პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნარმანიას ეზოში ნახმარი პრეზერვატივები და ქალის ჰიგიენური საფენები ყრია" - როგორ გამოიყურება მერობის კანდიდატის კორპუსის ეზო (+ ფოტო)
"ნარმანიას ეზოში ნახმარი პრეზერვატივები და ქალის ჰიგიენური საფენები ყრია" - როგორ გამოიყურება მერობის კანდიდატის კორპუსის ეზო (+ ფოტო)

თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატს, და­ვით ნარ­მა­ნი­ას, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბა­ში რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებ­და, და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბიც ჰქონ­და, ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი მი­სი­ვე (ნარ­მა­ნი­ას) სა­ცხოვ­რე­ბელ უბან­ში გა­და­ღე­ბულ მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი გზის ფო­ტო­ებს უქ­ვეყ­ნებს. "თბი­ლი­სის ფო­რუ­მის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი და ნარ­მა­ნი­ას ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ხედ­ვე­ბის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლას­თან ერ­თად ვრცელ ტექ­სტსაც აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც მე­რო­ბის კან­დი­დატს უბან­ში მო­უ­წეს­რი­გე­ბელ გზა­სა და ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ა­ზე მი­უ­თი­თებს და იუ­წყე­ბა, რომ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ეზო­ში, რო­მელ­შიც ნარ­მა­ნია ცხოვ­რობს, ქა­ლის ჰი­გი­ე­ნურ სა­ფე­ნებს, ნახ­მარ პრე­ზერ­ვა­ტი­ვებს, კიტ­რის ნაფრ­ცხვე­ნებ­სა და ბავ­შვის პამ­პერ­სებს ხში­რად იხი­ლავთ. "ასეთს ხე­დავს ალ­ბათ და­ნარ­ჩენ თბი­ლის­საც", - წერს ფო­რუ­მე­ლი.

წყა­რო: "თბი­ლი­სის ფო­რუ­მი", "ნარ­მა­ნი­ას ქუ­ჩის სა­ო­ცა­რი ხე­დე­ბი, ენი­თა­უ­წე­რე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა"

"მოკ­ლედ, მი­წევს ხოლ­მე სა­ბურ­თა­ლო­ზე იმ ად­გი­ლებ­ში გავ­ლა, სა­დაც და­ვით ნარ­მა­ნია ცხოვ­რობს.

ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, მას რო­გორც პო­ლი­ტი­კოსს და მა­ღალ­ჩი­ნო­სანს მეტი ბერ­კე­ტი ჰქონ­და თუ არა, რათა ეზ­რუ­ნა თა­ვის ქუ­ჩა­ზე? სევ­დია გზას არ უგებს და ბლა ბლა არ გვინ­და რა...

არც ვი­ცო­დი მანდ თუ ცხოვ­რობ­და, უბ­რა­ლოდ "პოსტსკრიპ­ტუმ­ში" აჩ­ვე­ნეს ზუს­ტად მისი ბინა და მივ­ხვდი, რო­მე­ლი კორ­პუ­სი­ცაა.

ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ქუ­ჩა­ზე გა­სა­ო­ცა­რი წეს­რი­გი და საყ­ვარ­ლო­ბა ხდე­ბა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აპო­გეა...

ასეთს ხე­დავს ალ­ბათ და­ნარ­ჩენ თბი­ლის­საც...

ბი­ძა­ჩე­მი ცხოვ­რობს მან­დვე და თურ­მე მაგ კორ­პუ­სის კლი­ჩკა "ღორ­პუ­სი" ყო­ფი­ლა. რას აღარ იხი­ლავთ კორ­პუ­სის ფან­ჯრე­ბი­დან გად­მოშ­ხუ­ი­ლე­ბულს - ქა­ლის ჰი­გი­ე­ნურ სა­ფე­ნებს, ნახ­მარ პრე­ზერ­ვა­ტი­ვებს, ჩაის, კიტ­რის ნაფრ­ცხვე­ნებს, ბავ­შვის პამ­პერ­სებს. მოკ­ლედ, მან გავ­ლა ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბაა... ცალ­კე ბედ­ნი­ე­რე­ბაა ქუჩა; ისე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი, რომ ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ტა­ლახ-ჯო­მარ­დო­ბით შე­იქ­ცი­ონ თავი ...

რამ­ხე­ლა ჰარ­მო­ნი­აა ...

გი­ლო­ცავთ, მალე ასე­თი იქ­ნე­ბა მთე­ლი თბი­ლი­სი და საჯ­დომს არა­ვინ გა­ან­ძრევს და თავს არა­ვინ შე­ი­წუ­ხებს", - წერს ფო­რუ­მე­ლი და ტექსტს შემ­დეგ ფო­ტო­ებს ურ­თავს:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ნარმანიას ეზოში ნახმარი პრეზერვატივები და ქალის ჰიგიენური საფენები ყრია" - როგორ გამოიყურება მერობის კანდიდატის კორპუსის ეზო (+ ფოტო)

"ნარმანიას ეზოში ნახმარი პრეზერვატივები და ქალის ჰიგიენური საფენები ყრია" - როგორ გამოიყურება მერობის კანდიდატის კორპუსის ეზო (+ ფოტო)

თბილისის მერობის კანდიდატს, დავით ნარმანიას, რომელიც მთავრობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს იკავებდა, და საავტომობილო გზების მოწყობასთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივებიც ჰქონდა, ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი მისივე (ნარმანიას) საცხოვრებელ უბანში გადაღებულ მოუწესრიგებელი გზის ფოტოებს უქვეყნებს. "თბილისის ფორუმის" მომხმარებელი და ნარმანიას ინფრასტრუქტურული ხედვების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ამომრჩეველი ფოტომასალასთან ერთად ვრცელ ტექსტსაც აქვეყნებს, რომელშიც მერობის კანდიდატს უბანში მოუწესრიგებელ გზასა და ანტისანიტარიაზე მიუთითებს და იუწყება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, რომელშიც ნარმანია ცხოვრობს, ქალის ჰიგიენურ საფენებს, ნახმარ პრეზერვატივებს, კიტრის ნაფრცხვენებსა და ბავშვის პამპერსებს ხშირად იხილავთ. "ასეთს ხედავს ალბათ დანარჩენ თბილისსაც", - წერს ფორუმელი.

წყარო: "თბილისის ფორუმი", "ნარმანიას ქუჩის საოცარი ხედები, ენითაუწერელი ინფრასტრუქტურა"

"მოკლედ, მიწევს ხოლმე საბურთალოზე იმ ადგილებში გავლა, სადაც დავით ნარმანია ცხოვრობს.

ძალიან მაინტერესებს, მას როგორც პოლიტიკოსს და მაღალჩინოსანს მეტი ბერკეტი ჰქონდა თუ არა, რათა ეზრუნა თავის ქუჩაზე? სევდია გზას არ უგებს და ბლა ბლა არ გვინდა რა...

არც ვიცოდი მანდ თუ ცხოვრობდა, უბრალოდ "პოსტსკრიპტუმში" აჩვენეს ზუსტად მისი ბინა და მივხვდი, რომელი კორპუსიცაა.

ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ქუჩაზე გასაოცარი წესრიგი და საყვარლობა ხდება, ინფრასტრუქტურის აპოგეა...

ასეთს ხედავს ალბათ დანარჩენ თბილისსაც...

ბიძაჩემი ცხოვრობს მანდვე და თურმე მაგ კორპუსის კლიჩკა "ღორპუსი" ყოფილა. რას აღარ იხილავთ კორპუსის ფანჯრებიდან გადმოშხუილებულს - ქალის ჰიგიენურ საფენებს, ნახმარ პრეზერვატივებს, ჩაის, კიტრის ნაფრცხვენებს, ბავშვის პამპერსებს. მოკლედ, მან გავლა ერთი სიამოვნებაა... ცალკე ბედნიერებაა ქუჩა; ისეთი შესანიშნავი, რომ ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს შეუძლიათ ტალახ-ჯომარდობით შეიქციონ თავი ...

რამხელა ჰარმონიაა ...

გილოცავთ, მალე ასეთი იქნება მთელი თბილისი და საჯდომს არავინ გაანძრევს და თავს არავინ შეიწუხებს", - წერს ფორუმელი და ტექსტს შემდეგ ფოტოებს ურთავს:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა