სატელევიზიო შოუ "ერთი ერთში" მონაწილეებს სხვადასხვა ცნობილ ადამიანებად გარდაქმნის. ტრანსფორმაციის მორიგი "მსხვერპლია" დუტა სხირტლაძე, რომელმაც შოუს მორიგ ეპიზოდში ბრიტნი სპირსი განასახიერა.
ზოგადად, დუტას ამ შოუში მონაწილეობა გამორჩეულია, ვინაიდან მის მიერ განსახიერებულ მომღერლებზე, როგორც წესი, ბევრს საუბრობენ. მისი შესრულებული ნომრები კი Youtube-ზე პოპულარობით სარგებლობს.
რამდენად კარგად შეასრულა მსახიობმა ბრიტნი სპირსის Baby One More Time, თავად განსაჯეთ, ის კი ფაქტია, რომ კოლეჯის ქერა ლამაზმანის როლით მაყურებელი და დამსწრე საზოგადოება აშკარად გაამხიარულა.
შეფასებების შემდეგ მსახიობმა ჟიურის მოწვეულ წევრთან, ნიკა ლომიძესთან ერთად "სელფები" გადაიღო. პოზირებისას კი დუტა ნიკა ლომიძეს მუხლზე ჩამოუჯდა.