პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა პეტრე რომ არ ვიყო, მამა პეტრედ ყოფნას ვინატრებდი" - ინტერვიუ მოძღვართან, რომელიც წერს რომანს - "აღსარება ფეისბუქით"
"მამა პეტრე რომ არ ვიყო, მამა პეტრედ ყოფნას ვინატრებდი" - ინტერვიუ მოძღვართან, რომელიც წერს რომანს - "აღსარება ფეისბუქით"

ის სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მღვდელმსა­ხუ­რი, დე­კა­ნო­ზი პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია გახ­ლავთ, რო­მე­ლიც არას­დროს ერი­დე­ბა თა­მა­მი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას და არ ფიქ­რობს იმა­ზე, - ვინ რას იტყვის... არც გა­რეგ­ნუ­ლად ტო­ვებს მკაც­რი მო­ძღვრის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რა­ზეც თა­ვად ასეთ გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს: "არ შე­მიძ­ლია ვიყო მკაც­რი, ამას ნი­ჭიც უნდა!" მის­თვის მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა დიდი კომ­ფორ­ტია და მი­აჩ­ნია, რომ ტაძ­რის­კენ სა­ვა­ლი გზა სწო­რად აირ­ჩია...

წერს ლექ­სებს, ამ­ჟა­მად მუ­შა­ობს რო­მან­ზე - "აღ­სა­რე­ბა ფე­ის­ბუ­ქით", რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი სა­ერ­თო არ ექ­ნე­ბა სა­ეკ­ლე­სიო სა­ი­დუმ­ლოს­თან.

- მამა პეტ­რე, დღეს რო­გორ გგო­ნი­ათ, რა­ტომ გა­ის­მის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წი­ლის საყ­ვე­დუ­რე­ბი და რას გრძნობთ ამ დროს თქვენ, რო­გორც მო­ძღვა­რი?

- სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მი­მართ კრი­ტი­კა ყო­ველ­თვის იყო, მაგ­რამ ასე­თი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზით არას­დროს ყო­ფი­ლა. ის, რაც დღეს მო­ძღვრე­ბის მი­სა­მარ­თით ის­მის, ყვე­ლა­ფე­რია, გარ­და ჯან­სა­ღი ოპო­ნი­რე­ბი­სა... მეს­მის, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი შე­მო­სი­ლის­გან მეტ სრულ­ყო­ფი­ლე­ბას და თავ­შე­კა­ვე­ბას მო­ი­თხოვს, თუმ­ცა შე­მო­სი­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, არა­ნაკ­ლე­ბი ბრძო­ლე­ბით და ინ­ტე­რე­სე­ბით, რა­საც ლოც­ვით, მარ­ხვით, სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბით ებ­რძვი­ან ან ვერ ებ­რძვი­ან... ზო­გა­დად გან­კი­თხვა მდა­ბი­ო­თა ხვედ­რია და მას­ში გუ­ლის­ტკი­ვილ­ზე მე­ტად ბოღ­მა, სი­ძულ­ვი­ლი, შური, უღ­მერ­თო­ბა იგ­რძნო­ბა... სათ­ქმე­ლი რაც უნდა მარ­თა­ლი იყოს, თუ ის ჰუ­მა­ნიზმს არის მოკ­ლე­ბუ­ლი, არაფ­რის­მომ­ცე­მი და ყალ­ბია... ყვე­ლა­ზე დიდი ადა­მი­ა­ნო­ბა ის არის, როცა სრულ­ყო­ფი­ლე­ბას სა­კუ­თარ თავს მოვ­თხოვთ და მერე სხვას... როცა გან­კი­თხვის სა­გა­ნი ხდე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ზე­ჭარ­ბი იყოს, მაგ­რამ სა­ფუძ­ვე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა და სწო­რად უნდა გა­მო­ი­ყე­ნო... ისე კი, ამ­დე­ნი გან­სჯა წვრთნის გან­სას­ჯე­ლის სულს და უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის მას... მთა­ვა­რია ყვე­ლა­ფე­რი მოთ­მი­ნე­ბი­თა და სიმ­შვი­დით აი­ტა­ნო... ყვე­ლას მო­სა­წო­ნი ვერ იქ­ნე­ბი... მა­შინ ფა­რი­სე­ვე­ლი უნდა იყო... ამ უკა­ნას­კნელს კი სჯობს დარ­ჩე იმად, ვინც ხარ, და­დე­ბი­თი თუ უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბით... ადა­მი­ა­ნი სრულ­ყო­ფი­ლია მისი არას­რულ­ყო­ფი­ლე­ბით...

- თქვე­ნი აზ­რით, რო­გორ უნდა იცხოვ­როს მო­ძღვარ­მა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ისე, რომ თავს არ და­ი­ტე­ხოს ადა­მი­ა­ნე­ბის რის­ხვა?

- ადა­მი­ა­ნე­ბის თავ­სდა­ტე­ხი­ლი რის­ხვა ყო­ველ­თვის სუ­ბი­ექ­ტუ­რია... მთა­ვა­რია, ღვთის რის­ხვა არ გა­მო­ვიწ­ვი­ოთ... სა­ძულ­ვე­ლია პირ­მოთ­ნე­ო­ბა, ვი­ღა­ცას რომ მო­ვე­წო­ნოთ, იმი­ტომ არ უნდა ვიქ­ცეთ ჯამ­ბა­ზე­ბად!.. სა­ზო­გა­დო­ე­ბა სამ­წუ­ხა­როდ შორს არის სწო­რი ხედ­ვი­სა­გან, საგ­ნებს თუ მოვ­ლე­ნებს ყო­ველ­თვის გა­რეგ­ნუ­ლად აფა­სებს... სა­ოც­რად იზი­დავთ "პური და სა­ნა­ხა­ო­ბა"... ქრის­ტი­ა­ნო­ბა კი სი­მარ­თლე­სა და უბ­რა­ლო­ე­ბას ქა­და­გებს... რა სა­ჭი­როა გა­რე­დან წმინ­და­ნის როლი მო­ირ­გო და შიგ­ნით ცოდ­ვის მო­ნო­ბა­ში იტან­ჯე­ბო­დე?.. ყვე­ლა სა­უ­კუ­ნე­ში მღვდელმსა­ხუ­რი სი­მარ­თლეს, პა­ტი­ოს­ნე­ბას, უბ­რა­ლო­ე­ბას, თა­ვის­თა­ვა­დო­ბას, რწმე­ნას, სიყ­ვა­რულს, ერ­თგუ­ლე­ბას, ინ­ტე­ლექტს უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს... "სი­მარ­თლი­სა და რწმე­ნი­სათ­ვის ადი კო­ცონ­ზე, იარე შენი გზით. დაე, ხალ­ხმა ილა­პა­რა­კოს, რაც უნდა"...

- დღეს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს იმას საყ­ვე­დუ­რო­ბენ, რომ და­დი­ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით... არა­და, ზო­გი­ერ­თი მო­ნას­ტე­რი მარ­თლაც ისეთ მი­უ­ვალ ად­გი­ლას არის, რომ იქ თუ ძლი­ე­რი ჯი­პით არ ახ­ვე­დი, ფე­ხით შე­იძ­ლე­ბა, ორი დღე დაგ­ჭირ­დეს...

- ... ჯი­პე­ბის თემა სა­უ­ბე­დუ­როდ, აქ­ტუ­ა­ლუ­რია... არა­და, იმ ავ­ტო­მო­ბი­ლით რამ­დენ სი­კე­თეს აკე­თე­ბენ მი­უ­ვალ ად­გი­ლებ­ში გა­მო­კე­ტი­ლი ბერ-მო­ნაზვნე­ბი... დღეს თუ რა­მეს წარ­მო­ვად­გენთ, თუ სა­ერ­თოდ ხდე­ბა სი­კე­თე შუ­ა­ღა­მი­ა­ნი ლოც­ვე­ბის და მო­ნას­ტრუ­ლი ღვაწ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა... ყვე­ლა­ფერ­ში მხო­ლოდ ცუ­დის და­ნახ­ვა, უზ­ნეო ადა­მი­ა­ნე­ბის თვი­სე­ბაა...

- რითი გან­სხვავ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ძღვა­რი მისი წი­ნა­მორ­ბე­დის­გან? ანუ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ რომ ცხოვ­რობ­დნენ მათ­გან...

- ყვე­ლა დროს თა­ვი­სი საც­დუ­რი გა­აჩ­ნია... დღეს კი მე­ტია, ვიდ­რე "ქვის ხა­ნა­ში"... სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი საც­დურ­საც გუ­ლის­ხმობს... თუმ­ცა ბევ­რი სი­კე­თეც მო­აქვს თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს... მო­ძღვა­რი მისი ეპო­ქის ღირ­სე­უ­ლი მემ­კვიდ­რე უნდა იყოს... ყვე­ლა შე­კი­თხვას სწო­რად და ჯან­სა­ღად პა­სუ­ხობ­დეს, რად­გან ეკ­ლე­სია მო­ძღვრი­სა და მრევ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბაა...

- თქვენ­ზე მსმე­ნია, აღ­სა­რე­ბას "ფე­ის­ბუ­ქით" იბა­რებ­სო. ეს რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია. ამით კა­ნო­ნი­კა ხომ არ ირ­ღვე­ვა?

- ამის შე­სა­ხებ მეც მსმე­ნია, მაგ­რამ ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს არის მოკ­ლე­ბუ­ლი... ვწერ წიგნს "აღ­სა­რე­ბა ფე­ის­ბუ­ქით", რო­მე­ლიც მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ნი­მუ­ში იქ­ნე­ბა და არა­ფე­რი სა­ერ­თო აქვს სა­ეკ­ლე­სიო სა­ი­დუმ­ლოს­თან...

- რას ითხოვთ თქვე­ნი სუ­ლი­ე­რი შვი­ლე­ბის­გან? სიმ­კაც­რით მგო­ნი, არ უნდა იყოთ გა­მორ­ჩე­უ­ლი... ზო­გი­ერ­თი მო­ძღვა­რი ისე­თი მომ­თხოვ­ნია, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში ძლივს მი­სულ ადა­მი­ანს სიმ­კაც­რით აფრ­თხობს და ადა­მი­ანს ამის გამო წირ­ვა­ზე მის­ვლის სურ­ვი­ლი ეკარ­გე­ბა...

- ჩემი სუ­ლი­ე­რი შვი­ლე­ბის­გან ვი­თხოვ სიყ­ვა­რულს, ქრის­ტი­ა­ნო­ბას, ადა­მი­ა­ნო­ბას, პი­როვ­ნულ ღირ­სე­ბებს, გა­ნათ­ლე­ბას, წიგ­ნი­ე­რე­ბას, სუ­ლი­ერ ზრდას, აზ­როვ­ნე­ბას... ვგმობ ფა­ნა­ტიზმს, მოჩ­ვე­ნე­ბი­თო­ბას, ფა­რი­სევ­ლო­ბას, მწუ­ხა­რე ეკ­ლე­სი­უ­რო­ბას, გა­რეგ­ნულ მარ­ხვას, მო­სა­ბეზ­რე­ბელ ღვთის­მო­სა­ო­ბას, სხვა­თა სწავ­ლე­ბას... არ შე­მიძ­ლია, ვიყო მკაც­რი! ალ­ბათ ამა­საც ნიჭი უნდა... ჩემ­თვის სიმ­კაც­რე სიყ­ვა­რუ­ლია. როცა გიყ­ვარს, მკაც­რად აუკ­რძა­ლავ თავს იმ თვი­სე­ბებს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა, შენ­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ანს გული ატ­კი­ნოს...

- ცნო­ბი­ლია, რომ წერთ ლექ­სებ­საც, გაქვთ გა­მო­ცე­მუ­ლი ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლიც. პო­ე­ზია რა როლს თა­მა­შობს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში და რო­დის წერთ?

- ზოგ­ჯერ იცით, რო­გორ გან­წყო­ბა­ზე ვარ?! "მე ვერ მიშ­ვე­ლის თვით ჩემი ლექ­სი,/ თვით ჩემი ლექ­სი-სის­ხლის რვე­უ­ლი.../ პო­ე­ზი­ა­ში ვარ უდი­დე­სი და ცხოვ­რე­ბა­ში გზა­ა­რე­უ­ლი"... ლექ­სი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია... ვფი­ცავ მაღ­ლა ღმერ­თს და დაბ­ლა ჯვარ­ზე გაკ­რულ პო­ე­ზი­ას... ვწერ ყველ­გან, ვწერ ყო­ველ­თვის...

- მო­ძღვრო­ბა რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ?

- ერთხელ დი­ო­გე­ნეს მი­უ­ახ­ლოვ­და მა­კე­დო­ნე­ლი... ფი­ლო­სო­ფოს­მა უთხრა, - გა­ი­წიე, მზეს ნუ ეფა­რე­ბიო... ქვეყ­ნის დამ­პყრო­ბელს წა­მოს­ცდა: ალექ­სან­დრე რომ არ ვიყო, დი­ო­გე­ნედ ყოფ­ნას ვი­ნატ­რებ­დიო... მამა პეტ­რე რომ არ ვიყო, მამა პეტ­რედ ყოფ­ნას ვი­ნატ­რებ­დი...

- მარ­თლმა­დი­დებ­ლურ რე­ლი­გი­ა­ში თქვენ­თვის ყვე­ლა­ფე­რი მი­სა­ღე­ბია?

- ჩენ­თვის მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა უდი­დე­სი კომ­ფორ­ტია... უკე­თესს ვერ ვი­ნატ­რებ... ჩვენს სა­უ­ბარს ნა­პო­ლე­ო­ნის სი­ტყვე­ბით და­ვას­რუ­ლებ­დი: ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტის სი­ტყვა, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლის წინ წმი­და ელე­ნეს კუნ­ძულ­ზე და­წე­რა:

"მე ვიც­ნობ ადა­მი­ა­ნებს და მე გე­უბ­ნე­ბით თქვენ, რომ იესო არ არის ადა­მი­ა­ნი, მას ნე­ბავს გვწამ­დეს მისი, არ გვაძ­ლევს რა სხვა სა­ფუძ­ველს გარ­და მისი შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი სი­ტყვე­ბი­სა: "მე ვარ ღმერ­თი". ფი­ლო­სო­ფო­სებს სამ­ყა­როს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ახ­სნა სურთ თა­ვი­სი ამაო (ცა­რი­ე­ლი) ნაშ­რო­მე­ბით. ისი­ნი უგუ­ნუ­რე­ბი არი­ან, მტი­რალ ბალღსა ჰგვა­ნან, მთვა­რე რომ მო­უ­სურ­ვე­ბია სა­თა­მა­შოდ. ქრის­ტე არას­დროს მერ­ყე­ობ­და, ის ლა­პა­რა­კობ­და "ვი­თარ­ცა ხელ­მწი­ფე­ბა აქუნ­და". მისი რე­ლი­გია სა­ი­დუმ­ლო­ე­ბაა, მაგ­რამ და­ფუძ­ნე­ბუ­ლია თა­ვის­სა­ვე სა­კუ­თარ ძა­ლა­ზე. ის ეძი­ებს და ითხოვს კაც­თა­გან აბ­სო­ლუ­ტურ სიყ­ვა­რულს - ყვე­ლა­ზე ძნელს, რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს ცის­ქვე­შეთ­ში. ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნე­ლი, ცე­ზა­რი, ჰა­ნი­ბა­ლი იმარ­ჯვებ­დნენ ქვე­ყა­ნა­ზე, მაგ­რამ მათ არ ჰყო­ლი­ათ მე­გობ­რე­ბი. შე­საძ­ლოა, მე ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი ვარ, ვინც პა­ტივს სცემს ალექ­სან­დრეს, ცე­ზარს, ჰა­ნი­ბალს.

ალექ­სან­დრემ, ცე­ზარ­მა, კარლ დიდ­მა და მე და­ვა­არ­სეთ იმ­პე­რი­ე­ბი, მაგ­რამ რაზე? - ძა­ლა­ზე. ქრის­ტემ თა­ვი­სი იმ­პე­რია და­ა­არ­სა სიყ­ვა­რულ­ზე და მი­ლი­ო­ნე­ბი დღე­საც მზად არი­ან თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა შეს­წი­რონ მას. მე თვი­თონ ისე მი­ვი­ზი­დე მა­სე­ბი, შთა­ვა­გო­ნებ­დი რა მათ, რომ თავს წი­რავ­დნენ ჩემ­თვის, მაგ­რამ ამის­თვის ჩემი იქ ყოფ­ნა იყო სა­ჭი­რო. ამ­ჟა­მად მე წმინ­და ჰე­ლე­ნეს კულ­ძულ­ზე ვარ და სა­დღა არი­ან ჩემი მე­გობ­რე­ბი? - მე და­ვი­წყე­ბუ­ლი ვარ და მალე ვიქ­ცე­ვი მტვრად, მატ­ლის შე­საჭ­მე­ლად. რა­ო­დენ დიდი უფსკრუ­ლია ჩემს უბე­დურ ყო­ფა­სა და ქრის­ტეს მა­რა­დი­ულ სა­მე­ფოს შო­რის, ქრის­ტე­სა, ვი­საც აღი­ა­რე­ბენ, ვინც უყ­ვართ, ვი­საც თაყ­ვან­სა სცე­მენ, და ვისი გავ­ლე­ნაც მთელ დე­და­მი­წას მი­მო­ე­ფი­ნე­ბა. სიკ­ვდი­ლია ნუთუ ეს? - თქვენ გე­უბ­ნე­ბით: ქრის­ტეს სიკ­ვდი­ლი ღმერ­თის სიკ­ვდი­ლია! მერ­წმუ­ნეთ მე - იესო ქრი­სი­ტე - ღმერ­თია!".

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამე­ბი.გე"-სთვის

"მამა პეტრე რომ არ ვიყო, მამა პეტრედ ყოფნას ვინატრებდი" - ინტერვიუ მოძღვართან, რომელიც წერს რომანს - "აღსარება ფეისბუქით"

"მამა პეტრე რომ არ ვიყო, მამა პეტრედ ყოფნას ვინატრებდი" - ინტერვიუ მოძღვართან, რომელიც წერს რომანს - "აღსარება ფეისბუქით"

ის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია გახლავთ, რომელიც არასდროს ერიდება თამამი განცხადებების გაკეთებას და არ ფიქრობს იმაზე, - ვინ რას იტყვის... არც გარეგნულად ტოვებს მკაცრი მოძღვრის შთაბეჭდილებას, რაზეც თავად ასეთ განმარტებას აკეთებს: "არ შემიძლია ვიყო მკაცრი, ამას ნიჭიც უნდა!" მისთვის მართლმადიდებლობა დიდი კომფორტია და მიაჩნია, რომ ტაძრისკენ სავალი გზა სწორად აირჩია...

წერს ლექსებს, ამჟამად მუშაობს რომანზე - "აღსარება ფეისბუქით", რომელსაც არანაირი საერთო არ ექნება საეკლესიო საიდუმლოსთან.

- მამა პეტრე, დღეს როგორ გგონიათ, რატომ გაისმის სასულიერო პირების მიმართ საზოგადოების გარკვეულ ნაწილის საყვედურები და რას გრძნობთ ამ დროს თქვენ, როგორც მოძღვარი?

- სასულიერო პირების მიმართ კრიტიკა ყოველთვის იყო, მაგრამ ასეთი გადაჭარბებული დოზით არასდროს ყოფილა. ის, რაც დღეს მოძღვრების მისამართით ისმის, ყველაფერია, გარდა ჯანსაღი ოპონირებისა... მესმის, რომ ნებისმიერი ადამიანი შემოსილისგან მეტ სრულყოფილებას და თავშეკავებას მოითხოვს, თუმცა შემოსილებიც ადამიანები არიან, არანაკლები ბრძოლებით და ინტერესებით, რასაც ლოცვით, მარხვით, სულიერი ცხოვრების გამოცდილებით ებრძვიან ან ვერ ებრძვიან... ზოგადად განკითხვა მდაბიოთა ხვედრია და მასში გულისტკივილზე მეტად ბოღმა, სიძულვილი, შური, უღმერთობა იგრძნობა... სათქმელი რაც უნდა მართალი იყოს, თუ ის ჰუმანიზმს არის მოკლებული, არაფრისმომცემი და ყალბია... ყველაზე დიდი ადამიანობა ის არის, როცა სრულყოფილებას საკუთარ თავს მოვთხოვთ და მერე სხვას... როცა განკითხვის საგანი ხდები, შეიძლება ზეჭარბი იყოს, მაგრამ საფუძველი აუცილებლად ექნება და სწორად უნდა გამოიყენო... ისე კი, ამდენი განსჯა წვრთნის განსასჯელის სულს და უფრო საინტერესოს ხდის მას... მთავარია ყველაფერი მოთმინებითა და სიმშვიდით აიტანო... ყველას მოსაწონი ვერ იქნები... მაშინ ფარისეველი უნდა იყო... ამ უკანასკნელს კი სჯობს დარჩე იმად, ვინც ხარ, დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით... ადამიანი სრულყოფილია მისი არასრულყოფილებით...

- თქვენი აზრით, როგორ უნდა იცხოვროს მოძღვარმა 21-ე საუკუნეში ისე, რომ თავს არ დაიტეხოს ადამიანების რისხვა?

- ადამიანების თავსდატეხილი რისხვა ყოველთვის სუბიექტურია... მთავარია, ღვთის რისხვა არ გამოვიწვიოთ... საძულველია პირმოთნეობა, ვიღაცას რომ მოვეწონოთ, იმიტომ არ უნდა ვიქცეთ ჯამბაზებად!.. საზოგადოება სამწუხაროდ შორს არის სწორი ხედვისაგან, საგნებს თუ მოვლენებს ყოველთვის გარეგნულად აფასებს... საოცრად იზიდავთ ,,პური და სანახაობა"... ქრისტიანობა კი სიმართლესა და უბრალოებას ქადაგებს... რა საჭიროა გარედან წმინდანის როლი მოირგო და შიგნით ცოდვის მონობაში იტანჯებოდე?.. ყველა საუკუნეში მღვდელმსახური სიმართლეს, პატიოსნებას, უბრალოებას, თავისთავადობას, რწმენას, სიყვარულს, ერთგულებას, ინტელექტს უნდა ემსახურებოდეს... ,,სიმართლისა და რწმენისათვის ადი კოცონზე, იარე შენი გზით. დაე, ხალხმა ილაპარაკოს, რაც უნდა"...

- დღეს სასულიერო პირებს იმას საყვედურობენ, რომ დადიან ძვირად ღირებული ავტომანქანებით... არადა, ზოგიერთი მონასტერი მართლაც ისეთ მიუვალ ადგილას არის, რომ იქ თუ ძლიერი ჯიპით არ ახვედი, ფეხით შეიძლება, ორი დღე დაგჭირდეს...

- ... ჯიპების თემა საუბედუროდ, აქტუალურია... არადა, იმ ავტომობილით რამდენ სიკეთეს აკეთებენ მიუვალ ადგილებში გამოკეტილი ბერ-მონაზვნები... დღეს თუ რამეს წარმოვადგენთ, თუ საერთოდ ხდება სიკეთე შუაღამიანი ლოცვების და მონასტრული ღვაწლის დამსახურებაა... ყველაფერში მხოლოდ ცუდის დანახვა, უზნეო ადამიანების თვისებაა...

- რითი განსხვავდება თანამედროვე მოძღვარი მისი წინამორბედისგან? ანუ საუკუნეების წინ რომ ცხოვრობდნენ მათგან...

- ყველა დროს თავისი საცდური გააჩნია... დღეს კი მეტია, ვიდრე ,,ქვის ხანაში"... საკომუნიკაციო საშუალებები საცდურსაც გულისხმობს... თუმცა ბევრი სიკეთეც მოაქვს თანამედროვე გამოწვევებს... მოძღვარი მისი ეპოქის ღირსეული მემკვიდრე უნდა იყოს... ყველა შეკითხვას სწორად და ჯანსაღად პასუხობდეს, რადგან ეკლესია მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობაა...

- თქვენზე მსმენია, აღსარებას "ფეისბუქით" იბარებსო. ეს რამდენად მიზანშეწონილია. ამით კანონიკა ხომ არ ირღვევა?

- ამის შესახებ მეც მსმენია, მაგრამ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული... ვწერ წიგნს "აღსარება ფეისბუქით", რომელიც მხატვრული ლიტერატურის ნიმუში იქნება და არაფერი საერთო აქვს საეკლესიო საიდუმლოსთან...

- რას ითხოვთ თქვენი სულიერი შვილებისგან? სიმკაცრით მგონი, არ უნდა იყოთ გამორჩეული... ზოგიერთი მოძღვარი ისეთი მომთხოვნია, რომ ეკლესიაში ძლივს მისულ ადამიანს სიმკაცრით აფრთხობს და ადამიანს ამის გამო წირვაზე მისვლის სურვილი ეკარგება...

- ჩემი სულიერი შვილებისგან ვითხოვ სიყვარულს, ქრისტიანობას, ადამიანობას, პიროვნულ ღირსებებს, განათლებას, წიგნიერებას, სულიერ ზრდას, აზროვნებას... ვგმობ ფანატიზმს, მოჩვენებითობას, ფარისევლობას, მწუხარე ეკლესიურობას, გარეგნულ მარხვას, მოსაბეზრებელ ღვთისმოსაობას, სხვათა სწავლებას... არ შემიძლია, ვიყო მკაცრი! ალბათ ამასაც ნიჭი უნდა... ჩემთვის სიმკაცრე სიყვარულია. როცა გიყვარს, მკაცრად აუკრძალავ თავს იმ თვისებებს, რამაც შეიძლება, შენთვის ძვირფას ადამიანს გული ატკინოს...

- ცნობილია, რომ წერთ ლექსებსაც, გაქვთ გამოცემული ლექსების კრებულიც. პოეზია რა როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში და როდის წერთ?

- ზოგჯერ იცით, როგორ განწყობაზე ვარ?! ,,მე ვერ მიშველის თვით ჩემი ლექსი,/ თვით ჩემი ლექსი-სისხლის რვეული.../ პოეზიაში ვარ უდიდესი და ცხოვრებაში გზაარეული"... ლექსი ჩემთვის ყველაფერია... ვფიცავ მაღლა ღმერთს და დაბლა ჯვარზე გაკრულ პოეზიას... ვწერ ყველგან, ვწერ ყოველთვის...

- მოძღვრობა რამ გადაგაწყვეტინათ?

- ერთხელ დიოგენეს მიუახლოვდა მაკედონელი... ფილოსოფოსმა უთხრა, - გაიწიე, მზეს ნუ ეფარებიო... ქვეყნის დამპყრობელს წამოსცდა: ალექსანდრე რომ არ ვიყო, დიოგენედ ყოფნას ვინატრებდიო... მამა პეტრე რომ არ ვიყო, მამა პეტრედ ყოფნას ვინატრებდი...

- მართლმადიდებლურ რელიგიაში თქვენთვის ყველაფერი მისაღებია?

- ჩენთვის მართლმადიდებლობა უდიდესი კომფორტია... უკეთესს ვერ ვინატრებ... ჩვენს საუბარს ნაპოლეონის სიტყვებით დავასრულებდი: ნაპოლეონ ბონაპარტის სიტყვა, რომელიც სიკვდილის წინ წმიდა ელენეს კუნძულზე დაწერა:

"მე ვიცნობ ადამიანებს და მე გეუბნებით თქვენ, რომ იესო არ არის ადამიანი, მას ნებავს გვწამდეს მისი, არ გვაძლევს რა სხვა საფუძველს გარდა მისი შემაძრწუნებელი სიტყვებისა: "მე ვარ ღმერთი". ფილოსოფოსებს სამყაროს საიდუმლოების ახსნა სურთ თავისი ამაო (ცარიელი) ნაშრომებით. ისინი უგუნურები არიან, მტირალ ბალღსა ჰგვანან, მთვარე რომ მოუსურვებია სათამაშოდ. ქრისტე არასდროს მერყეობდა, ის ლაპარაკობდა "ვითარცა ხელმწიფება აქუნდა". მისი რელიგია საიდუმლოებაა, მაგრამ დაფუძნებულია თავისსავე საკუთარ ძალაზე. ის ეძიებს და ითხოვს კაცთაგან აბსოლუტურ სიყვარულს - ყველაზე ძნელს, რაც შეიძლება იყოს ცისქვეშეთში. ალექსანდრე მაკედონელი, ცეზარი, ჰანიბალი იმარჯვებდნენ ქვეყანაზე, მაგრამ მათ არ ჰყოლიათ მეგობრები. შესაძლოა, მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პატივს სცემს ალექსანდრეს, ცეზარს, ჰანიბალს.

ალექსანდრემ, ცეზარმა, კარლ დიდმა და მე დავაარსეთ იმპერიები, მაგრამ რაზე? - ძალაზე. ქრისტემ თავისი იმპერია დააარსა სიყვარულზე და მილიონები დღესაც მზად არიან თავისი ცხოვრება შესწირონ მას. მე თვითონ ისე მივიზიდე მასები, შთავაგონებდი რა მათ, რომ თავს წირავდნენ ჩემთვის, მაგრამ ამისთვის ჩემი იქ ყოფნა იყო საჭირო. ამჟამად მე წმინდა ჰელენეს კულძულზე ვარ და სადღა არიან ჩემი მეგობრები? - მე დავიწყებული ვარ და მალე ვიქცევი მტვრად, მატლის შესაჭმელად. რაოდენ დიდი უფსკრულია ჩემს უბედურ ყოფასა და ქრისტეს მარადიულ სამეფოს შორის, ქრისტესა, ვისაც აღიარებენ, ვინც უყვართ, ვისაც თაყვანსა სცემენ, და ვისი გავლენაც მთელ დედამიწას მიმოეფინება. სიკვდილია ნუთუ ეს? - თქვენ გეუბნებით: ქრისტეს სიკვდილი ღმერთის სიკვდილია! მერწმუნეთ მე - იესო ქრისიტე - ღმერთია!".

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია