მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიკვდილი იხილეს - "ყოფილი მიცვალებულების", მეცნიერისა და სასულიერო პირის მონაყოლი
ქართველები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიკვდილი იხილეს - "ყოფილი მიცვალებულების", მეცნიერისა და სასულიერო პირის მონაყოლი

არ­სე­ბობს თუ არა სი­ცო­ცხლე სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ? - ეს კი­თხვა უკვე დიდი ხა­ნია, მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს კა­ცობ­რი­ო­ბას. მა­შინ, რო­დე­საც თე­ო­ლო­გია სუ­ლის მა­რა­დი­სო­ბას ქა­და­გებს, მეც­ნი­ე­რე­ბა ცდი­ლობს, დაგ­ვარ­წმუ­ნოს, რომ ჩვენ, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნა­წი­ლა­კე­ბი ვართ... მაგ­რამ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის მიერ გან­ცდი­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს სა­ი­ქი­ო­ში ხან­მოკ­ლე "მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა" და იქი­დან მობ­რუ­ნე­ბას - ისი­ნი, ვინც უკვე იხი­ლა სი­ნათ­ლე გვი­რა­ბის ბო­ლოს.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ხმა­მა­ღა­ლი მოთ­ქმით და­ტი­რე­ბის უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცია არ­სე­ბობს. თურ­მე ამ ვაი-ვი­შით ჭი­რი­სუ­ფა­ლი ცდი­ლობს, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის "გა­ცო­ცხლე­ბას" და ამის რე­ა­ლუ­რი მა­გა­ლი­თე­ბი ნამ­დვი­ლად მო­ი­პო­ვე­ბა. რო­გორც ექი­მებ­მა ამიხ­სნეს, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში სულ ბო­ლოს, სმე­ნის ცენ­ტრი კვდე­ბა, ამი­ტომ სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, სმე­ნის ცენ­ტრის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბით, ადა­მი­ა­ნის "რე­ა­ნი­მა­ცია" მო­ახ­დი­ნო. ასე რომ, მი­თე­ბი მიც­ვა­ლე­ბულ­თა გა­ცო­ცხლე­ბის შე­სა­ხებ, მთლად უსა­ფუძ­ვლო არ ყო­ფი­ლა... და მა­ინც, რა არის კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი? - ამ კი­თხვით მივ­მარ­თე, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო, ისე სა­მეც­ნი­ე­რო პირს. თუმ­ცა, უმ­ჯო­ბე­სია, ჯერ თა­ვად "ყო­ფი­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის" მო­ნა­თხრო­ბი გად­მოგ­ცეთ.

ლია, 35 წლის:

- ამ ამ­ბის შემ­დეგ, უკვე რამ­დე­ნი­მე წელი გა­ვი­და. ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი და თბი­ლი­სი­დან ზუგ­დი­დამ­დე მა­ტა­რებ­ლით ვიმ­გზავ­რე. ჩას­ვლის­თა­ნა­ვე ვიგ­რძე­ნი, რომ რა­ღაც ხდე­ბო­და ჩემს თავს. თით­ქოს მთე­ლი მუ­ცე­ლი სი­თხით მქონ­და სავ­სე. გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ჩემს ახ­ლობ­ლებს უფ­ლე­ბა არ მი­ვე­ცი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვეყ­ვა­ნე, ამი­ტომ იძუ­ლე­ბულ­ნი იყ­ვნენ, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მო­ევ­ლოთ ჩემ­თვის. მუ­ცე­ლი მო­მე­შა­ლა, სის­ხლის­გან ვიც­ლე­ბო­დი... მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ვი­თი­შე, მაგ­რამ ეს იმ­დე­ნად სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რომ შვე­ბა ვიგ­რძე­ნი. მახ­სოვს, რო­გორ აღ­მოვ­ჩნდი დიდ, გაშ­ლილ, ხას­ხა­სა მწვა­ნე მინ­დორ­ზე; მი­წა­ზე კი არა, ცოტა უფრო ზე­მოთ - ჰა­ერ­ში მი­ვა­ბი­ჯებ­დი. და­ვი­ნა­ხე, რო­გორ გა­იხ­სნა ცა და ორმა, შუ­ახ­ნის მა­მა­კაც­მა ხელი გა­მო­მი­წო­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­ი­დან­ღაც პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა გაჩ­ნდა, მა­მა­კა­ცებს წყრო­მით შე­ხე­და და ხელი და­მიქ­ნია - არ მოხ­ვი­დეო. რო­დე­საც გონს მო­ვე­დი, პირ­ვე­ლი, რაც თვალ­ში მომ­ხვდა, კე­დელ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი პა­ტა­რა გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის სუ­რა­თი იყო - იმ ბავ­შვის, რო­მელ­მაც მე, სა­ი­ქი­ო­დან გა­მო­მაბ­რუ­ნა (იმ ოჯა­ხის შვი­ლი იყო, სა­დაც სტუმ­რად ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი)...

ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნუ­ლი, 70 წლის:

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მე და ჩემი ოჯა­ხი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში მოვ­ყე­ვით. ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მე კი არა, ჩემი გვა­მი მი­ი­ტა­ნეს, მაგ­რამ რო­გორც ხე­დავ, ცო­ცხა­ლი ვარ. რო­გორც ექი­მებ­მა მი­თხრეს, მე კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი მქო­ნია, იქ ნა­ნა­ხი ახ­ლაც ნათ­ლად მახ­სოვს. დიდი შავი ჭიშ­კა­რი შე­ვა­ღე და თვა­ლი თეთრმა ნა­თე­ბამ მომჭრა. არ მახ­სოვს, სახ­ლე­ბი ან რა­ი­მე შე­ნო­ბე­ბი მე­ნა­ხოს, მაგ­რამ მახ­სოვს, ოქ­როს მო­ა­ჯი­რე­ბი, დიდი ხე­ე­ბი, დიდი ფოთ­ლე­ბი­თა და სა­ო­ცა­რი ნა­ყო­ფით, რომ­ლის მო­წყვე­ტის უფ­ლე­ბა­საც არ მაძ­ლევ­დნენ. მინ­დორ­ში პა­წა­წი­ნა ღელე მო­ე­დი­ნე­ბო­და, ზედ პა­ტა­რა, კოხ­ტა ხიდი იყო გა­დე­ბუ­ლი. ღე­ლის გაღ­მა მხრი­დან უამ­რა­ვი ნაც­ნო­ბი სახე მიმ­ზერ­და, ყვე­ლა იქით მიხ­მობ­და, ფეხი გა­დავ­დგი ხი­დის­კენ, მაგ­რამ უცებ, ხიდი მო­წყდა და წყლის დი­ნე­ბამ წა­ი­ღო...

ექი­მი-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი კახა კა­კუ­ლია:

- კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ო­ლო­გი­უ­რი სიკ­ვდი­ლი, რო­მე­ლიც ცოტა ხანს გრძელ­დე­ბა; სი­ტყვა "კლი­ნი­კუ­რი" მას უკვე "პოსტ ფაქ­ტუმ" ემა­ტე­ბა - ანუ მა­შინ, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­დის. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ანს ახა­სი­ა­თებს სიკ­ვდი­ლის ყვე­ლა ად­რე­უ­ლი ნი­შა­ნი, ის არ სუნ­თქავს, არ ესინ­ჯე­ბა პულ­სი, არ მოქ­მე­დებს რეფ­ლექ­სე­ბი და აღე­ნიშ­ნე­ბა ასის­ტო­ლია (გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა). სა­წყის ეტაპ­ზე კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა ბი­ო­ლო­გი­უ­რი სიკ­ვდი­ლის­გან. აქვე და­ვა­ზუს­ტებ, რომ კომა, შოკი და აგო­ნია არ არის კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი - მათ შე­იძ­ლე­ბა, კლი­ნი­კურ სიკ­ვდილ­თან მო­სა­ზღვრე მდგო­მა­რე­ო­ბა ვუ­წო­დოთ.

- გულ­მა რამ­დე­ნი ხანი შე­იძ­ლე­ბა გაძ­ლოს გა­ჩე­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში?

- ჯან­მრთე­ლი, "და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი" გული წლე­ბის მან­ძილ­ზე ინა­ხე­ბა, მაგ­რამ თქვენ ალ­ბათ გა­ინ­ტე­რე­სებთ, თუ რამ­დენ ხანს ძლებს თა­ვის ტვი­ნი ჰი­პოქ­სი­ა­ში (ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბის დროს). ნორ­მა­ლურ გა­რე­მო პი­რო­ბებ­ში, ნორ­მა­ლურ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე და ა.შ., გა­ჩე­რე­ბულ­მა გულ­მა, და­უხ­მა­რებ­ლად შე­იძ­ლე­ბა გაძ­ლოს 6-7 წუთი; აქ­ტი­უ­რი რე­ა­ნი­მა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში კი, - 30 წუ­თის მან­ძილ­ზე შე­იძ­ლე­ბა იმ­ყო­ფე­ბო­დეს, მაგ­რამ მხო­ლოდ რე­ა­ნი­მა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში - რო­დე­საც გუ­ლის, რო­გორც ტუმ­ბოს მუ­შა­ო­ბა, მე­ქა­ნი­კუ­რი ზე­წო­ლის შე­დე­გად გრძელ­დე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და, ერთი შემ­თხვე­ვა გა­ვიხ­სე­ნო, რო­დე­საც პა­ცი­ენტს მწვა­ვე ინ­ფარ­ქტის შე­დე­გად გა­უ­ჩერ­და გული. "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" ექი­მებ­მა დრო­უ­ლად აღ­მო­უ­ჩი­ნეს დახ­მა­რე­ბა - გულ-ფილ­ტვის მა­საჟს უკე­თებ­დნენ. ავად­მყო­ფი კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში 35 წუთი იმ­ყო­ფე­ბო­და, არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და გუ­ლის ტო­ნე­ბის მუ­შა­ო­ბა, სუნ­თქვა, არ რე­ა­გი­რებ­და არა­ნა­ირ გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბელ­ზე. მდგო­მა­რე­ო­ბა უი­მე­დოდ ჩათ­ვა­ლეს და ვი­ნა­ი­დან 35 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მო­ხერ­ხდა გუ­ლის ამუ­შა­ვე­ბა, სუნ­თქვი­სა და რეფ­ლექ­სე­ბის აღ­დგე­ნა, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს თავი და­ვა­ნე­ბეთ. ჩვენ­და გა­სა­ოც­რად, მოხ­და სას­წა­უ­ლი: გა­ჩე­რე­ბუ­ლი გუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ავად­მყოფ­მა და­ი­წყო სუნ­თქვა და ახა­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­ის შე­დე­გად, აღ­დგა ჰე­მო­დი­ნა­მი­კა, წნე­ვა, პულ­სი. იმა­ვე სა­ღა­მოს, პა­ცი­ენ­ტმა უკვე მე­უღ­ლე იცნო. ეს იყო ნამ­დვი­ლი სა­ოც­რე­ბა, რომ­ლის ახ­სნა ახ­ლაც ძა­ლი­ან მი­ჭირს.

- ამ­ბო­ბენ, რომ ექი­მე­ბი, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ ნა­ნახს, ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ებს უწო­დებთ.

- კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლის დროს გან­ცდი­ლი ძა­ლი­ან ჰგავს ნარ­კო­ზის ქვეშ მყო­ფი ადა­მი­ა­ნის გან­ცდებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ ნა­ნა­ხი ძა­ლი­ან ჰგავს სა­ი­ქი­ო­დან დაბ­რუ­ნე­ბას, და­ნამ­დვი­ლე­ბით მა­ინც არაფ­რის თქმა არ შე­იძ­ლე­ბა. კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლის დროს, თა­ვის ტვინ­ში სის­ხლის მი­წო­დე­ბა მკვეთ­რად მცირ­დე­ბა, ეს კი, თა­ვის ტვი­ნის ჰი­პოქ­სი­ას იწ­ვევს და ავად­მყო­ფე­ბი რა­ღაც სუ­რა­თებს ხე­და­ვენ. არა მგო­ნია, რომ ეს იმას ნიშ­ნავ­დეს, თით­ქოს ისი­ნი სხვა სამ­ყა­რო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. შე­საძ­ლოა, რომ ეს ცუდი ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბის ფონ­ზე, თა­ვის ქერ­ქში წარ­მოქ­მნი­ლი ასო­ცი­ა­ცი­უ­რი იმ­პულ­სე­ბია. თუმ­ცა, მეც­ნი­ე­რე­ბა პა­ტივს სცემს იმ მის­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ სი­ცო­ცხლეს გუ­ლის­ხმობს.

- თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ ადა­მი­ანს მრა­ვალ­ჯერ და­ე­მარ­თოს კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი?

- წლე­ბის წინ გვქონ­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მწვა­ვე ინ­ფარ­ქტის ფონ­ზე ქალ­ბა­ტონს 200-ჯერ გა­ნუ­ვი­თარ­და კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი. ასე­ვე გვქონ­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი 150-ჯერ იმ­ყო­ფე­ბო­და ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მძი­მე ტრავ­მის ფონ­ზე. უნდა ით­ქვას, რომ კლი­ნი­კურ სიკ­ვდილს ყო­ველ­თვის როდი ახ­ლავს ხილ­ვე­ბი.

- ერთ დროს, თბი­ლის­ში ლე­გენ­დად და­დი­ო­და ამ­ბა­ვი, რო­დე­საც მორ­გში გვა­მი "გა­ცო­ცხლდა"...

- ეს ამ­ბა­ვი წლე­ბის წინ, ქა­ლა­ქის კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექიმ პარ­მენ კა­ხი­ძეს შე­ემ­თხვა. ბა­ტო­ნი პარ­მე­ნი სა­ა­ვად­მყო­ფოს პრო­ზექ­ტუ­რა­ში ჩა­სუ­ლა და შემ­თხვე­ვით შე­უ­ნიშ­ნავს, თუ რო­გორ ირ­ხე­ო­და გვამ­ზე გა­და­ფა­რე­ბუ­ლი ზე­წა­რი. ბა­ტონ­მა პარ­მენ­მა ეს ადა­მი­ა­ნი ამო­იყ­ვა­ნა, გა­უ­კე­თა ოპე­რა­ცია და რო­გორც ვიცი, მის მიერ გა­დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის ოჯა­ხი დღემ­დე მე­გობ­რობს ექი­მის ოჯახ­თან... მარ­თა­ლია, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი თბი­ლის­ში აღარ გვქო­ნია, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლის მა­გა­ლითს კი­დევ გი­ამ­ბობთ. არა­ე­ფექ­ტუ­რი ჰე­მო­დი­ნა­მი­კის ფონ­ზე (რო­დე­საც წნე­ვის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მკვეთ­რად ეცე­მა), გან­ვი­თარ­და კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი. პა­ცი­ენტს მხო­ლოდ მეშ­ვი­დე დე­ფიბ­რი­ლა­ცი­ის შე­დე­გად აუ­მუ­შავ­და გული. მე­ო­რე დღეს, გონს მო­ვი­და და იხ­სე­ნებ­და, თუ რო­გორ ნახა გარ­დაც­ვლი­ლი მამა, რო­მელ­მაც "სა­ი­ქი­ო­დან გა­მო­აგ­დო"...

ქალ­ბა­ტონს ას­თმის ფონ­ზე და­ე­მარ­თა კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სუ­ლი იხ­სე­ნებ­და, რომ მწვა­ნე ხას­ხა­სა მინ­დორ­ზე, გან­ცხა­დე­ბით ხელ­ში რა­ღაც რიგ­ში იდგა. ქალ­ბა­ტო­ნი ვერ იხ­სე­ნებ­და იმ ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბას, ვის­თვი­საც უნდა წა­რედ­გი­ნა გან­ცხა­დე­ბა, მაგ­რამ იცო­და, რომ მას უდი­დეს პა­ტივს სცემ­და. რო­დე­საც რიგ­მა მო­უ­წია, სი­ა­ში მისი სა­ხე­ლი არ აღ­მოჩ­ნდა და გულ­და­წყვე­ტი­ლი გა­მო­უშ­ვეს უკან... გვყავ­და აგ­რეთ­ვე მო­ტო­ციკ­ლის­ტი, რო­მე­ლიც ხი­დი­დან იყო გა­და­ვარ­დნი­ლი და კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი გა­და­ი­ტა­ნა. მისი ხილ­ვე­ბი კლა­სი­კურ ვა­რი­ანტს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და: მან ნახა, რომ მიქ­რო­და გვი­რაბ­ში, რომ­ლის ბო­ლოს, სი­ნათ­ლე მო­ჩან­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი გა­ნათ­და და დაფ­და­ფე­ბის ხმა­ურ­მა გა­აყ­რუა არე­მა­რე... მა­ტე­რი­ა­ლის­ტე­ბი ამას სა­კუ­თარ ახ­სნას აძ­ლე­ვენ: ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ზე მდგრა­დი, თა­ვის ტვინ­ში, მხედ­ვე­ლო­ბის ცენ­ტრი და შედმგომ, სმე­ნის ცენ­ტრია; ქერ­ქი შიმ­ში­ლის ფონ­ზე გა­ნიც­დის კვდო­მას და ამ დროს ყა­ლიბ­დე­ბა ე.წ. მი­ლი­სე­ბუ­რი მხედ­ვე­ლო­ბა; მხედ­ვე­ლო­ბის პე­რი­ფე­რი­უ­ლი ველი ქრე­ბა და ეს თვა­ლის არე­ში კი არა, არა­მედ მხედ­ვე­ლო­ბის ცენ­ტრში ხდე­ბა. სწო­რედ ამით ხსნი­ან მა­ტე­რი­ა­ლის­ტე­ბი ნა­ნახ ბნელ გვი­რაბს და სი­ნათ­ლეს გვი­რა­ბის ბო­ლოს.

მამა გე­ლა­სი, წმინ­და ნი­ნო­სა და წმინ­დან­თა - მი­რი­ა­ნი­სა და ნა­ნას ეკ­ლე­სი­ის მღვდე­ლი:

- კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლის დროს ნა­ნა­ხი, უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ კი­დევ ერთ და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სა­ბუ­თად იმი­სა, რომ არ­სე­ბობს სული. სულ­ზე ზრუნ­ვას, მის ცხო­ნე­ბა­სა და გა­დარ­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა ეკ­ლე­სია. ეკ­ლე­სი­ას და მორ­წმუ­ნე, რე­ლი­გი­ურ ადა­მი­ანს, კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლის მა­გა­ლი­თე­ბი რწმე­ნის გა­საღ­რმა­ვებ­ლად არ სჭირ­დე­ბა - ე.ი. სას­წა­უ­ლი ხდე­ბა ურ­წმუ­ნო­თათ­ვის. არ­სე­ბობს მა­გა­ლი­თე­ბი იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც გა­და­ი­ტა­ნეს კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი და გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ, ღმერ­თი იწა­მეს და ეკ­ლე­სი­ურ­ნი გახ­დნენ.

- რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლად მი­აჩ­ნია ეკ­ლე­სი­ას, კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლის დროს ნა­ნა­ხი ხილ­ვე­ბის შე­სა­ხებ თხრო­ბა?

- თუ ეს ნა­ამ­ბო­ბი სხვა ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ იწა­მოს ღმერ­თი, ეს გა­მარ­თლე­ბუ­ლია. მაგ­რამ ამის თხრო­ბა არ უნდა ხდე­ბო­დეს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის აფი­ში­რე­ბი­სა და რეკ­ლა­მი­რე­ბის­თვის. შენი მო­ნა­თხრო­ბით ადა­მი­ანს უნდა და­ა­ნახ­ვო, რომ სა­ჭი­როა აი­ხე­დოს ზე­ცა­ში... ყო­ველ­მა მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ან­მა იცის, რომ ხორ­ცი არის წარ­მა­ვა­ლი, ხოლო სული - უკ­ვდა­ვი, მაგ­რამ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბით, წარ­მა­ვალ ხორცს ვემ­სა­ხუ­რე­ბით და უკ­ვდავ სულს ვაკ­ნი­ნებთ. თუ ამ­გვა­რი ამ­ბის თხრო­ბით, ერთი ადა­მი­ა­ნი მა­ინც მიხ­ვდე­ბა, რომ თა­ვი­სი სული უნდა ზე­ა­ა­მაღ­ლოს და ზე­ცა­ში აი­ხე­დავს, მა­შინ ეს და­საშ­ვე­ბად მიგ­ვაჩ­ნია.

ემა გე­ლო­ვა­ნი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#28 10.07.2003

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ქართველები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიკვდილი იხილეს - "ყოფილი მიცვალებულების", მეცნიერისა და სასულიერო პირის მონაყოლი

ქართველები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიკვდილი იხილეს - "ყოფილი მიცვალებულების", მეცნიერისა და სასულიერო პირის მონაყოლი

არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? - ეს კითხვა უკვე დიდი ხანია, მოსვენებას არ აძლევს კაცობრიობას. მაშინ, როდესაც თეოლოგია სულის მარადისობას ქადაგებს, მეცნიერება ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიური ნაწილაკები ვართ... მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვის მიერ განცდილიც ძალიან ჰგავს საიქიოში ხანმოკლე "მოგზაურობასა" და იქიდან მობრუნებას - ისინი, ვინც უკვე იხილა სინათლე გვირაბის ბოლოს.

დასავლეთ საქართველოში მიცვალებულის ხმამაღალი მოთქმით დატირების უძველესი ტრადიცია არსებობს. თურმე ამ ვაი-ვიშით ჭირისუფალი ცდილობს, მიცვალებულის "გაცოცხლებას" და ამის რეალური მაგალითები ნამდვილად მოიპოვება. როგორც ექიმებმა ამიხსნეს, ადამიანის ორგანიზმში სულ ბოლოს, სმენის ცენტრი კვდება, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, სმენის ცენტრის გაღიზიანებით, ადამიანის "რეანიმაცია" მოახდინო. ასე რომ, მითები მიცვალებულთა გაცოცხლების შესახებ, მთლად უსაფუძვლო არ ყოფილა... და მაინც, რა არის კლინიკური სიკვდილი? - ამ კითხვით მივმართე, როგორც სასულიერო, ისე სამეცნიერო პირს. თუმცა, უმჯობესია, ჯერ თავად "ყოფილი მიცვალებულების" მონათხრობი გადმოგცეთ.

ლია, 35 წლის:

- ამ ამბის შემდეგ, უკვე რამდენიმე წელი გავიდა. ფეხმძიმედ ვიყავი და თბილისიდან ზუგდიდამდე მატარებლით ვიმგზავრე. ჩასვლისთანავე ვიგრძენი, რომ რაღაც ხდებოდა ჩემს თავს. თითქოს მთელი მუცელი სითხით მქონდა სავსე. გარკვეული მიზეზების გამო, ჩემს ახლობლებს უფლება არ მივეცი, საავადმყოფოში გადავეყვანე, ამიტომ იძულებულნი იყვნენ, სახლის პირობებში მოევლოთ ჩემთვის. მუცელი მომეშალა, სისხლისგან ვიცლებოდი... მომენტალურად გავითიშე, მაგრამ ეს იმდენად სასიამოვნო იყო, რომ შვება ვიგრძენი. მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი დიდ, გაშლილ, ხასხასა მწვანე მინდორზე; მიწაზე კი არა, ცოტა უფრო ზემოთ - ჰაერში მივაბიჯებდი. დავინახე, როგორ გაიხსნა ცა და ორმა, შუახნის მამაკაცმა ხელი გამომიწოდა. მოულოდნელად საიდანღაც პატარა ბიჭუნა გაჩნდა, მამაკაცებს წყრომით შეხედა და ხელი დამიქნია - არ მოხვიდეო. როდესაც გონს მოვედი, პირველი, რაც თვალში მომხვდა, კედელზე ჩამოკიდებული პატარა გარდაცვლილი ბიჭის სურათი იყო - იმ ბავშვის, რომელმაც მე, საიქიოდან გამომაბრუნა (იმ ოჯახის შვილი იყო, სადაც სტუმრად ვიყავი ჩასული)...

ქალბატონი ნანული, 70 წლის:

- რამდენიმე წლის წინ, მე და ჩემი ოჯახი ავტოკატასტროფაში მოვყევით. ფაქტობრივად, საავადმყოფოში მე კი არა, ჩემი გვამი მიიტანეს, მაგრამ როგორც ხედავ, ცოცხალი ვარ. როგორც ექიმებმა მითხრეს, მე კლინიკური სიკვდილი მქონია, იქ ნანახი ახლაც ნათლად მახსოვს. დიდი შავი ჭიშკარი შევაღე და თვალი თეთრმა ნათებამ მომჭრა. არ მახსოვს, სახლები ან რაიმე შენობები მენახოს, მაგრამ მახსოვს, ოქროს მოაჯირები, დიდი ხეები, დიდი ფოთლებითა და საოცარი ნაყოფით, რომლის მოწყვეტის უფლებასაც არ მაძლევდნენ. მინდორში პაწაწინა ღელე მოედინებოდა, ზედ პატარა, კოხტა ხიდი იყო გადებული. ღელის გაღმა მხრიდან უამრავი ნაცნობი სახე მიმზერდა, ყველა იქით მიხმობდა, ფეხი გადავდგი ხიდისკენ, მაგრამ უცებ, ხიდი მოწყდა და წყლის დინებამ წაიღო...

ექიმი-რეანიმატოლოგი კახა კაკულია:

- კლინიკური სიკვდილი, ეს არის ჩვეულებრივი ბიოლოგიური სიკვდილი, რომელიც ცოტა ხანს გრძელდება; სიტყვა "კლინიკური" მას უკვე "პოსტ ფაქტუმ" ემატება - ანუ მაშინ, როდესაც პაციენტი ამ მდგომარეობიდან გამოდის. ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ახასიათებს სიკვდილის ყველა ადრეული ნიშანი, ის არ სუნთქავს, არ ესინჯება პულსი, არ მოქმედებს რეფლექსები და აღენიშნება ასისტოლია (გულის გაჩერება). საწყის ეტაპზე კლინიკური სიკვდილი არაფრით განსხვავდება ბიოლოგიური სიკვდილისგან. აქვე დავაზუსტებ, რომ კომა, შოკი და აგონია არ არის კლინიკური სიკვდილი - მათ შეიძლება, კლინიკურ სიკვდილთან მოსაზღვრე მდგომარეობა ვუწოდოთ.

- გულმა რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს გაჩერებულ მდგომარეობაში?

- ჯანმრთელი, "დაკონსერვებული" გული წლების მანძილზე ინახება, მაგრამ თქვენ ალბათ გაინტერესებთ, თუ რამდენ ხანს ძლებს თავის ტვინი ჰიპოქსიაში (ჟანგბადის ნაკლებობის დროს). ნორმალურ გარემო პირობებში, ნორმალურ ტემპერატურაზე და ა.შ., გაჩერებულმა გულმა, დაუხმარებლად შეიძლება გაძლოს 6-7 წუთი; აქტიური რეანიმაციის პირობებში კი, - 30 წუთის მანძილზე შეიძლება იმყოფებოდეს, მაგრამ მხოლოდ რეანიმაციის პირობებში - როდესაც გულის, როგორც ტუმბოს მუშაობა, მექანიკური ზეწოლის შედეგად გრძელდება. ამასთან დაკავშირებით მინდა, ერთი შემთხვევა გავიხსენო, როდესაც პაციენტს მწვავე ინფარქტის შედეგად გაუჩერდა გული. "სასწრაფო დახმარების" ექიმებმა დროულად აღმოუჩინეს დახმარება - გულ-ფილტვის მასაჟს უკეთებდნენ. ავადმყოფი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში 35 წუთი იმყოფებოდა, არ აღენიშნებოდა გულის ტონების მუშაობა, სუნთქვა, არ რეაგირებდა არანაირ გამაღიზიანებელზე. მდგომარეობა უიმედოდ ჩათვალეს და ვინაიდან 35 წუთის განმავლობაში ვერ მოხერხდა გულის ამუშავება, სუნთქვისა და რეფლექსების აღდგენა, რეანიმაციულ ღონისძიებებს თავი დავანებეთ. ჩვენდა გასაოცრად, მოხდა სასწაული: გაჩერებული გულის მიუხედავად, ავადმყოფმა დაიწყო სუნთქვა და ახალი რეანიმაციის შედეგად, აღდგა ჰემოდინამიკა, წნევა, პულსი. იმავე საღამოს, პაციენტმა უკვე მეუღლე იცნო. ეს იყო ნამდვილი საოცრება, რომლის ახსნა ახლაც ძალიან მიჭირს.

- ამბობენ, რომ ექიმები, ამ ადამიანების მიერ ნანახს, ჰალუცინაციებს უწოდებთ.

- კლინიკური სიკვდილის დროს განცდილი ძალიან ჰგავს ნარკოზის ქვეშ მყოფი ადამიანის განცდებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების მიერ ნანახი ძალიან ჰგავს საიქიოდან დაბრუნებას, დანამდვილებით მაინც არაფრის თქმა არ შეიძლება. კლინიკური სიკვდილის დროს, თავის ტვინში სისხლის მიწოდება მკვეთრად მცირდება, ეს კი, თავის ტვინის ჰიპოქსიას იწვევს და ავადმყოფები რაღაც სურათებს ხედავენ. არა მგონია, რომ ეს იმას ნიშნავდეს, თითქოს ისინი სხვა სამყაროში იმყოფებოდნენ. შესაძლოა, რომ ეს ცუდი ზოგადი მდგომარეობის ფონზე, თავის ქერქში წარმოქმნილი ასოციაციური იმპულსებია. თუმცა, მეცნიერება პატივს სცემს იმ მისტიკურ შეხედულებებს, რომელიც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს გულისხმობს.

- თუ არის შესაძლებელი, რომ ადამიანს მრავალჯერ დაემართოს კლინიკური სიკვდილი?

- წლების წინ გვქონდა შემთხვევა, როდესაც მწვავე ინფარქტის ფონზე ქალბატონს 200-ჯერ განუვითარდა კლინიკური სიკვდილი. ასევე გვქონდა შემთხვევა, როდესაც პაციენტი 150-ჯერ იმყოფებოდა ამ მდგომარეობაში, მძიმე ტრავმის ფონზე. უნდა ითქვას, რომ კლინიკურ სიკვდილს ყოველთვის როდი ახლავს ხილვები.

- ერთ დროს, თბილისში ლეგენდად დადიოდა ამბავი, როდესაც მორგში გვამი "გაცოცხლდა"...

- ეს ამბავი წლების წინ, ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოში ექიმ პარმენ კახიძეს შეემთხვა. ბატონი პარმენი საავადმყოფოს პროზექტურაში ჩასულა და შემთხვევით შეუნიშნავს, თუ როგორ ირხეოდა გვამზე გადაფარებული ზეწარი. ბატონმა პარმენმა ეს ადამიანი ამოიყვანა, გაუკეთა ოპერაცია და როგორც ვიცი, მის მიერ გადარჩენილი ადამიანის ოჯახი დღემდე მეგობრობს ექიმის ოჯახთან... მართალია, ასეთი შემთხვევები თბილისში აღარ გვქონია, მაგრამ რამდენიმე კლინიკური სიკვდილის მაგალითს კიდევ გიამბობთ. არაეფექტური ჰემოდინამიკის ფონზე (როდესაც წნევის მაჩვენებლები მკვეთრად ეცემა), განვითარდა კლინიკური სიკვდილი. პაციენტს მხოლოდ მეშვიდე დეფიბრილაციის შედეგად აუმუშავდა გული. მეორე დღეს, გონს მოვიდა და იხსენებდა, თუ როგორ ნახა გარდაცვლილი მამა, რომელმაც "საიქიოდან გამოაგდო"...

ქალბატონს ასთმის ფონზე დაემართა კლინიკური სიკვდილი და მდგომარეობიდან გამოსული იხსენებდა, რომ მწვანე ხასხასა მინდორზე, განცხადებით ხელში რაღაც რიგში იდგა. ქალბატონი ვერ იხსენებდა იმ ადამიანის ვინაობას, ვისთვისაც უნდა წარედგინა განცხადება, მაგრამ იცოდა, რომ მას უდიდეს პატივს სცემდა. როდესაც რიგმა მოუწია, სიაში მისი სახელი არ აღმოჩნდა და გულდაწყვეტილი გამოუშვეს უკან... გვყავდა აგრეთვე მოტოციკლისტი, რომელიც ხიდიდან იყო გადავარდნილი და კლინიკური სიკვდილი გადაიტანა. მისი ხილვები კლასიკურ ვარიანტს მიეკუთვნებოდა: მან ნახა, რომ მიქროდა გვირაბში, რომლის ბოლოს, სინათლე მოჩანდა. მოგვიანებით, ყველაფერი განათდა და დაფდაფების ხმაურმა გააყრუა არემარე... მატერიალისტები ამას საკუთარ ახსნას აძლევენ: ისინი ამბობენ, რომ ყველაზე მდგრადი, თავის ტვინში, მხედველობის ცენტრი და შედმგომ, სმენის ცენტრია; ქერქი შიმშილის ფონზე განიცდის კვდომას და ამ დროს ყალიბდება ე.წ. მილისებური მხედველობა; მხედველობის პერიფერიული ველი ქრება და ეს თვალის არეში კი არა, არამედ მხედველობის ცენტრში ხდება. სწორედ ამით ხსნიან მატერიალისტები ნანახ ბნელ გვირაბს და სინათლეს გვირაბის ბოლოს.

მამა გელასი, წმინდა ნინოსა და წმინდანთა - მირიანისა და ნანას ეკლესიის მღვდელი:

- კლინიკური სიკვდილის დროს ნანახი, უნდა მივიჩნიოთ კიდევ ერთ დამადასტურებელ საბუთად იმისა, რომ არსებობს სული. სულზე ზრუნვას, მის ცხონებასა და გადარჩენას ემსახურება ეკლესია. ეკლესიას და მორწმუნე, რელიგიურ ადამიანს, კლინიკური სიკვდილის მაგალითები რწმენის გასაღრმავებლად არ სჭირდება - ე.ი. სასწაული ხდება ურწმუნოთათვის. არსებობს მაგალითები იმისა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს კლინიკური სიკვდილი და გამოჯანმრთელდნენ, ღმერთი იწამეს და ეკლესიურნი გახდნენ.

- რამდენად გამართლებულად მიაჩნია ეკლესიას, კლინიკური სიკვდილის დროს ნანახი ხილვების შესახებ თხრობა?

- თუ ეს ნაამბობი სხვა ადამიანს დაეხმარება იმაში, რომ იწამოს ღმერთი, ეს გამართლებულია. მაგრამ ამის თხრობა არ უნდა ხდებოდეს საკუთარი შესაძლებლობების აფიშირებისა და რეკლამირებისთვის. შენი მონათხრობით ადამიანს უნდა დაანახვო, რომ საჭიროა აიხედოს ზეცაში... ყოველმა მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ ხორცი არის წარმავალი, ხოლო სული - უკვდავი, მაგრამ ჩვენი ცხოვრებით, წარმავალ ხორცს ვემსახურებით და უკვდავ სულს ვაკნინებთ. თუ ამგვარი ამბის თხრობით, ერთი ადამიანი მაინც მიხვდება, რომ თავისი სული უნდა ზეაამაღლოს და ზეცაში აიხედავს, მაშინ ეს დასაშვებად მიგვაჩნია.

ემა გელოვანი

ჟურნალი "გზა"

#28 10.07.2003

"ამ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა" - შსს-ს განცხადება 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე

"გიორგი აშველებდა მოჩხუბრებს... გაოგნებული იყო, რომ ასეთი რაღაც 21-ე საუკუნეში ხდება" - რას იხსენებს იაკობ ბრეგვაძე საბედისწერო წვეულებიდან

"დეა კაპანაძე რაღაცას მალავს, დედამისმა მითხრა შენთან შესახვედრად უნდა მოვამზადოო" - რას ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის დედა