მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ თამაზაშვილზე გავცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ თამაზაშვილზე გავცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, გელა ბე­რუ­აშ­ვი­ლი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გუ­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­მამ­რის რეს­ტო­რან­ში და­სახ­ვედ­რად ბი­უ­ჯე­ტი­დან 2350 ლარი და­ხარ­ჯეს.

ბე­რუ­აშ­ვი­ლი სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ბე­რუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას "კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი" ავ­რცე­ლებს:

"კა­ხე­ლო "ინ­ფორ­მა­ცი­ონშჩი­კე­ბო" რას მი­აცვ - მო­აც­ვავთ?!

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ მოს­წრე­ბუ­ლად უთ­ქვავს ჩვენს ბრძენ წი­ნა­პარს: "ვი­რის­გან წიხ­ლი არ უნდა გე­წყი­ნო­სო", თუმ­ცა ვირ­საც გა­აჩ­ნია და წიხლსაც...

სა­ა­კაშ­ვი­ლის დიქ­ტა­ტო­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის 9-წლი­ან პე­რი­ოდ­ში ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის, ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბი­სა და თვით­შეგ­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ სა­მიზ­ნედ ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბა იქცა. მეტი ვიდ­რე სპორ­ტი, ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბა ხომ ოდით­გან­ვე ქარ­თვე­ლი კა­ცის რა­ინ­დად, ღირ­სე­ულ მა­მუ­ლიშ­ვი­ლად და სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად თავ­გან­წი­რუ­ლი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის საქ­მე­ში უდი­დეს როლს თა­მა­შობ­და. მე­მა­ტი­ა­ნემ მე-13 სა­უ­კუ­ნე­ში ლაშა-გი­ორ­გის დრო­ინ­დე­ლი ფა­ლავ­ნე­ბის ქარ­თლე­ლი ხი­ზამ­ბა­რე­ლი­სა და კა­ხე­ლი მე­ბუ­რიშ­ვი­ლის ორ­თაბ­რძო­ლის პე­რი­პე­ტი­ე­ბი შე­მოგ­ვი­ნა­ხა. დათა ხი­ზამ­ბა­რე­ლი, ნეს­ტორ ესე­ბუა, კოს­ტა მა­ი­სუ­რა­ძე, ალექ­სან­დრე ეგ­ნა­ტაშ­ვი­ლი, სან­დრო კან­დე­ლა­კი, კო­ლია ქვა­რი­ა­ნი, ვანო ქი­ზი­ყე­ლი, ირაკ­ლი კა­ხე­ლი, ვანო მო­დე­ლა­უ­რი, შიო და გი­ორ­გი ვე­რე­ლე­ბი. ეს გახ­ლავთ არას­რუ­ლი ნუს­ხა ლე­გენ­და­რუ­ლი ფა­ლავ­ნე­ბის, რო­მელ­თაც ქარ­თულ ჭი­და­ო­ბას ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში სწო­რუ­პო­ვა­რი ად­გი­ლი და­უმ­კვიდ­რეს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ ოლიმ­პი­ურ, მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნებ­ზე, რო­მელ­თათ­ვის ფა­ლავ­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა უდი­დესს პრეს­ტიჟს წარ­მო­ად­გენ­და.

ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა დიქ­ტა­ტუ­რამ ჯერ რე­გი­ო­ნა­ლუ­რი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი გა­ა­უქ­მა, შემ­დეგ ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­თვა­ზეც აიღო ხელი და ბო­ლოს ქარ­თველ­თათ­ვის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ას­პა­რე­ზო­ბა, წლის ფა­ლავ­ნო­ბა ტრა­დი­ცი­ულ ცირ­კის არე­ნას აა­რი­და და 40 კვ.მ ფარ­თო­ბის ჯურღმულ­ში გა­მო­კე­ტა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზე­მოთთ­ქმულ­ზე კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს დღემ­დე კრინ­ტიც არ და­უძ­რავს და კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბის გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მიყ­ვა­ნის გამო პრო­ტეს­ტით თავი დი­დად არ მო­უკ­ლავს.

ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბის ხე­ლა­ხა­ლი აღორ­ძი­ნე­ბა 2013 წლის თე­ბერ­ვლით თა­რიღ­დე­ბა, რო­დე­საც ქარ­თულ ჭი­და­ო­ბას სა­თა­ვე­ში ცნო­ბი­ლი მო­ჭი­და­ვე გელა ბე­რუ­აშ­ვი­ლი უმ­წიკ­ვლო რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გუნ­დით ჩა­უდ­გა (ფე­დე­რა­ცი­ის მთე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა დღემ­დე უხელ­ფა­სოდ მუ­შა­ობს და საყ­ვა­რელ საქ­მეს უან­გა­როდ ემ­სა­ხუ­რე­ბა). ფა­ლავ­ნო­ბა ჩვე­ულ არე­ნას და­უბ­რუნ­და, აღ­დგა რო­გორც რე­გი­ო­ნა­ლუ­რი, ასე­ვე ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბიც. სე­ზო­ნის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის რამ­დე­ნი­მე ეტა­პი ტარ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ებ­ში შე­ჯიბ­რე­ბე­ბის გა­მარ­თვას. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ფონდ "ქარ­თუს" ხელ­შე­წყო­ბით ქვეყ­ნის მას­შტა­ბით პირ­ველ ეტაპ­ზე 70 ახა­ლი, ღია ტი­პის სა­ჭი­დაო არე­ნის აგე­ბა და­ი­გეგ­მა (22 ახა­ლი არე­ნა უკვე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს).

ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბა პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის აღ­ზრდის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, სტრა­ტე­გი­უ­ლი სა­ხე­ო­ბის 2016-2020 წლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მაც შე­ი­მუ­შა­ვა.

ქარ­თულ ჭი­და­ო­ბას მხარ­ში აქ­ტი­უ­რად აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს ომებ­გა­მოვ­ლი­ლი გე­ნე­რა­ლი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი და­უდ­გა, ვი­ნაც ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტი გახ­ლავთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას უახ­ლო­ესს მო­მა­ვალ­ში ხსე­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის საქ­მე­ში დიდ დახ­მა­რე­ბას პირ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­ჯიბ­რე­ბას ეს­წრე­ბა და უმე­ტეს­წი­ლად ტურ­ნი­რის მთა­ვა­რი მსა­ჯიც გახ­ლავთ, მისი ავ­ტო­რი­ტე­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს ქო­მა­გის არა­სა­სურ­ვე­ლი ემო­ცი­ე­ბი­სა­გან შე­კა­ვე­ბას და პირ­ვე­ლო­ბის მა­ღალ დო­ნე­ზე ჯან­საღ სპორ­ტულ ატ­მოს­ფე­რო­ში წარ­მარ­თვას.

თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ახ­მე­ტა­ში გა­მარ­თუ­ლი ჭა­ბუკ­თა შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს პი­რა­დი პირ­ვე­ლო­ბის მთა­ვა­რი მსა­ჯიც გახ­ლდათ, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ქო­ნის მი­უ­ხე­და­ვად გე­ნე­რალ­მა და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას თავი პირ­ნათ­ლად გა­არ­თვა და ახ­მე­ტა შე­ჯიბ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე და­ტო­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლად თავს არი­დებს მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის თან­მხლებ წვე­უ­ლე­ბებ­ზე დას­წრე­ბას და ახ­მე­ტის მსგავ­სად იგი შე­ჯიბ­რე­ბის მას­პინ­ძელ რა­ი­ონს ტურ­ნი­რის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ტო­ვებს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ თამაზაშვილზე გავცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ თამაზაშვილზე გავცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, გელა ბერუაშვილი თამაზ თამაზაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ღარიბაშვილის სიმამრის რესტორანში დასახვედრად ბიუჯეტიდან 2350 ლარი დახარჯეს.

ბერუაშვილი სწორედ აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა. ბერუაშვილის განცხადებას "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს:

"კახელო "ინფორმაციონშჩიკებო" რას მიაცვ - მოაცვავთ?!

საუკუნეების წინ მოსწრებულად უთქვავს ჩვენს ბრძენ წინაპარს: "ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო", თუმცა ვირსაც გააჩნია და წიხლსაც...

სააკაშვილის დიქტატორული მმართველობის 9-წლიან პერიოდში ქართული ტრადიციების, ეროვნული ღირსებისა და თვითშეგნების განადგურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ქართული ჭიდაობა იქცა. მეტი ვიდრე სპორტი, ქართული ჭიდაობა ხომ ოდითგანვე ქართველი კაცის რაინდად, ღირსეულ მამულიშვილად და სამშობლოს დასაცავად თავგანწირული პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში უდიდეს როლს თამაშობდა. მემატიანემ მე-13 საუკუნეში ლაშა-გიორგის დროინდელი ფალავნების ქართლელი ხიზამბარელისა და კახელი მებურიშვილის ორთაბრძოლის პერიპეტიები შემოგვინახა. დათა ხიზამბარელი, ნესტორ ესებუა, კოსტა მაისურაძე, ალექსანდრე ეგნატაშვილი, სანდრო კანდელაკი, კოლია ქვარიანი, ვანო ქიზიყელი, ირაკლი კახელი, ვანო მოდელაური, შიო და გიორგი ვერელები. ეს გახლავთ არასრული ნუსხა ლეგენდარული ფალავნების, რომელთაც ქართულ ჭიდაობას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სწორუპოვარი ადგილი დაუმკვიდრეს. აღარაფერს ვამბობთ ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებზე, რომელთათვის ფალავნობისთვის ბრძოლა უდიდესს პრესტიჟს წარმოადგენდა.

ნაციონალურმა დიქტატურამ ჯერ რეგიონალური შეჯიბრებები გააუქმა, შემდეგ ეროვნული ჩემპიონატის გამართვაზეც აიღო ხელი და ბოლოს ქართველთათვის ყველაზე პრესტიჟული ასპარეზობა, წლის ფალავნობა ტრადიციულ ცირკის არენას აარიდა და 40 კვ.მ ფართობის ჯურღმულში გამოკეტა. აღსანიშნავია, რომ ზემოთთქმულზე კახეთის საინფორმაციო ცენტრს დღემდე კრინტიც არ დაუძრავს და კახეთის რეგიონში ქართული ჭიდაობის გადაშენების პირას მიყვანის გამო პროტესტით თავი დიდად არ მოუკლავს.

ქართული ჭიდაობის ხელახალი აღორძინება 2013 წლის თებერვლით თარიღდება, როდესაც ქართულ ჭიდაობას სათავეში ცნობილი მოჭიდავე გელა ბერუაშვილი უმწიკვლო რეპუტაციის მქონე პროფესიონალების გუნდით ჩაუდგა (ფედერაციის მთელი შემადგენლობა დღემდე უხელფასოდ მუშაობს და საყვარელ საქმეს უანგაროდ ემსახურება). ფალავნობა ჩვეულ არენას დაუბრუნდა, აღდგა როგორც რეგიონალური, ასევე ეროვნული ჩემპიონატებიც. სეზონის მანძილზე საქართველოს ჩემპიონატის რამდენიმე ეტაპი ტარდება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში შეჯიბრებების გამართვას. ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ "ქართუს" ხელშეწყობით ქვეყნის მასშტაბით პირველ ეტაპზე 70 ახალი, ღია ტიპის საჭიდაო არენის აგება დაიგეგმა (22 ახალი არენა უკვე ფუნქციონირებს).

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ჭიდაობა პირად კონტროლზე აიყვანა და მომავალი თაობების აღზრდის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული სახეობის 2016-2020 წლების განვითარების პროგრამაც შეიმუშავა.

ქართულ ჭიდაობას მხარში აქტიურად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებგამოვლილი გენერალი თამაზ თამაზაშვილი დაუდგა, ვინაც ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი გახლავთ და საზოგადოებას უახლოესს მომავალში ხსენებული სახეობის საერთაშორისო სტატუსის მოპოვების საქმეში დიდ დახმარებას პირდება.

გარდა ამისა თამაზ თამაზაშვილი ქართული ჭიდაობის ყველა მნიშვნელოვან შეჯიბრებას ესწრება და უმეტესწილად ტურნირის მთავარი მსაჯიც გახლავთ, მისი ავტორიტეტი უზრუნველყოფს ქომაგის არასასურველი ემოციებისაგან შეკავებას და პირველობის მაღალ დონეზე ჯანსაღ სპორტულ ატმოსფეროში წარმართვას.

თამაზ თამაზაშვილი ახმეტაში გამართული ჭაბუკთა შორის საქართველოს პირადი პირველობის მთავარი მსაჯიც გახლდათ, მაღალი ტემპერატურის ქონის მიუხედავად გენერალმა დაკისრებულ მოვალეობას თავი პირნათლად გაართვა და ახმეტა შეჯიბრების დასრულებისთანავე დატოვა. აღსანიშნავია რომ თამაზ თამაზაშვილი ტრადიციულად თავს არიდებს მსგავსი ღონისძიებების თანმხლებ წვეულებებზე დასწრებას და ახმეტის მსგავსად იგი შეჯიბრების მასპინძელ რაიონს ტურნირის დასრულებისთანავე ტოვებს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა