პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მშობლებო, უფრთხილდით შოკოლადს - პედიატრების საშიში დასკვნა
მშობლებო, უფრთხილდით შოკოლადს - პედიატრების საშიში დასკვნა

ტკბი­ლე­უ­ლი ყვე­ლა ბავ­შვს უყ­ვარს. მშობ­ლებ­მა კი სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით იცი­ან, რომ თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­ა­გე­ბი­ნო ბავ­შვს, რა მავ­ნე­ბე­ლია ბევ­რი ტკბი­ლი. არ­სე­ბობს შე­და­რე­ბით უწყი­ნა­რი ტკბი­ლე­უ­ლიც, მაგ­რამ შო­კო­ლა­დი მათ რი­ცხვში არ შე­დის - ბავ­შვე­ბის ეს საყ­ვა­რე­ლი ნუგ­ბა­რი არც ისე უსაფრ­თხოა. რით არის მავ­ნე­ბე­ლი შო­კო­ლა­დი, რა ასა­კი­დან შე­იძ­ლე­ბა მივ­ცეთ ბავ­შვს და შე­იძ­ლე­ბა თუ არა მისი რა­ი­მე­თი ჩა­ნაც­ვლე­ბა?

გა­ვა­სინ­ჯოთ თუ არა შო­კო­ლა­დი წლამ­დე ბავ­შვს

ბევ­რი დედა ფიქ­რობს, რომ ბავ­შვმა ცოტ-ცოტა ყვე­ლა­ფე­რი უნდა ჭა­მოს. სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი ძლი­ე­რა­ლერ­გი­უ­ლი პრო­დუქ­ტი, რო­გო­რიც შო­კო­ლა­დია, ამ "ყვე­ლა­ფერ­ში" შე­დის. მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, პა­ტა­რას ოდ­ნავ აა­ლო­კი­ნეთ თუ მო­აკ­ბე­ჩი­ნეთ შო­კო­ლა­დი - მთა­ვა­რია, რომ მისი კონ­ტაქ­ტი კა­კა­ოს პრო­დუქტთან უკვე შედ­გა. მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ ამით პა­ტა­რას ორ­გა­ნიზმს თა­ვი­დან­ვე შე­აჩ­ვე­ვენ ალერ­გენს და მო­მა­ვალ­ში ალერ­გი­ის­გან და­ცუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ძა­ლი­ან ცდე­ბი­ან. რა თქმა უნდა, პირ­ვე­ლად მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე დი­ა­თე­ზი არ გა­უჩ­ნდე­ბა, მაგ­რამ მე­ო­რე და მე­სა­მე ცდის შემ­დეგ ალერ­გი­ის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი უკვე სა­ხე­ზე გვექ­ნე­ბა. მცი­რე ასაკ­ში გა­მოვ­ლე­ნილ­მა ალერ­გი­ამ კი მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლოა მძი­მე ალერ­გი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს და ბავ­შვის რა­ცი­ო­ნის მკვეთ­რად შე­ზღუდ­ვა მო­გიხ­დეთ. ანუ კი­თხვა­ზე, გა­ვა­სინ­ჯოთ თუ არა წლამ­დე ბავ­შვს შო­კო­ლა­დი - პა­სუ­ხი ცალ­სა­ხად არის არა.

შო­კო­ლა­დი ერ­თი­დან სამ წლამ­დე ბავ­შვის­თვის

ერთი წლის ჯან­მრთე­ლი ბავ­შვის­თვის თით­ქმის ყვე­ლა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა. მშობ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლონ, რომ ბავ­შვი უკვე დი­დია და შე­იძ­ლე­ბა შო­კო­ლად­ზე აკ­რძალ­ვაც მო­ვუხ­სნათ. ბე­ბი­აც ამ­ტკი­ცებს, რომ "ბავ­შვი თან­და­თან უნდა მი­ეჩ­ვი­ოს ყვე­ლა­ფერს", მე­გო­ბა­რი გე­უბ­ნე­ბათ, რომ "ეს შო­კო­ლა­დი სა­ბავ­შვოა, აბა, რეკ­ლა­მა­ში ტყუ­ილს ხომ არ იტყვი­ან"... სა­ბო­ლო­ოდ პა­ტა­რას შო­კო­ლა­დის ულუ­ფა მა­ინც ერ­გე­ბა. სხვა დროს კი, როცა შო­კო­ლადს და­ი­ნა­ხავს, უკვე ის­ტე­რი­კის ფონ­ზე მო­ი­თხოვს თა­ვის წილს.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მშობლებო, უფრთხილდით შოკოლადს - პედიატრების საშიში დასკვნა

მშობლებო, უფრთხილდით შოკოლადს - პედიატრების საშიში დასკვნა

ტკბილეული ყველა ბავშვს უყვარს. მშობლებმა კი საკუთარი გამოცდილებით იციან, რომ თითქმის შეუძლებელია გააგებინო ბავშვს, რა მავნებელია ბევრი ტკბილი. არსებობს შედარებით უწყინარი ტკბილეულიც, მაგრამ შოკოლადი მათ რიცხვში არ შედის - ბავშვების ეს საყვარელი ნუგბარი არც ისე უსაფრთხოა. რით არის მავნებელი შოკოლადი, რა ასაკიდან შეიძლება მივცეთ ბავშვს და შეიძლება თუ არა მისი რაიმეთი ჩანაცვლება?

გავასინჯოთ თუ არა შოკოლადი წლამდე ბავშვს

ბევრი დედა ფიქრობს, რომ ბავშვმა ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა ჭამოს. სამწუხაროდ, ისეთი ძლიერალერგიული პროდუქტი, როგორიც შოკოლადია, ამ "ყველაფერში" შედის. მნიშვნელობა არა აქვს, პატარას ოდნავ აალოკინეთ თუ მოაკბეჩინეთ შოკოლადი - მთავარია, რომ მისი კონტაქტი კაკაოს პროდუქტთან უკვე შედგა. მშობლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამით პატარას ორგანიზმს თავიდანვე შეაჩვევენ ალერგენს და მომავალში ალერგიისგან დაცულები იქნებიან, ძალიან ცდებიან. რა თქმა უნდა, პირველად მიღებისთანავე დიათეზი არ გაუჩნდება, მაგრამ მეორე და მესამე ცდის შემდეგ ალერგიის პირველი ნიშნები უკვე სახეზე გვექნება. მცირე ასაკში გამოვლენილმა ალერგიამ კი მომავალში შესაძლოა მძიმე ალერგიული პრობლემები გამოიწვიოს და ბავშვის რაციონის მკვეთრად შეზღუდვა მოგიხდეთ. ანუ კითხვაზე, გავასინჯოთ თუ არა წლამდე ბავშვს შოკოლადი - პასუხი ცალსახად არის არა.

შოკოლადი ერთიდან სამ წლამდე ბავშვისთვის

ერთი წლის ჯანმრთელი ბავშვისთვის თითქმის ყველა საკვები პროდუქტის მიღება შეიძლება. მშობლებმაც შეიძლება ჩათვალონ, რომ ბავშვი უკვე დიდია და შეიძლება შოკოლადზე აკრძალვაც მოვუხსნათ. ბებიაც ამტკიცებს, რომ "ბავშვი თანდათან უნდა მიეჩვიოს ყველაფერს", მეგობარი გეუბნებათ, რომ "ეს შოკოლადი საბავშვოა, აბა, რეკლამაში ტყუილს ხომ არ იტყვიან"... საბოლოოდ პატარას შოკოლადის ულუფა მაინც ერგება. სხვა დროს კი, როცა შოკოლადს დაინახავს, უკვე ისტერიკის ფონზე მოითხოვს თავის წილს.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია