პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - 1%-იც კი არ არსებობს რისკი, რომ მთავრობაში რაიმე ძვრები მოხდეს
ირაკლი ღარიბაშვილი - 1%-იც კი არ არსებობს რისკი, რომ მთავრობაში რაიმე ძვრები მოხდეს

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ნერ­ვი­უ­ლო­ბის სა­ბა­ბი აქვს, - ამის შე­სა­ხებ "ექ­სპო ჯორ­ჯი­ა­ში" მიმ­დი­ნა­რე პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" 9 წელი ანერ­ვი­უ­ლებ­და მო­სახ­ლე­ო­ბას. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ავ­რცე­ლებს ჭო­რებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბაა, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"ისი­ნი ავ­რცე­ლე­ბენ ჭო­რებს და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ებს. ძა­ლი­ან ბევ­რი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი აქვთ შექ­მნი­ლი, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ხდე­ბა ამ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, რათა და­ძა­ბონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ რა­ღაც ხდე­ბა, ღა­რი­ბაშ­ვილს გა­და­ა­ყე­ნე­ბენ, ის მოხ­დე­ბა, ეს მოხ­დე­ბა და ა.შ. არა­ფე­რი არ მოხ­დე­ბა. ტყუ­ი­ლად ნერ­ვი­უ­ლობთ. ისე გაქვთ სა­ბა­ბი, რომ ინერ­ვი­უ­ლოთ. არა უშავს, ცოტა უნდა ინერ­ვი­უ­ლოთ, რად­გან 9 წელი მო­სახ­ლე­ო­ბა ანერ­ვი­უ­ლეთ", - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს იმის რის­კი და სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ რა­ი­მე ძვრე­ბი მოხ­დეს მთავ­რო­ბა­ში.

"მო­სახ­ლე­ო­ბას მინ­და მივ­მარ­თო, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. 1%-იც კი არ არ­სე­ბობს იმის რის­კი და სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ რა­ი­მე ძვრე­ბი მოხ­დეს ან მთავ­რო­ბა­ში, ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. გუნ­დის შიგ­ნით არის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა. გუნ­დი არის ძა­ლი­ან შეკ­რუ­ლი. ხან­და­ხან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა და ეს ნორ­მა­ლუ­რია და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია. დის­კუ­სი­ის შე­დე­გად ჩვენ მივ­დი­ვართ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე და ვაღ­წევთ შე­თან­ხმე­ბას. ვე­რა­ვინ გა­ბე­დავს რა­ი­მე რყე­ვებს და პრობ­ლე­მებს. რო­გორ ფიქ­რობთ, ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ იმი­ტომ და­ა­ლა­გა ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია, რომ ვი­ღა­ცამ რა­ღაც არი­ოს? რო­გორ ფიქ­რობთ, ვი­ღა­ცე­ე­ბი ფიქ­რო­ბენ ამას და იგი­ვე ბა­ტონ ბი­ძი­ნას და მე არ გვაქვს ამა­ზე ნა­ფიქ­რი? ჩვენ გვაქვს ყვე­ლა­ფერ­ზე ნა­ფიქ­რი, გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მე­ბიც გვაქვს, კარ­გად მო­ფიქ­რე­ბუ­ლი გეგ­მე­ბიც გვაქვს და ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ირაკლი ღარიბაშვილი - 1%-იც კი არ არსებობს რისკი, რომ მთავრობაში რაიმე ძვრები მოხდეს

ირაკლი ღარიბაშვილი - 1%-იც კი არ არსებობს რისკი, რომ მთავრობაში რაიმე ძვრები მოხდეს

"ნაციონალურ მოძრაობას" ნერვიულობის საბაბი აქვს, - ამის შესახებ "ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" 9 წელი ანერვიულებდა მოსახლეობას. ღარიბაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს ჭორებს, რომ ხელისუფლებაში დაძაბულობაა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

"ისინი ავრცელებენ ჭორებს და დეზინფორმაციებს. ძალიან ბევრი დეზინფორმაციული სააგენტოები აქვთ შექმნილი, რისი საშუალებითაც ხდება ამ დეზინფორმაციების გავრცელება, რათა დაძაბონ საზოგადოება, რომ რაღაც ხდება, ღარიბაშვილს გადააყენებენ, ის მოხდება, ეს მოხდება და ა.შ. არაფერი არ მოხდება. ტყუილად ნერვიულობთ. ისე გაქვთ საბაბი, რომ ინერვიულოთ. არა უშავს, ცოტა უნდა ინერვიულოთ, რადგან 9 წელი მოსახლეობა ანერვიულეთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საერთოდ არ არსებობს იმის რისკი და საშიშროება, რომ რაიმე ძვრები მოხდეს მთავრობაში.

"მოსახლეობას მინდა მივმართო, რომ ყველაფერი კარგად არის. 1%-იც კი არ არსებობს იმის რისკი და საშიშროება, რომ რაიმე ძვრები მოხდეს ან მთავრობაში, ან ხელისუფლებაში. გუნდის შიგნით არის ერთსულოვნება. გუნდი არის ძალიან შეკრული. ხანდახან განსხვავებული პოზიციები ფიქსირდება და ეს ნორმალურია და დემოკრატიულია. დისკუსიის შედეგად ჩვენ მივდივართ გადაწყვეტილებამდე და ვაღწევთ შეთანხმებას. ვერავინ გაბედავს რაიმე რყევებს და პრობლემებს. როგორ ფიქრობთ, ბატონმა ბიძინამ იმიტომ დაალაგა ქვეყანაში სიტუაცია, რომ ვიღაცამ რაღაც არიოს? როგორ ფიქრობთ, ვიღაცეები ფიქრობენ ამას და იგივე ბატონ ბიძინას და მე არ გვაქვს ამაზე ნაფიქრი? ჩვენ გვაქვს ყველაფერზე ნაფიქრი, გრძელვადიანი გეგმებიც გვაქვს, კარგად მოფიქრებული გეგმებიც გვაქვს და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა