მომღერალი სოფო ნიჟარაძე "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ბროდვეიზე (ნიუ-იორკი) მდებარე IMAX-ის კინოთეატრში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. მომღერალი ფილმ Maleficent-ის პრემიერას დაესწრო, სადაც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი განასახიერებს.
"დიდებული იყო <3", - წერს სოფო ფოტოს აღწერაში.
რეჟისორ რობერტ სტრომბერგის ფანტასტის ჟანრის ფილმის მსოფლიო პრემიერა 28 მაისს ლოს-ანჯელესში გაიმართა.