მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქართველი ვარსკვლავების მესაიდუმლე და მასწავლებელი
ვინ არის ქართველი ვარსკვლავების მესაიდუმლე და მასწავლებელი

გარ­და იმი­სა, რომ ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სია, ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გიც არის. თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ესტრა­დას არა­ერ­თი კარ­გი მომ­ღე­რა­ლი აღუ­ზარ­და. თუმ­ცა თვი­თონ ყო­ველ­თვის ჩრდილ­ში ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს, არა­და, რუ­სუ­დან ბახ­ტა­ძეს სათ­ქმე­ლი მარ­თლაც ბევ­რი აქვს...

- ჩემი პე­და­გო­გო­ბა ასე და­ი­წყო: კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის მე­ო­რე­კურ­სე­ლი სა­ბავ­შვო ვო­კა­ლურ ან­სამ­ბლ "ჩი­ო­რა­ში" პე­და­გო­გად მი­მიწ­ვი­ეს, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი ზუ­რაბ ლა­ლი­აშ­ვი­ლი გახ­ლდათ. ამ ადა­მი­ა­ნის მად­ლი­ე­რი ვარ. მან პრო­ფე­სი­უ­ლად სწორ გზა­ზე და­მა­ყე­ნა...

"ჩი­ო­რა" კარ­გი ან­სამ­ბლი იყო, რომ­ლის წევ­რე­ბიც შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ. ცუდი ის იყო, რომ მუ­შა­ო­ბა უმ­ძი­მეს პე­რი­ოდ­ში (90-იან წლე­ბი) გვი­წევ­და.. მერე და მერე მშობ­ლე­ბიც ვე­ღარ ახერ­ხებ­დნენ იქ შვი­ლე­ბის ტა­რე­ბას და ან­სამ­ბლი და­ი­შა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას­წავ­ლებ­ლად ხე­ლოვ­ნე­ბის გიმ­ნა­ზი­ა­ში მი­მიწ­ვი­ეს. ერთხე­ლაც, იქ ბა­ხის სა­ღა­მოს ვამ­ზა­დებ­დი და გა­მახ­სენ­და პა­ტა­რა მომ­ღე­რა­ლი - მა­ნა­ნა ჯა­ფა­რი­ძე (დღეს­დღე­ო­ბით ბა­ქო­ში მოღ­ვა­წე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი. - ავტ.), რო­მე­ლიც "ჩი­ო­რა­ში", 8 წლის ასაკ­ში, "ავე მა­რი­ას" მღე­რო­და. დე­და­მისს და­ვუ­რე­კე და ვთხო­ვე, - ბა­ხის სა­ღა­მო­ზე მა­ნა­ნამ რომ იმ­ღე­როს, წი­ნა­აღ­მდე­გი ხომ არ იქ­ნე­ბით-მეთ­ქი? დე­და­მის­მა მი­თხრა, - მა­ნა­ნამ სიმ­ღე­რას თავი და­ა­ნე­ბა, კა­რა­ტე­ზე და­დის, მაგ­რამ რა პრობ­ლე­მაა? წა­იყ­ვა­ნეო. მოკ­ლედ, ასე მოხ­და ჩემი და მა­ნა­ნას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და­კავ­ში­რე­ბა. იმის შემ­დეგ სე­რი­ო­ზუ­ლად მოვ­კი­დე ხელი ბავ­შვს და ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. თა­ვი­სი მო­ნა­ცე­მით იმის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევ­და, რომ მის­თვის მეტი და მეტი გა­მე­კე­თე­ბი­ნა და მეც თავს არ ვზო­გავ­დი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია. ასე­თი მოს­წავ­ლე არ მყო­ლია. გარ­და ნი­ჭი­სა, მას ჰქონ­და მი­ზა­ნი ცხოვ­რე­ბა­ში, რომ წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­ეღ­წია. რომ უნდა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი.

- კი, მაგ­რამ რა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შეხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი, რომ თავი აქ ვერ და­იმ­კვიდ­რა?

- გა­ჭირ­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში ჯა­ზის აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობ­და და სწავ­ლის ქი­რის გა­დახ­დას ვერ ახერ­ხებ­და. იმ პე­რი­ოდ­ში აჩი­კო მე­ფა­რი­ძემ მი­თხრა, - ბა­ქო­ში კონ­ცერ­ტე­ბია და­გეგ­მი­ლი, თითო კონ­ცერ­ტში ჰო­ნო­რა­რის სა­ხით 100 დო­ლარს იხ­დი­ან და შე­მიძ­ლია, იმ კონ­ცერ­ტში მა­ნა­ნა ჩა­ვას­მე­ვი­ნოო... მა­ნა­ნამ ბა­ქო­ში წას­ვლა გა­და­წყვი­ტა, სა­დაც გა­იც­ნო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც რეს­ტო­რან­ში მუ­შა­ო­ბა შეს­თა­ვა­ზა და იქ ერთი წლით დარ­ჩა... სა­ბო­ლო­ოდ კი ისე მოხ­და, რომ იმ ქა­ლაქს შერ­ჩა და თავი წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­იმ­კვიდ­რა...

- ვიცი, რომ სოფო ნი­ჟა­რა­ძის პე­და­გო­გიც იყა­ვი...

- კი, სოფო ჩემ­თან 7 წლი­სა მო­ვი­და. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი იყო. მას­თან დიდი ხანი ვმუ­შა­ობ­დი. 16 წლი­სა სას­წავ­ლებ­ლად მოს­კოვ­ში გა­ემ­გზავ­რა... მი­მაჩ­ნია, რომ რა­საც მი­აღ­წია, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც სო­ფოს დე­დის - ქე­თი­ნო ნი­ჟა­რა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ამ ქალ­ბა­ტონ­მა ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დით გა­და­დო და რა არ გა­უ­კე­თა შვილს, რომ წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­ეღ­წია...

- სა­ნამ სო­ფოს აქ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­იც­ნობ­და, ის მოს­კოვ­ში გა­იც­ნეს. მისი კა­რი­ე­რა იქ და­ი­წყო. რო­გორც მომ­ღე­რა­ლი მოს­კოვ­ში შედ­გა...

- ძა­ლი­ან კარ­გი, რომ კა­რი­ე­რა იქ და­ი­წყო. მღე­რო­და ისეთ თე­ატ­რა­ლურ დას­ში, რო­გო­რი­ცაა "მეტ­რო". ეს ის თე­ატ­რია, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალ­სა თუ მსა­ხი­ობს შე­მოქ­მე­დე­ბი­თად მრა­ვალ­მხრი­ვად გახ­სნის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. იმ თე­ატ­რში ერ­თდრო­უ­ლად მომ­ღე­რა­ლი და არ­ტის­ტიც უნდა იყო. მოკ­ლედ, სე­რი­ო­ზუ­ლი და­სია და სო­ფომ იქ მუ­შა­ო­ბას კარ­გად გა­არ­თვა თავი... ბავ­შო­ბა­ში ხუ­თო­სა­ნი იყო, რად­გა­ნაც დედა აძა­ლებ­და ყვე­ლა სა­გა­ნი თა­ნა­ბა­რი წარ­მა­ტე­ბით ეს­წავ­ლა. მერე ჩემ­თან მო­დი­ო­და და ტი­რო­და: რუ­სი­კო, უთხა­რი დე­და­ჩემს რამე, არ მინ­და, ფი­ზი­კა, ქი­მია, მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლაო... ალ­ბათ, ქე­თი­ნოს ასეთ­მა პო­ზი­ცი­ამ ის შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, რაც სო­ფოს სა­ხით მო­მა­ვალ­ში მი­ვი­ღეთ...

- რუსო, ისიც ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ იყა­ვი ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი ბავ­შვე­ბის - მა­რი­კა თხე­ლი­ძი­სა და თიკა ჯამ­ბუ­რი­ას ვო­კა­ლის პე­და­გო­გი. მათ საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ასაკ­ში გა­ით­ქვეს სა­ხე­ლი, რაც მი­მაჩ­ნია, რომ შენი დამ­სა­ხუ­რე­ბაა... რას იტყვი ამა­ზე?

- ორი­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს და დღემ­დე ერ­თმა­ნე­თის­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. რო­მე­ლი­მე მათ­განს თუ რამე აქვს გა­და­სა­წყვე­ტი, ელე­მენ­ტა­რუ­ლიც კი, არ არ­სე­ბობს, არ და­მირ­ე­კოს და არ მი­თხრას, - რუსო, რა გა­ვა­კე­თო? რას მირ­ჩევ? ჩვენ მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბე­ლი-მოს­წავ­ლე კი არა, ერ­თმა­ნე­თის მე­გობ­რე­ბი და მე­სა­ი­დუმ­ლე­ე­ბი ვართ. მა­პა­ტი­ოს ორი­ვეს დე­დამ, მაგ­რამ დღემ­დე ვი­ნა­ხავ მათ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს... ორი­ვემ კარ­გად იცის, რომ ზუსტ რჩე­ვას მივ­ცემ და სწორ გზა­ზე და­ვა­ყე­ნებ. მა­რი­კაც და თი­კაც ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან. თიკა 6 წლი­სა მო­ვი­და ჩემ­თან, მა­რი­კა 7 წლის იყო. ისი­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი იმი­ტომ გახ­დნენ, რომ ბავ­შვო­ბა­ში იმ­ღე­რეს თა­ვი­ან­თი სიმ­ღე­რე­ბი და იპო­ვეს ის მუ­სი­კა­ლუ­რი სტი­ლი, რო­მე­ლიც მათ მო­უხ­დათ.

- ანუ და­ი­კა­ვეს ნიშა, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში, მათი ასა­კი­სას არა­ვის ჰქონ­და და­კა­ვე­ბუ­ლი?

- დიახ.

- დღეს­დღე­ო­ბით რა ხდე­ბა მაგ ასა­კის ბავ­შვებ­ში? არის იმე­დის­მომ­ცე­მი რა­ი­მე?

- არი­ან ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვე­ბი, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ არ მღე­რი­ან თა­ვი­ანთ სიმ­ღე­რებს, უფრო სხვე­ბის ნამ­ღე­რის იმი­ტა­ცი­ას ახ­დე­ნენ. თი­კას და მა­რი­კას კი სპე­ცი­ა­ლუ­რად ვუ­კე­თებ­დი სიმ­ღე­რებს. თა­ვი­ან­თი რე­პერ­ტუ­ა­რი ჰქო­ნო­დათ, რა­შიც მათი მო­ნა­ცე­მე­ბი მეხ­მა­რე­ო­ბო­და. თი­კას "ჯე­ი­რა­ნი" რომ გა­ვუ­კე­თე, უფ­როს­მა მომ­ღე­ლებ­მა მი­საყ­ვე­დუ­რეს - ჩვენ ვერ ვიმ­ღე­რებ­დი­თო? მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, ისი­ნი თა­ვი­ან­თი პო­ტენ­ცი­ა­ლით ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევ­დნენ. თი­კაც და მა­რი­კაც თა­ნა­ბარ სი­მაღ­ლე­ზე იყ­ვნენ ცნო­ბილ მომ­ღერ­ლებ­თან და სიმ­ღე­რე­ბის არან­ჟი­რე­ბებს პრო­ფე­სი­ო­ნალ ავ­ტო­რებ­თან აკე­თებ­დნენ. ამი­ტო­მაც გახ­დნენ პოპ­ლა­რუ­ლე­ბი. ყვე­ლა ნი­ჭი­ერ შემ­სრუ­ლე­ბელ­სა და დამ­წყებ მომ­ღე­რალს სჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გზას გა­უხ­სნის, იმუ­შა­ვებს ვო­კალ­თან. ასე­თი პე­და­გო­გე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი რან­გის მომ­ღერ­ლებს ჰყავ­დათ. ჩვენ­ში ასე რომ არ ხდე­ბა, იმი­ტო­მაც არის დღეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა ქარ­თულ სა­ესტრა­დო სცე­ნა­ზე - მომ­ღე­რა­ლი ვერ ვი­თარ­დე­ბა. კომ­პო­ზი­ტო­რი სიმ­ღე­რას რომ აძ­ლევს, გარ­და ტექ­სტი­სა და მე­ლო­დი­ის სწავ­ლი­სა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ვე­რა­ფერს აკე­თებს. ერ­თა­დერ­თი, ვინც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს და ვი­თარ­დე­ბა, მომ­ღე­რა­ლი ნინო ქა­თა­მა­ძეა. მარ­თლა კარ­გი მუ­სი­კო­სია. არ ერი­დე­ბა, სხვას რჩე­ვა ჰკი­თხოს. და­მი­ჯე­რეთ, არც ერთი არ მუ­შა­ობს სა­კუ­თარ თავ­ზე და ამი­ტო­მაც, არის ყვე­ლა­ფე­რი გა­ყი­ნუ­ლი და გა­ჩე­რე­ბუ­ლი. არა­და, დამ­თავ­რდა "ფო­ნოგ­რა­მა­ზე შეს­რუ­ლე­ბის ეტა­პი"; ახლა მსმე­ნე­ლი ცო­ცხა­ლი მუ­სი­კის მოს­მე­ნას ითხოვს; შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­როა, რომ ბევ­რი რა­ღაც შე­იც­ვა­ლოს და შემ­სრუ­ლებ­ლის მუ­სი­კა­ლურ­მა დო­ნემ აი­წი­ოს. არ კმა­რა მხო­ლოდ ღმერ­თის­გან ბო­ძე­ბუ­ლი ნი­ჭის - სმე­ნი­სა და ხმის იმე­დად დარ­ჩე­ნა. ამას­თან, მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით, გე­მოვ­ნე­ბას­თან ერ­თად, სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტია, რო­მე­ლიც კი­დევ მეტ დე­ფი­ცი­ტად მი­მაჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვიდ­რე სხვა და­ნარ­ჩე­ნი.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.ეგ"-სთვის

eka
0

თიკა და მარიკა ნამდვილად ნიჭიერი მომღერლები არიან და პოპულარულებიც იყვნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვინ არის ქართველი ვარსკვლავების მესაიდუმლე და მასწავლებელი

ვინ არის ქართველი ვარსკვლავების მესაიდუმლე და მასწავლებელი

გარდა იმისა, რომ ნიჭიერი მუსიკოსია, ცნობილი პედაგოგიც არის. თანამედროვე ქართულ ესტრადას არაერთი კარგი მომღერალი აღუზარდა. თუმცა თვითონ ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს, არადა, რუსუდან ბახტაძეს სათქმელი მართლაც ბევრი აქვს...

- ჩემი პედაგოგობა ასე დაიწყო: კონსერვატორიის მეორეკურსელი საბავშვო ვოკალურ ანსამბლ "ჩიორაში" პედაგოგად მიმიწვიეს, რომლის ხელმძღვანელი ზურაბ ლალიაშვილი გახლდათ. ამ ადამიანის მადლიერი ვარ. მან პროფესიულად სწორ გზაზე დამაყენა...

"ჩიორა" კარგი ანსამბლი იყო, რომლის წევრებიც შესანიშნავი ბავშვები იყვნენ. ცუდი ის იყო, რომ მუშაობა უმძიმეს პერიოდში (90-იან წლები) გვიწევდა.. მერე და მერე მშობლებიც ვეღარ ახერხებდნენ იქ შვილების ტარებას და ანსამბლი დაიშალა. მოგვიანებით, მასწავლებლად ხელოვნების გიმნაზიაში მიმიწვიეს. ერთხელაც, იქ ბახის საღამოს ვამზადებდი და გამახსენდა პატარა მომღერალი - მანანა ჯაფარიძე (დღესდღეობით ბაქოში მოღვაწე წარმატებული ქართველი მუსიკოსი. - ავტ.), რომელიც "ჩიორაში", 8 წლის ასაკში, "ავე მარიას" მღეროდა. დედამისს დავურეკე და ვთხოვე, - ბახის საღამოზე მანანამ რომ იმღეროს, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით-მეთქი? დედამისმა მითხრა, - მანანამ სიმღერას თავი დაანება, კარატეზე დადის, მაგრამ რა პრობლემაა? წაიყვანეო. მოკლედ, ასე მოხდა ჩემი და მანანას ინდივიდუალურად დაკავშირება. იმის შემდეგ სერიოზულად მოვკიდე ხელი ბავშვს და ბევრი ვიმუშავეთ. შეიძლება ითქვას, რომ შემოქმედებითად ერთად გავიზარდეთ. თავისი მონაცემით იმის საშუალებას მაძლევდა, რომ მისთვის მეტი და მეტი გამეკეთებინა და მეც თავს არ ვზოგავდი. განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანია. ასეთი მოსწავლე არ მყოლია. გარდა ნიჭისა, მას ჰქონდა მიზანი ცხოვრებაში, რომ წარმატებისთვის მიეღწია. რომ უნდა ჩამოყალიბებულიყო, როგორც მომღერალი.

- კი, მაგრამ რა წინააღმდეგობა შეხვდა საქართველოში ისეთი, რომ თავი აქ ვერ დაიმკვიდრა?

- გაჭირვების პერიოდში ჯაზის აკადემიაში სწავლობდა და სწავლის ქირის გადახდას ვერ ახერხებდა. იმ პერიოდში აჩიკო მეფარიძემ მითხრა, - ბაქოში კონცერტებია დაგეგმილი, თითო კონცერტში ჰონორარის სახით 100 დოლარს იხდიან და შემიძლია, იმ კონცერტში მანანა ჩავასმევინოო... მანანამ ბაქოში წასვლა გადაწყვიტა, სადაც გაიცნო ადამიანი, რომელმაც რესტორანში მუშაობა შესთავაზა და იქ ერთი წლით დარჩა... საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ იმ ქალაქს შერჩა და თავი წარმატებულად დაიმკვიდრა...

- ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის პედაგოგიც იყავი...

- კი, სოფო ჩემთან 7 წლისა მოვიდა. ძალიან ნიჭიერი და საყვარელი ბავშვი იყო. მასთან დიდი ხანი ვმუშაობდი. 16 წლისა სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრა... მიმაჩნია, რომ რასაც მიაღწია, ყველაფერი მაინც სოფოს დედის - ქეთინო ნიჟარაძის დამსახურებაა. ამ ქალბატონმა ყველაფერი გვერდით გადადო და რა არ გაუკეთა შვილს, რომ წარმატებისთვის მიეღწია...

- სანამ სოფოს აქ ფართო საზოგადოება გაიცნობდა, ის მოსკოვში გაიცნეს. მისი კარიერა იქ დაიწყო. როგორც მომღერალი მოსკოვში შედგა...

- ძალიან კარგი, რომ კარიერა იქ დაიწყო. მღეროდა ისეთ თეატრალურ დასში, როგორიცაა "მეტრო". ეს ის თეატრია, რომელიც მომღერალსა თუ მსახიობს შემოქმედებითად მრავალმხრივად გახსნის საშუალებას აძლევს. იმ თეატრში ერთდროულად მომღერალი და არტისტიც უნდა იყო. მოკლედ, სერიოზული დასია და სოფომ იქ მუშაობას კარგად გაართვა თავი... ბავშობაში ხუთოსანი იყო, რადგანაც დედა აძალებდა ყველა საგანი თანაბარი წარმატებით ესწავლა. მერე ჩემთან მოდიოდა და ტიროდა: რუსიკო, უთხარი დედაჩემს რამე, არ მინდა, ფიზიკა, ქიმია, მათემატიკის სწავლაო... ალბათ, ქეთინოს ასეთმა პოზიციამ ის შედეგი გამოიღო, რაც სოფოს სახით მომავალში მივიღეთ...

- რუსო, ისიც ცნობილი ფაქტია, რომ იყავი ცნობილი მომღერალი ბავშვების - მარიკა თხელიძისა და თიკა ჯამბურიას ვოკალის პედაგოგი. მათ საკმაოდ პატარა ასაკში გაითქვეს სახელი, რაც მიმაჩნია, რომ შენი დამსახურებაა... რას იტყვი ამაზე?

- ორივე ძალიან მიყვარს და დღემდე ერთმანეთისთვის ძალიან ახლობელი ადამიანები ვართ. რომელიმე მათგანს თუ რამე აქვს გადასაწყვეტი, ელემენტარულიც კი, არ არსებობს, არ დამირეკოს და არ მითხრას, - რუსო, რა გავაკეთო? რას მირჩევ? ჩვენ მხოლოდ მასწავლებელი-მოსწავლე კი არა, ერთმანეთის მეგობრები და მესაიდუმლეები ვართ. მაპატიოს ორივეს დედამ, მაგრამ დღემდე ვინახავ მათ საიდუმლოებებს... ორივემ კარგად იცის, რომ ზუსტ რჩევას მივცემ და სწორ გზაზე დავაყენებ. მარიკაც და თიკაც ნიჭიერები არიან. თიკა 6 წლისა მოვიდა ჩემთან, მარიკა 7 წლის იყო. ისინი პოპულარულები იმიტომ გახდნენ, რომ ბავშვობაში იმღერეს თავიანთი სიმღერები და იპოვეს ის მუსიკალური სტილი, რომელიც მათ მოუხდათ.

- ანუ დაიკავეს ნიშა, რომელიც იმ პერიოდში, მათი ასაკისას არავის ჰქონდა დაკავებული?

- დიახ.

- დღესდღეობით რა ხდება მაგ ასაკის ბავშვებში? არის იმედისმომცემი რაიმე?

- არიან ნიჭიერი ბავშვები, მაგრამ მიმაჩნია, რომ არ მღერიან თავიანთ სიმღერებს, უფრო სხვების ნამღერის იმიტაციას ახდენენ. თიკას და მარიკას კი სპეციალურად ვუკეთებდი სიმღერებს. თავიანთი რეპერტუარი ჰქონოდათ, რაშიც მათი მონაცემები მეხმარეობოდა. თიკას "ჯეირანი" რომ გავუკეთე, უფროსმა მომღელებმა მისაყვედურეს - ჩვენ ვერ ვიმღერებდითო? მაგრამ ვიმეორებ, ისინი თავიანთი პოტენციალით ამის საშუალებას მაძლევდნენ. თიკაც და მარიკაც თანაბარ სიმაღლეზე იყვნენ ცნობილ მომღერლებთან და სიმღერების არანჟირებებს პროფესიონალ ავტორებთან აკეთებდნენ. ამიტომაც გახდნენ პოპლარულები. ყველა ნიჭიერ შემსრულებელსა და დამწყებ მომღერალს სჭირდება ადამიანი, რომელიც გზას გაუხსნის, იმუშავებს ვოკალთან. ასეთი პედაგოგები ნებისმიერი რანგის მომღერლებს ჰყავდათ. ჩვენში ასე რომ არ ხდება, იმიტომაც არის დღეს სერიოზული პრობლემა ქართულ საესტრადო სცენაზე - მომღერალი ვერ ვითარდება. კომპოზიტორი სიმღერას რომ აძლევს, გარდა ტექსტისა და მელოდიის სწავლისა, შემოქმედებითად ვერაფერს აკეთებს. ერთადერთი, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს და ვითარდება, მომღერალი ნინო ქათამაძეა. მართლა კარგი მუსიკოსია. არ ერიდება, სხვას რჩევა ჰკითხოს. დამიჯერეთ, არც ერთი არ მუშაობს საკუთარ თავზე და ამიტომაც, არის ყველაფერი გაყინული და გაჩერებული. არადა, დამთავრდა "ფონოგრამაზე შესრულების ეტაპი"; ახლა მსმენელი ცოცხალი მუსიკის მოსმენას ითხოვს; შესაბამისად, საჭიროა, რომ ბევრი რაღაც შეიცვალოს და შემსრულებლის მუსიკალურმა დონემ აიწიოს. არ კმარა მხოლოდ ღმერთისგან ბოძებული ნიჭის - სმენისა და ხმის იმედად დარჩენა. ამასთან, მუსიკალური განათლებაც აუცილებელია, რომელიც დღესდღეობით, გემოვნებასთან ერთად, სერიოზული დეფიციტია, რომელიც კიდევ მეტ დეფიციტად მიმაჩნია საქართველოში, ვიდრე სხვა დანარჩენი.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.ეგ"-სთვის

"ამ ფოტოთი კონტრაცეპტივის რეკლამას ვაკეთებ" - რატომ დაიწუნეს ნანიკო ხაზარაძე?  უცნობი ისტორია ტელეწამყვანის ცხოვრებიდან

მარიკა თხელიძისა და გიორგი მანველიძის ქორწილი ბათუმში - როგორი წვეულება გამართა წყვილმა მეგობრების გარემოცვაში (ფოტოები, ვიდეო)

"კარგად დავფიქრდეთ, ესენი გვართმევენ ქართველობას და რუსები გვინარჩუნებენ?..." - რას წერს გიორგი უშიკიშვილი ამერიკასა და ევროკავშირზე