პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი ღამით ჭიშკართან ყვიროდა, რომ ჩემი რძალი მისი გახდებოდა"
"ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი ღამით ჭიშკართან ყვიროდა, რომ ჩემი რძალი მისი გახდებოდა"

ვან­ში ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში აფეთ­ქე­ბი­სას და­ღუ­პუ­ლი მა­მა­კა­ცის, გი­ორ­გი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა იმე­რე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს უკავ­შირ­დე­ბა.

გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, პო­ლი­ცი­ე­ლი კობა როხ­ვა­ძე გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლეს საყ­ვარ­ლო­ბას სთხოვ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მე­უღ­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ით ემუქ­რე­ბო­და.

"ყო­ველ ღა­მით ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პო­ლი­ცი­ე­ლი კობა როხ­ვა­ძე მო­დი­ო­და და ჭიშ­კარ­თან ყვი­რო­და, რომ ჩემი რძა­ლი მისი გახ­დე­ბო­და და ამის­თვის ძალ-ღო­ნეს არ და­ი­შუ­რებ­და. მო­დი­ო­და შუ­ა­ღა­მით, "ბომ­ბა­ჩ­კებს" ყრი­და ეზო­ში და ნას­ვა­მი ჭიშ­კარ­თან ამუხ­რუ­ჭებ­და. ჩემი რძა­ლი აფ­თი­აქ­ში მუ­შა­ობ­და და სამ­სა­ხურს თავი იმი­ტომ და­ა­ნე­ბა, რომ იქ მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევ­და და ემუქ­რე­ბო­და. ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი რამ­დენ­ჯერ­მე შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ყო­ველ შეც­ვლილ ახალ ნო­მერს იმ დღეს­ვე იგებ­და და ეუბ­ნე­ბო­და, რომ ნომ­რე­ბის შეც­ვლას აზრი არ ჰქონ­და, რად­გან პო­ლი­ცი­ე­ლი იყო და ყვე­ლა­ფერს სხვა­ზე ადრე იგებ­და", - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის დამ მა­რი­ამ თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა.

topnews.com.ge შსს-ს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ მსგავ­სი ფაქ­ტი ამ ეტაპ­ზე არ დას­ტურ­დე­ბა, თუმ­ცა სა­კი­თხზე კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ხოლო მუ­შა­ობს თუ არა კობა როხ­ვა­ძე მარ­თლაც პო­ლი­ცი­ა­ში, ამის შე­სა­ხებ ცნო­ბას სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის ბი­უ­რო გას­ცემს.

წყა­რო: topnews.com.ge

topnews.com.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი ღამით ჭიშკართან ყვიროდა, რომ ჩემი რძალი მისი გახდებოდა"

"ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი ღამით ჭიშკართან ყვიროდა, რომ ჩემი რძალი მისი გახდებოდა"

ვანში ავტომანქანაში აფეთქებისას დაღუპული მამაკაცის, გიორგი თვალაბეიშვილის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ თვალაბეიშვილის გარდაცვალება იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელს უკავშირდება.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, პოლიციელი კობა როხვაძე გარდაცვლილის მეუღლეს საყვარლობას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეუღლის ლიკვიდაციით ემუქრებოდა.

"ყოველ ღამით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი კობა როხვაძე მოდიოდა და ჭიშკართან ყვიროდა, რომ ჩემი რძალი მისი გახდებოდა და ამისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებდა. მოდიოდა შუაღამით, "ბომბაჩკებს" ყრიდა ეზოში და ნასვამი ჭიშკართან ამუხრუჭებდა. ჩემი რძალი აფთიაქში მუშაობდა და სამსახურს თავი იმიტომ დაანება, რომ იქ მოსვენებას არ აძლევდა და ემუქრებოდა. ტელეფონის ნომერი რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ ყოველ შეცვლილ ახალ ნომერს იმ დღესვე იგებდა და ეუბნებოდა, რომ ნომრების შეცვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან პოლიციელი იყო და ყველაფერს სხვაზე ადრე იგებდა", - განაცხადა გარდაცვლილის დამ მარიამ თვალაბეიშვილმა.

topnews.com.ge შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი ფაქტი ამ ეტაპზე არ დასტურდება, თუმცა საკითხზე კვლევა მიმდინარეობს. ხოლო მუშაობს თუ არა კობა როხვაძე მართლაც პოლიციაში, ამის შესახებ ცნობას საჯარო ინფორმაციის ბიურო გასცემს.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა