ამ ცოდ­ვებ­საც უნდა გა­ნე­რი­დოს. რაც მთა­ვა­რია, უნდა ვი­ფიქ­როთ იმ სა­ში­ნელ სას­ჯელ­ზე, რო­მე­ლიც ცოდ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის მემ­რუ­შე ადა­მი­ა­ნის სულს ელო­დე­ბა მო­უ­ნა­ნი­ებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამა­სოფ­ლი­დან გას­ვლის შემ­დგომ: "ნუ შეც­დე­ბით: ვერც მე­ძა­ვი, ვერც კერ­პთმსა­ხურ­ნი, ვერც მემ­რუ­შე­ნი, ვერც ჩუ­კენ­ნი, ვერც მა­მათ­მა­ვალ­ნი, ვერც მპა­რავ­ნი, ვერც ან­გარ­ნი, ვერც მემ­თვრა­ლე­ნი, ვერც მა­გი­ნე­ბელ­ნი, ვერც მტა­ცე­ბელ­ნი ვერ და­იმ­კვიდ­რე­ბენ ღმერ­თის სა­სუ­ფე­ველს"(I კორ. 6,9-10). პირ­ველ რიგ­ში კი, სა­ჭი­როა რწმე­ნა­ში გან­მტკი­ცე­ბა. ამას­თა­ნა­ვე შე­წევ­ნის­თვის ხში­რად მივ­მარ­თოთ ღმერ­თს, რათა ავ­ხორ­ცი ზრახ­ვე­ბის­გან დაგ­ვი­ფა­როს.

- ედე­ბა თუ არა ეპი­ტი­მია (სა­ეკ­ლე­სიო სას­ჯე­ლი) ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ამ ცოდ­ვის მო­ნა­ნი­ე­ბას გა­და­წყვეტს?

- ამ­ქვეყ­ნი­უ­რი სი­ნა­ნუ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ე­რი ცოდ­ვა მი­ე­ტე­ვე­ბა, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გულ­წრფე­ლი სი­ნა­ნუ­ლი და არა ისე­თი, რომ მი­ვი­დეთ მო­ძღვარ­თან, აღ­სა­რე­ბა ვთქვათ და შემ­დეგ, იგი­ვე ცოდ­ვა ჩა­ვი­დი­ნოთ. თუ მო­ი­ნა­ნიე, სი­ნა­ნუ­ლის ნა­ყო­ფიც უნდა აჩ­ვე­ნო. თუ დარ­გე ხე კე­თი­ლი­სა, მის­გან ნა­ყო­ფიც უნდა მი­ი­ღო. უნა­ყო­ფო ხე კი, უნდა მო­იჭ­რას... რო­დე­საც ქრის­ტეს­თვის რა­ღა­ცას უარ­ვყოფთ, მის­გან ორ­მა­გი სი­კე­თე მოგ­ვე­ცე­მა. ამის არა­ერ­თი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ეკ­ლე­სიო სას­ჯელს - ადრე მემ­რუ­შე ადა­მი­ა­ნი ოცი წლის უზი­ა­რებ­ლო­ბით ის­ჯე­ბო­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ცოდ­ვის სიმ­ძი­მე დღე­საც იგი­ვე რჩე­ბა მაგ­რამ რად­გან ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა დღეს რწმე­ნა­ში გან­მტკი­ცე­ბუ­ლი არ არის, მო­ძღვარ­მა შე­იძ­ლე­ბა, სა­ეკ­ლე­სიო სას­ჯე­ლი შე­უმ­სუ­ბუ­ქოს ადა­მი­ანს - და­უ­ნიშ­ნოს ლოც­ვი­თი კა­ნო­ნი, მე­ტა­ნი­ე­ბი, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით და­უ­წე­სოს უზი­ა­რებ­ლო­ბა და სხვა.

- ხში­რად, ადა­მი­ანს მო­ძღვრის წი­ნა­შე ეუ­ხერ­ხუ­ლე­ბა ამ ცოდ­ვის აღი­ა­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით როცა საქ­მე ეხე­ბა მრუ­შო­ბის გა­უ­კუღ­მარ­თე­ბულ ფორ­მას - ჩუ­კე­ნო­ბას, ლეს­ბო­სე­ლო­ბას, მა­მათ­მავ­ლო­ბას და სხვა. რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ასეთ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა?

- ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა სძლი­ონ უხერ­ხუ­ლო­ბას და ეს ცოდ­ვა მო­ი­ნა­ნი­ონ, რათა არ და­კარ­გონ ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი. თუ ადა­მი­ანს მო­ძღვარ­თან პი­რის­პირ ამის თქმა ეუ­ხერ­ხუ­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, აღ­სა­რე­ბა და­წე­როს და ისე მი­ა­წო­დოს...

შო­რე­ნა მერ­კვი­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მეძავები და რელიგია - დეკანოზი გიორგი სხირტლაძე მრუშობის ცოდვაზე

მეძავები და რელიგია - დეკანოზი გიორგი სხირტლაძე მრუშობის ცოდვაზე

ათი მცნებიდან ერთ-ერთი მცნებაა: არა იმრუშო. მრუშობა მომაკვდინებელი ცოდვაა და ბუნებრივია, მის მიმართ ეკლესიას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. პროსტიტუციისადმი არც ერში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობაა კეთილგანწყობილი, თუმცა ფაქტი ერთია - მრუშობის ცოდვით, ჩვენ ირგვლივ მაინც უამრავი ადამიანი სცოდავს... მრუშობასთან დაკავშირებით გვესაუბრება დეკანოზი გიორგი სხირტლაძე.

- მრუშობა, რომ უმძიმესი ცოდვაა, ამის ახსნას დღეს არც ერთი ადამიანი არ საჭიროებს. პავლე მოციქული ამბობს: "ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს"(I კორ.6,18). ქრისტიანული თალსაზრისით, ადამიანის სხეული არის ტაძარი სულიწმიდისა, მრუშობის შემთხვევაში კი, ადამიანი ამ ტაძარს რყვნის. თუ კვლავ პავლე მოციქულის განმარტებას გამოვიყენებთ - ამ ვნების საძაგლობაზე და უარყოფით გავლენაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. მემრუშე ადამიანი შიშვლდება არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ შიშვლდება ყოველივე მადლისგან, ე.ი.მრუშობის ცოდვის ჩამდენი, ანგელოზებრივი ანუ ღვთაებრივი მადლისგანაც განიძარცვება.

- როგორც ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი განმარტავს - სიძვის ცოდვის ბუნებრივი ფორმებია სიძვა და მრუშობა. რა განსხვავებაა სიძვასა და მრუშობას შორის და კიდევ - რა ეთვლება ადამიანს მრუშობის ცოდვად?

- სიძვა არის გაუთხოვარი ქალის და უცოლო მამაკაცის ხორციელი კავშირი, ხოლო ოჯახის სიწმინდის ღალატს, ე.ი. ცოლიანი მამაკაცისა და ქმრიანი ქალის ხორციელ კავშირს მრუშობა ჰქვია. მრუშობა, როგორც ხორციელი ვნება, ადამიანში მრავალგვარი არაბუნებრივი სქესობრივი კავშირის სახითაც ვლინდება, მათ შორისაა: მამათმავლობა; ლესბოსელობა; ჩუკენობა (საკუთარ თავთან მრუშობა); სისხლის აღრევა (ნათესავებს შორის ხორციელი კავშირი), რასაც სოდომურ ცოდვასაც უწოდებენ და სხვა.

- მათე მახარებლის "სახარებაში"წერია: "ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა თავის გული"(მათე 5,28). რამდენად თანაბარფარდობითია ზრახვა და ქმედება?

- ბუნებრივია, გულში მრუშობა, ფიზიკურად განხორციელებულთან ვერ მივა, მაგრამ მაცხოვარს იმდენად დიდ სიწმინდემდე ავყავართ, რომ გულისმიერი ვნებაც კი ცოდვად გვეთვლება. გარდა ამისა, როდესაც ადამიანი გონებით მრუშობს, უზნეო ფილმების ცქერითა და ლიტერატურის კითხვით ირთობს თავს, რეალურ საფუძელს იქმნის იმისათვის, რომ იმრუშოს ანუ თავს ავხორცობისთვის ამზადებს. სწორედ ამიტომ გვიკრძალავს უფალი არაწმინდა სურვილებს. აქედან გამომდინარე, ეკლესია ბილწსიტყვაობას, სიძვისეულ გულისთქმებს, სიძვის ოცნებებს, ეროტიკული ფილმების ცქერას და ლიტერატურის კითხვასაც ცოდვად განიხილავს.

- მემრუშე ადამიანთა უმრავლესობა მრუშობის მიზეზად, მატერიალურ გაჭირვებას ასახელებს. ამცირებს თუ არა ეს მიზეზი მრუშობის ცოდვის სიმძიმეს - ე.ი. უტოლდება თუ არა მათ მიერ ჩადენილი ცოდვა, იმ ადამიანების ცოდვას, ვინც მრუშობით მხოლოდ სიამოვნებას იღებს?

- როდესაც საქმე მრუშობის ცოდვასთან გვაქვს, არც ერთი ეკლესიის მსახური არ იტყვის - გააჩნია, რა შემთხვევაში მრუშობს ადამიანიო. ასეთი მძიმე ცოდვის გამართლება არანაირი მიზეზით არ შეიძლება, შესაბამისად ცოდვის სიმძიმეც არ მცირდება.

- მრუშობის ცოდვას ერში, მამაკაცებს უფრო მიუტევებენ, ვიდრე ქალებს. რა დამოკიდებულება აქვს ამ მხრივ ეკლესიას?

- აზიური ცნობიერებით, რატომღაც მამაკაცს უფრო ეპატიება ყველაფერი, ვიდრე ქალს. მაგრამ ქრისტეს მცნებებთან მიმართებაში სქესს, ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ე.ი. მრუშობა უმძიმესი ცოდვაა, როგორც ქალისთვის ასევე მამაკაცისთვის. თუმცა, "უნდა ითქვას, რომ ქალის დაცემა უფრო დიდია", ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, ქალის მრუშობას უფრო მძიმე შედეგებამდე მივყავართ - ავიღოთ თუნდაც ორსულობა, რასაც ხშირად, კიდევ ერთი ცოდვა - აბორტი მოჰყვება. ამასთანავე, ქალის მრუშობა უფრო ხშირად ხდება ოჯახის დანგრევის მიზეზი. სწორედ აქედან მოდის ეს დამოკიდებულება - რომ მრუშობა ქალისთვის უფრო ძნელად საპატიებელია, თუმცა, ისევ ვიმეორებ: ღვთის წინაშე ერთნაირად სცოდავს მემრუშე ქალიც და მამაკაციც.

- მრუშობა ადამიანის სულზე უფრო მეტად ახდენს გავლენას თუ ხორცზე?

- ამქვეყნიურ ცხოვრებაში ადამიანი არ არის მხოლოდ ხორციელი არსება, არამედ ადამიანი არის შერწყმა ხილულისა და უხილავის, ე.ი. ადამიანი არის ხილული ხორციც და უხილავი სხეულიც. ზიარებასა თუ სხვა სიწმინდეებს ადამიანი სხეულით იღებს და სხეულიდან შეეთვისება შემდეგ სულს. აქედან გამომდინარე, სხეულსა და სულს შორის მჭიდრო კავშირია, ამიტომ თუ ირყვნება სხეული, ირყვნება სულიც და თუ ირყვნება სული, ირყვნება სხეულიც. არა მარტო მრუშობის ცოდვა, ნებისმიერი ცოდვა ერთდროულად მოქმედებს სულზეც და სხეულზეც, რადგან ცოდვა ჯერ სულიდან მოდის და მერე სხეულზეც ვლინდება, რაც ხშირად ფიზიკურ თუ სულიერ დაავადებებსაც იწვევს.

- მიუხედავად მრუშობის ცოდვის სიმძიმისა, ფაქტია, რომ მრუშობის ცოდვა დღეს, უამრავ ადამიანს აწევს. სად უნდა მოვძებნოთ გამოსავალი, ანუ როგორ უნდა დაძლიოს ადამიანმა საკუთარ თავში ავხორცობის ვნება?

- ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ქრისტიანობა არ არის მხოლოდ კრძალვითი რეცეპტების კრებული. როდესაც რაღაცას ვკრძალავთ, სანაცვლოდ ადამიანს მრავალ სიკეთეს ვთავაზობთ. ნებისმიერი ცოდვისგან გამოსავალი, ქრისტიანულ გზაში ანუ ეკლესიურ ცხოვრებაში უნდა ვეძებოთ, სადაც მონანიებისა და განწმენდის უამრავი საშუალება არსებობს. რაც შეეხება მრუშობის ცოდვას, მას საპირისპირო ნეტარებით - უბიწოებით უნდა ვებრძოლოთ, რაც გულისხმობს, რომ განვერიდოთ გულში არაწმინდა სურვილების აღძვრას, თავი შევიკავოთ უხამსი ფილმებისა და ლიტერატურის კითხვისგან, რათა არ გავხდეთ თანაგანმცდელნი მრუშობისა. ე.ი. დავიცვათ მხედველობა და სმენა ყოველივე იმისგან, რაც ავხორც ზრახვებს აღგვიგზნებს. ამასთანავე მრუშობის ცოდვას აღძრავს ნაყროვანება, გადაჭარბებული გართობა-მხიარულება, უხამსი სიტყვები და სხვა. ადამიანს, რომელსაც მრუშობის ცოდვისგან გათავისუფლების სურვილი აქვს, ამ ცოდვებსაც უნდა განერიდოს. რაც მთავარია, უნდა ვიფიქროთ იმ საშინელ სასჯელზე, რომელიც ცოდვილი ადამიანის, მათ შორის მემრუშე ადამიანის სულს ელოდება მოუნანიებლობის შემთხვევაში ამასოფლიდან გასვლის შემდგომ: "ნუ შეცდებით: ვერც მეძავი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს"(I კორ. 6,9-10). პირველ რიგში კი, საჭიროა რწმენაში განმტკიცება. ამასთანავე შეწევნისთვის ხშირად მივმართოთ ღმერთს, რათა ავხორცი ზრახვებისგან დაგვიფაროს.

- ედება თუ არა ეპიტიმია (საეკლესიო სასჯელი) ადამიანს, რომელიც ამ ცოდვის მონანიებას გადაწყვეტს?

- ამქვეყნიური სინანულის შემთხვევაში, ადამიანს ნებისმიერი ცოდვა მიეტევება, მაგრამ აუცილებელია გულწრფელი სინანული და არა ისეთი, რომ მივიდეთ მოძღვართან, აღსარება ვთქვათ და შემდეგ, იგივე ცოდვა ჩავიდინოთ. თუ მოინანიე, სინანულის ნაყოფიც უნდა აჩვენო. თუ დარგე ხე კეთილისა, მისგან ნაყოფიც უნდა მიიღო. უნაყოფო ხე კი, უნდა მოიჭრას... როდესაც ქრისტესთვის რაღაცას უარვყოფთ, მისგან ორმაგი სიკეთე მოგვეცემა. ამის არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. რაც შეეხება საეკლესიო სასჯელს - ადრე მემრუშე ადამიანი ოცი წლის უზიარებლობით ისჯებოდა. ბუნებრივია, ცოდვის სიმძიმე დღესაც იგივე რჩება მაგრამ რადგან ადამიანთა უმრავლესობა დღეს რწმენაში განმტკიცებული არ არის, მოძღვარმა შეიძლება, საეკლესიო სასჯელი შეუმსუბუქოს ადამიანს - დაუნიშნოს ლოცვითი კანონი, მეტანიები, გარკვეული პერიოდით დაუწესოს უზიარებლობა და სხვა.

- ხშირად, ადამიანს მოძღვრის წინაშე ეუხერხულება ამ ცოდვის აღიარება, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება მრუშობის გაუკუღმართებულ ფორმას - ჩუკენობას, ლესბოსელობას, მამათმავლობას და სხვა. რა უნდა გაითვალისწინონ ასეთმა ადამიანებმა?

- ასეთ შემთხვევაში, ადამიანებმა აუცილებლად უნდა სძლიონ უხერხულობას და ეს ცოდვა მოინანიონ, რათა არ დაკარგონ ცათა სასუფეველი. თუ ადამიანს მოძღვართან პირისპირ ამის თქმა ეუხერხულება, შეიძლება, აღსარება დაწეროს და ისე მიაწოდოს...

შორენა მერკვილაძე

ჟურნალი "გზა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია