პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობის ადმინისტრაციაში თანამშრომომლების მიღების წესი იცვლება
მთავრობის ადმინისტრაციაში თანამშრომომლების მიღების წესი იცვლება

მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უკონ­კურ­სოდ და­ნიშ­ვნის პრაქ­ტი­კა და შე­სა­ბა­მი­სი წესი მემ­კვიდ­რე­ო­ბით, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან მი­ი­ღო.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში 2012 წლის 6 ივ­ლი­სის დე­ბუ­ლე­ბა მოქ­მე­დებს, რო­მელ­საც მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი აწერს ხელს. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტის ერთ-ერთი სი­ახ­ლე იყო ის, რომ მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­ნიშ­ვნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სის ნაც­ვლად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრე­რო­გა­ტი­ვა გახ­და და, "სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა კონ­კურ­სის წე­სით მი­ღე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დღის წეს­რი­გი­დან მო­იხ­სნა.

მთავ­რო­ბის ახ­ლან­დე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ, ნინო კო­ბა­ხი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­უ­დას­ტუ­რა, რომ სა­დღე­ი­სო­დაც ეს წესი მოქ­მე­დებს - დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­შიც სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი და­ნიშ­ნუ­ლი არი­ან პრე­მი­ე­რის მიერ - კონ­კურ­სის გა­რე­შე, თუმ­ცა კო­ბა­ხი­ძემ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ეს შე­იც­ვლე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის გარ­და, ყვე­ლა პო­ზი­ცია მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში კონ­კურსს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

"ჩვენ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ად გარ­და­ვიქ­მე­ნით. რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი თით­ქმის დას­რულ­და. და­ახ­ლო­ე­ბით ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ახალ კონ­ცეფ­ცი­ას წარ­მო­ვად­გენთ. მზად­დე­ბა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა და­ნიშ­ვის კონ­ცეფ­ცია და ესეც გა­მო­ვა. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ უნდა გა­ი­მიჯ­ნოს პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სტა­ფი. პრე­მი­ერ­თან ერ­თად, გა­მო­ი­ყო­ფა პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, რო­მელ­თა და­ნიშ­ვნა­ზეც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პრე­მი­ე­რი მი­ი­ღებს. და­ნარ­ჩე­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის "სტა­ფი" - არის ეს საქ­მის წარ­მო­ე­ბა, წე­რი­ლე­ბის მი­ღე­ბა, სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხე­ბი, იუ­რის­ტე­ბი და ასე შემ­დეგ, გვინ­და, რომ კონ­კურ­სის წე­სით შე­ვარ­ჩი­ოთ, რათა სტრუქ­ტუ­რა გახ­დეს ძლი­ე­რი და ეს ხალ­ხი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ცვლი­ლე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ იყოს. მე დამ­ხვდა მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის სის­ტე­მა, როცა ხალ­ხი უკონ­კურ­სოდ ინიშ­ნე­ბო­და", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ნინო კო­ბა­ხი­ძემ.

ამას­თან, კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ ბევრ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დებს პრაქ­ტი­კა, როცა პრე­მი­ე­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრცი­ა­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პრე­მი­ე­რი­სა და პრე­ზი­დენ­ტის მიერ ინიშ­ნე­ბი­ან და კონ­კურ­სი არ ტარ­დე­ბა.

აქვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­შიც იმგვა­რი სის­ტე­მა და­ი­ნერ­გა, როცა ვა­კან­ტუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის შე­სავ­სე­ბად კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა სა­ჭი­რო აღარ არის - ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს პირ­და­პირ პრე­ზი­დენ­ტი ნიშ­ნავს.

ერთ-ერთი ბოლო ცვლი­ლე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით "სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის პრო­აქ­ტი­უ­ლად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის წე­სი­სა და სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მით მო­თხოვ­ნის სტან­დარ­ტის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ" პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, იმ ინ­ფორ­მა­ცი­ა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ვებ-გვერ­დზე პრო­აქ­ტი­უ­ლი წე­სით უნდა გა­მოქ­ვეყ­ნდეს, ამო­ღე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სის წე­სით შე­სავ­სე­ბი ვა­კან­ტუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის შე­სა­ხებ და ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ვა­კან­ტუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­სა­კა­ვე­ბე­ლი კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის წე­სებს გან­სა­ზღვრავს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც კონ­კურ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, თა­ვის მხრივ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ახა­ლი დე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ახა­ლი დე­ბუ­ლე­ბა გა­სუ­ლი წლის 19 დე­კემ­ბერს არის მი­ღე­ბუ­ლი და აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი ნიშ­ნავს. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ მათი და­ნიშ­ვნა კონ­კურ­სე­ბის გა­რე­შეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

მთავრობის ადმინისტრაციაში თანამშრომომლების მიღების წესი იცვლება

მთავრობის ადმინისტრაციაში თანამშრომომლების მიღების წესი იცვლება

მთავრობის დღევანდელმა ადმინისტრაციამ თანამშრომლების უკონკურსოდ დანიშვნის პრაქტიკა და შესაბამისი წესი მემკვიდრეობით, ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ადმინისტრაციისგან მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმართებაში 2012 წლის 6 ივლისის დებულება მოქმედებს, რომელსაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აწერს ხელს. აღნიშნული დოკუმენტის ერთ-ერთი სიახლე იყო ის, რომ მთავრობის კანცელარიის თანამშრომლების დანიშვნის შესაძლებლობა, კანცელარიის უფროსის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა გახდა და, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის გათვალისწინებით, საჯარო მოხელეთა კონკურსის წესით მიღების ვალდებულება მთავრობის ადმინისტრაციის დღის წესრიგიდან მოიხსნა.

მთავრობის ახლანდელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნინო კობახიძემ "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურა, რომ სადღეისოდაც ეს წესი მოქმედებს - დღევანდელი მდგომარეობით მთავრობის ადმინისტრაციაშიც საჯარო მოხელეები დანიშნული არიან პრემიერის მიერ - კონკურსის გარეშე, თუმცა კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეიცვლება და პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, ყველა პოზიცია მთავრობის ადმინისტრაციაში კონკურსს დაექვემდებარება.

"ჩვენ ადმინისტრაციად გარდავიქმენით. რეორგანიზაციის პროცესი თითქმის დასრულდა. დაახლოებით ივლისის დასაწყისში ადმინისტრაციის ახალ კონცეფციას წარმოვადგენთ. მზადდება საჯარო მოხელეთა დანიშვის კონცეფცია და ესეც გამოვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური თანამდებობის პირები და ადმინისტრაციის სტაფი. პრემიერთან ერთად, გამოიყოფა პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომელთა დანიშვნაზეც გადაწყვეტილებას პრემიერი მიიღებს. დანარჩენი ადმინისტრაციის "სტაფი" - არის ეს საქმის წარმოება, წერილების მიღება, საორგანიზაციო საკითხები, იურისტები და ასე შემდეგ, გვინდა, რომ კონკურსის წესით შევარჩიოთ, რათა სტრუქტურა გახდეს ძლიერი და ეს ხალხი პოლიტიკური თანამდებობის პირთა ცვლილებაზე დამოკიდებული არ იყოს. მე დამხვდა მთავრობის კანცელარიის სისტემა, როცა ხალხი უკონკურსოდ ინიშნებოდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ნინო კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს პრაქტიკა, როცა პრემიერის ადმინისტრაციაში და პრეზიდენტის ადმინისტრციაში თანამშრომლები პრემიერისა და პრეზიდენტის მიერ ინიშნებიან და კონკურსი არ ტარდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც იმგვარი სისტემა დაინერგა, როცა ვაკანტური თანამდებობების შესავსებად კონკურსის ჩატარება საჭირო აღარ არის - ადმინისტრაციის თანამშრომლებს პირდაპირ პრეზიდენტი ნიშნავს.

ერთ-ერთი ბოლო ცვლილება ამ მიმართულებით "საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულებაში განხორციელდა, რომლის მიხედვითაც, იმ ინფორმაციათა ჩამონათვალიდან, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე პროაქტიული წესით უნდა გამოქვეყნდეს, ამოღებულია ინფორმაცია ადმინისტრაციაში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ და ნორმატიული აქტები, რომლებიც ადმინისტრაციაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესებს განსაზღვრავს.

აღნიშნული ცვლილება, რომელიც კონკურსებთან დაკავშირებული ინფორმაციის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს, თავის მხრივ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი დებულებიდან გამომდინარეობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი დებულება გასული წლის 19 დეკემბერს არის მიღებული და აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციის თანამშრომლებს თავად პრეზიდენტი ნიშნავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი დანიშვნა კონკურსების გარეშეა შესაძლებელი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა