აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან კუბრავამ და ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ აშუბამ თანამდებობები დატოვეს და აფხაზეთში განხორციელებულ ე.წ. ხელისუფლების ცვლას სახელმწიფო გადატრიალება უწოდეს. ამის შესახებ "იტერფაქსი" იუწყება.
"მათ, ვინც სახელმწიფო გადატრიალება განახორციელა, ახლა პოსტების გადანაწილებით არის დაკავებული, რასაც თან ახლავს "უცხოების" დევნა და "კუდიანებზე ნადირობა", - აცხადებენ ანქვაბის დეფაქტო ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები.
1-ელ ივნისს ალექსანდრე ანქვაბმა დეფაქტო პრეზიდენტის პოსტი დატოვა. მასთან ერთად გადადგა ე.წ. პრემიერმინისტრი და დეფაქტო მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წევრი.
მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.