სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თორნიკე ყიფიანი მეუღლისგან უფრო მეტ გაგებას ითხოვს
თორნიკე ყიფიანი მეუღლისგან უფრო მეტ გაგებას ითხოვს

თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი ერ­თა­დერ­თი კონ­კურ­სან­ტი იყო, რო­მელ­მაც "X ფაქ­ტო­რის" პირ­ველ ლა­ივ­კონ­ცერ­ტზე ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა, ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის "მე­ნატ­რე­ბა", და ესე­მეს­ლი­დე­რი გახ­და. თამ­თა გო­გუ­ა­ძის ერთ-ერთ ფა­ვო­რიტ­სა და გუნ­დის წევ­რს ქება დი­დად არ აღაფრ­თო­ვა­ნებს. ამ­ბობს, რომ მა­შინ გა­უ­ხარ­დე­ბა, როცა თა­ვის და­წე­რილ სიმ­ღე­რას შე­უ­ქე­ბენ.

"X ფაქ­ტო­რის" ბრი­ლი­ან­ტი, რო­გორც მას მენ­ტო­რებ­მა უწო­დეს, სი­ტყვა­ძუნ­წია, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს - ბლუ­ყუ­ნებს და თან უნდა, კარ­გად ეს­მო­დეთ მისი, გან­სა­კუთ­რე­ბით ცოლს.

- თორ­ნი­კე, იმ ასა­კი­დან და­ვი­წყოთ, სა­ი­და­ნაც შენ და მუ­სი­კა და­მე­გობ­რდით...

- ბავ­შვო­ბა­ში მშობ­ლებს დავ­ყავ­დი მუ­სი­კა­ზე, ფორ­ტე­პი­ა­ნო­სა და ვი­ო­ლი­ნო­ზე დაკ­ვრას ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ არ მიყ­ვარ­და და მა­ლე­ვე გა­მო­ვე­დი.

- ბე­თჰო­ვე­ნას ხომ არ გე­ძახ­დნენ უბან­ში?

- არა, ისე დავ­დი­ო­დი, რომ არა­ვინ იცო­და ჩემ გარ­და.

- რო­გორ, ამ­ხე­ლა ვი­ო­ლი­ნოს სად მა­ლავ­დი?

- ეგ ამ­ბე­ბი დაწ­ვრი­ლე­ბით არ მახ­სოვს. ის მახ­სოვს, რომ არ დამ­ცი­ნოდ­ნენ... მე მა­ინც არ მომ­წონ­და ეს ვი­ო­ლი­ნო და ფორ­ტე­პი­ა­ნო, სულ სხვა ჟან­რი მი­ზი­დავ­და. რეპი მომ­წონ­და. ემი­ნემ­სა და დოქ­ტორ დრეს ვუს­მენ­დი. მერე მუ­სი­კა­ლურ ათწლედ­ში ვის­წავ­ლე რამ­დე­ნი­მე წელი და იქი­და­ნაც გა­მო­ვე­დი. მერე მა­მა­ჩემ­მა მო­მა­ს­მე­ნი­ნა ჰენ­დრიქ­სის სა­უ­კე­თე­სო სიმ­ღე­რე­ბი და გა­დავ­წყვი­ტე, გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა მეს­წავ­ლა. მამა ბით­ლო­მა­ნია, კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა აქვს. ამ პე­რი­ოდ­ში გა­დავ­წყვი­ტე, მეც და­მე­წე­რა სიმ­ღე­რა და ჩემი პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რაც შე­იქ­მნა. "მო­ვი­და" ერ­ქვა.

- ვინ მო­ვი­და?

- გრძნო­ბე­ბი. სხვებ­საც მო­ე­წო­ნათ ეს სიმ­ღე­რა და ვი­ფიქ­რე, რომ კარ­გი გა­მო­ვი­და. მერე ჯგუ­ფის შექ­მნა გა­დავ­წყვი­ტე. 18 წლის ასაკ­ში ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე პირ­ვე­ლი რო­კჯ­გუ­ფი "წრი­უ­ლი კუ­თხე". კუ­თხე­ში ვი­გუ­ლის­ხმე ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც წრე­ზე ბრუ­ნავს. სამ­ყა­როც ასე­თია.

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ალ­ბათ სკო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ხდე­ბო­და. მას­წავ­ლებ­ლებს თუ ეს­მო­დათ შენი მუ­სი­კა?

- არ იცოდ­ნენ. მუ­სი­კა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბი ცალ­კე სამ­ყა­რო იყო ჩემ­თვის, სკო­ლა, კლა­სე­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი - სხვა. რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ჯგუ­ფის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, არა­ნა­ი­რი ხელ­შე­წყო­ბა არ გვქონ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე არ არის ისე­თი პი­რო­ბე­ბი, რომ ცო­ცხალ­მა ჯგუფ­მა თა­ვი­სი სახ­სრე­ბით იარ­სე­ბოს. ამ პრობ­ლე­მე­ბის გამო ზოგი მი­დი­ო­და ჯგუ­ფი­დან, ზოგი უკან ბრუნ­დე­ბო­და, თა­ვი­დან ვარ­ჩევ­დით სიმ­ღე­რებს. მოკ­ლედ, ვერ გავ­ქა­ჩეთ და და­ვი­შა­ლეთ. იმედ­გაც­რუ­ე­ბა დიდ­ხანს მქონ­და, სო­ლო­კა­რი­ე­რის და­წყე­ბა ვცა­დე. მარ­ტოც არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და. მერე ახა­ლი მე­გობ­რე­ბი გა­ვი­ცა­ნი და სხვა ჯგუ­ფი შევ­ქმე­ნით. თა­ვი­დან თა­ვად და­ვი­წყე სიმ­ღე­რა, სა­ნამ ვო­კა­ლისტს ვი­პო­ვი­დით.

- რა­ტომ, შენს თავს ვო­კა­ლის­ტად არ მი­იჩ­ნევ?

- სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობ­დი, რომ ვიმ­ღე­რებ­დი, უფრო გი­ტა­რის­ტო­ბა მომ­წონ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

თორნიკე ყიფიანი მეუღლისგან უფრო მეტ გაგებას ითხოვს

თორნიკე ყიფიანი მეუღლისგან უფრო მეტ გაგებას ითხოვს

თორნიკე ყიფიანი ერთადერთი კონკურსანტი იყო, რომელმაც ''X ფაქტორის'' პირველ ლაივკონცერტზე ქართული სიმღერა შეასრულა, ირაკლი ჩარკვიანის ''მენატრება'', და ესემესლიდერი გახდა. თამთა გოგუაძის ერთ-ერთ ფავორიტსა და გუნდის წევრს ქება დიდად არ აღაფრთოვანებს. ამბობს, რომ მაშინ გაუხარდება, როცა თავის დაწერილ სიმღერას შეუქებენ.

''X ფაქტორის'' ბრილიანტი, როგორც მას მენტორებმა უწოდეს, სიტყვაძუნწია, როგორც თავად ამბობს - ბლუყუნებს და თან უნდა, კარგად ესმოდეთ მისი, განსაკუთრებით ცოლს.

- თორნიკე, იმ ასაკიდან დავიწყოთ, საიდანაც შენ და მუსიკა დამეგობრდით...

- ბავშვობაში მშობლებს დავყავდი მუსიკაზე, ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე დაკვრას ვსწავლობდი, მაგრამ არ მიყვარდა და მალევე გამოვედი.

- ბეთჰოვენას ხომ არ გეძახდნენ უბანში?

- არა, ისე დავდიოდი, რომ არავინ იცოდა ჩემ გარდა.

- როგორ, ამხელა ვიოლინოს სად მალავდი?

- ეგ ამბები დაწვრილებით არ მახსოვს. ის მახსოვს, რომ არ დამცინოდნენ... მე მაინც არ მომწონდა ეს ვიოლინო და ფორტეპიანო, სულ სხვა ჟანრი მიზიდავდა. რეპი მომწონდა. ემინემსა და დოქტორ დრეს ვუსმენდი. მერე მუსიკალურ ათწლედში ვისწავლე რამდენიმე წელი და იქიდანაც გამოვედი. მერე მამაჩემმა მომასმენინა ჰენდრიქსის საუკეთესო სიმღერები და გადავწყვიტე, გიტარაზე დაკვრა მესწავლა. მამა ბითლომანია, კარგი მუსიკალური გემოვნება აქვს. ამ პერიოდში გადავწყვიტე, მეც დამეწერა სიმღერა და ჩემი პირველი სიმღერაც შეიქმნა. ''მოვიდა'' ერქვა.

- ვინ მოვიდა?

- გრძნობები. სხვებსაც მოეწონათ ეს სიმღერა და ვიფიქრე, რომ კარგი გამოვიდა. მერე ჯგუფის შექმნა გადავწყვიტე. 18 წლის ასაკში ჩამოვაყალიბე პირველი როკჯგუფი ''წრიული კუთხე''. კუთხეში ვიგულისხმე ადამიანის სულიერი მდგომარეობა, რომელიც წრეზე ბრუნავს. სამყაროც ასეთია.

- ეს ყველაფერი ალბათ სკოლის პარალელურად ხდებოდა. მასწავლებლებს თუ ესმოდათ შენი მუსიკა?

- არ იცოდნენ. მუსიკა და მასთან დაკავშირებული მეგობრები ცალკე სამყარო იყო ჩემთვის, სკოლა, კლასელები და მასწავლებლები - სხვა. რთული აღმოჩნდა ჯგუფის შენარჩუნება, არანაირი ხელშეწყობა არ გვქონდა. საქართველოში დღემდე არ არის ისეთი პირობები, რომ ცოცხალმა ჯგუფმა თავისი სახსრებით იარსებოს. ამ პრობლემების გამო ზოგი მიდიოდა ჯგუფიდან, ზოგი უკან ბრუნდებოდა, თავიდან ვარჩევდით სიმღერებს. მოკლედ, ვერ გავქაჩეთ და დავიშალეთ. იმედგაცრუება დიდხანს მქონდა, სოლოკარიერის დაწყება ვცადე. მარტოც არაფერი გამომივიდა. მერე ახალი მეგობრები გავიცანი და სხვა ჯგუფი შევქმენით. თავიდან თავად დავიწყე სიმღერა, სანამ ვოკალისტს ვიპოვიდით.

- რატომ, შენს თავს ვოკალისტად არ მიიჩნევ?

- საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ ვიმღერებდი, უფრო გიტარისტობა მომწონდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება