მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 რჩევა დედებს, რომლებიც მუშაობენ - ფრანგული გამოცდილება
10 რჩევა დედებს, რომლებიც მუშაობენ - ფრანგული გამოცდილება

გა­სუ­ლი წლის ერთ-ერთი ბესტსე­ლე­რის - French Children Don't Throw Food ავ­ტორ­მა, ამე­რი­კელ­მა პა­მე­ლა დრუ­კერ­მან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მშობ­ლის რო­ლის გამ­კლა­ვე­ბა­ში მას ფრან­გუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ეხ­მა­რე­ბა. წარ­მო­გიდ­გენთ ფრან­გი დე­დე­ბის 10 წესს, რომ­ლის წყა­ლო­ბით პა­მე­ლამ თავი გა­არ­თვა ოჯა­ხურ სირ­თუ­ლე­ებს.

1. იდე­ა­ლუ­რი დე­დე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ

2. ყო­ველ­თვის უნდა გქონ­დეთ შე­მო­სავ­ლის სა­კუ­თა­რი წყა­რო

3. არ შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა ბავ­შვს მი­უ­ძღვნათ

4. დრო­დად­რო მო­შორ­დით თქვენს შვილს, ამით თქვენ სა­უ­კე­თე­სო დედა გახ­დე­ბით - თუკი ყო­ველ­თვის თქვე­ნი შვი­ლის გვერ­დით იქ­ნე­ბით, ის ვერ ის­წავ­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­სე­ბო­ბას და ასე­ვე, ვერ ის­წავ­ლის, იყოს ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი სხვე­ბის მი­მართ...

5. და­ი­ვი­წყეთ და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა - არ აქვს აზრი, გა­ნიც­დი­დეთ და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბას იმის გამო, რომ მუ­შა­ობთ. ეს სრუ­ლი­ად დესტრუქ­ცი­უ­ლი გრძნო­ბაა, რო­მე­ლიც მა­ინც ვე­რა­ფერს შეც­ვლის... მა­ინც არ გა­გიჩ­ნდე­ბათ მეტი დრო, რათა თქვენს შვილ­თან უფრო დიდ­ხანს იყოთ. აუხ­სე­ნით შვილს, რა­საც აკე­თებთ და სთხო­ვეთ, ცოტა ხა­ნიც და­გე­ლო­დოთ. ბავ­შვი მი­ეჩ­ვე­ვა სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­თო­ბას და ის­წავ­ლის იმედ­გაც­რუ­ე­ბებ­თან გამ­კლა­ვე­ბას.

6. ნუ გახ­დე­ბით "ტაქ­სი-დე­დი­კო" - დე­დას, რო­მელ­საც მთე­ლი დღე ბავ­შვი ერთი წრი­დან მე­ო­რე­ზე და­ყავს, საფ­რან­გეთ­ში არას­დროს უწო­დე­ბენ თავ­და­დე­ბულს. მით უმე­ტეს, არ უწო­დე­ბენ , თუკი დედა ამას სა­კუ­თა­რი სამ­სა­ხუ­რის ხარ­ჯზე აკე­თებს. ასეთ დე­და­ზე იტყვი­ან, რომ მან და­კარ­გა წო­ნას­წო­რო­ბა. მარ­თა­ლია, კარ­გია როცა ბავ­შვი აუზ­ზე ან და­მა­ტე­ბით სხვა წრე­ებ­ზე დაგ­ვყავს, მაგ­რამ მას ასე­ვე უნდა დარ­ჩეს დრო, სახ­ლში და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ერ­თოს...

7. მშობ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არის ნა­წი­ლი, რო­მელ­შიც შვი­ლე­ბი არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ - ყო­ველ­თვის გა­მო­ნა­ხეთ დრო, რომ თქვენს მე­უღ­ლეს­თან გან­მარ­ტოვ­დეთ.

8. ნუ მო­ი­თხოვთ მე­უღ­ლეს­გან სახ­ლის საქ­მე­ებ­ში თა­ნა­ბარ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას - იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუკი თქვენ იმ­დენ ხანს მუ­შა­ობთ, რამ­დენ ხან­საც თქვე­ნი მე­უღ­ლე. ეს და­ძა­ბუ­ლო­ბის მეტს არა­ფერს მო­გი­ტანთ, გან­სხვა­ვე­ბით მა­გა­ლი­თად ამე­რი­კე­ლე­ბის­გან, რო­მელ­თაც მე­ტად ფე­მი­ნის­ტუ­რი გან­წყო­ბე­ბი აქვთ. ზო­გი­ერ­თი ფრან­გი უპი­რა­ტე­სო­ბას კვლავ ძველ­მო­დურ პრაგ­მა­ტიზმს ანი­ჭებს. ამი­ტომ, ნუ მოს­თხოვთ ქმარს იმა­ზე მეტს, რისი გა­კე­თე­ბაც მას თქვენ­თვის შე­უძ­ლია. უმ­ჯო­ბე­სია და­ი­ქი­რა­ოთ ოჯა­ხის დამ­ხმა­რე...

9. სა­ღა­მო - დი­დე­ბის დროა, ხოლო თვე­ში ერთხელ გა­მო­სას­ვლე­ლი დღე­ე­ბი თქვე­ნი "თაფ­ლო­ბის თვე".

10. უფ­რო­სი (ბოსი) - ეს თქვენ ხართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

10 რჩევა დედებს, რომლებიც მუშაობენ - ფრანგული გამოცდილება

10 რჩევა დედებს, რომლებიც მუშაობენ - ფრანგული გამოცდილება

გასული წლის ერთ-ერთი ბესტსელერის - French Children Don't Throw Food ავტორმა, ამერიკელმა პამელა დრუკერმანმა განაცხადა, რომ მშობლის როლის გამკლავებაში მას ფრანგული გამოცდილება ეხმარება. წარმოგიდგენთ ფრანგი დედების 10 წესს, რომლის წყალობით პამელამ თავი გაართვა ოჯახურ სირთულეებს.

1. იდეალური დედები არ არსებობენ

2. ყოველთვის უნდა გქონდეთ შემოსავლის საკუთარი წყარო

3. არ შეიძლება მთელი თქვენი ცხოვრება ბავშვს მიუძღვნათ

4. დროდადრო მოშორდით თქვენს შვილს, ამით თქვენ საუკეთესო დედა გახდებით - თუკი ყოველთვის თქვენი შვილის გვერდით იქნებით, ის ვერ ისწავლის დამოუკიდებლად არსებობას და ასევე, ვერ ისწავლის, იყოს ყურადღებიანი სხვების მიმართ...

5. დაივიწყეთ დანაშაულის გრძნობა - არ აქვს აზრი, განიცდიდეთ დანაშაულის გრძნობას იმის გამო, რომ მუშაობთ. ეს სრულიად დესტრუქციული გრძნობაა, რომელიც მაინც ვერაფერს შეცვლის... მაინც არ გაგიჩნდებათ მეტი დრო, რათა  თქვენს შვილთან უფრო დიდხანს იყოთ. აუხსენით შვილს, რასაც აკეთებთ და სთხოვეთ, ცოტა ხანიც დაგელოდოთ. ბავშვი მიეჩვევა საკუთარი თავის გართობას და ისწავლის იმედგაცრუებებთან გამკლავებას.

6. ნუ გახდებით "ტაქსი-დედიკო" - დედას, რომელსაც მთელი დღე ბავშვი ერთი წრიდან მეორეზე დაყავს, საფრანგეთში არასდროს უწოდებენ თავდადებულს. მით უმეტეს, არ უწოდებენ , თუკი დედა ამას საკუთარი სამსახურის ხარჯზე აკეთებს. ასეთ დედაზე იტყვიან, რომ მან დაკარგა წონასწორობა. მართალია, კარგია როცა ბავშვი აუზზე ან დამატებით სხვა წრეებზე დაგვყავს, მაგრამ მას ასევე უნდა დარჩეს დრო, სახლში დამოუკიდებლად გაერთოს...

7. მშობლების ურთიერთობაში არის ნაწილი, რომელშიც შვილები არ მონაწილეობენ - ყოველთვის გამონახეთ დრო, რომ თქვენს მეუღლესთან განმარტოვდეთ.

8. ნუ მოითხოვთ მეუღლესგან სახლის საქმეებში თანაბარ მონაწილეობას - იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენ იმდენ ხანს მუშაობთ, რამდენ ხანსაც თქვენი მეუღლე. ეს დაძაბულობის მეტს არაფერს მოგიტანთ, განსხვავებით მაგალითად ამერიკელებისგან, რომელთაც მეტად ფემინისტური განწყობები აქვთ. ზოგიერთი ფრანგი უპირატესობას კვლავ ძველმოდურ პრაგმატიზმს ანიჭებს. ამიტომ, ნუ მოსთხოვთ ქმარს იმაზე მეტს, რისი გაკეთებაც მას თქვენთვის შეუძლია. უმჯობესია დაიქირაოთ ოჯახის დამხმარე...

9. საღამო - დიდების დროა, ხოლო თვეში ერთხელ გამოსასვლელი დღეები თქვენი "თაფლობის თვე".

10. უფროსი (ბოსი) - ეს თქვენ ხართ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს