საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სულ სხვანაირი მანჩო გიორგობიანის "შიკარნი" ინტერვიუ
სულ სხვანაირი მანჩო გიორგობიანის "შიკარნი" ინტერვიუ

"ვცდი­ლობ, ვი­ცხოვ­რო ქრის­ტი­ა­ნუ­ლად. რა­ღა­ცე­ბი გა­მომ­დის, ბევ­რი რამ - არა. შუ­რი­ა­ნი არ ვარ. მი­ხა­რია, რო­დე­საც ადა­მი­ანს ვეხ­მა­რე­ბი და ეს გა­მომ­დის. მიყ­ვარს სი­ცო­ცხლე, იუ­მო­რი. არა­ნა­ი­რი სირ­თუ­ლის არ მე­ში­ნია, გარ­და ახ­ლობ­ლე­ბის ავად­მყო­ფო­ბი­სა. ხან­და­ხან, როცა რა­ღაც გა­მი­ფუ­ჭე­ბია (ხში­რად მე­მარ­თე­ბა) ან ვინ­მეს­თვის გული შემ­თხვე­ვით მიტ­კე­ნი­ნე­ბია, გან­ვიც­დი; სა­ში­ნე­ლი სი­ნა­ნუ­ლი ვიცი... მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნი იმ­სა­ხუ­რებს, ბო­ლომ­დე შე­მიძ­ლია მისი გა­მე­ტე­ბა", - ამ­ბობს მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, რო­მელ­მაც ბოლო დროს ინ­ტერ­ნე­ტი, სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე, პრე­სა და­ი­პყრო. მან­ჩო (მა­ნა­ნა) გი­ორ­გო­ბი­ა­ნის ხსე­ნე­ბა­ზე ყვე­ლას მისი ცნო­ბი­ლი სი­ტყვე­ბი თუ ფრა­ზე­ბი: "ვეს ტა­კოი იმ­პა­ზანტნი", "კა­ცა­აბ­რაზ­ნი" "ვ ში­კარ­ნომ პალ­ტო", "ბან­დერ­ლო­გე­ბი" და ა.შ. ახ­სენ­დე­ბა...

რო­დე­საც ინ­ტერ­ვი­უს­თვის შე­ვეხ­მი­ა­ნე, მი­თხრა, - ჩემი პერ­სო­ნით ძა­ლი­ან ხომ არ ვა­ბეზ­რებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავს? მე, რო­გორც მკი­თხველს, არ და­მა­ინ­ტე­რე­სებ­და ვინ­მე მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის ინ­ტერ­ვიუ... ჩემ­ზე რა უნდა მო­გიყ­ვეთ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე ვარ, წი­ნაპ­რე­ბი კი მარ­თლა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მყავ­და, რი­თაც ძლი­ე­რი და ამა­ყი ვარო...

- გი­ორ­გო­ბი­ა­ნე­ბი ის­ტო­რი­უ­ლად, ფუს­ტე­ბი ყო­ფი­ლან, რაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თულ სა­ეკ­ლე­სიო-სამ­ხედ­რო ორ­დენს ნიშ­ნავ­და. ისი­ნი 1819-1820 წლე­ბის სა­ეკ­ლე­სიო აჯან­ყე­ბა­ში, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. არ­სე­ბობს XV სა­უ­კუ­ნის გი­ორ­გო­ბი­ა­ნე­ბის ხატი, რო­მე­ლიც ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილ­მა გა­მო­იკ­ვლია. გვარ­ში ბევ­რი სა­სუ­ლი­ე­რო პირი გვყავ­და და ალ­ბათ ფა­თე­რა­კე­ბის­გან მათი მად­ლი მი­ცავს... ბარ­სა და ფუ­ტი­ეთ­ში ახ­ლაც ცხოვ­რო­ბენ გი­ორ­გო­ბი­ა­ნე­ბი, თუმ­ცა ჩემი წი­ნაპ­რე­ბი იქი­დან დიდი ხნის წინ წა­მო­ვიდ­ნენ და იქ მათი ნა­სახ­ლა­რიც არ გვაქვს. ახლა გვინ­და, სახ­ლი დავ­დგათ, მი­წას კი დაგვპირ­დნენ. ვინ­მე გი­ორ­გო­ბი­ანს რომ გა­ვიც­ნობ, ყვე­ლა ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი მგო­ნია. რა ვქნა, ჩემი გვა­რის სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლი მაქვს...

ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გის ნა­თელ-მი­რო­ნი

- მე­ა­მა­ყე­ბა, რომ დე­და­ჩე­მის ბა­ბუა - ალექ­სან­დრე კვა­ჭა­ძე და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში მივ­ლი­ნე­ბუ­ლი ხე­ვის პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. 1888 წელს, რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტო­რის ვი­ზი­ტი­სას, ჩემი დიდი ბა­ბუა თარ­ჯი­მა­ნი გახ­ლდათ. ჩემი დიდი ბე­ბია - ანა მა­ლა­ნია ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გის ოჯახ­ში იზ­რდე­ბო­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო, ევ­რო­პულ ცეკ­ვებ­საც ას­წავ­ლიდ­ნენ თურ­მე... მამა მღვდე­ლი ჰყავ­და და ყაზ­ბე­გის ნა­თელ-მი­რო­ნი იყო...

ბა­ბუ­ა­ჩე­მი - და­თი­კო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი ცნო­ბი­ლი ქა­ლა­ქე­ლი კაცი გახ­ლდათ, პრო­ფე­სი­ით ტექ­ნო­ლო­გი, ბე­ბია - მარ­გო ლან­ჩა­ვა კი რკი­ნიგ­ზის პირ­ვე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მი-რენტგე­ნო­ლო­გი. რო­გორც მა­მა­ჩე­მი ამ­ბობ­და, მათ სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე სახ­ლში, მთაწ­მინ­და­ზე, მთე­ლი თბი­ლი­სის ახალ­გაზ­რდე­ბი იზ­რდე­ბოდ­ნენ... მე­ო­რე ბა­ბუა - მი­ხე­ილ კვა­ჭა­ძე დუ­შე­თის რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნი იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა. ბე­ბია - გაფო გორ­დუ­ლა­ძე 55-ე სკო­ლის პე­და­გო­გი გახ­ლდათ. თა­ო­ბე­ბი გა­ზარ­და... ჯერ არ შემ­ხვედ­რია მისი მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც არ უყ­ვარ­და ან აღარ ახ­სოვს გაფო მას­წავ­ლე­ბე­ლი. თვი­თო­ნაც უყ­ვარ­და მოს­წავ­ლე­ე­ბი, ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ხუ­ლიგ­ნებ­ზეც კი გიჟ­დე­ბო­და, სულ ეფე­რე­ბო­და. ამ­ბობ­და, - რა მოხ­და მერე, ბავ­შვია, გა­იზ­რდე­ბა და კაცი დად­გე­ბაო...

მა­მის გავ­ლე­ნა

- მამა - ნო­დარ გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, მეტ­სა­ხე­ლად აშ­ხე­ნა ქა­ლა­ქის აღი­ა­რე­ბუ­ლი კო­ლო­რი­ტი გახ­ლდათ. 20 წლი­სას თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იც­ნობ­და, რად­გა­ნაც 1948 წელს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნე­ბი გახ­დნენ კა­ლათ­ბურთში: მა­მა­ჩე­მი, ვახ­ტანგ ანა­ნი­აშ­ვი­ლი (ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის მამა), დათო გო­ძი­აშ­ვი­ლი (სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი­სა და ვასო გო­ძი­აშ­ვი­ლის შვი­ლი), ჰეტო აფა­ქი­ძე, გივი რუ­ხა­ძე, თენ­გიზ მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი, ვას­კი­ლა აზა­უ­რაშ­ვი­ლი, მათი მწვრთნე­ლი კი ალე­კო მეს­ხი გახ­ლდათ. სპორ­ტსმენ სტუ­დენ­ტებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი და რექ­ტო­რიც - ნიკო კე­ცხო­ვე­ლი თავს ევ­ლე­ბოდ­ნენ. ბა­ტონ ნი­კოს მამა გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და, ყვე­ლა­ნა­ი­რად უწყობ­და ხელს. ჰოდა, მა­მამ პირ­ველ შვილს, ჩემს დას ბა­ტო­ნი ნი­კოს ქა­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი - ნანა და­არ­ქვა... ის­ტო­რი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი კი და­ამ­თავ­რა, მაგ­რამ რად­გან სპორ­ტსმე­ნი იყო, რა­დი­ო­ში, სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და ცნო­ბი­ლი სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი გახ­და.

1958 წელს სპარ­ტა­კი­ა­და­ზე, კა­ლათ­ბურ­თის ფი­ნა­ლურ მატჩზე, რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი და­ა­ჯა­რი­მეს და მო­ე­დან­ზე ას­პა­რე­ზო­ბას სამი სპორ­ტსმე­ნი გა­ნაგ­რძობ­და. იმ ლე­გენ­და­რულ მატჩს მამა სხვა ქა­ლა­ქი­დან უძღვე­ბო­და... მთელ რუს­თა­ველ­ზე დი­ნა­მი­კე­ბი იყო გა­მო­ტა­ნი­ლი, ხალ­ხი ქუ­ჩა­ში უს­მენ­და. სწო­რედ მა­შინ, მისი ემო­ცი­უ­რი შე­ძა­ხი­ლე­ბი და ფრა­ზა: "სამ­ნი დავ­რჩით, ქარ­თვე­ლე­ბო!.." - ისე­თი­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რო­გორც მერე კოტე მა­ხა­რა­ძის - "ლი­კუ­ეტ სტა­ლი­ცა გრუ­ზიი", რო­მე­ლიც 1981 წელს, თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" გა­მარ­ჯვე­ბის ტრანსლა­ცი­ი­სას თქვა. მოკ­ლედ, ის მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლომ მო­ი­გო...

მა­მაც და დე­დაც - დელა კვა­ჭა­ძე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჟურ­ნა­ლის­ტთა ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რე­ბი იყ­ვნენ და ხში­რად და­დი­ოდ­ნენ სა­ზღვარ­გა­რეთ, მივ­ლი­ნე­ბა­ში. სპარ­ტა­კი­ა­და­ზე, ნორ­ვე­გი­ა­ში, მეფე ულაფ V-ემ მა­მა­ზე თქვა, - "ყვე­ლა­ზე სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცი სტა­ლი­ნის სამ­შობ­ლო­დან". მისი ეს სი­ტყვე­ბი ნორ­ვე­გი­ულ გა­ზეთ­ში, მე­ფეს­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს­თან ერ­თად და­ი­ბეჭ­და... ბევრ ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან მე­გობ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლო­შიც, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბი­თაც და სა­ზღვარ­გა­რე­თაც. სხვა­თა შო­რის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი მი­უ­ძღვის იმა­ში, რომ მისი ახლო მე­გო­ბა­რი, კოტე მა­ხა­რა­ძე კო­მენ­ტა­ტო­რი გახ­და. რო­დე­საც ეს სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, მა­მას სი­ტყვა, რო­გორც სპორ­ტის კუ­რა­ტო­რის, გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდა და ეს კოტე მა­ხა­რა­ძე­მაც აღ­ნიშ­ნა სა­კუ­თარ უკა­ნას­კნელ ინ­ტერ­ვი­უ­ში. ასე­ვე, წვლი­ლი მი­უ­ძღვის ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის მოს­კოვ­ში სას­წავ­ლებ­ლად გაშ­ვე­ბა­შიც... მერე ისე მოხ­და, რომ მა­მას კა­რი­ე­რა ნა­ად­რე­ვად და­ამ­თავ­რე­ბი­ნეს.

- რა­ტომ?

- მან პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, პო­ლო­ნეთ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­შა და­ხია. ამის გამო თბი­ლის­ში ეტა­პით ჩა­მო­იყ­ვა­ნეს და ცე­კას ჩა­ა­ბა­რეს. მოკ­ლედ, მე­გობ­რე­ბი, ტე­ლე­ვი­ზია, რა­დიო და­ეხ­მა­რა იმა­ში, რომ არ და­ა­პა­ტიმ­რეს, მაგ­რამ სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბა კი მო­უხ­და.

- მეტ­სა­ხე­ლად აშ­ხე­ნას რა­ტომ ეძახ­დნენ?

- ერთხე­ლაც, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სპორ­ტულ შეკ­რე­ბა­ზე მი­დი­ო­და და სად­გურ­ში სო­მე­ხი ქა­ლის - აშ­ხე­ნას პას­პორ­ტი უპო­ვია. ვერ ას­წრებ­და მი­ლი­ცი­ა­ში მის ჩა­ბა­რე­ბას და იფიქ­რა, შემ­დეგ სად­გურ­ში ჩა­ვა­ბა­რე­ბო. ბი­ჭებ­მა ჯი­ბე­ში პას­პორ­ტი უპო­ვეს და მეტი რა უნ­დო­დათ? გა­შა­ყი­რე­ბა და­უ­წყეს და მეტ­სა­ხე­ლიც ასე შე­ერ­ქვა. სხვა­თა შო­რის, ეს სა­ხე­ლი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და...

- მა­მა­ზე დიდი სიყ­ვა­რუ­ლით გვიყ­ვე­ბით. რო­გორც ჩანს, მან დიდი როლი ითა­მა­შა თქვენს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში...

- კი, მისი გაზ­რდი­ლი ვარ... დედა ამ­ბობ­და: თუ ვინ­მე მომ­კლავს, ეს გოგო იქ­ნე­ბა. აუ­ღე­ბე­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე ხარო... არა­და, ჩემი და რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, დარ­ბა­ი­სე­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, მო­წო­დე­ბით პე­და­გო­გი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, იმ ქვეყ­ნად ნა­ად­რე­ვად წა­ვი­და... რად­გან ბავ­შვო­ბი­დან­ვე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და მო­უს­ვე­ნა­რი ვი­ყა­ვი, "მა­უ­გლის", "ბან­დი­უ­გას," "ბან­დიტ­კას" მე­ძახ­დნენ. სულ მა­მას­თან ერ­თად დავ­დი­ო­დი, მის მე­გობ­რებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი; და­სას­ვე­ნებ­ლად რომ მი­დი­ოდ­ნენ, მეც თან მივ­ყავ­დი. 16 წლამ­დე ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი, ვე­ლო­სი­პე­დით დავ­დი­ო­დი...

სა­მე­ზობ­ლო და სა­ნატ­რე­ლი თბი­ლი­სი

- ბავ­შვო­ბა ხი­ლი­ან­ზე გა­ვა­ტა­რე. ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ: რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე, სიკო და ქეთი დო­ლი­ძე­ე­ბი, სუ­ლი­კო ჟღენ­ტი, ოთარ და თა­მაზ ჭი­ლა­ძე­ე­ბი, რეზო ჭე­იშ­ვი­ლი, ბუბა კი­კა­ბი­ძე, ზურა ყიფ­ში­ძე და ბევ­რი სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი... დიდი შეკ­რე­ბე­ბი იმარ­თე­ბო­და. ჩვენს სახ­ლში მე­ზობ­ლე­ბის არა­ერ­თი სუფ­რა გაშ­ლი­ლა, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის გა­მარ­ჯვე­ბე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, რად­გა­ნაც საკ­მა­ოდ დიდი ფარ­თო­ბი გვქონ­და. ასე­ვე, იმარ­თე­ბო­და და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი, 120-კა­ცი­ა­ნი ბან­კე­ტე­ბი... მომ­წონ­და ლა­მა­ზი, კე­თი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე თბი­ლი­სე­ლე­ბი და დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი თბი­ლი გა­რე­მო. ის დრო ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა.

ბუნ­ტის­თა­ვი მა­ნა­ნა

- არც ერთ "შა­ტა­ლოს" არ დავკლე­ბი­ვარ. კლა­სი­და­ნაც რამ­დენ­ჯერ­მე გა­მაგ­დეს: ხმა­უ­რის­თვის, კარ­ნა­ხის­თვის. ჩვე­ნი "ბან­და" გვქონ­და... ხში­რად გავ­ყავ­დით პედ­საბ­ჭო­ზე, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლებს მა­ინც ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დით, რად­გან კარ­გად ვსწავ­ლობ­დით და უზ­რდე­ლე­ბიც არ ვი­ყა­ვით...

"დე­დას სა­ერ­თოდ არ ვგა­ვარ"

- დედა - დელა კვა­ჭა­ძე წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი იყო. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ იმი­ტომ აიყ­ვა­ნეს, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­დიპ­ლო­მო ნაშ­რო­მი ჰქონ­და. ის ხალ­ხუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი იყო... ერთი პე­რი­ო­დი პროფ­კავ­ში­რე­ბის თავ­მჯდო­მა­რეც გახ­ლდათ და აირ­ჩი­ეს რო­გორც, "ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა უყ­ვარს და ყვე­ლას უყ­ვარს". სა­ოც­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, აკა­დე­მი­უ­რი ქალ­ბა­ტო­ნია. დე­დას სა­ერ­თოდ არ ვგა­ვარ...

ქარ­თუ­ლი და რუ­სუ­ლი ენე­ბის ხიბ­ლი

- სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რუ­სუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, ოღონდ - სა­ღა­მოს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე ვსწავ­ლობ­დი, დღე კი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი. მიყ­ვარს რუ­სუ­ლი, რად­გა­ნაც მდი­და­რი და ულა­მა­ზე­სი ენაა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ნამ­დე ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­ნა­ნა გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა მას­წავ­ლა, სა­ო­ცა­რი კუ­თხი­დან და­მა­ნახ­ვა. თუმ­ცა, ის პირ­ველ რიგ­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბას გვას­წავ­ლი­და, იმ დროს კი ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ იყო.

მან­ჩოს კა­რი­ე­რა

- 14 წლი­დან რა­დი­ოს სა­ბავ­შვო რე­დაქ­ცი­ის უშ­ტა­ტო კო­რეს­პონ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ბავ­შვო­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მქონ­და გა­ტა­რე­ბუ­ლი; მა­ნამ­დე პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლის "პი­ო­ნერ­ფილმში" გრი­გოლ ჩი­გო­გი­ძეს­თან ვიზ­რდე­ბო­დი. იმ პე­რი­ოდ­ში სამ ფილმში გა­და­მი­ღეს. კა­მე­რა ხელ­ში ბავ­შვო­ბი­დან მე­ჭი­რა და მონ­ტა­ჟი, მულ­ტფილ­მის დამ­ზა­დე­ბა, კი­ნოს გა­და­ღე­ბა ვი­ცო­დი. ამი­ტო­მაც, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბა გა­მი­მარ­ტივ­და. ისე კი, თა­ვი­დან რა­დი­ოს ხმის ოპე­რა­ტო­რი ვი­ყა­ვი; საკ­მა­ოდ მძი­მე სა­მუ­შაო იყო. მერე ვი­დე­ო­მე­მონ­ტა­ჟე გახ­ლდით და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "კონ­ტაქ­ტში" ჯერ მთარ­გმნე­ლად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, მერე - რე­დაქ­ტო­რად. ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ვე­ლი სა­ი­ტი მე "გა­ვა­კე­თე" და ბო­ლოს, ზაზა შენ­გე­ლი­ას თა­ნა­შემ­წე ვი­ყა­ვი (2002 წლამ­დე). 2006-2007 წლებ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" კო­მერ­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სო­ბაც მო­მიხ­და.

დღე­ვან­დე­ლი დღე და 2003 წელს გა­კე­თე­ბუ­ლი პროგ­ნო­ზი

- ახლა ბიზ­ნე­სით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე ეს საქ­მი­ა­ნო­ბა მომ­წონს. მაქვს სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი...

- ბოლო დროს პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დით. რო­გორ ფიქ­რობთ, ეს რამ გა­ნა­პი­რო­ბა?

- ის, რაც გარ­შე­მო ხდე­ბა, ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. მე არც პო­ლი­ტი­კო­სი ვარ, არც თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რომ ასე­თი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვიყო... რაც ნამ­დვი­ლად ვიცი, ის არის, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" "ფრონ­ტი" მაქვს და ეს ამ­ბა­ვი შარ­შან "ლა ტრო­ფე­ში" მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტით და­ი­წყო... თუმ­ცა, მათი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე 2003 წლი­დან ვი­ყა­ვი, რად­გა­ნაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებს ვიც­ნობ­დი და ვი­ცო­დი, რომ ეს "კა­ცის­მაგ­ვა­რე­ბი" საქ­მეს ვერ გა­ა­კე­თებ­დნენ. დიახ, "კა­ცის­მაგ­ვა­რი" კარ­გი და ძლი­ე­რი ხე­ლი­სუ­ფა­ლი ვე­რა­სო­დეს გახ­დე­ბა, რად­გა­ნაც კომ­პლექ­სე­ბი აწუ­ხებს; რო­გორც კი ძა­ლა­უფ­ლე­ბას და ფულს ხელ­ში ჩა­იგ­დებს, სა­ში­ნე­ლე­ბებს ჩა­ი­დენს. 2003 წელს ვთქვი, - ესე­ნი ჩა­უდ­გე­ბი­ან ქვე­ყა­ნას სა­თა­ვე­ში და ფა­შის­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან-მეთ­ქი. აჰა, ისე აგიხ­დეთ ყვე­ლა­ფე­რი...

მერე მქონ­და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის იმე­დი და ამი­ტო­მაც ვარ ახლა აღ­შფო­თე­ბუ­ლი... ისე, ამას აღ­შფო­თე­ბა აღარ ჰქვია, ვარ "ვულ­კა­ნი" და ვაფ­რქვევ ლა­ვას! ნუთუ, თავი იმის­თვის გა­დავ­დე, რომ დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ჩვენ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე უფრო მე­ტად და­ცუ­ლე­ბი იყ­ვნენ? ვიდ­რე სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა არ აღ­დგე­ბა, არ გავ­ჩერ­დე­ბი.

მან­ჩო - ვა­ჟე­ბის დედა

- რო­გო­რი დედა ხართ?

- ეს ბავ­შვე­ბის­თვის რომ გე­კი­თხათ, ჯობ­და. მათ­თვის ავ­ტო­რი­ტე­ტი რომ ვარ, ვიცი... ბი­ჭებ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. მეც ასე ვი­ყა­ვი მა­მას­თან. სულ მე­უბ­ნე­ბო­და, შენი სი­მარ­თლე ყველ­გან უნდა გა­ი­ტა­ნოო. "იყავ თა­მა­მი, ნუ იქ­ნე­ბი თავ­ხე­დი!" - ხში­რად მი­მე­ო­რებ­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ამ სი­ტყვებს. მეც ასე ვა­თა­მა­მებ ჩე­მებს... სან­დრო, რო­მე­ლიც ახლა ამე­რი­კა­ში სწავ­ლობს, არა­ფერს მი­მა­ლავს ისე­ვე, რო­გორც მე არ ვუ­მა­ლავ­დი მა­მას არა­ფერს. არც მიკა და რე­ზი­კო მი­მა­ლა­ვენ რა­ი­მეს. მათ არას­დროს ვა­ტყუ­ებ. ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ენას არას­დროს ვიჩლექ­დი. მათ­თვის არას­დროს არა­ფე­რი და­მი­ძა­ლე­ბია. შვი­ლე­ბის აზრს პა­ტივს ვცემ და ვით­ვა­ლის­წი­ნებ. ჯერ არ მა­ნერ­ვი­უ­ლე­ბენ, მერე ვნა­ხოთ...

მე კი მშობ­ლე­ბი ბევ­რჯერ მი­ნერ­ვი­უ­ლე­ბია, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ხი­ფა­თი­ა­ნი ვარ. დავ­დი­ო­დი ლაშ­ქრო­ბებ­ში - ფე­ხი­თაც, ცხე­ნი­თაც; მიყ­ვარს ცურ­ვა. მან­ქა­ნას 15 წლი­დან ვმარ­თავ და წყლის თხი­ლა­მურ­ზე და ჩვე­უ­ლებ­რივ თხი­ლა­მურ­ზეც ვდგა­ვარ. ჩემი შვი­ლე­ბიც სპორ­ტუ­ლე­ბი არი­ან... არა­ნა­ი­რი გარ­თო­ბა არ და­მიკ­ლია, მაგ­რამ უმ­ძი­მე­სი 90-ია­ნე­ბიც გა­მო­ვი­ა­რე, რო­მელ­საც ჩემი უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი შე­ე­წი­რა. ნამ­დვი­ლად არ მინ­და, ჩვენ­მა შვი­ლებ­მა იგი­ვე გა­და­ი­ტა­ნონ, რაც ჩვენ გა­მო­ვი­ა­რეთ.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

სულ სხვანაირი მანჩო გიორგობიანის "შიკარნი" ინტერვიუ

სულ სხვანაირი მანჩო გიორგობიანის "შიკარნი" ინტერვიუ

"ვცდილობ, ვიცხოვრო ქრისტიანულად. რაღაცები გამომდის, ბევრი რამ - არა. შურიანი არ ვარ. მიხარია, როდესაც ადამიანს ვეხმარები და ეს გამომდის. მიყვარს სიცოცხლე, იუმორი. არანაირი სირთულის არ მეშინია, გარდა ახლობლების ავადმყოფობისა. ხანდახან, როცა რაღაც გამიფუჭებია (ხშირად მემართება) ან ვინმესთვის გული შემთხვევით მიტკენინებია, განვიცდი; საშინელი სინანული ვიცი... მაგრამ თუ ადამიანი იმსახურებს, ბოლომდე შემიძლია მისი გამეტება", - ამბობს მანჩო გიორგობიანი, რომელმაც ბოლო დროს ინტერნეტი, სატელევიზიო სივრცე, პრესა დაიპყრო. მანჩო (მანანა) გიორგობიანის ხსენებაზე ყველას მისი ცნობილი სიტყვები თუ ფრაზები: "ვეს ტაკოი იმპაზანტნი", "კაცააბრაზნი" "ვ შიკარნომ პალტო", "ბანდერლოგები" და ა.შ. ახსენდება...

როდესაც ინტერვიუსთვის შევეხმიანე, მითხრა, - ჩემი პერსონით ძალიან ხომ არ ვაბეზრებთ საზოგადოებას თავს? მე, როგორც მკითხველს, არ დამაინტერესებდა ვინმე მანჩო გიორგობიანის ინტერვიუ... ჩემზე რა უნდა მოგიყვეთ, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, წინაპრები კი მართლა არაჩვეულებრივი მყავდა, რითაც ძლიერი და ამაყი ვარო...

- გიორგობიანები ისტორიულად, ფუსტები ყოფილან, რაც საუკუნეების განმავლობაში ქართულ საეკლესიო-სამხედრო ორდენს ნიშნავდა. ისინი 1819-1820 წლების საეკლესიო აჯანყებაში, რუსეთის წინააღმდეგ მონაწილეობდნენ. არსებობს XV საუკუნის გიორგობიანების ხატი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა გამოიკვლია. გვარში ბევრი სასულიერო პირი გვყავდა და ალბათ ფათერაკებისგან მათი მადლი მიცავს... ბარსა და ფუტიეთში ახლაც ცხოვრობენ გიორგობიანები, თუმცა ჩემი წინაპრები იქიდან დიდი ხნის წინ წამოვიდნენ და იქ მათი ნასახლარიც არ გვაქვს. ახლა გვინდა, სახლი დავდგათ, მიწას კი დაგვპირდნენ. ვინმე გიორგობიანს რომ გავიცნობ, ყველა ჩემი ბიძაშვილი მგონია. რა ვქნა, ჩემი გვარის საოცარი სიყვარული მაქვს...

ალექსანდრე ყაზბეგის ნათელ-მირონი

- მეამაყება, რომ დედაჩემის ბაბუა - ალექსანდრე კვაჭაძე დარიალის ხეობაში მივლინებული ხევის პირველი მასწავლებელი იყო. 1888 წელს, რუსეთის იმპერატორის ვიზიტისას, ჩემი დიდი ბაბუა თარჯიმანი გახლდათ. ჩემი დიდი ბებია - ანა მალანია ალექსანდრე ყაზბეგის ოჯახში იზრდებოდა. არაჩვეულებრივი განათლება მიიღო, ევროპულ ცეკვებსაც ასწავლიდნენ თურმე... მამა მღვდელი ჰყავდა და ყაზბეგის ნათელ-მირონი იყო...

ბაბუაჩემი - დათიკო გიორგობიანი ცნობილი ქალაქელი კაცი გახლდათ, პროფესიით ტექნოლოგი, ბებია - მარგო ლანჩავა კი რკინიგზის პირველი საავადმყოფოს ექიმი-რენტგენოლოგი. როგორც მამაჩემი ამბობდა, მათ სტუმართმოყვარე სახლში, მთაწმინდაზე, მთელი თბილისის ახალგაზრდები იზრდებოდნენ... მეორე ბაბუა - მიხეილ კვაჭაძე დუშეთის რაიკომის მდივანი იყო, მოგვიანებით კი მეორე მსოფლიო ომში მიღებული ჭრილობით ახალგაზრდა გარდაიცვალა. ბებია - გაფო გორდულაძე 55-ე სკოლის პედაგოგი გახლდათ. თაობები გაზარდა... ჯერ არ შემხვედრია მისი მოსწავლე, რომელსაც არ უყვარდა ან აღარ ახსოვს გაფო მასწავლებელი. თვითონაც უყვარდა მოსწავლეები, ყველაზე ცნობილ ხულიგნებზეც კი გიჟდებოდა, სულ ეფერებოდა. ამბობდა, - რა მოხდა მერე, ბავშვია, გაიზრდება და კაცი დადგებაო...

მამის გავლენა

- მამა - ნოდარ გიორგობიანი, მეტსახელად აშხენა ქალაქის აღიარებული კოლორიტი გახლდათ. 20 წლისას თითქმის მთელი საქართველო იცნობდა, რადგანაც 1948 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახდნენ კალათბურთში: მამაჩემი, ვახტანგ ანანიაშვილი (ნინო ანანიაშვილის მამა), დათო გოძიაშვილი (სესილია თაყაიშვილისა და ვასო გოძიაშვილის შვილი), ჰეტო აფაქიძე, გივი რუხაძე, თენგიზ მეძმარიაშვილი, ვასკილა აზაურაშვილი, მათი მწვრთნელი კი ალეკო მესხი გახლდათ. სპორტსმენ სტუდენტებს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და რექტორიც - ნიკო კეცხოველი თავს ევლებოდნენ. ბატონ ნიკოს მამა განსაკუთრებით უყვარდა, ყველანაირად უწყობდა ხელს. ჰოდა, მამამ პირველ შვილს, ჩემს დას ბატონი ნიკოს ქალიშვილის სახელი - ნანა დაარქვა... ისტორიული ფაკულტეტი კი დაამთავრა, მაგრამ რადგან სპორტსმენი იყო, რადიოში, სპორტულ ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა და ცნობილი სპორტული კომენტატორი გახდა.

1958 წელს სპარტაკიადაზე, კალათბურთის ფინალურ მატჩზე, რამდენიმე ქართველი დააჯარიმეს და მოედანზე ასპარეზობას სამი სპორტსმენი განაგრძობდა. იმ ლეგენდარულ მატჩს მამა სხვა ქალაქიდან უძღვებოდა... მთელ რუსთაველზე დინამიკები იყო გამოტანილი, ხალხი ქუჩაში უსმენდა. სწორედ მაშინ, მისი ემოციური შეძახილები და ფრაზა: "სამნი დავრჩით, ქართველებო!.." - ისეთივე ცნობილი გახდა, როგორც მერე კოტე მახარაძის - "ლიკუეტ სტალიცა გრუზიი", რომელიც 1981 წელს, თბილისის "დინამოს" გამარჯვების ტრანსლაციისას თქვა. მოკლედ, ის მატჩი საქართველომ მოიგო...

მამაც და დედაც - დელა კვაჭაძე საბჭოთა კავშირის ჟურნალისტთა ფედერაციის წევრები იყვნენ და ხშირად დადიოდნენ საზღვარგარეთ, მივლინებაში. სპარტაკიადაზე, ნორვეგიაში, მეფე ულაფ V-ემ მამაზე თქვა, - "ყველაზე სიმპათიური მამაკაცი სტალინის სამშობლოდან". მისი ეს სიტყვები ნორვეგიულ გაზეთში, მეფესთან გადაღებულ ფოტოსთან ერთად დაიბეჭდა... ბევრ ცნობილ ადამიანთან მეგობრობდა საქართველოშიც, საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც და საზღვარგარეთაც. სხვათა შორის, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მისი ახლო მეგობარი, კოტე მახარაძე კომენტატორი გახდა. როდესაც ეს საკითხი განიხილებოდა, მამას სიტყვა, როგორც სპორტის კურატორის, გადამწყვეტი აღმოჩნდა და ეს კოტე მახარაძემაც აღნიშნა საკუთარ უკანასკნელ ინტერვიუში. ასევე, წვლილი მიუძღვის ნინო ანანიაშვილის მოსკოვში სასწავლებლად გაშვებაშიც... მერე ისე მოხდა, რომ მამას კარიერა ნაადრევად დაამთავრებინეს.

- რატომ?

- მან პროტესტის ნიშნად, პოლონეთში საბჭოთა კავშირის დროშა დახია. ამის გამო თბილისში ეტაპით ჩამოიყვანეს და ცეკას ჩააბარეს. მოკლედ, მეგობრები, ტელევიზია, რადიო დაეხმარა იმაში, რომ არ დააპატიმრეს, მაგრამ სამსახურის დატოვება კი მოუხდა.

- მეტსახელად აშხენას რატომ ეძახდნენ?

- ერთხელაც, მეგობრებთან ერთად, სპორტულ შეკრებაზე მიდიოდა და სადგურში სომეხი ქალის - აშხენას პასპორტი უპოვია. ვერ ასწრებდა მილიციაში მის ჩაბარებას და იფიქრა, შემდეგ სადგურში ჩავაბარებო. ბიჭებმა ჯიბეში პასპორტი უპოვეს და მეტი რა უნდოდათ? გაშაყირება დაუწყეს და მეტსახელიც ასე შეერქვა. სხვათა შორის, ეს სახელი ძალიან უყვარდა...

- მამაზე დიდი სიყვარულით გვიყვებით. როგორც ჩანს, მან დიდი როლი ითამაშა თქვენს ჩამოყალიბებაში...

- კი, მისი გაზრდილი ვარ... დედა ამბობდა: თუ ვინმე მომკლავს, ეს გოგო იქნება. აუღებელი ციხესიმაგრე ხარო... არადა, ჩემი და რადიკალურად განსხვავებული, დარბაისელი, მოწესრიგებული, მოწოდებით პედაგოგი იყო. სამწუხაროდ, იმ ქვეყნად ნაადრევად წავიდა... რადგან ბავშვობიდანვე ძალიან აქტიური და მოუსვენარი ვიყავი, "მაუგლის", "ბანდიუგას," "ბანდიტკას" მეძახდნენ. სულ მამასთან ერთად დავდიოდი, მის მეგობრებში მიღებული ვიყავი; დასასვენებლად რომ მიდიოდნენ, მეც თან მივყავდი. 16 წლამდე ფეხბურთს ვთამაშობდი, ველოსიპედით დავდიოდი...

სამეზობლო და სანატრელი თბილისი

- ბავშვობა ხილიანზე გავატარე. ჩვენი მეზობლები იყვნენ: რამაზ ჩხიკვაძე, სიკო და ქეთი დოლიძეები, სულიკო ჟღენტი, ოთარ და თამაზ ჭილაძეები, რეზო ჭეიშვილი, ბუბა კიკაბიძე, ზურა ყიფშიძე და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანი... დიდი შეკრებები იმართებოდა. ჩვენს სახლში მეზობლების არაერთი სუფრა გაშლილა, დამსახურებული სპორტსმენების გამარჯვებების აღსანიშნავად, რადგანაც საკმაოდ დიდი ფართობი გვქონდა. ასევე, იმართებოდა დაბადების დღეები, 120-კაციანი ბანკეტები... მომწონდა ლამაზი, კეთილი, მოსიყვარულე თბილისელები და დედაქალაქში არსებული თბილი გარემო. ის დრო ძალიან მენატრება.

ბუნტისთავი მანანა

- არც ერთ "შატალოს" არ დავკლებივარ. კლასიდანაც რამდენჯერმე გა­მაგდეს: ხმაურისთვის, კარნახისთვის. ჩვენი "ბანდა" გვქონდა... ხშირად გავყავდით პედსაბჭოზე, მაგრამ მასწავ­ლებლებს მაინც ძალიან ვუყვარდით, რადგან კარგად ვსწავლობდით და უზრდელებიც არ ვიყავით...

"დედას საერთოდ არ ვგავარ"

- დედა - დელა კვაჭაძე წარჩინებული სტუდენტი იყო. ტელევიზიაში სამუშაოდ იმიტომ აიყვანეს, რომ არაჩვეულებრივი სადიპლომო ნაშრომი ჰქონდა. ის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქტორი იყო... ერთი პერიოდი პროფკავშირების თავმჯდომარეც გახლდათ და აირჩიეს როგორც, "ადამიანი, რომელსაც ყველა უყვარს და ყველას უყვარს". საოცრად მოწესრიგებული, აკადემიური ქალბატონია. დედას საერთოდ არ ვგავარ...

ქართული და რუსული ენების ხიბლი

- სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, ოღონდ - საღამოს განყოფილებაზე ვსწავლობდი, დღე კი ტელევიზიაში ვმუშაობდი. მიყვარს რუსული, რადგანაც მდიდარი და ულამაზესი ენაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მანამდე ქართული ენა და ლიტერატურა მანანა გიგინეიშვილმა მასწავლა, საოცარი კუთხიდან დამანახვა. თუმცა, ის პირველ რიგში, თავისუფლებას გვასწავლიდა, იმ დროს კი ეს წარმოუდგენელი რამ იყო.

მანჩოს კარიერა

- 14 წლიდან რადიოს საბავშვო რედაქციის უშტატო კორესპონდენტი ვიყავი, ბავშვობა ტელევიზიაში მქონდა გატარებული; მანამდე პიონერთა სასახლის "პიონერფილმში" გრიგოლ ჩიგოგიძესთან ვიზრდებოდი. იმ პერიოდში სამ ფილმში გადამიღეს. კამერა ხელში ბავშვობიდან მეჭირა და მონტაჟი, მულტფილმის დამზადება, კინოს გადაღება ვიცოდი. ამიტომაც, ტელევიზიაში საქმიანობა გამიმარტივდა. ისე კი, თავიდან რადიოს ხმის ოპერატორი ვიყავი; საკმაოდ მძიმე სამუშაო იყო. მერე ვიდეომემონტაჟე გახლდით და მოგვიანებით, საინფორმაციო სააგენტო "კონტაქტში" ჯერ მთარგმნელად დავიწყე მუშაობა, მერე - რედაქტორად. ტელევიზიის პირველი საიტი მე "გავაკეთე" და ბოლოს, ზაზა შენგელიას თანაშემწე ვიყავი (2002 წლამდე). 2006-2007 წლებში ტელეკომპანია "იმედის" კომერციული სამსახურის უფროსობაც მომიხდა.

დღევანდელი დღე და 2003 წელს გაკეთებული პროგნოზი

- ახლა ბიზნესით ვარ დაკავებული. ამ ეტაპზე ეს საქმიანობა მომწონს. მაქვს საინტერესო შეხვედრები, პროექტები...

- ბოლო დროს პოპულარული გახდით. როგორ ფიქრობთ, ეს რამ განაპირობა?

- ის, რაც გარშემო ხდება, ჩემთვის მიუღებელია. მე არც პოლიტიკოსი ვარ, არც თანამდებობის პირი, რომ ასეთი ყურადღების ცენტრში ვიყო... რაც ნამდვილად ვიცი, ის არის, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" "ფრონტი" მაქვს და ეს ამბავი შარშან "ლა ტროფეში" მომხდარი ინციდენტით დაიწყო... თუმცა, მათი მოწინააღმდეგე 2003 წლიდან ვიყავი, რადგანაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ეს "კაცისმაგვარები" საქმეს ვერ გააკეთებ­დნენ. დიახ, "კაცისმაგვარი" კარგი და ძლიერი ხელისუფალი ვერასოდეს გახდება, რადგანაც კომპლექსები აწუხებს; როგორც კი ძალაუფლებას და ფულს ხელში ჩაიგდებს, საშინელებებს ჩაიდენს. 2003 წელს ვთქვი, - ესენი ჩაუდგებიან ქვეყანას სათავეში და ფა­შისტები იქნებიან-მეთქი. აჰა, ისე აგიხდეთ ყველაფერი...

მერე მქონდა სამართლიანობის აღდგენის იმედი და ამიტომაც ვარ ახლა აღშფოთებული... ისე, ამას აღშფოთება აღარ ჰქვია, ვარ "ვულკანი" და ვაფრქვევ ლავას! ნუთუ, თავი იმისთვის გადავდე, რომ დღეს "ნაციონალები" ჩვენზე, საზოგადოებაზე უფრო მეტად დაცულები იყვნენ? ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება, არ გავჩერდები.

მანჩო - ვაჟების დედა

- როგორი დედა ხართ?

- ეს ბავშვებისთვის რომ გეკითხათ, ჯობდა. მათთვის ავტორიტეტი რომ ვარ, ვიცი... ბიჭებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. მეც ასე ვიყავი მამასთან. სულ მეუბნებოდა, შენი სიმართლე ყველგან უნდა გაიტანოო. "იყავ თამამი, ნუ იქნები თავხედი!" - ხშირად მიმეორებდა ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებს. მეც ასე ვათამამებ ჩემებს... სანდრო, რომელიც ახლა ამერიკაში სწავლობს, არაფერს მიმალავს ისევე, როგორც მე არ ვუმალავდი მამას არაფერს. არც მიკა და რეზიკო მიმალავენ რაიმეს. მათ არასდროს ვატყუებ. ბავშვებთან ურთიერთობისას ენას არასდროს ვიჩლექდი. მათთვის არასდროს არაფერი დამიძალებია. შვილების აზრს პატივს ვცემ და ვითვალისწინებ. ჯერ არ მანერვიულებენ, მერე ვნახოთ...

მე კი მშობლები ბევრჯერ მინერვიულებია, თუნდაც იმიტომ, რომ ხიფათიანი ვარ. დავდიოდი ლაშქრობებში - ფეხითაც, ცხენითაც; მიყვარს ცურვა. მანქანას 15 წლიდან ვმართავ და წყლის თხილამურზე და ჩვეულებრივ თხილამურზეც ვდგავარ. ჩემი შვილებიც სპორტულები არიან... არანაირი გართობა არ დამიკლია, მაგრამ უმძიმესი 90-იანებიც გამოვიარე, რომელსაც ჩემი უამრავი მეგობარი შეეწირა. ნამდვილად არ მინდა, ჩვენმა შვილებმა იგივე გადაიტანონ, რაც ჩვენ გამოვიარეთ.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია