პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ''დაჭამეს'' ერთმანეთი ჟიურის წევრებმა ''მის და მისტერ თბილისსზე'' და ვინ აპროტესტებდა შედეგებს
რატომ ''დაჭამეს'' ერთმანეთი ჟიურის წევრებმა ''მის და მისტერ თბილისსზე'' და ვინ აპროტესტებდა შედეგებს

24 მარტს კომ­პა­ნია "ნა­ტახ­ტარ­მა" ჟურ­ნა­ლის­ტთა კორ­პუ­სი "ტიფ­ლის პა­ლას­ში" პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მიგ­ვიწ­ვია, სა­დაც "ფონდ ნა­ტახ­ტა­რის" მიერ 2012-2013 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს.

წინა კვი­რას კულ­ტუ­რის ცენ­ტრ "მუ­ზა­ში" კონ­კურ­სზე "მის და მის­ტერ თბი­ლი­სი" გა­ვე­შუ­რე. კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ბესტ მო­დე­ლის" ხელ­მძღვა­ნელ­მა კახი ხა­ბე­იშ­ვილ­მა სტუმ­რებს ღია ცის ქვეშ, საკ­მა­ოდ ლა­მაზ გა­რე­მო­ში უმას­პინ­ძლა.

კონ­კურ­სებ­ზე რომ ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბის სიმ­ცი­რე აშ­კა­რად იგ­რძნო­ბა, ამა­ზე უკვე აღა­რა­ვინ და­ვობს. ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში გა­ცი­ლე­ბით ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი გვხვდე­ბი­ან, ვიდ­რე სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ზე.

ამ­ჯე­რა­დაც არ­ჩე­ვა­ნი საკ­მა­ოდ მწი­რი იყო. "მის და მის­ტერ თბი­ლი­სის" ტი­ტუ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად 8 გო­გო­ნა და 14 ბიჭი იბ­რძოდ­ნენ.

მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი გახ­ლდათ ჟი­უ­რი: შო­თი­კო ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, ანი ჯა­ჯა­ნი­ძე, გია ჯა­ჯა­ნი­ძე, თი­ნა­თინ მა­ღა­ლაშ­ვი­ლი, ეკო ფან­გა­ნი, ლელა ნი­ნუა და სხვა­ნი. აქ ვგუ­ლის­ხმობ ამ კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტორ კახი ხა­ბე­იშ­ვილ­სა და მი­სი­ვე მო­დე­ლებს, სხვა­დას­ხვა წელს "მის და მის­ტერ თბი­ლი­სი­სა" და "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნის" ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლებს.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, ერთი სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით, სცე­ნა­ზე სა­ღა­მოს წამ­ყვა­ნე­ბი მერ­სი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი და პა­ა­ტა და­თუ­ნაშ­ვი­ლი მოგ­ვევ­ლინ­ნენ. ჩაც­მუ­ლი მერ­სის ცაში ატყორ­ცნი­ლი, უც­ნა­უ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ვარ­ცხნი­ლო­ბი­სა და შავი ტუ­ჩის სა­ცხის ფონ­ზე, მისი თა­ნა­წამ­ყვა­ნის ვი­ნა­ო­ბით აღა­რა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა.

კონ­კურ­სან­ტე­ბი სამ­გზის წარ­დგნენ მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე: სპორ­ტუ­ლი სა­მო­სით, სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბი­თა და სა­ღა­მოს კა­ბე­ბით. ეს უკა­ნას­კნე­ლი დი­ზა­ი­ნერ ლაშა ჯო­ხა­ძეს ეკუთ­ვნო­და. მამ­რო­ბი­თი სქე­სის კონ­კურ­სან­ტებ­მა კი ერთ-ერთი უცხო­უ­რი ბრენ­დის კო­ლექ­ცია წარ­მო­ად­გი­ნეს.

მა­ყუ­რებ­ლის­თვის პო­დი­უმ­ზე მო­ცეკ­ვა­ვე ია­კობ ყუ­ფუ­ნი­ას გა­მო­ჩე­ნა სურპრი­ზი იყო. გარ­და იმი­სა, რომ ის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ჟი­უ­რის ერთ-ერთ წევრთან, მო­ცეკ­ვა­ვე ანი ჯა­ჯა­ნი­ძეს­თან ერ­თად მარ­თლაც სა­ო­ცა­რი ნო­მე­რი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. ვფიქ­რობ, ეს სა­უ­კე­თე­სო სა­ნა­ხა­ო­ბა იყო, რაც იმ დღეს სცე­ნა­ზე ვნა­ხეთ.

გვიმ­ღე­რა ანჩო დო­ლი­ძემ. მის­მა უმაღ­ლეს­მა წი­თელ­მა, ლედი გა­გა­სე­ულ­მა ფეხ­საც­მელ­მა მა­ყუ­რებ­ლი­სა და სა­ღა­მოს წამ­ყვა­ნის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია. სცე­ნი­დან გას­ვლის წინ მერ­სიმ ან­ჩოს რჩე­ვა მის­ცა, ფრთხი­ლად, არ წა­იქ­ცეო. მა­ნამ­დე კი ან­ჩომ, ჩა­იგ­დო რა მიკრო­ფო­ნი ხელ­ში, მა­ყუ­რე­ბელს მი­მარ­თა, ტაში და­მი­კა­რით, ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტია, მერ­სიმ მიკრო­ფო­ნი და­მით­მო, გა­ვა­ჩუ­მეო. სა­ნამ ეს ორი "ფე­ი­სი" ერ­თმა­ნეთს ეს­წერ­ვე­ბო­და, ჟი­უ­რიმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მე დრო ვი­ხელ­თე და სა­ნამ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბო­და, ჟი­უ­რის წევ­რებს დიქ­ტო­ფო­ნით ჩა­მო­ვუ­ა­რე.

შო­თი­კო ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი:

- ბი­ჭებ­ში გი­ორ­გი კენ­ჯი­ამ გა­ი­მარ­ჯვა, თუმ­ცა მე, ლიზა ვა­და­ჭ­კო­რია და ეკო ფან­გა­ნი ვფიქ­რობ­დით, რომ "მის­ტერ თბი­ლი­სი" უფრო მა­მა­კა­ცუ­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რო­გო­რიც იყო მეშ­ვი­დე ნო­მე­რი, თორ­ნი­კე გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი. გო­გო­ნებ­ში მოგ­ვწონ­და სა­ლო­მე და­ვი­თაშ­ვი­ლი. მარ­თა­ლია, თავს პო­დი­უმ­ზე კარ­გად ვერ გრძნობ­და, მაგ­რამ ამ გო­გო­ნებ­ში, ჩვე­ნი აზ­რით, სა­უ­კე­თე­სო იყო. უმ­ცი­რე­სო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით, გა­ი­მარ­ჯვა სა­ლო­მე ხუ­ხი­ამ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რატომ ''დაჭამეს'' ერთმანეთი ჟიურის წევრებმა ''მის და მისტერ თბილისსზე'' და ვინ აპროტესტებდა შედეგებს

რატომ ''დაჭამეს'' ერთმანეთი ჟიურის წევრებმა ''მის და მისტერ თბილისსზე'' და ვინ აპროტესტებდა შედეგებს

24 მარტს კომპანია "ნატახტარმა'' ჟურნალისტთა კორპუსი ''ტიფლის პალასში'' პრესკონფერენციაზე მიგვიწვია, სადაც "ფონდ ნატახტარის" მიერ 2012-2013 წელს განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

წინა კვირას კულტურის ცენტრ ''მუზაში'' კონკურსზე ''მის და მისტერ თბილისი'' გავეშურე. კონკურსის ორგანიზატორმა, სამოდელო სააგენტო ''ბესტ მოდელის'' ხელმძღვანელმა კახი ხაბეიშვილმა სტუმრებს ღია ცის ქვეშ, საკმაოდ ლამაზ გარემოში უმასპინძლა.

კონკურსებზე რომ ლამაზი გოგონების სიმცირე აშკარად იგრძნობა, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. ქალაქის ქუჩებში გაცილებით ლამაზი გოგონები გვხვდებიან, ვიდრე სილამაზის კონკურსებზე.

ამჯერადაც არჩევანი საკმაოდ მწირი იყო. ''მის და მისტერ თბილისის'' ტიტულის მოსაპოვებლად 8 გოგონა და 14 ბიჭი იბრძოდნენ.

მრავალრიცხოვანი გახლდათ ჟიური: შოთიკო ბოჭორიშვილი, ანი ჯაჯანიძე, გია ჯაჯანიძე, თინათინ მაღალაშვილი, ეკო ფანგანი, ლელა ნინუა და სხვანი. აქ ვგულისხმობ ამ კონკურსის ორგანიზატორ კახი ხაბეიშვილსა და მისივე მოდელებს, სხვადასხვა წელს ''მის და მისტერ თბილისისა'' და ''მისტერ ვალენტინის'' ტიტულის მფლობელებს.

ტრადიციულად, ერთი საათის დაგვიანებით, სცენაზე საღამოს წამყვანები მერსი სულხანიშვილი და პაატა დათუნაშვილი მოგვევლინნენ. ჩაცმული მერსის ცაში ატყორცნილი, უცნაურად მრავალფეროვანი ვარცხნილობისა და შავი ტუჩის საცხის ფონზე, მისი თანაწამყვანის ვინაობით აღარავინ დაინტერესებულა.

კონკურსანტები სამგზის წარდგნენ მაყურებლის წინაშე: სპორტული სამოსით, საცურაო კოსტიუმებითა და საღამოს კაბებით. ეს უკანასკნელი დიზაინერ ლაშა ჯოხაძეს ეკუთვნოდა. მამრობითი სქესის კონკურსანტებმა კი ერთ-ერთი უცხოური ბრენდის კოლექცია წარმოადგინეს.

მაყურებლისთვის პოდიუმზე მოცეკვავე იაკობ ყუფუნიას გამოჩენა სურპრიზი იყო. გარდა იმისა, რომ ის კონკურსში მონაწილეობდა, ჟიურის ერთ-ერთ წევრთან, მოცეკვავე ანი ჯაჯანიძესთან ერთად მართლაც საოცარი ნომერი შემოგვთავაზა. ვფიქრობ, ეს საუკეთესო სანახაობა იყო, რაც იმ დღეს სცენაზე ვნახეთ.

გვიმღერა ანჩო დოლიძემ. მისმა უმაღლესმა წითელმა, ლედი გაგასეულმა ფეხსაცმელმა მაყურებლისა და საღამოს წამყვანის ყურადღება მიიქცია. სცენიდან გასვლის წინ მერსიმ ანჩოს რჩევა მისცა, ფრთხილად, არ წაიქცეო. მანამდე კი ანჩომ, ჩაიგდო რა მიკროფონი ხელში, მაყურებელს მიმართა, ტაში დამიკარით, ისტორიული მომენტია, მერსიმ მიკროფონი დამითმო, გავაჩუმეო. სანამ ეს ორი ''ფეისი'' ერთმანეთს ესწერვებოდა, ჟიურიმ გადაწყვეტილება მიიღო. მე დრო ვიხელთე და სანამ გამარჯვებული დასახელებოდა, ჟიურის წევრებს დიქტოფონით ჩამოვუარე.

შოთიკო ბოჭორიშვილი:

- ბიჭებში გიორგი კენჯიამ გაიმარჯვა, თუმცა მე, ლიზა ვადაჭკორია და ეკო ფანგანი ვფიქრობდით, რომ ''მისტერ თბილისი'' უფრო მამაკაცური უნდა ყოფილიყო, როგორიც იყო მეშვიდე ნომერი, თორნიკე გოგიჩაიშვილი. გოგონებში მოგვწონდა სალომე დავითაშვილი. მართალია, თავს პოდიუმზე კარგად ვერ გრძნობდა, მაგრამ ამ გოგონებში, ჩვენი აზრით, საუკეთესო იყო. უმცირესობაში აღმოვჩნდით, გაიმარჯვა სალომე ხუხიამ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება