პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აშინებთ მამაკაცებს ნინო გაჩეჩილაძესთან ურთიერთობა - ''მეშინოდა, რომ ნიცა კატოს დაემსგავსებოდა ''
რატომ აშინებთ მამაკაცებს ნინო გაჩეჩილაძესთან ურთიერთობა - ''მეშინოდა, რომ ნიცა კატოს დაემსგავსებოდა ''

გა­სულ კვი­რას ახა­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მის "ტაქ­სის" პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა. ფილმში მთა­ვარ როლს ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვი­ლი ას­რუ­ლე­ბენ. ფილ­მი "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივ­მა" გა­და­ი­ღო და მას­ში ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ბევ­რს გა­უკ­ვირ­და. ნი­ნოს ფილ­მის პირ­ველ ჩვე­ნე­ბამ­დე ვე­სა­უბ­რეთ.

- ნინო, რო­დე­საც გა­ირ­კვა, რომ "ტაქ­სი­ში" ერთ-ერთ მთა­ვარ როლს შე­ას­რუ­ლებ­დი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი წერ­დნენ, "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივ­ზე" გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ისევ მათ ფილმში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სო.…

- ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ცოტა სა­სა­ცი­ლო სი­ტყვაა.

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" შემ­ქმნე­ლებს ხომ არ გა­უ­ჭირ­დათ შენი დაბ­რუ­ნე­ბა?

- ამ ხალ­ხს დიდი ხა­ნია ვიც­ნობ, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს და მშრო­მე­ლებს, რომ­ლებ­საც ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­დით, რა­საც ხელს მოჰ­კი­დე­ბენ. კარ­გი ხედ­ვა აქვთ. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის­თვის, ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა. ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო პრო­დი­უ­სე­რებ­მა სე­რი­ა­ლი­დან გა­მო­მიშ­ვეს, დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას აღ­ნიშ­ნეს, რომ ეს არ ნიშ­ნავ­და, სა­მუ­და­მოდ ვწყვეტ­დით ურ­თი­ერ­თო­ბას. მი­თხრეს, დიდი გეგ­მე­ბი გვაქვს და რო­მე­ლი­მე პრო­ექ­ტში შენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ­თო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეჭვი არც მე­პა­რე­ბო­და, რომ ჩვე­ნი გზე­ბი ისევ გა­და­იკ­ვე­თე­ბო­და და ჩვენ ისევ და­ვუ­კავ­ში­რებ­დით ჩვენს შე­მოქ­მე­დე­ბით გზებს ერ­თმა­ნეთს, ასეც მოხ­და.

ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა ფილ­მით არ და­წყე­ბუ­ლა. ჯერ გა­და­მი­ღეს ლუ­დის რეკ­ლა­მა­ში. რეკ­ლა­მის გა­და­ღე­ბი­დან ორ-სამ დღე­ში ფილმთან და­კავ­ში­რე­ბით და­მი­რე­კეს. მი­თხრეს, რომ მიშა მშვილ­და­ძე აპი­რებ­და ფილ­მის გა­და­ღე­ბას. სცე­ნა­რი რომ წა­ვი­კი­თხე, პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც უნდა მე­თა­მა­შა, ცო­ტა­თი მი­ვამ­სგავ­სე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" კა­ტოს. ცოტა შე­მე­შინ­და. მსა­ხი­ო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რო­ლე­ბი ითა­მა­შოს.

თა­ვი­დან ამ როლ­ზე უარი ვთქვი და ვუ­თხა­რი, რომ ნი­ცას მა­გივ­რად ვე­რი­კოს როლს ვი­თა­მა­შებ-მეთ­ქი. ვე­რი­კო გა­ცი­ლე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, მშვი­დი, ნაკ­ლე­ბად პრე­ტენ­ზი­უ­ლი გო­გოა, პრინ­ციპ­ში ისე­თი, რო­გო­რიც მე ვარ ცხოვ­რე­ბა­ში. თავს არ ვი­ქებ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ვე­რი­კო უფრო მგავს. ეს როლი სა­ბო­ლო­ოდ არაპრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მსა­ხი­ობ­მა ითა­მა­შა. და­მამ­შვი­დეს და მი­თხრეს, რომ უნ­დო­დათ, მე­თა­მა­შა კონ­კრე­ტუ­ლად ნი­ცას როლი და არა რო­მე­ლი­მე სხვა. დავ­ფიქ­რდი და გა­დავ­წყვი­ტე, ყვე­ლა­ნა­ი­რად მე­ცა­და, რომ ეს პერ­სო­ნა­ჟი არ დამ­სგავ­სე­ბო­და კა­ტოს. მათ წი­ნა­და­დე­ბას დავ­თან­ხმდი, რად­გან სი­მარ­თლე გი­თხრათ, მო­მე­ნატ­რა გა­და­ღე­ბე­ბი, თუმ­ცა მა­ინც მე­ში­ნო­და, რომ ნიცა კა­ტოს და­ემ­სგავ­სე­ბო­და. მგო­ნია, რომ თავი კარ­გად გა­ვარ­თვი და სა­ერ­თო თვი­სე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ორი გმი­რი ერ­თმა­ნეთს არ ჰგავს.

- რო­გო­რია შენი ახა­ლი გმი­რი?

- ნიცა კა­ტო­ზე გა­ცი­ლე­ბით პრე­ტენ­ზი­უ­ლი და ზე­და­პი­რუ­ლია. ტი­პუ­რი თბი­ლი­სე­ლი გო­გოა, სა­უბ­რის გა­წე­ლი­ლი ფრა­ზე­ბით, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ამ ყვე­ლაფ­რის გამო აირ­ჩევს მე­ო­რე გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ბევ­რად უფრო ლაღი და თა­ვი­სუ­ფა­ლია.

გა­და­ღე­ბებ­მა ჩა­ი­ა­რა ძა­ლი­ან მშვი­დად. არ ყო­ფი­ლა არა­ნა­ი­რი ექ­სცე­სე­ბი და გა­უ­გებ­რო­ბა. მი­შას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იყო. მა­ყუ­რე­ბელს ვურ­ჩევ, ნა­ხოს ეს ფილ­მი, ძა­ლი­ან ბევ­რს იცი­ნე­ბენ და გა­ერ­თო­ბი­ან, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით აივ­სე­ბი­ან.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რატომ აშინებთ მამაკაცებს ნინო გაჩეჩილაძესთან ურთიერთობა - ''მეშინოდა, რომ ნიცა კატოს დაემსგავსებოდა ''

რატომ აშინებთ მამაკაცებს ნინო გაჩეჩილაძესთან ურთიერთობა - ''მეშინოდა, რომ ნიცა კატოს დაემსგავსებოდა ''

გასულ კვირას ახალი ქართული ფილმის ''ტაქსის'' პრემიერა გაიმართა. ფილმში მთავარ როლს ნინო გაჩეჩილაძე და ვანიკო თარხნიშვილი ასრულებენ. ფილმი ''ფორმულა კრეატივმა'' გადაიღო და მასში ნინო გაჩეჩილაძის მონაწილეობა ბევრს გაუკვირდა. ნინოს ფილმის პირველ ჩვენებამდე ვესაუბრეთ.

- ნინო, როდესაც გაირკვა, რომ ''ტაქსიში'' ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებდი, სოციალურ ქსელში გაკვირვებულები წერდნენ, ''ფორმულა კრეატივზე'' განაწყენებული ნინო გაჩეჩილაძე ისევ მათ ფილმში იღებს მონაწილეობასო.…

- ამ შემთხვევაში განაწყენებული ცოტა სასაცილო სიტყვაა.

- ''ჩემი ცოლის დაქალების'' შემქმნელებს ხომ არ გაუჭირდათ შენი დაბრუნება?

- ამ ხალხს დიდი ხანია ვიცნობ, როგორც პროფესიონალებს და მშრომელებს, რომლებსაც ყველაფერი გამოსდით, რასაც ხელს მოჰკიდებენ. კარგი ხედვა აქვთ. პროფესიონალებთან ურთიერთობა, როგორც მსახიობისთვის, ჩემთვის სასიამოვნოა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო პროდიუსერებმა სერიალიდან გამომიშვეს, დამშვიდობებისას აღნიშნეს, რომ ეს არ ნიშნავდა, სამუდამოდ ვწყვეტდით ურთიერთობას. მითხრეს, დიდი გეგმები გვაქვს და რომელიმე პროექტში შენთან თანამშრომლობას გავაგრძელებთო. სიმართლე გითხრათ, ეჭვი არც მეპარებოდა, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთებოდა და ჩვენ ისევ დავუკავშირებდით ჩვენს შემოქმედებით გზებს ერთმანეთს, ასეც მოხდა.

ურთიერთობის გაგრძელება ფილმით არ დაწყებულა. ჯერ გადამიღეს ლუდის რეკლამაში. რეკლამის გადაღებიდან ორ-სამ დღეში ფილმთან დაკავშირებით დამირეკეს. მითხრეს, რომ მიშა მშვილდაძე აპირებდა ფილმის გადაღებას. სცენარი რომ წავიკითხე, პერსონაჟი, რომელიც უნდა მეთამაშა, ცოტათი მივამსგავსე ''ჩემი ცოლის დაქალების'' კატოს. ცოტა შემეშინდა. მსახიობისთვის მნიშვნელოვანია, რომ განსხვავებული როლები ითამაშოს.

თავიდან ამ როლზე უარი ვთქვი და ვუთხარი, რომ ნიცას მაგივრად ვერიკოს როლს ვითამაშებ-მეთქი. ვერიკო გაცილებით მოკრძალებული, მშვიდი, ნაკლებად პრეტენზიული გოგოა, პრინციპში ისეთი, როგორიც მე ვარ ცხოვრებაში. თავს არ ვიქებ, მაგრამ რეალურად ვერიკო უფრო მგავს. ეს როლი საბოლოოდ არაპროფესიონალმა მსახიობმა ითამაშა. დამამშვიდეს და მითხრეს, რომ უნდოდათ, მეთამაშა კონკრეტულად ნიცას როლი და არა რომელიმე სხვა. დავფიქრდი და გადავწყვიტე, ყველანაირად მეცადა, რომ ეს პერსონაჟი არ დამსგავსებოდა კატოს. მათ წინადადებას დავთანხმდი, რადგან სიმართლე გითხრათ, მომენატრა გადაღებები, თუმცა მაინც მეშინოდა, რომ ნიცა კატოს დაემსგავსებოდა. მგონია, რომ თავი კარგად გავართვი და საერთო თვისებების არსებობის მიუხედავად, ორი გმირი ერთმანეთს არ ჰგავს.

- როგორია შენი ახალი გმირი?

- ნიცა კატოზე გაცილებით პრეტენზიული და ზედაპირულია. ტიპური თბილისელი გოგოა, საუბრის გაწელილი ფრაზებით, გამაღიზიანებელია. შეყვარებული ამ ყველაფრის გამო აირჩევს მეორე გოგონას, რომელიც ბევრად უფრო ლაღი და თავისუფალია.

გადაღებებმა ჩაიარა ძალიან მშვიდად. არ ყოფილა არანაირი ექსცესები და გაუგებრობა. მიშასთან ერთად მუშაობა საინტერესო იყო. მაყურებელს ვურჩევ, ნახოს ეს ფილმი, ძალიან ბევრს იცინებენ და გაერთობიან, დადებითი ემოციებით აივსებიან.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება