Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შესრულება, რომლისთვისაც გია ყანჩელმა მადლობა საჯაროდ გადაიხადა - ჩელოს სეზონი რუსთაველის თეატრში
შესრულება, რომლისთვისაც გია ყანჩელმა მადლობა საჯაროდ გადაიხადა - ჩელოს სეზონი რუსთაველის თეატრში

ყო­ველ შა­ბათს, ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში მსოფ­ლიო მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­როს სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის კო­რი­ფე­ებს მას­პინ­ძლობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ჩე­ლოს სე­ზო­ნი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში" ეროვ­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრის პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც 17 მა­ი­სი­დან 24 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ჩე­ლის­ტე­ბი შუ­მა­ნის, ჰა­იდ­ნის, დვორ­ჟა­კის, ელ­გა­რის, ჩა­ი­კოვ­სკის, შნიდ­კეს, შოს­ტა­კო­ვი­ჩი­სა და ყან­ჩე­ლის ნა­წარ­მო­ებს შე­ას­რუ­ლე­ბენ.

17 მა­ისს ფეს­ტი­ვა­ლი გახ­სნა ლე­გენ­და­რულ­მა ჩე­ლის­ტმა ნა­ტა­ლია გუტ­მან­მა, რო­მელ­მაც ალფ­რეტ შნიტ­კეს მიერ სა­გან­გე­ბოდ მის­თვის შექ­მნი­ლი თხზუ­ლე­ბა Concerto Grosso #2 შე­ას­რუ­ლა.

24 მა­ისს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში შეკ­რე­ბილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გია ყან­ჩე­ლის "დიპ­ლი­პი­ტო" ჩე­ლოს, ხმი­სა და სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის­თვის სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ჩე­ლის­ტის, ბო­რის ად­რი­ა­ნო­ვის შეს­რუ­ლე­ბით მო­ის­მი­ნა. გია ყან­ჩელ­მა შემ­სრუ­ლებ­ლებ­სა და მსმე­ნე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის 24 მა­ისს სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი შეს­რუ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლია:

"მე ბევ­რჯერ დავ­სწრე­ბი­ვარ ამ ნა­წარ­მო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ დღე­ვან­დე­ლი შეს­რუ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სოა, რაც ბრწყინ­ვა­ლე ორ­კესტრი­სა და სო­ლის­ტე­ბის, კონ­ტრ-ტე­ნორ მი­ხე­ილ სუ­ლუ­ხი­ა­სა და ბო­რის ად­რი­ა­ნო­ვის დამ­სა­ხუ­რე­ბაა".

31 მა­ისს მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე მრა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი 17 წლის ქარ­თვე­ლი ჩე­ლის­ტი, სან­დრო სი­და­მო­ნი­ძე წარ­სდგა. სან­დრო 13 წლის იყო, რო­დე­საც "American Protege" -ს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო კარ­ნე­გი ჰო­ლის სცე­ნა­ზე გა­მარ­თულ გალა კონ­ცერ­ტში.

31 მა­ისს რე­ვაზ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის დი­რი­ჟო­რო­ბით გა­მარ­თულ­მა კონ­ცერ­ტმა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ანშლა­გით ჩა­ი­ა­რა.

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ამ ფეს­ტი­ვა­ლის მი­ზა­ნი ინ­სტრუ­მენტ ჩე­ლო­სა და ჩა­სა­ბე­რი საკ­რა­ვე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩე­ლო­სა და ჩა­სა­ბე­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდი დე­ფი­ცი­ტი გაჩ­ნდა, მაგ­რამ მა­ხა­რებს ის ფაქ­ტი, რომ სან­დროს თა­ო­ბა­ში ამ ინ­სტრუ­მენ­ტი­სად­მი ინ­ტე­რე­სი კვლავ გაჩ­ნდა. მე­ო­რეს მხრივ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ჩე­ლოს რე­პერ­ტუ­ა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჟღე­რა­დო­ბი­თა და ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და რაც უფრო მეტი მსგავ­სი ფეს­ტი­ვა­ლი ჩა­ტარ­დე­ბა, მით უფრო გა­იზ­რდე­ბა ინ­ტე­რე­სი ამ საკ­რა­ვი­სა და, ზო­გა­დად, სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის მი­მართ",- გა­ნუ­ცხა­და ambebi.ge-ს დი­რი­ჟორ­მა რე­ვაზ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ჩე­ლის­ტებს მას­პინ­ძლობს.

7 ივ­ნისს მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე წარ­სდგე­ბა ახა­ლი თა­ო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ჩე­ლის­ტი ნი­კო­ლას ალშტა­ტი. მუ­სი­კო­სი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლად ეწ­ვე­ვა და წარ­მოგ­ვიდ­გენს შუ­მა­ნის კონ­ცერტს ჩე­ლო­სა და ორ­კესტრი­სათ­ვის A minor, თხზ. 129. ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის მიერ ამა­ვე კონ­ცერ­ტზე აჟ­ღერ­დე­ბა მენ­დელ­სო­ნის I სიმ­ფო­ნია ჟოლტ ნო­კის დი­რი­ჟო­რო­ბით.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

შესრულება, რომლისთვისაც გია ყანჩელმა მადლობა საჯაროდ გადაიხადა - ჩელოს სეზონი რუსთაველის თეატრში

შესრულება, რომლისთვისაც გია ყანჩელმა მადლობა საჯაროდ გადაიხადა - ჩელოს სეზონი რუსთაველის თეატრში

ყოველ შაბათს, ივნისის ბოლომდე რუსთაველის თეატრი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში მსოფლიო მუსიკალური სამყაროს სხვადასხვა თაობის კორიფეებს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ "ჩელოს სეზონი რუსთაველის თეატრში" ეროვნული მუსიკალური ცენტრის პირველი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომლის ფარგლებშიც 17 მაისიდან 24 ივნისის ჩათვლით მსოფლიოს საუკეთესო ჩელისტები შუმანის, ჰაიდნის, დვორჟაკის, ელგარის, ჩაიკოვსკის, შნიდკეს, შოსტაკოვიჩისა და ყანჩელის ნაწარმოებს შეასრულებენ.

17 მაისს ფესტივალი გახსნა ლეგენდარულმა ჩელისტმა ნატალია გუტმანმა, რომელმაც ალფრეტ შნიტკეს მიერ საგანგებოდ მისთვის შექმნილი თხზულება Concerto Grosso #2 შეასრულა.

24 მაისს რუსთაველის თეატრში შეკრებილმა საზოგადოებამ გია ყანჩელის "დიპლიპიტო" ჩელოს, ხმისა და სიმფონიური ორკესტრისთვის სახელგანთქმული ჩელისტის, ბორის ადრიანოვის შესრულებით მოისმინა. გია ყანჩელმა შემსრულებლებსა და მსმენელებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის 24 მაისს სიმფონიური ორკესტრის მიერ წარმოდგენილი შესრულება ყველაზე გამორჩეულია:

"მე ბევრჯერ დავსწრებივარ ამ ნაწარმოების შესრულებას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღევანდელი შესრულება საუკეთესოა, რაც ბრწყინვალე ორკესტრისა და სოლისტების, კონტრ-ტენორ მიხეილ სულუხიასა და ბორის ადრიანოვის დამსახურებაა".

31 მაისს მსმენელის წინაშე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი 17 წლის ქართველი ჩელისტი, სანდრო სიდამონიძე წარსდგა. სანდრო 13 წლის იყო, როდესაც "American Protege" -ს გამარჯვებული გახდა და მონაწილეობა მიიღო კარნეგი ჰოლის სცენაზე გამართულ გალა კონცერტში.

31 მაისს რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით გამართულმა კონცერტმა რუსთაველის თეატრში ანშლაგით ჩაიარა.

"უპირველეს ყოვლისა, ამ ფესტივალის მიზანი ინსტრუმენტ ჩელოსა და ჩასაბერი საკრავების პოპულარიზაციაა. სამწუხაროდ, საქართველოში ჩელოსა და ჩასაბერი ინსტრუმენტების პროფესიონალების ძალიან დიდი დეფიციტი გაჩნდა, მაგრამ მახარებს ის ფაქტი, რომ სანდროს თაობაში ამ ინსტრუმენტისადმი ინტერესი კვლავ გაჩნდა. მეორეს მხრივ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩელოს რეპერტუარი განსაკუთრებული ჟღერადობითა და ჰარმონიულობით გამოირჩევა და რაც უფრო მეტი მსგავსი ფესტივალი ჩატარდება, მით უფრო გაიზრდება ინტერესი ამ საკრავისა და, ზოგადად, სიმფონიური ორკესტრის მიმართ",- განუცხადა ambebi.ge-ს დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ივნისის ბოლომდე რუსთაველის თეატრი მსოფლიოს საუკეთესო ჩელისტებს მასპინძლობს.

7 ივნისს მსმენელის წინაშე წარსდგება ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩელისტი ნიკოლას ალშტატი. მუსიკოსი საქართველოს პირველად ეწვევა და წარმოგვიდგენს შუმანის კონცერტს ჩელოსა და ორკესტრისათვის A minor, თხზ. 129. ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მიერ ამავე კონცერტზე აჟღერდება მენდელსონის I სიმფონია ჟოლტ ნოკის დირიჟორობით.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება