სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღარიბაშვილმა მარგველაშვილთან პირად ურთიერთობაზე პირველად ისაუბრა საჯაროდ
ღარიბაშვილმა მარგველაშვილთან პირად ურთიერთობაზე პირველად ისაუბრა საჯაროდ

ჩემ­სა და პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს შო­რის არა­ვი­თა­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს, – ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "მა­ესტროს" ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც პრე­მი­ე­რი­სა და პრე­ზი­დენტს ურ­თი­ერ­თო­ბას ეხე­ბო­და.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრე­მი­ერ­სა და პრე­ზი­დენტს შო­რის ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბა არის.

"ამ თე­მა­ზე მინ­და და­ვას­რუ­ლო სპე­კუ­ლა­ცია, არა­ვი­თა­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა და მი­თუ­მე­ტეს, პი­როვ­ნუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს. ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, რო­მე­ლიც უნდა გვქონ­დეს ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ პრე­ზი­დენტს და პრე­მი­ერს. ეს სა­უბ­რე­ბი და სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ისევ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხრი­დან, რო­მელ­საც ხელს უწყო­ბენ სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ახ­დე­ნენ ამის ტი­რა­ჟი­რე­ბას. ეს არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა- მო­ახ­დი­ნონ მო­სახ­ლე­ო­ბის და­ძაბ­ვა, რომ რა­ღაც ხდე­ბა. არა­ფე­რი არ ხდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც არის სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი, ის პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად ჩნდე­ბა.

"იგი­ვე იყო 26 მა­ისს, რო­მე­ლიც გახ­სნა პრე­ზი­დენ­ტმა და ჩვენ ერ­თად ვი­ზე­ი­მეთ ეს დღე. ჩვენ უნდა მი­ვეჩ­ვი­ოთ, რომ კონ­სტი­ტუ­ცია შე­იც­ვა­ლა, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი დღეს არის პრე­მი­ე­რი, პრე­ზი­დენტს სხვა ფუნ­ქცია აქვს, პარ­ლა­მენტს - სხვა. ის, რომ პრე­ზი­დენ­ტი და პრე­მი­ე­რი ერ­თად არ ჩნდე­ბი­ან, ამა­ში უც­ნა­უ­რი არა­ფე­რია. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სტუმ­რად ჩა­მო­სულ უცხო­ელ პრე­ზი­დენტს პრე­მი­ე­რი და პრე­ზი­დენ­ტი ერ­თად დახ­ვდნენ. მე გერ­მა­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი, მათ ჰყავთ პრე­ზი­დენ­ტი და კან­ცლე­რი, მე იქ პრე­ზი­დენ­ტი არ მი­ნა­ხავს", - გა­ნა­ცხდა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვას - იქ­ნე­ბა თუ არა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­სა­წე­რად გა­სამ­გზავ­რე­ბელ დე­ლე­გა­ცი­ა­ში, პრე­მი­ე­რის გან­მარ­ტე­ბით, ამ თე­მა­ზე პრე­ზი­დენ­ტთან არ უსა­უბ­რია.

"არ გვი­სა­უბ­რია ამ თე­მა­ზე, თუ ამის სურ­ვი­ლი და სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მა არ არის. გა­და­წყდა, რომ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მო­ა­წერს ხელს", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თე­მა­ზე პრე­ზი­დენ­ტმა და პრე­მი­ერ­მა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს, რად­გან ვერ მო­ხერ­ხდა პო­ზი­ცი­ე­ბის წი­ნას­წარ შე­ჯე­რე­ბა.

"გა­კეთ­და ამ თე­მა­ზე ურ­თი­ერ­თგან­სხვა­ვე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და წი­ნას­წარ შეგ­ვე­ჯე­რე­ბი­ნა გან­ცხა­დე­ბე­ბი. რა­ღაც კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა წარ­მოშ­ვა იმან, რომ მე აქ არ ვი­ყა­ვი, პრე­ზი­დენ­ტი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვერ მო­ხერ­ხდა პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ჯე­რე­ბა. ის, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცე­ბი და­ფიქ­სირ­და ეს მი­უ­თი­თებს, იმა­ზე, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არის რე­ა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტია. ის, რომ პრე­ზი­დენ­ტი და პრე­მი­ე­რი არ არი­ან ერთ აზ­რზე მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­ზი­დენ­ტი ჩვე­ნი კან­დი­და­ტია, მე ამა­ში ტრა­გე­დი­ას ვერ ვხე­დავ. პრე­ზი­დენტს და მე გვაქვს სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი არ და­ზა­რალ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ღარიბაშვილმა მარგველაშვილთან პირად ურთიერთობაზე პირველად ისაუბრა საჯაროდ

ღარიბაშვილმა მარგველაშვილთან პირად ურთიერთობაზე პირველად ისაუბრა საჯაროდ

ჩემსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის არავითარი დაძაბულობა არ არსებობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "მაესტროს" ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პრემიერისა და პრეზიდენტს ურთიერთობას ეხებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ჯანსაღი ურთიერთობა არის.

"ამ თემაზე მინდა დავასრულო სპეკულაცია, არავითარი დაძაბულობა და მითუმეტეს, პიროვნული დაძაბულობა არ არსებობს. ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს, რომელიც უნდა გვქონდეს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ პრეზიდენტს და პრემიერს. ეს საუბრები და სპეკულაციები მიმდინარეობს მიზანმიმართულად ისევ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომელსაც ხელს უწყობენ სხვადასხვა მედიასაშუალებები და ახდენენ ამის ტირაჟირებას. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა- მოახდინონ მოსახლეობის დაძაბვა, რომ რაღაც ხდება. არაფერი არ ხდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხები, ის პრეზიდენტთან ერთად ჩნდება.

"იგივე იყო 26 მაისს, რომელიც გახსნა პრეზიდენტმა და ჩვენ ერთად ვიზეიმეთ ეს დღე. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ კონსტიტუცია შეიცვალა, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი დღეს არის პრემიერი, პრეზიდენტს სხვა ფუნქცია აქვს, პარლამენტს - სხვა. ის, რომ პრეზიდენტი და პრემიერი ერთად არ ჩნდებიან, ამაში უცნაური არაფერია. არ არის აუცილებელი სტუმრად ჩამოსულ უცხოელ პრეზიდენტს პრემიერი და პრეზიდენტი ერთად დახვდნენ. მე გერმანიაში ვიყავი, მათ ჰყავთ პრეზიდენტი და კანცლერი, მე იქ პრეზიდენტი არ მინახავს", - განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას - იქნება თუ არა გიორგი მარგველაშვილი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად გასამგზავრებელ დელეგაციაში, პრემიერის განმარტებით, ამ თემაზე პრეზიდენტთან არ უსაუბრია.

"არ გვისაუბრია ამ თემაზე, თუ ამის სურვილი და საჭიროება იქნება პრობლემა არ არის. გადაწყდა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას პრემიერ-მინისტრი მოაწერს ხელს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულების თემაზე პრეზიდენტმა და პრემიერმა განსხვავებული განცხადებები გააკეთეს, რადგან ვერ მოხერხდა პოზიციების წინასწარ შეჯერება.

"გაკეთდა ამ თემაზე ურთიერთგანსხვავებული განცხადებები. სასურველი იქნებოდა წინასწარ შეგვეჯერებინა განცხადებები. რაღაც კომუნიკაციის პრობლემა წარმოშვა იმან, რომ მე აქ არ ვიყავი, პრეზიდენტი იყო საქართველოში, ვერ მოხერხდა პოზიციების შეჯერება. ის, რომ განსხვავებული პოზიცები დაფიქსირდა ეს მიუთითებს, იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში არის რეალური დემოკრატია. ის, რომ პრეზიდენტი და პრემიერი არ არიან ერთ აზრზე მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ჩვენი კანდიდატია, მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. პრეზიდენტს და მე გვაქვს საერთო ინტერესები, ქვეყნის ინტერესები არ დაზარალდება", - განაცხადა პრემიერმა.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა