პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთი ორჯონიკიძე შეყვარებულის ვინაობას მალავს - ''მსგავს შეცდომას არ გავიმეორებ''
ქეთი ორჯონიკიძე შეყვარებულის ვინაობას მალავს - ''მსგავს შეცდომას არ გავიმეორებ''

"ჯი­დი­ე­სის" პრო­ექ­ტი "ერთი ერ­თში" და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა. ლი­დე­რი ყო­ველ ტურ­ში იც­ვლე­ბა და და­ნამ­დვი­ლე­ბით ჯერ ვე­რა­ვინ იტყვის, ვინ გახ­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. ჩვენ ქეთი ორ­ჯო­ნი­კი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ, რომ­ლის ნომ­რე­ბიც პრო­ექ­ტში ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლია და მა­ყუ­რებ­ლის სიმ­პა­თი­ას იმ­სა­ხუ­რებს.

- ქეთი, დაღ­ლი­ლი გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, მაგ­რამ აშ­კა­რაა, რომ ამ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ხა­ლი­სოა.

- ბევ­რს ვშრო­მობთ და შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკვე დამ­ღლე­ლია. თა­ვი­დან ყვე­ლას სხვა მუხ­ტი გვქონ­და, ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი რუ­ტი­ნა გახ­და. მაგ­რამ გა­სარ­თო­ბიც რომ არის, ამას წვე­თი არ გა­უ­ვა. როცა მომ­ღერ­ლებს თა­ვი­ანთ ჟანრ­ში უწევთ სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა, უფრო სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა. რო­კის შეს­რუ­ლე­ბამ რომ მო­მი­წი­ოს, სხვა ამ­ბი­ცია გა­მიჩ­ნდე­ბო­და იმ ტურ­ზე, მენ­დო­მე­ბო­და, რომ პირ­ვე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მაგ­რამ "ალთა-ბალ­თა" ჟან­რის სიმ­ღე­რე­ბი მხვდე­ბა, მხო­ლოდ ოპე­რის არია არ მიმ­ღე­რია და დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეს ბედ­ნი­ე­რე­ბაც მექ­ნე­ბა. "ერთი ერ­თში" შემ­დგა­რი მომ­ღერ­ლე­ბის კონ­კურ­სია, სა­დაც შენც უნდა გა­ერ­თო და სხვე­ბიც გა­არ­თო.

- სა­კუ­თა­რი ნომ­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი მო­გე­წო­ნა?

- არ არ­სე­ბობს მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა სიმ­ღე­რას ერ­თნა­ი­რად კარ­გად შე­ას­რუ­ლებს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის შეგ­რძნე­ბა ყვე­ლა სიმ­ღე­რა­ზე არ მქონ­და, მაგ­რამ ეს იმი­ტომ მოხ­და, რომ ჩემი სიმ­ღე­რა არ იყო. თუმ­ცა როცა შენს სიმ­ღე­რას არ ას­რუ­ლებ, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ შეც­დო­მით უნდა იმ­ღე­რო. უკ­მა­ყო­ფი­ლო არც ერთი ნამ­ღე­რით არ დავ­რჩე­ნილ­ვარ. გა­მო­ვარ­ჩევ­დი პრინცს, ემი­ნემ­სა და ნინო ქა­თა­მა­ძეს. ეს ზუს­ტად ის იყო, რაც არას­დროს გა­მი­კე-თე­ბია. სე­ლინ დი­ონს ბავ­შვო­ბა­ში ვმღე­რო­დი, ლედი გაგა მიყ­ვარს და ვუს­მენ. ბი­ორ­კი, ჩემს სა­სი­ქა­დუ­ლოდ უნდა ვთქვა, რომ მარ­თლა რთუ­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია. შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცას ჰგო­ნია, რომ ფა დი­ე­ზი თუ დიდ­ხანს. არ გაქვს გა­ჩე­რე­ბუ­ლი, ის სიმ­ღე­რა არაა. მა­ღა­ლი ნო­ტის აღე­ბა არ ნიშ­ნავს კარ­გად სიმ­ღე­რას.

- გა­და­ცე­მა­ში "ერთი ერ­თში" ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გარ­და­სახ­ვე­ბი შენ გქონ­და. ფე­რად­კა­ნი­ა­ნიც იყა­ვი, კა­ციც და ქა­ლიც.

- დიდი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ტარ­დე­ბა ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ პრო­ექ­ტში და ეს ძა­ლი­ან კარ­გია.

- შენი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნინო ქა­თა­მა­ძე ბევ­რმა პრო­ექ­ტის სა­უ­კე­თე­სო ნომ­რად აღი­ა­რა.

- ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის გან­სა­ხი­ე­რე­ბა ყო­ველ­თვის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. მე თვი­თონ ძა­ლი­ან მიყ­ვარს ნინო ქა­თა­მა­ძე. მო­ვინ­დო­მე, რომ ეს ნო­მე­რი კარ­გი გა­მო­სუ­ლი­ყო. რა­ღაც­ნა­ი­რად ვა­კუ­უმ­ში მო­ვაქ­ციე ჩემი თავი. არ გა­მი­გია არც არა­ვის რჩე­ვა და არც არა­ვის და­რი­გე­ბა. სა­ერ­თოდ არა­ფე­რი გა­მი­გია ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. ისე­თი გან­ცდა მქონ­და, რომ ბურთში ვი­ყა­ვი მოქ­ცე­უ­ლი და იმ ბურთში ვი­ხარ­შე­ბო­დი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში მო­ვი­ხარ­შე ისე­თად, რო­გო­რიც გა-მო­ვი­და. თან იმ ბურთში ნი­ნოც შე­მო­ვი­და და ეს ძა­ლი­ან მა­გა­რი იყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ახლა სა­სა­ცი­ლოდ ჟღერს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად მარ­თლა ასე მოხ­და. ქარ­თუ­ლი ტექ­სტი სიმ­ღე­რის ყვე­ლა ჟანრს არ უხ­დე­ბა. ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხში­რად ამ­ბობ­დნენ, ქარ­თულ სიმ­ღე­რას ალ­ბათ ვერ მღე­რი­სო. ერთი ძა­ლი­ან კარ­გი ჩვე­ვა მაქვს, არას­დროს ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას, რას ლა­პა­რა­კო­ბენ ჩემ­ზე. შე­იძ­ლე­ბა, ისე­თი ადა­მი­ა­ნის­გან გა­ვი­გე ეს ნათ­ქვა­მი, ვისი აზ­რიც ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ახლა შან­სი მო­მე­ცა და­მე­ნახ­ვე­ბი­ნა, რომ ქარ­თუ­ლად კარ­გად ვმღე­რი.

- ბევ­რს გა­უკ­ვირ­და, რო­დე­საც შენს გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ბექა ბრო­ლა­ძე ნახა.

- რო­დე­საც შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბა ლი­რი­კუ­ლი გა­დახ­ვე­ვაა მე­გობ­რო­ბი­დან, შე­სა­ბა­მი­სად, უკან ად­ვი­ლად ბრუნ­დე­ბი.

- რად­გან ყო­ფილ სიყ­ვა­რულ­ზე ასე მარ­ტი­ვად ლა­პა­რა­კობ, ე.ი. არც იყო ის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი.

- ამ შემ­თხვე­ვა­ში მარ­ტი­ვია სა­უ­ბა­რი, რად­გან არა­ფე­რი არაა და­კარ­გუ­ლი. არ კარ­გავ ადა­მი­ანს და არც მის­და­მი პა­ტი­ვის­ცე­მას. როცა გული არა­ფერ­ზე გწყდე­ბა, ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულ­ზე ლა­პა­რა­კი რთუ­ლი სა­ერ­თოდ არაა.

- შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლე არის?

- ორ­მხრი­ვი სიმ­პა­თია არის. ვფიქ­რობ, შეც­დო­მა იყო, როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­ი­გო ბექა ბრო­ლა­ძის შე­სა­ხებ და გპირ­დე­ბით, ეს შეც­დო­მა მე­ო­რედ აღარ გა­მე­ორ­დე­ბა.

- ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რა­ტომ მი­ი­ღე?

- ნა­ფიქ­რი მაქვს და ვიცი, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე.

- შენი პა­სუ­ხი­დან შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­როთ, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ.

- მე რომ ახლა იმის მტკი­ცე­ბა და­ვი­წყო, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მყავს, ვი­საც რო­გორ უნდა, მა­ინც ისე და­ი­ჯე­რებს. როცა მკი­თხა­ვენ, მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რომ სიმ­პა­თია არ­სე­ბობს. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ინ­ტე­რე­სის­თვის, მაგ­რამ კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეთ-მეთ­ქი.

იხი­ლეთ ვრცლად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქეთი ორჯონიკიძე შეყვარებულის ვინაობას მალავს - ''მსგავს შეცდომას არ გავიმეორებ''

ქეთი ორჯონიკიძე შეყვარებულის ვინაობას მალავს - ''მსგავს შეცდომას არ გავიმეორებ''

''ჯიდიესის'' პროექტი ''ერთი ერთში'' დასასრულს უახლოვდება. ლიდერი ყოველ ტურში იცვლება და დანამდვილებით ჯერ ვერავინ იტყვის, ვინ გახდება გამარჯვებული. ჩვენ ქეთი ორჯონიკიძეს ვესაუბრეთ, რომლის ნომრებიც პროექტში ყოველთვის გამორჩეულია და მაყურებლის სიმპათიას იმსახურებს.

- ქეთი, დაღლილი გამოიყურები, მაგრამ აშკარაა, რომ ამ შოუში მონაწილეობა სახალისოა.

- ბევრს ვშრომობთ და შოუში მონაწილეობა უკვე დამღლელია. თავიდან ყველას სხვა მუხტი გვქონდა, ახლა ეს ყველაფერი რუტინა გახდა. მაგრამ გასართობიც რომ არის, ამას წვეთი არ გაუვა. როცა მომღერლებს თავიანთ ჟანრში უწევთ სიმღერის შესრულება, უფრო საპასუხისმგებლოა. როკის შესრულებამ რომ მომიწიოს, სხვა ამბიცია გამიჩნდებოდა იმ ტურზე, მენდომებოდა, რომ პირველი ვყოფილიყავი. მაგრამ ''ალთა-ბალთა'' ჟანრის სიმღერები მხვდება, მხოლოდ ოპერის არია არ მიმღერია და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ბედნიერებაც მექნება. ''ერთი ერთში'' შემდგარი მომღერლების კონკურსია, სადაც შენც უნდა გაერთო და სხვებიც გაართო.

- საკუთარი ნომრებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგეწონა?

- არ არსებობს მომღერალი, რომელიც ყველა სიმღერას ერთნაირად კარგად შეასრულებს. განსაკუთრებული აღფრთოვანების შეგრძნება ყველა სიმღერაზე არ მქონდა, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩემი სიმღერა არ იყო. თუმცა როცა შენს სიმღერას არ ასრულებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეცდომით უნდა იმღერო. უკმაყოფილო არც ერთი ნამღერით არ დავრჩენილვარ. გამოვარჩევდი პრინცს, ემინემსა და ნინო ქათამაძეს. ეს ზუსტად ის იყო, რაც არასდროს გამიკე-თებია. სელინ დიონს ბავშვობაში ვმღეროდი, ლედი გაგა მიყვარს და ვუსმენ. ბიორკი, ჩემს სასიქადულოდ უნდა ვთქვა, რომ მართლა რთული შესასრულებელია. შეიძლება, ვიღაცას ჰგონია, რომ ფა დიეზი თუ დიდხანს. არ გაქვს გაჩერებული, ის სიმღერა არაა. მაღალი ნოტის აღება არ ნიშნავს კარგად სიმღერას.

- გადაცემაში ''ერთი ერთში'' ყველაზე მრავალფეროვანი გარდასახვები შენ გქონდა. ფერადკანიანიც იყავი, კაციც და ქალიც.

- დიდი ექსპერიმენტები ტარდება ჩემთან დაკავშირებით ამ პროექტში და ეს ძალიან კარგია.

- შენი შესრულებული ნინო ქათამაძე ბევრმა პროექტის საუკეთესო ნომრად აღიარა.

- ქართველი მომღერლის განსახიერება ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მე თვითონ ძალიან მიყვარს ნინო ქათამაძე. მოვინდომე, რომ ეს ნომერი კარგი გამოსულიყო. რაღაცნაირად ვაკუუმში მოვაქციე ჩემი თავი. არ გამიგია არც არავის რჩევა და არც არავის დარიგება. საერთოდ არაფერი გამიგია ერთი კვირის განმავლობაში. ისეთი განცდა მქონდა, რომ ბურთში ვიყავი მოქცეული და იმ ბურთში ვიხარშებოდი. საბოლოო ჯამში მოვიხარშე ისეთად, როგორიც გა-მოვიდა. თან იმ ბურთში ნინოც შემოვიდა და ეს ძალიან მაგარი იყო. ეს ყველაფერი ახლა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ რეალურად მართლა ასე მოხდა. ქართული ტექსტი სიმღერის ყველა ჟანრს არ უხდება. ჩემთან დაკავშირებით ხშირად ამბობდნენ, ქართულ სიმღერას ალბათ ვერ მღერისო. ერთი ძალიან კარგი ჩვევა მაქვს, არასდროს ვაქცევ ყურადღებას, რას ლაპარაკობენ ჩემზე. შეიძლება, ისეთი ადამიანისგან გავიგე ეს ნათქვამი, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ახლა შანსი მომეცა დამენახვებინა, რომ ქართულად კარგად ვმღერი.

- ბევრს გაუკვირდა, როდესაც შენს გულშემატკივრებში ყოფილი შეყვარებული ბექა ბროლაძე ნახა.

- როდესაც შეყვარებულობა ლირიკული გადახვევაა მეგობრობიდან, შესაბამისად, უკან ადვილად ბრუნდები.

- რადგან ყოფილ სიყვარულზე ასე მარტივად ლაპარაკობ, ე.ი. არც იყო ის დიდი სიყვარული.

- ამ შემთხვევაში მარტივია საუბარი, რადგან არაფერი არაა დაკარგული. არ კარგავ ადამიანს და არც მისდამი პატივისცემას. როცა გული არაფერზე გწყდება, ყოფილ შეყვარებულზე ლაპარაკი რთული საერთოდ არაა.

- შენს პირად ცხოვრებაში სიახლე არის?

- ორმხრივი სიმპათია არის. ვფიქრობ, შეცდომა იყო, როცა საზოგადოებამ გაიგო ბექა ბროლაძის შესახებ და გპირდებით, ეს შეცდომა მეორედ აღარ გამეორდება.

- ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება რატომ მიიღე?

- ნაფიქრი მაქვს და ვიცი, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

- შენი პასუხიდან შეიძლება ვიფიქროთ, რომ შეყვარებული ხარ.

- მე რომ ახლა იმის მტკიცება დავიწყო, შეყვარებული არ მყავს, ვისაც როგორ უნდა, მაინც ისე დაიჯერებს. როცა მკითხავენ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სიმპათია არსებობს. ძალიან დიდი მადლობა ინტერესისთვის, მაგრამ კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება