პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნებისმიერთან ვწვებოდი, ვინც დამაპურებდა" - ქართველი გოგონა, რომელიც ძმისა და ბებიის სარჩენად მეძავი გახდა
"ნებისმიერთან ვწვებოდი, ვინც დამაპურებდა" - ქართველი გოგონა, რომელიც ძმისა და ბებიის სარჩენად მეძავი გახდა

მე მას­თან და­კავ­ში­რე­ბა არ მიც­დია. თუმ­ცა მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვფლობ­დი. ის რე­დაქ­ცი­ა­ში თა­ვად მო­ვი­და. ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც მის­გან მო­ვის­მი­ნე, შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლია. დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­მე­ტა­ნა თუ არა. ბო­ლოს რეს­პონ­დენ­ტის თხოვ­ნა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე და ცრემ­ლით ნათ­ქვა­მი ფრა­ზე­ბის შერ­ბი­ლე­ბაც ვცა­დე.

მა­ცა­ცო კე­რე­სე­ლი­ძე:

- უბე­დუ­რე­ბა ჩემ­თვის მა­შინ და­ი­წყო, როცა დე­და­ჩემ­მა არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა. მე და ჩემი ძმა მო­ხუც ბე­ბი­ას­თან დაგ­ვყა­რა და ყო­ფილ პა­ტი­მარ­ზე გა­თხოვ­და. ბე­ბი­ის წყევ­ლა ალ­ბათ, მას საფ­ლავ­შიც არ მო­ას­ვე­ნებს. მე მე­ცხრე კლას­ში ვი­ყა­ვი. ჩემი ძმა კი - მეშ­ვი­დე­ში, ორი­ვე­ნი ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დით. სა­წოლ­ში ერ­თმა­ნეთს ვე­ხუ­ტე­ბო­დით და დი­ლამ­დე ვტი­რო­დით. ამას თან ერ­თვო­და ისიც, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად გვი­ჭირ­და. მე­ზობ­ლე­ბი ჩემს ძმას აჭ­მევ­დნენ. ისი­ნი რომ არა, ალი­კა ვერც გა­იზ­რდე­ბო­და, მე კი შიმ­ში­ლის­გან ზოგ­ჯერ ცუ­დად ვხდე­ბო­დი. მე­ზობ­ლე­ბის მრცხვე­ნო­და. მათ­თან არ ვსა­დი­ლობ­დი.

- დედა არ გეხ­მა­რე­ბო­დათ?

- წლე­ბის შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ მას ისე­თი სა­ში­ნე­ლი ქმა­რი ჰყო­ლია, ყო­ველ­დღე სცემ­და თურ­მე. დე­დას ბევ­რჯერ უფიქ­რია, შვი­ლებს და­ვუბ­რუნ­დე­ბიო, მაგ­რამ ის კაცი ემუქ­რე­ბო­და: ჩემ­გან წას­ვლას თუ გა­ბე­დავ, მოგ­კლა­ვო... არც ნა­თე­სა­ვე­ბი გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ერთ დღეს, ბე­ბია სა­წო­ლი­დან არ ადგა. ეს მის­გან უჩ­ვე­უ­ლო საქ­ცი­ე­ლი იყო. ვკი­თხე: რა­ტომ არ დგე­ბი-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა: გა­თე­ნე­ბას ვე­ლო­დე­ბიო. ერთი სი­ტყვით, ის დარბმავ­და. იმ­წუ­თას ბე­ბია კი არ მე­ცო­დე­ბო­და, იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, ჩვენ­თვის ლუკ­მა­პუ­რი ვის უნდა მო­ე­ტა­ნა. ის ვე­ღარ იმუ­შა­ვებ­და. სა­სო­წარ­კვე­თილ­მა დახ­მა­რე­ბა ვის აღარ ვთხო­ვე, მაგ­რამ მა­შინ ყვე­ლას უჭირ­და. თბი­ლის­ში ომი მძვინ­ვა­რებ­და. ხალ­ხს პუ­რის ფუ­ლიც კი არ ჰქონ­და. ასე ვე­ყა­რეთ ორი ბავ­შვი ბე­დის ანა­ბა­რა. ჩვენს მე­ზობ­ლად ერთი ქალი ცხოვ­რობ­და. მას­ზე ამ­ბობ­დნენ, საყ­ვარ­ლებს საც­ვლე­ბი­ვით იც­ვლი­სო. და­სახ­მა­რებ­ლად მას­თა­ნაც მი­ვე­დი. ვუ­თხა­რი, ხომ შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს კაცი, ვისი საყ­ვა­რე­ლიც გავ­ხვდე­ბი, სა­მა­გი­ე­როდ, ის ჩემს ოჯახს მზრუნ­ვე­ლო­ბას არ მო­აკ­ლებს-მეთ­ქი. გა­ი­ცი­ნა და არა­ფე­რი მი­თხრა.

- ე.ი. გა­და­წყვი­ტე მე­ძა­ვი გამ­ხდა­რი­ყა­ვი?

- არ არ­სე­ბობ­და ისე­თი რამ, რა­საც არ გა­ვა­კე­თებ­დი, ოღონ­დაც შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლის­გან მეხ­სნა ჩემი ოჯა­ხი. მაგ­რამ სა­ნამ რამე სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მოვ­ნა­ხე, ჩემი საბ­რა­ლო ძმა და­ი­ჭი­რეს. მე­ზო­ბე­ლი სი­გა­რე­ტით ვაჭ­რობ­და. მას დახ­ვდა ქუ­ჩა­ში. თავ­ში ქვა ჩა­არ­ტყა და ფული მოჰ­პა­რა. ღამე იყო. ბნე­ლო­და, მაგ­რამ იმ ქალ­მა მა­ინც იცნო თავ­დამ­სხმე­ლი. რო­გორც კი გა­ვი­გე, ალი­კა უბ­ნის რწმუ­ნე­ბულ­მა სულ ცემა-ტყე­ბით წა­იყ­ვა­ნა სახ­ლი­და­ნო, დე­დას­თან გა­ვი­ქე­ცი. ვი­ცო­დი, სა­დაც ცხოვ­რობ­და. კარ­ზე რომ და­ვა­კა­კუ­ნე, გულ­მა ბა­გა­ბუ­გი და­მი­წყო. დედა რვა თვე არ მყავ­და ნა­ნა­ხი. კარი ვი­ღაც კაც­მა გა­ა­ღო. ვკი­თხე: დე­და­ჩე­მი სახ­ლშია-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა: დე­და­შე­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევ­სო... იქი­დან გულ­გაგ­ლე­ჯი­ლი წა­მო­ვე­დი. თურ­მე დედა ორ­სუ­ლად ყო­ფი­ლა. მას ვაჟი შე­ე­ძი­ნა. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, შვილს თუ გა­ა­ჩენ­და. ორი წლის იყო მისი ვაჟი ლექ­სო, ერ­თმა­ნეთს შემ­თხვე­ვით რომ შევ­ხვდით. დე­დას ლექ­სო სა­ბავ­შვო ბა­ღი­დან მოჰ­ყავ­და. ჩემს და­ნახ­ვა­ზე გა­ფით­რდა. არ უტი­რია. ალ­ბათ, ჩემ­თვის ცრემ­ლიც არ ჰქონ­და, მაგ ლა­წი­რაკს რომ დაჰ­ფო­ფი­ნებ, განა, მე და ჩემი ძმა შენი შვი­ლე­ბი არა ვართ-მეთ­ქი?! - ვკი­თხე. გა­მი­გე, შვი­ლოო, - მი­თხრა. რა უნდა გა­მე­გო?! მის გამო ჩემი ძმა არას­რულ­წლო­ვან­თა კო­ლო­ნი­ა­ში სას­ჯელს იხ­დი­და. მე კი, ხუთი თვის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი და არ ვი­ცო­დი, ბავ­შვის მამა ვინ იყო, რად­გან ნე­ბის­მი­ერ­თან ვწვე­ბო­დი, ვინც და­მა­პუ­რებ­და და თუნ­დაც ერთ ლარს მომ­ცემ­და – მო­ხუ­ცი ბე­ბოს­თვის პური რომ მე­ყი­და... ზოგ­ჯერ ვნატ­რობ­დი, ბე­ბია მომ­კვდა­რი­ყო. ის ქვეშ ის­ვრი­და, აზრი აღარ ჰქონ­და, ვერც კი მცნობ­და. მისი მოვ­ლა ჩემ­თვის მძი­მე ტვირ­თად იქცა.

- რო­გორ და­ი­წყო შენი ინ­ტი­მუ­რი "კა­რი­ე­რა"?

- ერთ დღეს, ვი­ღაც კაც­მა პირ­და­პირ სახ­ლში მო­მა­კი­თხა. იკი­თხა: მა­ცა­ცო აქ ცხოვ­რობ­სო? ის ალ­ბათ, ჩემ­მა მე­ძავ­მა მე­ზო­ბელ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნა. მე ვარ-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე. კმა­ყო­ფილ­მა შე­მათ­ვა­ლი­ე­რა. სა­ჩუქ­რე­ბი მო­გი­ტა­ნეო, - მი­თხრა და რა­ღაც შე­ფუ­თუ­ლი მო­მა­წო­და. ძეხ­ვი, პური, ხილი და ნამ­ცხვა­რი მო­ი­ტა­ნა. მში­ე­რი ვი­ყა­ვი. მა­შინ­ვე სუფ­რა გა­ვა­წყვე. გა­ღი­მე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და, რომ ვჭამ­დი. მე­ო­რე დღე­საც მო­ვი­და. აღარ და­ვა­ყოვ­ნე და ვუ­თხა­რი: თუ მო­მივ­ლი, შენი ქალი გავ­ხდე­ბი-მეთ­ქი. ის კაცი ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. მში­ე­რი არას­დროს და­ვუ­ტო­ვე­ბი­ვართ არც მე და არც ბე­ბია. ცოტა ფულ­საც მაძ­ლევ­და და სა­ოც­რად ალერ­სი­ა­ნად მექ­ცე­ო­და კი­დეც. ჩემ­თან თო­თხმე­ტი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­დი­ო­და, მან მას­წავ­ლა იმა­ზე მეტი, რაც თო­თხმე­ტი წლის მან­ძილ­ზე ვის­წავ­ლე. მე­უბ­ნე­ბო­და: არას­დროს არ დაგ­კარ­გავ, თუ ასე კარ­გად მო­იქ­ცე­ვიო.

- კარ­გად მოქ­ცე­ვა­ში რას გუ­ლის­ხმობ­და?

- მე არ ვე­კი­თხე­ბო­დი: სად ცხოვ­რობ­და, ვინ იყ­ვნენ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ვი­ცო­დი, რომ ცოლ-შვი­ლი ჰყავ­და. მეტი არა­ფე­რი. ერთი სი­ტყვით, მისი ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხის­თვის საფრ­თხეს არ წარ­მო­ვად­გენ­დი. მაგ­რამ ერთ დღეს აღარ მო­ვი­და, სა­ღა­მომ­დე ვე­ლო­დი. ღა­მეც ვერ და­ვი­ძი­ნე, ერთი თვის მან­ძილ­ზე რომ აღარ მო­ვი­და, მივ­ხვდი, მი­მა­ტო­ვა. მი­ზე­ზი დღემ­დე უც­ნო­ბია. იქ­ნებ, გულ­მა და­არ­ტყა, იქ­ნებ, ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, იქ­ნებ, მოკ­ლეს კი­დეც... მას შემ­დეგ მის შე­სა­ხებ აღა­რა­ფე­რი გა­მი­გია. ცო­ცხა­ლი რომ იყოს, ერთხელ მა­ინც მნა­ხავ­და. ისე მივ­ლი­და, შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ ვყვა­რე­ბო­დი.

- შენ თუ გიყ­ვარ­და?

- გა­ბო­რო­ტე­ბულ ადა­მი­ანს შეყ­ვა­რე­ბა არ შე­უძ­ლია. ჩავ­თვა­ლოთ, რომ იმ კაც­თან ვმუ­შა­ობ­დი. გა­სამ­რჯე­ლო­საც ვი­ღებ­დი. მეტი არა­ფე­რი. მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ, კი­დევ უფრო სა­ში­ნელ დღე­ში ჩავ­ვარ­დი. უკვე ვი­ცო­დი, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, თავი რომ გა­და­მერ­ჩი­ნა, მაგ­რამ კა­ცის შოვ­ნა ად­ვი­ლი არ იყო. ცირკთან დად­გო­მა არ მინ­დო­და. თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის მრცხვე­ნო­და. თა­ნაც სახ­ლი მქონ­და. შე­მეძ­ლო ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლი სა­კუ­თარ სახ­ლში მო­მეყ­ვა­ნა. გა­რეგ­ნუ­ლად მშვე­ნი­ერ გო­გოს, წე­სით, თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი უნდა გა­მომ­ჩე­ნო­და, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. უკა­ცოდ დავ­რჩი.

- ამი­ტომ და­დე­ქი ქუ­ჩა­ში კლი­ენ­ტე­ბის გა­მო­სა­ჭე­რად?

- ცირკთან ად­გი­ლი არ იყო. ქა­ლებ­მა იქ არ გა­მა­ჩე­რეს. ამი­ტომ, დი­დუ­ბე­ში, გა­მო­ფე­ნის წინ დავ­დე­ქი. შვი­დი თვე ვი­მუ­შა­ვე. მერე, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, დავ­ფეხ­მძიმ­დი და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, მუ­შა­ო­ბის­თვის თავი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა. და­ნა­ზო­გი მქონ­და, შიმ­ში­ლით არ მოვ­კვდე­ბო­დი. მაგ­რამ სწო­რედ ამ დროს გარ­და­იც­ვა­ლა ბე­ბია. მთე­ლი ფული მის და­საკ­რძა­ლად დამ­ჭირ­და. ორ­სუ­ლო­ბის ბოლო პე­რი­ო­დი ისევ შიმ­შილ­ში გა­ვა­ტა­რე, მა­რამ მა­ინც ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი გა­ვა­ჩი­ნე, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ექიმ­მა ასე მი­თხრა. ვაჟი შე­მე­ძი­ნა. სამ­შო­ბი­ა­რო­ში­ვე ყვე­ლამ იცო­და, რომ მის გაზ­რდას ვერ შევ­ძლებ­დი. მშო­ბი­ა­რო­ბი­დან მე­სა­მე დღეს პა­ლა­ტა­ში ვი­ღაც ქალი შე­მო­ვი­და, სა­წოლ­ზე ჩა­მოჯ­და და ყო­ველ­გვა­რი მი­კიბვ-მო­კიბ­ვის გა­რე­შე მი­თხრა: ჩემს რძალს შვი­ლი და­ე­ღუ­პა, რომ გა­ი­გოს, ნამ­დვი­ლად გა­გიჟ­დე­ბა, რად­გან მე­ო­რე ბავ­შვის გა­ჩე­ნას ვე­ღარ შეძ­ლებს. მოგ­ვე­ცი შენი ბიჭი და რაც გინ­და, მთხო­ვეო. ის ქალი ალ­ბათ, ჩემს შვილს ღმერ­თმა გა­მო­უგ­ზავ­ნა. ალ­ბათ, უფალს არ ეწა­და ჩემი შვი­ლი შიმ­შილ­ში გაზ­რდი­ლი­ყო, უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ეცხოვ­რა და სა­კუ­თა­რი თავი შეს­ძუ­ლე­ბო­და ისე­ვე, რო­გორც ეს დე­და­მისს და­ე­მარ­თა. არა­ფე­რი არ მინ­და თქვენ­გან, ბავ­შვს უან­გა­როდ მოგ­ცემთ-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი იმ ქალს. გიჟი ვე­გო­ნე. არ მინ­დო­და, ასე ეფიქ­რა, ამი­ტო­მაც ავუხ­სე­ნი ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ ბავ­შვს შე­იყ­ვა­რებთ, აჭ­მევთ, აღ­ზრდით და გა­ა­ბედ­ნი­ე­რებთ, თა­ნახ­მა ვარ-მეთ­ქი... ერთი სი­ტყვით, ჩემი შვი­ლი იმ ხალ­ხს მი­ვე­ცი. უკა­ნას­კნე­ლად, გულ­ში რომ ჩა­ვი­კა­რი, ვუ­თხა­რი: ძა­ლი­ან რომ არ მიყ­ვარ­დე შენს გაშ­ვი­ლე­ბას ვერ შევ­ძლებ­დი-მეთ­ქი. მისი პა­ტა­რა თვა­ლე­ბი და­ვი­მახ­სოვ­რე, მა­ჯა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი სა­მა­ჯუ­რი შე­ვა­წყვი­ტე და ექთანს ვთხო­ვე, არ წა­ერ­თმია. ის სა­მა­ჯუ­რი ჩემი ავ­გა­რო­ზია. პა­ტა­რა ტოპ­რაკ­ში ჩავ­დე და ყელ­ზე ჩა­მო­ვი­კი­დე. რო­გორ მინ­და, ჩემი შვი­ლი ბედ­ნი­ე­რი იყოს და ყვე­ლა­ფე­რი ჰქონ­დეს, რაც მე ცხოვ­რე­ბამ წა­მარ­თვა.

- სამ­შო­ბი­ა­რო­დან ვინ გა­მო­გიყ­ვა­ნა?

- ის ხალ­ხი მარ­თლა კარ­გი ხალ­ხი აღ­მოჩ­ნდა. მი­თხრეს: თურ­ქეთ­ში წა­გიყ­ვანთ სა­მუ­შა­ოდ, შიმ­შილს თავი რომ და­აღ­წი­ოო... სამ თვე­ში ყვე­ლა სა­ბუ­თი გა­მი­კე­თეს. იმ ქალ­მა, ჩემი შვი­ლის ბე­ბი­ამ, სარ­ფის სა­ბა­ჟომ­დე მი­მიყ­ვა­ნა. სტამ­ბოლ­ში ჩა­ვე­დი. იქ ქარ­თვე­ლი ქალი დამ­ხვდა და კა­ფე­ში მიმ­ტა­ნად და­მა­წყე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა. უკვე რვა წე­ლია, რაც თურ­ქეთ­ში ვცხოვ­რობ. ორი თვეა, რაც თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი. სა­ს­ექ­ტემ­ბროდ ისევ მივ­დი­ვარ. გა­ვი­გე, ჩემი ძმა ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლა და მისი ნახ­ვა მინ­დო­და, მაგ­რამ...

- ალი­კა თერ­თმე­ტი წელი იჯდა ცი­ხე­ში?

- კო­ლო­ნი­ი­დან რომ გა­მო­ვი­და და გა­ი­გო დე­და­ჩემ­მა შვი­ლი რომ გა­ა­ჩი­ნა, გა­და­ი­რია, შინ მი­უ­ვარ­და და ჩხუ­ბი აუ­ტე­ხა. მა­მი­ნაც­ვა­ლი მთვრა­ლი ყო­ფი­ლა. ია­რა­ღი გა­მო­უ­ტა­ნია და ალი­კას მოკ­ვლა და­უ­პი­რე­ბია. დედა უკ­ნი­დან მიჰ­პარ­ვია თა­ვის ქმარს და სამ­ფე­ხა სკა­მი თავ­ში ჩა­ურ­ტყამს. მერე ალი­კას ის კაცი სულ ნა­კუ­წე­ბად უქ­ცე­ვია... დე­დაც და­ი­ჭი­რეს და ალი­კაც. დედა ცი­ხი­დან სამ წე­ლი­წად­ში გა­მო­ვი­და. ალი­კა თე­ბერ­ვალ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ჩა­მო­ვე­დი, მის­თვის ფული რომ ჩა­მო­მე­ტა­ნა, მაგ­რამ შინ არ შე­მიშ­ვა: მე­ძა­ვი ხარო. დე­დას­თან წა­ვე­დი. დედა-შვილ­მა მა­ინც გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს. შვი­ლე­ბი ყო­ველ­თვის ვპა­ტი­ობთ დე­დებს ყვე­ლა და­ნა­შა­ულს. დე­დის­გან ცე­მაც არ გვა­მახ­სოვ­რდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­დამ ყვლა­ფე­რი წა­მარ­თვა, მა­ინც ვა­პა­ტიე. სკო­ლა­ში ყვე­ლა­ზე კარგ მოს­წავ­ლედ ვით­ვლე­ბო­დი. ექი­მო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. დღე და ღამე ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი, მაგ­რამ დე­დამ იმე­დე­ბი წა­მარ­თვა და ოც­ნე­ბე­ბი და­მიმ­სხვრია...

- მე ვიცი ალი­კას ამ­ბა­ვი. იქ­ნებ, შენ­გან მო­ვის­მი­ნო სი­მარ­თლე?

- ალი­კამ ათი წლის ბავ­შვი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა... ათი წლის ბი­ჭთან ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა... ამის გამო ალი­კა სა­შინ­ლად აწა­მეს. გვა­მი რომ ვნა­ხე, არც მე­გო­ნა, ჩემი ძმის თუ იყო... ამა­ზე ლა­პა­რა­კი არ შე­მიძ­ლია...

- თბი­ლის­ში რას აკე­თებ? ზა­ფხულს აქ რა­ტომ ატა­რებ?

- თურ­ქეთ­ში გავ­თხოვ­დი. ჩემი ქმა­რი ზა­ფხუ­ლო­ბით ან­ტა­ლი­ა­ში მუ­შა­ობს. წელს უჩე­მოდ წა­ვი­და. მის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ოჯახ­ში დარ­ჩე­ნა არ მო­ვინ­დო­მე. მირ­ჩევ­ნია, აქ ვიყო. აქა­ურ კა­ცებს მო­ვემ­სა­ხუ­რო. ფული არ მჭირ­დე­ბა, მაგ­რამ გარ­თო­ბის მიზ­ნით, ზოგ­ჯერ გა­მო­ფე­ნის წინ ვდგე­ბი. ჩემი ქმა­რი 56 წლის არის. ბე­ბერ კაც­თან სექ­სი აუ­ტა­ნე­ლია. ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი მომ­წონს. აგ­ვის­ტოს ბო­ლოს აქე­დან წა­ვალ და ჩემი ძა­მი­კოს სუ­რათს წა­ვი­ღებ. გან­გე­ბამ ისე ინ­დო­მა, რომ მისი და­ტი­რე­ბაც კი მრცხვე­ნო­და. თურ­ქეთ­ში რომ ჩა­ვალ, ამ ინ­ტერ­ვი­უს იმ­დენ­ჯერ წა­ვი­კი­თხავ, რამ­დენ­ჯე­რაც ჩემი ბე­ბე­რი ქმრის­გან გაქ­ცე­ვას და­ვა­პი­რებ. ახლა ყვე­ლა­ფე­რი მაქვს. მინ­და, სულ მახ­სოვ­დეს ის, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვტო­ვებ. ესაა შიმ­ში­ლი, სი­ცი­ვე, სი­ბინ­ძუ­რე და სა­ში­ნე­ლი სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა... ორო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ვირ­თხა­სა­ვით რომ დავ­ძვრე­ბო­დი, პუ­რის ნამ­ცე­ცებს ვე­ძებ­დი და შიმ­ში­ლის­გან სა­სო­მიხ­დი­ლი ვნატ­რობ­დი, იქ­ნებ, რო­მე­ლი­მე კაცს ჩემი გა­ჟიმ­ვა მონ­დო­მე­ბო­და... მერე, ორ­სულს გული მე­რე­ო­და, ვი­გუ­დე­ბო­დი, მაგ­რამ მი­ნეტს მა­ინც ვა­კე­თებ­დი, თან ღმერ­თს ვე­ვედ­რე­ბო­დი, ღე­ბი­ნე­ბა არ დამ­წყე­ბო­და, რომ კლი­ენტს ცე­მით არ მო­ვე­კა­ლი. აი, ამას ვტო­ვებ სა­ქარ­თვე­ლო­ში. რა­ტომ მე­უბ­ნე­ბი, რომ ამ ფრა­ზებს ვერ და­წერ? ეს ხომ სი­მარ­თლეა, ეს ხომ ის მწა­რე გზაა, რო­მელ­საც არა­ერ­თი ქალი გა­დის... სა­ხე­ლი და გვა­რი არ შე­მიც­ვა­ლოთ. მინ­და, ჩემ­მა ნა­თე­სა­ვებ­მა გა­ი­გონ, რო­გორ გა­მი­მე­ტეს. დე­და­ჩე­მი რომ გა­თხოვ­და, ჩათ­ვა­ლეს: ეგეც დე­და­მი­სის­ნა­ი­რი გა­იზ­რდე­ბაო და ის ორ­მოც­და­ა­თი თეთ­რიც არ გა­ი­მე­ტეს ჩემ­თვის, რო­მე­ლიც ახლა იმის­თვის უნდა გა­და­ი­ხა­დონ, რომ ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი, ჟურ­ნა­ლის ფურ­ცლებ­ზე და­ბეჭ­დი­ლი წა­ი­კი­თხონ...

ლელა ჭან­კო­ტა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#28 10.07.2003

"ნებისმიერთან ვწვებოდი, ვინც დამაპურებდა" - ქართველი გოგონა, რომელიც ძმისა და ბებიის სარჩენად მეძავი გახდა

"ნებისმიერთან ვწვებოდი, ვინც დამაპურებდა" - ქართველი გოგონა, რომელიც ძმისა და ბებიის სარჩენად მეძავი გახდა

მე მასთან დაკავშირება არ მიცდია. თუმცა მის შესახებ ინფორმაციას ვფლობდი. ის რედაქციაში თავად მოვიდა. ამბავი, რომელიც მისგან მოვისმინე, შემაძრწუნებელია. დიდხანს ვფიქრობდი სააშკარაოზე გამომეტანა თუ არა. ბოლოს რესპონდენტის თხოვნა გავითვალისწინე და ცრემლით ნათქვამი ფრაზების შერბილებაც ვცადე.

მაცაცო კერესელიძე:

- უბედურება ჩემთვის მაშინ დაიწყო, როცა დედაჩემმა არჩევანი გააკეთა. მე და ჩემი ძმა მოხუც ბებიასთან დაგვყარა და ყოფილ პატიმარზე გათხოვდა. ბებიის წყევლა ალბათ, მას საფლავშიც არ მოასვენებს. მე მეცხრე კლასში ვიყავი. ჩემი ძმა კი - მეშვიდეში, ორივენი ძალიან განვიცდიდით. საწოლში ერთმანეთს ვეხუტებოდით და დილამდე ვტიროდით. ამას თან ერთვოდა ისიც, რომ მატერიალურად გვიჭირდა. მეზობლები ჩემს ძმას აჭმევდნენ. ისინი რომ არა, ალიკა ვერც გაიზრდებოდა, მე კი შიმშილისგან ზოგჯერ ცუდად ვხდებოდი. მეზობლების მრცხვენოდა. მათთან არ ვსადილობდი.

- დედა არ გეხმარებოდათ?

- წლების შემდეგ გავიგე, რომ მას ისეთი საშინელი ქმარი ჰყოლია, ყოველდღე სცემდა თურმე. დედას ბევრჯერ უფიქრია, შვილებს დავუბრუნდებიო, მაგრამ ის კაცი ემუქრებოდა: ჩემგან წასვლას თუ გაბედავ, მოგკლავო... არც ნათესავები გვეხმარებოდნენ. ერთ დღეს, ბებია საწოლიდან არ ადგა. ეს მისგან უჩვეულო საქციელი იყო. ვკითხე: რატომ არ დგები-მეთქი? მიპასუხა: გათენებას ველოდებიო. ერთი სიტყვით, ის დარბმავდა. იმწუთას ბებია კი არ მეცოდებოდა, იმაზე ვფიქრობდი, ჩვენთვის ლუკმაპური ვის უნდა მოეტანა. ის ვეღარ იმუშავებდა. სასოწარკვეთილმა დახმარება ვის აღარ ვთხოვე, მაგრამ მაშინ ყველას უჭირდა. თბილისში ომი მძვინვარებდა. ხალხს პურის ფულიც კი არ ჰქონდა. ასე ვეყარეთ ორი ბავშვი ბედის ანაბარა. ჩვენს მეზობლად ერთი ქალი ცხოვრობდა. მასზე ამბობდნენ, საყვარლებს საცვლებივით იცვლისო. დასახმარებლად მასთანაც მივედი. ვუთხარი, ხომ შეიძლება გამოჩნდეს კაცი, ვისი საყვარელიც გავხვდები, სამაგიეროდ, ის ჩემს ოჯახს მზრუნველობას არ მოაკლებს-მეთქი. გაიცინა და არაფერი მითხრა.

- ე.ი. გადაწყვიტე მეძავი გამხდარიყავი?

- არ არსებობდა ისეთი რამ, რასაც არ გავაკეთებდი, ოღონდაც შიმშილით სიკვდილისგან მეხსნა ჩემი ოჯახი. მაგრამ სანამ რამე საშუალება გამოვნახე, ჩემი საბრალო ძმა დაიჭირეს. მეზობელი სიგარეტით ვაჭრობდა. მას დახვდა ქუჩაში. თავში ქვა ჩაარტყა და ფული მოჰპარა. ღამე იყო. ბნელოდა, მაგრამ იმ ქალმა მაინც იცნო თავდამსხმელი. როგორც კი გავიგე, ალიკა უბნის რწმუნებულმა სულ ცემა-ტყებით წაიყვანა სახლიდანო, დედასთან გავიქეცი. ვიცოდი, სადაც ცხოვრობდა. კარზე რომ დავაკაკუნე, გულმა ბაგაბუგი დამიწყო. დედა რვა თვე არ მყავდა ნანახი. კარი ვიღაც კაცმა გააღო. ვკითხე: დედაჩემი სახლშია-მეთქი? მიპასუხა: დედაშენი საავადმყოფოში წევსო... იქიდან გულგაგლეჯილი წამოვედი. თურმე დედა ორსულად ყოფილა. მას ვაჟი შეეძინა. ვერ წარმოვიდგენდი, შვილს თუ გააჩენდა. ორი წლის იყო მისი ვაჟი ლექსო, ერთმანეთს შემთხვევით რომ შევხვდით. დედას ლექსო საბავშვო ბაღიდან მოჰყავდა. ჩემს დანახვაზე გაფითრდა. არ უტირია. ალბათ, ჩემთვის ცრემლიც არ ჰქონდა, მაგ ლაწირაკს რომ დაჰფოფინებ, განა, მე და ჩემი ძმა შენი შვილები არა ვართ-მეთქი?! - ვკითხე. გამიგე, შვილოო, - მითხრა. რა უნდა გამეგო?! მის გამო ჩემი ძმა არასრულწლოვანთა კოლონიაში სასჯელს იხდიდა. მე კი, ხუთი თვის ორსული ვიყავი და არ ვიცოდი, ბავშვის მამა ვინ იყო, რადგან ნებისმიერთან ვწვებოდი, ვინც დამაპურებდა და თუნდაც ერთ ლარს მომცემდა – მოხუცი ბებოსთვის პური რომ მეყიდა... ზოგჯერ ვნატრობდი, ბებია მომკვდარიყო. ის ქვეშ ისვრიდა, აზრი აღარ ჰქონდა, ვერც კი მცნობდა. მისი მოვლა ჩემთვის მძიმე ტვირთად იქცა.

- როგორ დაიწყო შენი ინტიმური "კარიერა"?

- ერთ დღეს, ვიღაც კაცმა პირდაპირ სახლში მომაკითხა. იკითხა: მაცაცო აქ ცხოვრობსო? ის ალბათ, ჩემმა მეძავმა მეზობელმა გამომიგზავნა. მე ვარ-მეთქი, - ვუპასუხე. კმაყოფილმა შემათვალიერა. საჩუქრები მოგიტანეო, - მითხრა და რაღაც შეფუთული მომაწოდა. ძეხვი, პური, ხილი და ნამცხვარი მოიტანა. მშიერი ვიყავი. მაშინვე სუფრა გავაწყვე. გაღიმებული მიყურებდა, რომ ვჭამდი. მეორე დღესაც მოვიდა. აღარ დავაყოვნე და ვუთხარი: თუ მომივლი, შენი ქალი გავხდები-მეთქი. ის კაცი ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. მშიერი არასდროს დავუტოვებივართ არც მე და არც ბებია. ცოტა ფულსაც მაძლევდა და საოცრად ალერსიანად მექცეოდა კიდეც. ჩემთან თოთხმეტი თვის განმავლობაში დადიოდა, მან მასწავლა იმაზე მეტი, რაც თოთხმეტი წლის მანძილზე ვისწავლე. მეუბნებოდა: არასდროს არ დაგკარგავ, თუ ასე კარგად მოიქცევიო.

- კარგად მოქცევაში რას გულისხმობდა?

- მე არ ვეკითხებოდი: სად ცხოვრობდა, ვინ იყვნენ მისი ოჯახის წევრები. ვიცოდი, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა. მეტი არაფერი. ერთი სიტყვით, მისი ბედნიერი ოჯახისთვის საფრთხეს არ წარმოვადგენდი. მაგრამ ერთ დღეს აღარ მოვიდა, საღამომდე ველოდი. ღამეც ვერ დავიძინე, ერთი თვის მანძილზე რომ აღარ მოვიდა, მივხვდი, მიმატოვა. მიზეზი დღემდე უცნობია. იქნებ, გულმა დაარტყა, იქნებ, ავარიაში მოყვა, იქნებ, მოკლეს კიდეც... მას შემდეგ მის შესახებ აღარაფერი გამიგია. ცოცხალი რომ იყოს, ერთხელ მაინც მნახავდა. ისე მივლიდა, შეუძლებელია, არ ვყვარებოდი.

- შენ თუ გიყვარდა?

- გაბოროტებულ ადამიანს შეყვარება არ შეუძლია. ჩავთვალოთ, რომ იმ კაცთან ვმუშაობდი. გასამრჯელოსაც ვიღებდი. მეტი არაფერი. მისი გაუჩინარების შემდეგ, კიდევ უფრო საშინელ დღეში ჩავვარდი. უკვე ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, თავი რომ გადამერჩინა, მაგრამ კაცის შოვნა ადვილი არ იყო. ცირკთან დადგომა არ მინდოდა. თანაკლასელების მრცხვენოდა. თანაც სახლი მქონდა. შემეძლო ნებისმიერი მსურველი საკუთარ სახლში მომეყვანა. გარეგნულად მშვენიერ გოგოს, წესით, თაყვანისმცემელი უნდა გამომჩენოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. უკაცოდ დავრჩი.

- ამიტომ დადექი ქუჩაში კლიენტების გამოსაჭერად?

- ცირკთან ადგილი არ იყო. ქალებმა იქ არ გამაჩერეს. ამიტომ, დიდუბეში, გამოფენის წინ დავდექი. შვიდი თვე ვიმუშავე. მერე, როგორც უკვე გითხარით, დავფეხმძიმდი და იძულებული გავხდი, მუშაობისთვის თავი დამენებებინა. დანაზოგი მქონდა, შიმშილით არ მოვკვდებოდი. მაგრამ სწორედ ამ დროს გარდაიცვალა ბებია. მთელი ფული მის დასაკრძალად დამჭირდა. ორსულობის ბოლო პერიოდი ისევ შიმშილში გავატარე, მარამ მაინც ჯანმრთელი ბავშვი გავაჩინე, ყოველ შემთხვევაში, ექიმმა ასე მითხრა. ვაჟი შემეძინა. სამშობიაროშივე ყველამ იცოდა, რომ მის გაზრდას ვერ შევძლებდი. მშობიარობიდან მესამე დღეს პალატაში ვიღაც ქალი შემოვიდა, საწოლზე ჩამოჯდა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მითხრა: ჩემს რძალს შვილი დაეღუპა, რომ გაიგოს, ნამდვილად გაგიჟდება, რადგან მეორე ბავშვის გაჩენას ვეღარ შეძლებს. მოგვეცი შენი ბიჭი და რაც გინდა, მთხოვეო. ის ქალი ალბათ, ჩემს შვილს ღმერთმა გამოუგზავნა. ალბათ, უფალს არ ეწადა ჩემი შვილი შიმშილში გაზრდილიყო, უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა და საკუთარი თავი შესძულებოდა ისევე, როგორც ეს დედამისს დაემართა. არაფერი არ მინდა თქვენგან, ბავშვს უანგაროდ მოგცემთ-მეთქი, - ვუთხარი იმ ქალს. გიჟი ვეგონე. არ მინდოდა, ასე ეფიქრა, ამიტომაც ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. თუ ბავშვს შეიყვარებთ, აჭმევთ, აღზრდით და გააბედნიერებთ, თანახმა ვარ-მეთქი... ერთი სიტყვით, ჩემი შვილი იმ ხალხს მივეცი. უკანასკნელად, გულში რომ ჩავიკარი, ვუთხარი: ძალიან რომ არ მიყვარდე შენს გაშვილებას ვერ შევძლებდი-მეთქი. მისი პატარა თვალები დავიმახსოვრე, მაჯაზე გაკეთებული სამაჯური შევაწყვიტე და ექთანს ვთხოვე, არ წაერთმია. ის სამაჯური ჩემი ავგაროზია. პატარა ტოპრაკში ჩავდე და ყელზე ჩამოვიკიდე. როგორ მინდა, ჩემი შვილი ბედნიერი იყოს და ყველაფერი ჰქონდეს, რაც მე ცხოვრებამ წამართვა.

- სამშობიაროდან ვინ გამოგიყვანა?

- ის ხალხი მართლა კარგი ხალხი აღმოჩნდა. მითხრეს: თურქეთში წაგიყვანთ სამუშაოდ, შიმშილს თავი რომ დააღწიოო... სამ თვეში ყველა საბუთი გამიკეთეს. იმ ქალმა, ჩემი შვილის ბებიამ, სარფის საბაჟომდე მიმიყვანა. სტამბოლში ჩავედი. იქ ქართველი ქალი დამხვდა და კაფეში მიმტანად დამაწყებინა მუშაობა. უკვე რვა წელია, რაც თურქეთში ვცხოვრობ. ორი თვეა, რაც თბილისში ჩამოვედი. სასექტემბროდ ისევ მივდივარ. გავიგე, ჩემი ძმა ციხიდან გამოსულა და მისი ნახვა მინდოდა, მაგრამ...

- ალიკა თერთმეტი წელი იჯდა ციხეში?

- კოლონიიდან რომ გამოვიდა და გაიგო დედაჩემმა შვილი რომ გააჩინა, გადაირია, შინ მიუვარდა და ჩხუბი აუტეხა. მამინაცვალი მთვრალი ყოფილა. იარაღი გამოუტანია და ალიკას მოკვლა დაუპირებია. დედა უკნიდან მიჰპარვია თავის ქმარს და სამფეხა სკამი თავში ჩაურტყამს. მერე ალიკას ის კაცი სულ ნაკუწებად უქცევია... დედაც დაიჭირეს და ალიკაც. დედა ციხიდან სამ წელიწადში გამოვიდა. ალიკა თებერვალში გათავისუფლდა. ჩამოვედი, მისთვის ფული რომ ჩამომეტანა, მაგრამ შინ არ შემიშვა: მეძავი ხარო. დედასთან წავედი. დედა-შვილმა მაინც გავუგეთ ერთმანეთს. შვილები ყოველთვის ვპატიობთ დედებს ყველა დანაშაულს. დედისგან ცემაც არ გვამახსოვრდება. მიუხედავად იმისა, რომ დედამ ყვლაფერი წამართვა, მაინც ვაპატიე. სკოლაში ყველაზე კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი. ექიმობაზე ვოცნებობდი. დღე და ღამე ვმეცადინეობდი, მაგრამ დედამ იმედები წამართვა და ოცნებები დამიმსხვრია...

- მე ვიცი ალიკას ამბავი. იქნებ, შენგან მოვისმინო სიმართლე?

- ალიკამ ათი წლის ბავშვი გააუპატიურა... ათი წლის ბიჭთან ინტიმური კავშირი დაამყარა... ამის გამო ალიკა საშინლად აწამეს. გვამი რომ ვნახე, არც მეგონა, ჩემი ძმის თუ იყო... ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია...

- თბილისში რას აკეთებ? ზაფხულს აქ რატომ ატარებ?

- თურქეთში გავთხოვდი. ჩემი ქმარი ზაფხულობით ანტალიაში მუშაობს. წელს უჩემოდ წავიდა. მის მრავალრიცხოვან ოჯახში დარჩენა არ მოვინდომე. მირჩევნია, აქ ვიყო. აქაურ კაცებს მოვემსახურო. ფული არ მჭირდება, მაგრამ გართობის მიზნით, ზოგჯერ გამოფენის წინ ვდგები. ჩემი ქმარი 56 წლის არის. ბებერ კაცთან სექსი აუტანელია. ახალგაზრდა ბიჭები მომწონს. აგვისტოს ბოლოს აქედან წავალ და ჩემი ძამიკოს სურათს წავიღებ. განგებამ ისე ინდომა, რომ მისი დატირებაც კი მრცხვენოდა. თურქეთში რომ ჩავალ, ამ ინტერვიუს იმდენჯერ წავიკითხავ, რამდენჯერაც ჩემი ბებერი ქმრისგან გაქცევას დავაპირებ. ახლა ყველაფერი მაქვს. მინდა, სულ მახსოვდეს ის, რასაც საქართველოში ვტოვებ. ესაა შიმშილი, სიცივე, სიბინძურე და საშინელი სასოწარკვეთილება... ოროთახიან ბინაში ვირთხასავით რომ დავძვრებოდი, პურის ნამცეცებს ვეძებდი და შიმშილისგან სასომიხდილი ვნატრობდი, იქნებ, რომელიმე კაცს ჩემი გაჟიმვა მონდომებოდა... მერე, ორსულს გული მერეოდა, ვიგუდებოდი, მაგრამ მინეტს მაინც ვაკეთებდი, თან ღმერთს ვევედრებოდი, ღებინება არ დამწყებოდა, რომ კლიენტს ცემით არ მოვეკალი. აი, ამას ვტოვებ საქართველოში. რატომ მეუბნები, რომ ამ ფრაზებს ვერ დაწერ? ეს ხომ სიმართლეა, ეს ხომ ის მწარე გზაა, რომელსაც არაერთი ქალი გადის... სახელი და გვარი არ შემიცვალოთ. მინდა, ჩემმა ნათესავებმა გაიგონ, როგორ გამიმეტეს. დედაჩემი რომ გათხოვდა, ჩათვალეს: ეგეც დედამისისნაირი გაიზრდებაო და ის ორმოცდაათი თეთრიც არ გაიმეტეს ჩემთვის, რომელიც ახლა იმისთვის უნდა გადაიხადონ, რომ ეს საშინელი ამბავი, ჟურნალის ფურცლებზე დაბეჭდილი წაიკითხონ...

ლელა ჭანკოტაძე

ჟურნალი "გზა"

#28 10.07.2003

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია