პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მოზარდების სატანისტური გატაცება და საშიში რიტუალები ინგოროყვას ქუჩაზე
ქართველი მოზარდების სატანისტური გატაცება და საშიში რიტუალები ინგოროყვას ქუჩაზე

ახ­ლა­ხან სკო­ლის ხუთ­მა მოს­წავ­ლემ სხე­ულ­ზე თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა. თა­ნაკ­ლა­სელ­ტა ნა­წი­ლი აღ­ნიშ­ნულ ფაქტს გარ­კვე­ულ სექ­ტა­სა და რი­ტუ­ალს უკავ­ში­რებს. ბავ­შვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ გა­ი­გეს, რომ მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლებ­მა ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რეს, კა­ტებს აწა­მე­ბენ და შე­საძ­ლოა, გარ­კვე­ულ სექ­ტას წარ­მო­ად­გე­ნენ.

ბოლო დროს ხში­რად გვეს­მის, რომ ქარ­თველ მო­ზარ­დებს შო­რის იმა­ტა უც­ნა­ურ­მა გა­ტა­ცე­ბებ­მა, "გა­დახ­რებ­მა" თუ სხვა­დას­ხვა სა­ში­ში მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბამ. მშობ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბის სიმ­ცი­რე, მშობ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სად­მი პრო­ტეს­ტი თუ უბ­რა­ლო ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა იმ მი­ზეზ­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რაც თი­ნე­ი­ჯე­რებს ემო­ე­ბის, გო­თე­ბის თუ სა­ტა­ნის­ტე­ბის "მსხვერ­პლად" აქ­ცევს.

მო­ზარ­დი გო­გო­ნა დაგ­ვი­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და ეს სა­ში­ში "გა­ტა­ცე­ბა" და რო­გორც მისი სა­უბ­რი­დან ჩანს, კვლა­ვაც მის ტყვე­ო­ბა­შია.

ანი 15 წლი­საა. სკო­ლა­ში სწავ­ლობს და არც ისე ცუდი მოს­წავ­ლეა. თუმ­ცა რო­გორც ყვე­ლა მო­ზარდს, მა­საც და­უდ­გა ასა­კი, როცა უჭირს უფ­რო­სე­ბის გა­გე­ბა, ხში­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი აქვს მას­წავ­ლებ­ლებ­თან თუ მშობ­ლებ­თან, იმავდრო­უ­ლად საკ­მა­ოდ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე და უში­შა­რიც აღ­მოჩ­ნდა და ამ ყვე­ლა­ფერ­მა იო­ლად მი­იყ­ვა­ნა სა­ხი­ფა­თო გზამ­დე.

- ცოტა ხნის წინ დიდი პრობ­ლე­მა მქონ­და... და ახ­ლაც მაქვს, - გვი­ამ­ბობს ანი. მისი სა­უ­ბა­რი ემო­ცი­უ­რია, ალაგ-ალაგ ჩანს, რე­ა­ლო­ბა წარ­მო­სახ­ვას­თან არე­უ­ლა, თუმ­ცა ვე­ცა­დეთ, ტექ­სტი არ შეგ­ვეც­ვა­ლა, რათა ჩვე­ნი მო­ზარ­დი რეს­პონ­დენ­ტის გან­წყო­ბა და ემო­ცი­ე­ბი შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, - ალ­ბათ იცით, რომ თბი­ლის­ში არის ძვე­ლი მორ­გის შე­ნო­ბა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სხვა შე­ნო­ბა, სა­დაც ქარ­თვე­ლი ემო­ე­ბი თუ ქარ­თვე­ლი სა­ტა­ნის­ტე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან. ჩემი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გამო გავ­ხდი ამ რი­ტუ­ა­ლე­ბის მოწ­მე და გარ­კვე­ულ ხანს ემოც ვი­ყა­ვი... ახლა ძა­ლი­ან მრცხვე­ნია, ამას რომ ვყვე­ბი, მრცხვე­ნია, ხე­ლებს რომ ვი­სე­რავ­დი და ათას სი­სუ­ლე­ლეს ვი­მე­ო­რებ­დი... თუმ­ცა ბო­ლომ­დე არ ვარ გა­მო­სუ­ლი მათი ზე­მოქ­მე­დე­ბი­დან, დღემ­დე მკლავს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა იმის, რის ნახ­ვაც ვერ მო­ვას­წა­რი და ვებ­რძვი ამას... მინ­და, ჩემი მა­გა­ლი­თი ჩემ­მა თა­ნა­ტო­ლებ­მაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ... თან მინ­და მოვ­ყვე ის, რაც თავს გა­დამ­ხდა... ის, თუ რო­გორ მინ­დო­და ჩემი ნე­ბით, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით, სა­ტა­ნის­ტო­ბა.

მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გა­ვი­გეთ, რომ არ­სე­ბობ­და ასე­თი სახ­ლი, ეშ­მა­კის სახ­ლს ეძა­ხი­ან, ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზეა. გა­ვი­გეთ, რომ შიგ­ნით მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბე­ბია. რომ თბი­ლის­ში ათია ასე­თი სახ­ლი და ათი­ვე ერ­თმა­ნეთს უკავ­შირ­დე­ბა ამ გვი­რა­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. მოგ­ვიყ­ვნენ, რომ ეს "ეშ­მა­კის სახ­ლი" ერ­თმა სო­მეხ­მა სა­ტა­ნის­ტმა აა­შე­ნა და იქ ქალ­მა ჩა­მო­იხ­რჩო თავი - მის­მა შვილ­მა თუ ცოლ­მა, ზუს­ტად არ მახ­სოვს. ამ­ბო­ბენ, რომ სახ­ლის შიგ­ნით დიდი ეშ­მა­კის ფი­გუ­რაა, რომ­ლის ფე­ხე­ბი სარ­დაფ­ში მთავ­რდე­ბა, თავი კი - სხვენ­ზე. სახ­ლში არის ბუხ­რის მგავ­სი კარი, რო­მელ­ზეც ბავ­შვის ფი­გუ­რაა გა­მო­სა­ხუ­ლი და ის სა­ი­დუმ­ლო გვი­რაბ­ში ჩა­სას­ვლე­ლი კა­რია. სახ­ლე­ბი კი პენ­ტაგ­რა­მას ქმნი­ან, რო­მე­ლიც ერთ დიდ დარ­ბაზ­ში ერ­თდე­ბა, მი­წის ქვეშ - ამ დარ­ბაზ­ში სა­ი­დუმ­ლო რი­ტუ­ა­ლებს აწყო­ბენ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ქართველი მოზარდების სატანისტური გატაცება და საშიში რიტუალები ინგოროყვას ქუჩაზე

ქართველი მოზარდების სატანისტური გატაცება და საშიში რიტუალები ინგოროყვას ქუჩაზე

ახლახან სკოლის ხუთმა მოსწავლემ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. თანაკლასელტა ნაწილი აღნიშნულ ფაქტს გარკვეულ სექტასა და რიტუალს უკავშირებს. ბავშვების ინფორმაციით, მათ გაიგეს, რომ მეშვიდეკლასელებმა ვენები გადაიჭრეს, კატებს აწამებენ და შესაძლოა, გარკვეულ სექტას წარმოადგენენ.

ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ ქართველ მოზარდებს შორის იმატა უცნაურმა გატაცებებმა, "გადახრებმა" თუ სხვადასხვა საშიში მიმდინარეობით დაინტერესებამ. მშობლების ყურადღების სიმცირე, მშობლებისა და მასწავლებლებისადმი პროტესტი თუ უბრალო ცნობისმოყვარეობა იმ მიზეზთა ჩამონათვალია, რაც თინეიჯერებს ემოების, გოთების თუ სატანისტების "მსხვერპლად" აქცევს.

მოზარდი გოგონა დაგვიკავშირდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ საკუთარ თავზე გამოსცადა ეს საშიში "გატაცება" და როგორც მისი საუბრიდან ჩანს, კვლავაც მის ტყვეობაშია.

ანი 15 წლისაა. სკოლაში სწავლობს და არც ისე ცუდი მოსწავლეა. თუმცა როგორც ყველა მოზარდს, მასაც დაუდგა ასაკი, როცა უჭირს უფროსების გაგება, ხშირი კონფლიქტები აქვს მასწავლებლებთან თუ მშობლებთან, იმავდროულად საკმაოდ ცნობისმოყვარე და უშიშარიც აღმოჩნდა და ამ ყველაფერმა იოლად მიიყვანა სახიფათო გზამდე.

- ცოტა ხნის წინ დიდი პრობლემა მქონდა... და ახლაც მაქვს, - გვიამბობს ანი. მისი საუბარი ემოციურია, ალაგ-ალაგ ჩანს, რეალობა წარმოსახვასთან არეულა, თუმცა ვეცადეთ, ტექსტი არ შეგვეცვალა, რათა ჩვენი მოზარდი რესპონდენტის განწყობა და ემოციები შეგვენარჩუნებინა, - ალბათ იცით, რომ თბილისში არის ძველი მორგის შენობა და კიდევ რამდენიმე სხვა შენობა, სადაც ქართველი ემოები თუ ქართველი სატანისტები იკრიბებიან. ჩემი ცნობისმოყვარეობის გამო გავხდი ამ რიტუალების მოწმე და გარკვეულ ხანს ემოც ვიყავი... ახლა ძალიან მრცხვენია, ამას რომ ვყვები, მრცხვენია, ხელებს რომ ვისერავდი და ათას სისულელეს ვიმეორებდი... თუმცა ბოლომდე არ ვარ გამოსული მათი ზემოქმედებიდან, დღემდე მკლავს ცნობისმოყვარეობა იმის, რის ნახვაც ვერ მოვასწარი და ვებრძვი ამას... მინდა, ჩემი მაგალითი ჩემმა თანატოლებმაც გაითვალისწინონ... თან მინდა მოვყვე ის, რაც თავს გადამხდა... ის, თუ როგორ მინდოდა ჩემი ნებით, საკუთარი სურვილით, სატანისტობა.

მე და ჩემმა მეგობარმა გავიგეთ, რომ არსებობდა ასეთი სახლი, ეშმაკის სახლს ეძახიან, ინგოროყვას ქუჩაზეა. გავიგეთ, რომ შიგნით მიწისქვეშა გვირაბებია. რომ თბილისში ათია ასეთი სახლი და ათივე ერთმანეთს უკავშირდება ამ გვირაბების მეშვეობით. მოგვიყვნენ, რომ ეს "ეშმაკის სახლი" ერთმა სომეხმა სატანისტმა ააშენა და იქ ქალმა ჩამოიხრჩო თავი - მისმა შვილმა თუ ცოლმა, ზუსტად არ მახსოვს. ამბობენ, რომ სახლის შიგნით დიდი ეშმაკის ფიგურაა, რომლის ფეხები სარდაფში მთავრდება, თავი კი - სხვენზე. სახლში არის ბუხრის მგავსი კარი, რომელზეც ბავშვის ფიგურაა გამოსახული და ის საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი კარია. სახლები კი პენტაგრამას ქმნიან, რომელიც ერთ დიდ დარბაზში ერთდება, მიწის ქვეშ - ამ დარბაზში საიდუმლო რიტუალებს აწყობენ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია