პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 გოგონა, 9 წითელი ვარდი და სპა-სალონები მასაჟებისთვის - ბარამიძეს ევრობაირამობის ხარჯებს უქვეყნებენ
 4 გოგონა, 9 წითელი ვარდი და სპა-სალონები მასაჟებისთვის - ბარამიძეს ევრობაირამობის ხარჯებს უქვეყნებენ

მა­შინ, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ბარ­გე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს მა­ღა­ლი პრე­მი­ე­ბი­სა და ბი­უ­ჯე­ტი­დან თან­ხე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯვის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ, არ­ცერ­თი მათ­გა­ნი სა­უბ­რობს სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩი­ნოვ­ნიკ­თა მიერ "შეჭ­მულ" სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხებ­ზე.

გა­ზეთ "ვერ­სი­ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა 2011-2012 წლებ­ში ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის შე­მოწ­მე­ბა და­ას­რუ­ლა და მა­შინ­დე­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის - გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის სკან­და­ლუ­რი ხარ­ჯე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა. ან­გა­რიშ­ში ასა­ხუ­ლია გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის მიერ, სა­კუ­თა­რი ბრძა­ნე­ბით, კა­ნონ­დარ­ღვე­ვით, გა­მო­წე­რი­ლი პრე­მი­ე­ბი, მივ­ლი­ნე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით აშშ-ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ჩე­ხეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში, უნ­გრეთ­ში, მოლ­დო­ვა­სა და ბელ­გი­ა­ში, იქ სპა-სა­ლო­ნებ­სა და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ ცენ­ტრებ­ში მა­სა­ჟე­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­ხარ­ჯუ­ლი ათა­სო­ბით ლარი; კი­ე­ვის ღა­მის ბა­რებ­ში ნა­ყი­დი 9 ცალი წი­თე­ლი ვარ­დი და სხვა ყვე­ლა იმ ფაქ­ტის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა აპა­რა­ტის მუ­შა­ო­ბა უარ­ყო­ფი­თად შე­ა­ფა­სა. "ვერ­სი­ამ" ვერ გა­არ­კვია, რა ვა­დებ­ში გა­და­ე­ცე­მა შე­მოწ­მე­ბის მა­სა­ლე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რას და რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს პრე­ზი­დი­უ­მი.

შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ბა­ლან­სის შე­სად­გე­ნად სა­ხა­ზი­ნო პროგ­რა­მას იყე­ნებ­დნენ. აღ­რი­ცხვი­ა­ნო­ბის უქონ­ლო­ბის გამო, რო­გორც აპა­რატ­ში, ასე­ვე ცენ­ტრში, ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბი­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა მიზ­ნობ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლი არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის დას­კვნა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი ქვე­თა­ვი გახ­ლავთ მივ­ლი­ნე­ბის ხარ­ჯე­ბი.

2011-2012 წლე­ბის სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ო­დებ­ში, აპა­რატ­მა "მივ­ლი­ნე­ბის" ქვე­მუხ­ლით, 988 200 ლარი გა­ხარ­ჯა. მათ შო­რის, 2011 წელს, ქვეყ­ნის შიგ­ნით - 26 917 ლარი, ქვეყ­ნის გა­რეთ - 486 037 ლარი, ხოლო 2012 წელს, ქვეყ­ნის შიგ­ნით - 36 506 ლარი, ქვეყ­ნის გა­რეთ - 438 838 ლარი. ქვეყ­ნის შიგ­ნით მივ­ლი­ნე­ბე­ბის დროს, მა­ღა­ლი რან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე და­ნა­მა­ტე­ბის გა­ცე­მის ფაქ­ტე­ბიც და­ფიქ­სირ­და, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის 2005 წლის 20 აპ­რი­ლის N231 ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­გორც გა­ზე­თი "ვერ­სია" წერს, ქვეყ­ნის ფარ­გლებსგა­რეთ მივ­ლი­ნე­ბი­სას, შე­სა­ბა­მის ბრძა­ნე­ბებ­ში გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის მივ­ლი­ნე­ბის მი­ზა­ნი და აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, სა­ზღვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან მიწ­ვე­ვე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ არის, რაც ვი­ზი­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და სა­ჭი­რო­ე­ბას და­ა­დას­ტუ­რებ­და. მივ­ლი­ნე­ბულ პი­რებს, მივ­ლი­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი­სა და ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს შე­სა­ხებ ან­გა­რი­ში არ წა­რუდ­გე­ნი­ათ.

"მივ­ლი­ნე­ბის" ქვე­მუხ­ლით, ზო­გი­ერთ თა­ნამ­შრო­მელ­ზე აპა­რა­ტის მიერ ხში­რად ისე­თი ხარ­ჯე­ბია და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიზ­ნებ­თან. მა­გა­ლი­თად, აშშ-ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ჩე­ხეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში, უნ­გრეთ­ში, მოლ­დო­ვა­სა და ბელ­გი­ა­ში, სპა-სა­ლო­ნებ­სა და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ ცენ­ტრებ­ში მა­სა­ჟე­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან 6 200 ლარი გა­ხარ­ჯეს. მე­ტიც, სას­ტუმ­როს ქვით­რე­ბის თა­ნახ­მად, "სხვა ხარ­ჯე­ბის" მუხ­ლით, 4 700 ლარი და­ი­ხარ­ჯა, რაც სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან არ უნდა ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლი­ყო. კერ­ძოდ, 2012 წლის 10 მა­ისს, სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის ბელ­გი­ა­ში მივ­ლი­ნე­ბი­სას, ფაქ­ტობ­რი­ვი ხარ­ჯე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში, ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში, ბლან­კესტრა­ა­ტის ქ. N14-ში მდე­ბა­რე მა­სა­ჟის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა INTERDIT-ში (და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკი­თხვე­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბის ნახ­ვას ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში შეძ­ლებს) გა­ხარ­ჯუ­ლი 1 300 ლარი და 600 ლარი ფი­გუ­რი­რებს. იგი­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, 2011 წლის 25 ნო­ემ­ბერს, სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მიერ სა­მივ­ლი­ნე­ბო თან­ხე­ბი­დან გა­ხარ­ჯუ­ლია 200 ლარი და 300 ლარი. სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­ში მივ­ლი­ნე­ბი­სას, 2012 წლის 4 თე­ბერ­ვალს, ღა­მის ბარ JUST CAFE-ში ("ვერ­სია" თავს იკა­ვებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ღა­მის ბა­რის ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­გან) 1 900 ლა­რია გა­დახ­დი­ლი, მათ შო­რის, ქვით­რის მი­ხედ­ვით, 4 გო­გო­ნას შეყ­ვა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა - 100 ლარი და 9 ცალი წი­თე­ლი ვარ­დი, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 100 ლარი დაჯ­და!

"ვერ­სი­ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­უ­დი­ტო­რო პე­რი­ოდ­ში, სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით, შტა­ტით მო­მუ­შა­ვე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ზე პრე­მი­ე­ბი ყო­ველ­თვი­უ­რად გა­ი­ცე­მო­და. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც თვე­ში ერ­თზე მეტ პრე­მი­ას გას­ცემ­დნენ.

"2011 წელს, გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბის ხვედ­რით­მა წილ­მა, "მთლი­ა­ნი ხარ­ჯის" მუხ­ლის - 44%, ხოლო თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს 79% შე­ად­გი­ნა, სა­ი­და­ნაც დე­კემ­ბერ­ში გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბის ხვედ­რი­თი წილი თა­ნამ­დე­ბობ­რივ სარ­გოს­თან შე­და­რე­ბით - 124%, ხოლო შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბას­თან შე­და­რე­ბით - 55%-ია. აუ­დი­ტის პე­რი­ოდ­ში, აპა­რა­ტის ასიგ­ნე­ბე­ბი­დან, სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრებ­ზე, სა­კუ­თა­რი ბრძა­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პრე­მი­ის სა­ხით და­რი­ცხუ­ლი და გა­ცე­მუ­ლია 115 300 ლარი. აქე­დან, 2011 წლის 1 იან­ვრი­დან, 2012 წლის 20 აგ­ვის­ტომ­დე, და­რი­ცხუ­ლი და გა­ცე­მუ­ლია 92 700 ლა­რის პრე­მია; 2012 წლის 24 აგ­ვის­ტო­დან, 22 ოქ­ტომ­ბრამ­დე - 11 300 ლა­რის პრე­მია; 2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბრი­დან, 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით - 11 300 ლა­რის პრე­მია", - წერს გა­ზე­თი "ვერ­სია".

4 გოგონა, 9 წითელი ვარდი და სპა-სალონები მასაჟებისთვის - ბარამიძეს ევრობაირამობის ხარჯებს უქვეყნებენ

 4 გოგონა, 9 წითელი ვარდი და სპა-სალონები მასაჟებისთვის - ბარამიძეს ევრობაირამობის ხარჯებს უქვეყნებენ

მაშინ, როდესაც ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაბარგებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს მაღალი პრემიებისა და ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო აკრიტიკებენ, არცერთი მათგანი საუბრობს სააკაშვილის ხელისუფლების ჩინოვნიკთა მიერ "შეჭმულ" საბიუჯეტო თანხებზე.

გაზეთ "ვერსიის" ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2011-2012 წლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემოწმება დაასრულა და მაშინდელი სახელმწიფო მინისტრის - გიორგი ბარამიძის სკანდალური ხარჯები გამოავლინა. ანგარიშში ასახულია გიორგი ბარამიძის მიერ, საკუთარი ბრძანებით, კანონდარღვევით, გამოწერილი პრემიები, მივლინებები საქართველოს სახელით აშშ-ში, გერმანიაში, ჩეხეთში, საფრანგეთში, უნგრეთში, მოლდოვასა და ბელგიაში, იქ სპა-სალონებსა და გამაჯანსაღებელ ცენტრებში მასაჟებისთვის ბიუჯეტიდან გახარჯული ათასობით ლარი; კიევის ღამის ბარებში ნაყიდი 9 ცალი წითელი ვარდი და სხვა ყველა იმ ფაქტის ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აპარატის მუშაობა უარყოფითად შეაფასა. "ვერსიამ" ვერ გაარკვია, რა ვადებში გადაეცემა შემოწმების მასალები პროკურატურას და რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდიუმი.

შესაბამისი სამსახურები ბალანსის შესადგენად სახაზინო პროგრამას იყენებდნენ. აღრიცხვიანობის უქონლობის გამო, როგორც აპარატში, ასევე ცენტრში, ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე, ეფექტური კონტროლი არ ხორციელდებოდა.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ქვეთავი გახლავთ მივლინების ხარჯები.

2011-2012 წლების საანგარიშო პერიოდებში, აპარატმა "მივლინების" ქვემუხლით, 988 200 ლარი გახარჯა. მათ შორის, 2011 წელს, ქვეყნის შიგნით - 26 917 ლარი, ქვეყნის გარეთ - 486 037 ლარი, ხოლო 2012 წელს, ქვეყნის შიგნით - 36 506 ლარი, ქვეყნის გარეთ - 438 838 ლარი. ქვეყნის შიგნით მივლინებების დროს, მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე დანამატების გაცემის ფაქტებიც დაფიქსირდა, რასაც საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N231 ბრძანებულება არ ითვალისწინებს.

როგორც გაზეთი "ვერსია" წერს, ქვეყნის ფარგლებსგარეთ მივლინებისას, შესაბამის ბრძანებებში განსაზღვრული არ არის მივლინების მიზანი და აუცილებლობა, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მიწვევები წარმოდგენილი არ არის, რაც ვიზიტის მნიშვნელობასა და საჭიროებას დაადასტურებდა. მივლინებულ პირებს, მივლინების პერიოდში განხორციელებული შეხვედრებისა და ვიზიტის ფარგლებში გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში არ წარუდგენიათ.

"მივლინების" ქვემუხლით, ზოგიერთ თანამშრომელზე აპარატის მიერ ხშირად ისეთი ხარჯებია დაფინანსებული, რომლებიც არაადეკვატურია სახელმწიფო დაწესებულების მიზნებთან. მაგალითად, აშშ-ში, გერმანიაში, ჩეხეთში, საფრანგეთში, უნგრეთში, მოლდოვასა და ბელგიაში, სპა-სალონებსა და გამაჯანსაღებელ ცენტრებში მასაჟებისთვის ბიუჯეტიდან 6 200 ლარი გახარჯეს. მეტიც, სასტუმროს ქვითრების თანახმად, "სხვა ხარჯების" მუხლით, 4 700 ლარი დაიხარჯა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ანაზღაურებულიყო. კერძოდ, 2012 წლის 10 მაისს, სახელმწიფო მინისტრის ბელგიაში მივლინებისას, ფაქტობრივი ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში, ქალაქ ბრიუსელში, ბლანკესტრაატის ქ. N14-ში მდებარე მასაჟის დაწესებულება INTERDIT-ში (დაინტერესებული მკითხველი აღნიშნული დაწესებულების ფოტოების ნახვას ინტერნეტსივრცეში შეძლებს) გახარჯული 1 300 ლარი და 600 ლარი ფიგურირებს. იგივე დაწესებულებაში, 2011 წლის 25 ნოემბერს, სახელმწიფო მინისტრის მიერ სამივლინებო თანხებიდან გახარჯულია 200 ლარი და 300 ლარი. სახელმწიფო მინისტრის უკრაინის დედაქალაქ კიევში მივლინებისას, 2012 წლის 4 თებერვალს, ღამის ბარ JUST CAFE-ში ("ვერსია" თავს იკავებს აღნიშნული ღამის ბარის ფოტოების გამოქვეყნებისგან) 1 900 ლარია გადახდილი, მათ შორის, ქვითრის მიხედვით, 4 გოგონას შეყვანის ღირებულება - 100 ლარი და 9 ცალი წითელი ვარდი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 ლარი დაჯდა!

"ვერსიის" ინფორმაციით, სააუდიტორო პერიოდში, სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით, შტატით მომუშავე თანამშრომლების უმეტესობაზე პრემიები ყოველთვიურად გაიცემოდა. იყო შემთხვევები, როდესაც თვეში ერთზე მეტ პრემიას გასცემდნენ.

"2011 წელს, გაცემული პრემიების ხვედრითმა წილმა, "მთლიანი ხარჯის" მუხლის - 44%, ხოლო თანამდებობრივი სარგოს 79% შეადგინა, საიდანაც დეკემბერში გაცემული პრემიების ხვედრითი წილი თანამდებობრივ სარგოსთან შედარებით - 124%, ხოლო შრომის ანაზღაურებასთან შედარებით - 55%-ია. აუდიტის პერიოდში, აპარატის ასიგნებებიდან, სახელმწიფო მინისტრებზე, საკუთარი ბრძანებების საფუძველზე, პრემიის სახით დარიცხული და გაცემულია 115 300 ლარი. აქედან, 2011 წლის 1 იანვრიდან, 2012 წლის 20 აგვისტომდე, დარიცხული და გაცემულია 92 700 ლარის პრემია; 2012 წლის 24 აგვისტოდან, 22 ოქტომბრამდე - 11 300 ლარის პრემია; 2012 წლის 25 ოქტომბრიდან, 31 დეკემბრის ჩათვლით - 11 300 ლარის პრემია", - წერს გაზეთი "ვერსია".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა