3 ივნისს, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის საამქროში უბედური შემთხვევა მოხდა. იმერეთის პროფკავშირების წარმომადგენლების ინფორმაციით, ელექტროსაამქროს ელექტრიკოსი, 50 წლის მამუკა ნებიერიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ძაბვის ქვეშ აღმოჩნდა და ადგილზევე გარდაიცვალა.
იმერეთის პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, რათა გამოიკვეთოს თუ ვისი ბრალეულობა დგას ამ შემთხვევაში.
ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხსნის პრესსამსახურში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.