მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 სტუმარი, რომელიც ქორწილს ჩაგიშლით
5 სტუმარი, რომელიც ქორწილს ჩაგიშლით

ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ქორ­წი­ლი ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი და და­უ­ვი­წყა­რი დღეა.

მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობთ, რო­მელ სო­ცი­ა­ლურ ფე­ნას ეკუთ­ვნით - სტუმ­რე­ბის სიის შედ­გე­ნა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე სა­ქორ­წი­ნო კა­ბის შერ­ჩე­ვა. 5 სტუ­მა­რი, რო­მე­ლიც ნეფე-პა­ტარ­ძალს ნერ­ვებს მო­უშ­ლის და დიდი შან­სია, რომ ქორ­წი­ლიც ჩა­შა­ლონ:

1. გო­გო­ნა, რო­მელ­საც ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა უყ­ვარს: რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, თუ სი­ლა­მა­ზით პა­ტარ­ძა­ლი ვერ და­იკ­ვეხ­ნის? ეს მისი დღეა და ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა სწო­რედ ქორ­წი­ლის დე­დო­ფალს უნდა ეკუთ­ვნო­დეს, მაგ­რამ ეს სტუ­მა­რი გო­გო­ნა ამ ბედ­ნი­ე­რე­ბას არ მო­გა­ნი­ჭებთ. ის ქორ­წილ­ში ზედ­მე­ტად თა­მა­მი მოკ­ლე კა­ბით მივა, ყვე­ლა­ზე მო­დურ მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელს ჩა­იც­ვამს, სექ­სუ­ა­ლუ­რი ვარ­ცხნი­ლო­ბა ექ­ნე­ბა და ამ ფონ­ზე, და­ქი­რა­ვე­ბულ ფო­ტოგ­რაფ­საც კი ვერ აუკ­რძა­ლავთ, მისი პი­კან­ტუ­რი ცეკ­ვა ფირ­ზე არ აღ­ბეჭ­დოს.

2. ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ან ქმა­რი: ფსი­ქო­ლო­გე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ყო­ფილ პარტნი­ო­რებ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი და­შო­რე­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ფიქ­რობს და ზოგ­ჯერ ეჭ­ვი­ა­ნობს კი­დეც. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც კვლავ მარ­ტო არი­ან და თეთრ კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბილს ვერ აგი­ტა­ნენ. ცე­ცხლს ნუ ეთა­მა­შე­ბით! თქვე­ნი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც "მე­გობ­რუ­ლად და­შორ­დით" ქორ­წილს უნებ­ლი­ედ ჩა­გიშ­ლით.

3. ლოთი: თუ თქვე­ნი მე­გო­ბა­რი ძა­ლი­ან ბევ­რს სვამს, ქორ­წილ­ში ცალ­კე მა­გი­და მის­თვის გა­ა­წყვეთ, რად­გა­ნაც სას­მე­ლი ნამ­დვი­ლად არ ეყო­ფა. ეს სტუ­მა­რი ბევ­რს და­ლევს, ნერ­ვებ­საც მო­გიშ­ლით და დიდი ალ­ბა­თო­ბით ვინ­მეს­თან იჩხუ­ბებს.

4. შეშ­ლი­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი: ყვე­ლა ადა­მი­ანს ჰყავს შეშ­ლი­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი, რო­მელ­თან სტუმ­რო­ბის შემ­დე­გაც ფსი­ქო­ლოგ­თან ვი­ზი­ტია სა­ჭი­რო. თუ მა­ინც და­პა­ტი­ჟებთ, სად­მე შორს, დარ­ბა­ზის უკან დას­ვით. თუმ­ცა, მათ უაზ­რო კო­მენ­ტა­რებ­სა და შე­ძა­ხი­ლებს მთე­ლი დღე გა­ი­გებთ.

5. ბავ­შვე­ბი: ისი­ნი მთე­ლი დღე მა­გი­დებს შო­რის ირ­ბე­ნენ, იხ­მა­უ­რე­ბენ, ცეკ­ვას არ და­გაც­დი­ან. თუ ძიძა არ ჰყავთ, პა­ტა­რე­ბი სტუმ­რე­ბის სი­ა­ში არ შე­იყ­ვა­ნოთ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია amerikanki.com-ის მი­ხედ­ვით.

5 სტუმარი, რომელიც ქორწილს ჩაგიშლით

5 სტუმარი, რომელიც ქორწილს ჩაგიშლით

ყველა ადამიანის ცხოვრებაში ქორწილი ერთ-ერთი ულამაზესი და დაუვიწყარი დღეა.

მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ, რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნით - სტუმრების სიის შედგენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქორწინო კაბის შერჩევა. 5 სტუმარი, რომელიც ნეფე-პატარძალს ნერვებს მოუშლის და დიდი შანსია, რომ ქორწილიც ჩაშალონ:

1. გოგონა, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს: რა მნიშვნელობა აქვს, თუ სილამაზით პატარძალი ვერ დაიკვეხნის? ეს მისი დღეა და ყველას ყურადღება სწორედ ქორწილის დედოფალს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ ეს სტუმარი გოგონა ამ ბედნიერებას არ მოგანიჭებთ. ის ქორწილში ზედმეტად თამამი მოკლე კაბით მივა, ყველაზე მოდურ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ჩაიცვამს, სექსუალური ვარცხნილობა ექნება და ამ ფონზე, დაქირავებულ ფოტოგრაფსაც კი ვერ აუკრძალავთ, მისი პიკანტური ცეკვა ფირზე არ აღბეჭდოს.

2. ყოფილი შეყვარებული, ან ქმარი: ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ყოფილ პარტნიორებზე ადამიანების ნაწილი დაშორებიდან გარკვეული დროის განმავლობაში ფიქრობს და ზოგჯერ ეჭვიანობს კიდეც. განსაკუთრებით მამაკაცები, რომლებიც კვლავ მარტო არიან და თეთრ კაბაში გამოწყობილს ვერ აგიტანენ. ცეცხლს ნუ ეთამაშებით! თქვენი ყოფილი შეყვარებული მამაკაცი, რომელსაც "მეგობრულად დაშორდით" ქორწილს უნებლიედ ჩაგიშლით.

3. ლოთი: თუ თქვენი მეგობარი ძალიან ბევრს სვამს, ქორწილში ცალკე მაგიდა მისთვის გააწყვეთ, რადგანაც სასმელი ნამდვილად არ ეყოფა. ეს სტუმარი ბევრს დალევს, ნერვებსაც მოგიშლით და დიდი ალბათობით ვინმესთან იჩხუბებს.

4. შეშლილი ნათესავები: ყველა ადამიანს ჰყავს შეშლილი ნათესავები, რომელთან სტუმრობის შემდეგაც ფსიქოლოგთან ვიზიტია საჭირო. თუ მაინც დაპატიჟებთ, სადმე შორს, დარბაზის უკან დასვით. თუმცა, მათ უაზრო კომენტარებსა და შეძახილებს მთელი დღე გაიგებთ.

5. ბავშვები: ისინი მთელი დღე მაგიდებს შორის ირბენენ, იხმაურებენ, ცეკვას არ დაგაცდიან. თუ ძიძა არ ჰყავთ, პატარები სტუმრების სიაში არ შეიყვანოთ.

მომზადებულია amerikanki.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს