პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაუჯერებელი ამბავი რუსთავში: "სახლში ცეცხლს წელში მოხრილი რქებიანი ჭინკა აჩენს" - რას ყვებიან ოჯახის წევრი და სასულიერო პირი
დაუჯერებელი ამბავი რუსთავში: "სახლში ცეცხლს წელში მოხრილი რქებიანი ჭინკა აჩენს" - რას ყვებიან ოჯახის წევრი და სასულიერო პირი

რუს­თავ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის #6 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის 38-ე ბი­ნა­ში ფო­ჩხუ­ე­ბის ოჯახ­ში, 25 მა­ი­სი­დან 3 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით, ხან­ძა­რი გა­ურ­კვე­ველ და აუხ­სნელ ვი­თა­რე­ბა­ში, უკვე მე­სა­მედ გაჩ­ნდა. ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი ცე­ცხლის გა­ჩე­ნის შე­სა­ხებ და­უ­ჯე­რე­ბელ ამ­ბებს ყვე­ბი­ან. რუს­თა­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბი­ნა­ში ცე­ცხლს უჩი­ნა­რი ჭინ­კა აჩენს, ის წელ­ში მოხ­რი­ლია და თავ­ზე რქე­ბი აქვს. ზოგი იმა­საც ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ამ უხი­ლავ ბო­როტ არ­სე­ბას მხო­ლოდ ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა წევ­რი, 11 წლის გო­გო­ნა ხე­დავს, თუმ­ცა თა­ვი­დან მისი არა­ვის სჯე­რო­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, რო­დე­საც სახ­ლში ხან­ძა­რი პირ­ვე­ლად გაჩ­ნდა და ოჯა­ხის სა­კურ­თხებ­ლად სა­სუ­ლი­ე­რო პირი მი­იყ­ვა­ნეს, ლოც­ვის კი­თხვის დროს უჩი­ნა­რი ჭინ­კა მა­მა­ო­მაც და­ი­ნა­ხა. ამ დროს კა­რა­და­ში ტან­საც­მე­ლი აალ­და და მა­მა­ომ ეს სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხი­ლა.

1 ივ­ნისს ალექ­სან­დრე და მა­დო­ნა ფო­ჩხუ­ე­ბის ბი­ნა­ში ხან­ძა­რი მე­ო­რედ გაჩ­ნდა და მე­ო­რე­დაც გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში. ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, რომ სა­ხან­ძრო ბრი­გა­დამ და­იგ­ვი­ა­ნა, რის გა­მოც ოჯა­ხის უფ­რო­სი და მისი ძმა სიბ­რა­ზეს ვერ მა­ლავ­დნენ, მათ მე­ხან­ძრეს­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­დათ და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფაც მი­ა­ყე­ნეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის და­მა­ტე­ბი­თი ბრი­გა­დე­ბი გა­მო­ი­ძა­ხეს. პატ­რუ­ლის მის­ვლამ ეზო­ში შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და მე­ო­რე შეხ­ლა-შე­მოხ­ლა უკვე პატ­რულ­თან მოხ­და. ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, რომ არც სა­ხან­ძრო და არც სა­პატ­რუ­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს ფო­ჩხუ­ე­ბის არ სჯე­რო­დათ. ოჯახ­ში პირ­ვე­ლი ხან­ძრის შემ­თხვე­ვის შემ­დეგ, მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად ვი­დეო კა­მე­რა და­ა­მონ­ტა­ჟეს, თუმ­ცა მა­ლე­ვე მოხ­სნეს. მე­ხან­ძრე­ებ­თან კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ ძმე­ბი ფო­ჩხუ­ე­ბი და მათი მე­ზობ­ლე­ბი უკვე პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს და­უ­პი­რის­პირ­დნენ ფი­ზი­კუ­რად. ძმე­ბი ფო­ჩხუ­ე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა იმა­ვე ღა­მეს და­ა­კა­ვეს. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი და­კი­თხვა­ზე გა­ა­ტა­რეს იმ მე­ხან­ძრე­ებ­მაც, ვინც ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე ცე­ცხლის ჩა­საქ­რო­ბად მი­ვიდ­ნენ.

3 ივ­ნისს, ცე­ცხლი ფო­ჩხუ­ე­ბის სახ­ლის ყვე­ლა ოთახს ელ­ვის სის­წრა­ფით მო­ე­დო და და­იწ­ვა. ხან­ძრის ჩა­საქ­რო­ბად რუს­თა­ველ მე­ხან­ძრე­ებს ამ­ჯე­რად თბი­ლი­სი­დან გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი ბრი­გა­დის დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დათ.

ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სის მა­დო­ნა ფო­ჩხუ­ას დედა რიმა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, ბი­ნა­ში მომ­ხდარ ამ­ბებს დე­ტა­ლუ­რად ყვე­ბა და ამ­ბობს, რომ მსა­გავ­სი რამ, მის­თვის სხვას რომ მო­ე­ყო­ლა, გი­ჟად შე­რა­ცხავ­და.

"დღეს სახ­ლში ვი­ყა­ვი მე, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი, სი­ძის მა­მი­და და მა­მი­დაშ­ვი­ლი. აი­ვან­ზე ვის­ხე­დით. მას შემ­დეგ, რაც 25 მა­ისს პირ­ვე­ლად გაჩ­ნდა ცე­ცხლი, ოთა­ხებს ვა­კონ­ტრო­ლებ­დით, კვლავ რამე რომ არ მომ­ხდა­რი­ყო. დამ­წვრის სუნი ვიგ­რძე­ნით, ოთახ­ში შე­ვე­დით და იქ უკვე ყვე­ლა­ფერს ცე­ცხლი ეკი­და.

პირ­ვე­ლად რომ ცე­ცხლი გაჩ­ნდა, მა­ში­ნაც შე­ვეს­წა­რი ყვე­ლა­ფერს. ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა 25 მა­ისს და­მი­რე­კა, ფარ­დაა ჩემს ოთახ­ში დამ­წვა­რი და მე­ში­ნია, ნეტა, რა არი­სო. გა­მო­ვი­ქე­ცი მა­შინ­ვე, ვე­რა­ფე­რი ვერ ვი­პო­ვეთ ისე­თი, რომ გვეთ­ქვა, ამის­გან და­იწ­ვაო. ამ სა­უ­ბარ­ში ვი­ყა­ვით, ჩემი მე­ო­რე გო­გო­ნა შე­ვი­და სა­ძი­ნე­ბელ­ში და ყვი­რის, ხან­ძა­რი მძვი­ნავ­რებს, ჩქა­რა მიშ­ვე­ლე­თო. ვერ შე­ვე­დით ოთხში, ისე­თი ამ­ბა­ვი იყო. ღმერ­თის წყა­ლო­ბით არ და­ვი­ბე­ნი, ვერ და­მაბ­ნია იმ ეშ­მაკ­მა, თო­რემ ისე უმ­წეო ქალი ვარ. შუქი და გაზი გავ­თი­შე, რომ არ აფეთ­ქე­ბუ­ლი­ყო, ცე­ცხლი კი სა­წო­ლის გა­და­სა­ფა­რებ­ლით მოვ­გუ­დე. მერე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მო­ე­კი­და ფარ­დას, ისიც მოვ­გუ­დეთ. მო­ვი­და სა­ხან­ძრო, ვუყ­ვე­ბით ამ­ბავს და რა თქმა უნდა, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი მათ­თვის იმა­ზე, რომ არა­ვინ იყო ოთახ­ში და ცე­ცხლი თა­ვი­სით გაჩ­ნდა. მეც ვი­ზი­ა­რებ მათ აზრსს, რომ და­უ­ჯე­რე­ბე­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი. მსგავ­სი ის­ტო­რი­ე­ბი სხვის­გან რომ მო­მის­მე­ნია, გი­ჟად "მო­მი­ნათ­ლია", მაგ­რამ ფაქ­ტის წი­ნა­შე დავ­დე­ქით, რუს­თავ­ში თუ ვინ­მეა, სა­პატ­რუ­ლო და კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, ყვე­ლა ად­გილ­ზე იყო და იმათ თვალ­წინ ხდე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი,- ცე­ცხლი ეკი­დე­ბო­და თა­ვი­სით ნივ­თებს, ყვე­ლა პირ­ჯვარს იწერ­და", - ამ­ბობს რიმა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი.

Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ოჯა­ხის ბე­ბია ჰყვე­ბა, რომ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ მა­მაო მი­იყ­ვა­ნეს სახ­ლის სა­კურ­თხებ­ლად.

- მა­მაო ლოც­ვებს რომ კი­თხუ­ლობ­და, კა­რა­და, სა­დაც ტან­საც­მე­ლი იყო, უცებ აალ­და. მა­მაო ეძ­გე­რა და ჩა­აქ­რო. მე­ო­რედ ეს კვი­რას, 1 ივ­ნისს გან­მე­ორ­და. სა­პატ­რი­არ­ქო­ში ვი­ყა­ვი, იქ­ნებ რა­მე­ნა­ი­რად უწ­მინ­დესს შევ­ხვდე-თქო. ხვა­ლაც ვა­პი­რებ­დი წას­ვლას და ამა­სო­ბა­ში ეს სახ­ლი აღარ არ­სე­ბობს და აღარც გვინ­და აქ ცხოვ­რე­ბა.

რიმა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სახ­ლში ცე­ცხლს რა­ღაც უწ­მინ­დუ­რი არ­სე­ბა აჩენს, რო­მე­ლიც უხი­ლა­ვია.

- საქ­მე გვაქვს რა­ღა­ცას­თან, ეს რა­ღა­ცა არც კა­ნონ­ში წე­რია, არც არ­სად, ვე­რა­ვინ ვერ გვიხ­სნის რა, ან ვინ აჩენს ცე­ცხლს. ვართ და­უც­ვე­ლე­ბი და რა გა­ვა­კე­თოთ, არ ვიცი. ვი­ღა­ცა შე­იძ­ლე­ბა იტყვის, რომ ოჯახს რა­ღაც და­ნა­შა­უ­ლი აქ­ვსო, შე­მიძ­ლია და­ვი­ფი­ცო, რომ არა­ვის ჩვე­ნი ოჯა­ხი­დან და­ნა­შა­უ­ლი ან რა­ი­მე დიდი ცოდ­ვა არა გვაქვს. ერ­თა­დერ­თი პა­რა­ლელს ვავ­ლებ, რომ ნიკო ლო­მო­უ­რის მო­თხრო­ბებ­ში თუ წა­მი­კი­თხავს, რომ ჩვენ სო­ფელს ჭინ­კე­ბი შე­მო­ე­სივ­ნე­ნო, აი ესე­თი რამე თუა ამ სახ­ლშიც, მე არ ვიცი, - ამ­ბობს რიმა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი.

დღეს, ხან­ძრის დროს ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე იყო მამა საბა ტუ­ღუ­ში, რო­მე­ლიც მი­სი­ვე თქმით, ფო­ჩხუ­ე­ბის ოჯა­ხის უფ­რო­სის კლა­სე­ლი და ახ­ლო­ბე­ლია.

- ლოც­ვა ყვე­ლაფ­რის მკურ­ნა­ლია. აქ ჩვე­ნი მხრი­დან უფრო მეტი იყო გა­სა­კე­თე­ბე­ლი, მაგ­რამ ესე მოხ­და, რომ ცე­ცხლი კვლავ გაჩ­ნდა და და­იწ­ვა ყვე­ლა­ფე­რი. როცა ლოც­ვებს კი­თხუ­ლო­ბენ, ცე­ცხლი არ ჩნდე­ბა. ოჯა­ხის უფ­რო­სი ჩემი კლა­სე­ლი და ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია. ცე­ცხლის გა­ჩე­ნა ყვე­ლა­ფერს შე­უძ­ლია, არ­სე­ბობს ქი­მი­უ­რი შე­ნა­ერ­თე­ბი, რო­მელ­საც აა­ლე­ბა შე­უძ­ლია... მე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, შე­იძ­ლე­ბა ქი­მი­უ­რი აა­ლე­ბაა, შე­იძ­ლე­ბა ეშ­მა­კის ძა­ლით ხდე­ბა. რომ ვთქვა ეშ­მა­კის­გა­ნაა ეს ყვე­ლა­ფე­რიო, შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ ქი­მი­უ­რი აა­ლე­ბა იყოს", - ამ­ბობს მამა საბა ტუ­ღუ­ში.

ჭავ­ჭა­ვა­ძის #6 სახ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი დღეს ეზო­ში იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლე­ბი და ერ­თმა­ნეთს მწვა­ნე, რქე­ბი­ა­ნი და წელ­ში მოხ­რი­ლი უხ­ლა­ვი არ­სე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბის დე­ტა­ლებ­ზე უყ­ვე­ბოდ­ნენ. ერთ-ერ­თმა შე­ში­ნე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა კი ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბით თქვა, იმა­თი სახ­ლი სულ დიწ­ვა და ახლა ალ­ბათ ჩვენს სახ­ლებ­ში გად­მო­ი­ნაც­ვლებ­სო.

მა­რი­ამ ვარ­დოშ­ვი­ლი, Ambebi.ge

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დაუჯერებელი ამბავი რუსთავში: "სახლში ცეცხლს წელში მოხრილი რქებიანი ჭინკა აჩენს" - რას ყვებიან ოჯახის წევრი და სასულიერო პირი

დაუჯერებელი ამბავი რუსთავში: "სახლში ცეცხლს წელში მოხრილი რქებიანი ჭინკა აჩენს" - რას ყვებიან ოჯახის წევრი და სასულიერო პირი

რუსთავში, ჭავჭავაძის #6 საცხოვრებელი კორპუსის 38-ე ბინაში ფოჩხუების ოჯახში, 25 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, ხანძარი გაურკვეველ და აუხსნელ ვითარებაში, უკვე მესამედ გაჩნდა. ოჯახის წევრები და მეზობლები ცეცხლის გაჩენის შესახებ დაუჯერებელ ამბებს ყვებიან. რუსთაველები ამბობენ, რომ ბინაში ცეცხლს უჩინარი ჭინკა აჩენს, ის წელში მოხრილია და თავზე რქები აქვს. ზოგი იმასაც ირწმუნება, რომ ამ უხილავ ბოროტ არსებას მხოლოდ ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, 11 წლის გოგონა ხედავს, თუმცა თავიდან მისი არავის სჯეროდა, მოგვიანებით კი, როდესაც სახლში ხანძარი პირველად გაჩნდა და ოჯახის საკურთხებლად სასულიერო პირი მიიყვანეს, ლოცვის კითხვის დროს უჩინარი ჭინკა მამაომაც დაინახა. ამ დროს კარადაში ტანსაცმელი აალდა და მამაომ ეს საკუთარი თვალით იხილა.

1 ივნისს ალექსანდრე და მადონა ფოჩხუების ბინაში ხანძარი მეორედ გაჩნდა და მეორედაც გაურკვეველ ვითარებაში. ოჯახის წევრები და მეზობლები ყვებიან, რომ სახანძრო ბრიგადამ დაიგვიანა, რის გამოც ოჯახის უფროსი და მისი ძმა სიბრაზეს ვერ მალავდნენ, მათ მეხანძრესთან შელაპარაკება მოუვიდათ და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის დამატებითი ბრიგადები გამოიძახეს. პატრულის მისვლამ ეზოში შეკრებილი ხალხი გააღიზიანა და მეორე შეხლა-შემოხლა უკვე პატრულთან მოხდა. ჭავჭავაძის ქუჩის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ არც სახანძრო და არც საპატრულო სამსახურების თანამშრომლებს ფოჩხუების არ სჯეროდათ. ოჯახში პირველი ხანძრის შემთხვევის შემდეგ, მიზეზის დასადგენად ვიდეო კამერა დაამონტაჟეს, თუმცა მალევე მოხსნეს. მეხანძრეებთან კონფლიქტის შემდეგ ძმები ფოჩხუები და მათი მეზობლები უკვე პატრულის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ ფიზიკურად. ძმები ფოჩხუები სამართალდამცავებმა იმავე ღამეს დააკავეს. რამდენიმე საათი დაკითხვაზე გაატარეს იმ მეხანძრეებმაც, ვინც ჭავჭავაძის ქუჩაზე ცეცხლის ჩასაქრობად მივიდნენ.

3 ივნისს, ცეცხლი ფოჩხუების სახლის ყველა ოთახს ელვის სისწრაფით მოედო და დაიწვა. ხანძრის ჩასაქრობად რუსთაველ მეხანძრეებს ამჯერად თბილისიდან გამოძახებული ბრიგადის დახმარება დასჭირდათ.

ოჯახის დიასახლისის მადონა ფოჩხუას დედა რიმა მეგრელიშვილი, ბინაში მომხდარ ამბებს დეტალურად ყვება და ამბობს, რომ მსაგავსი რამ, მისთვის სხვას რომ მოეყოლა, გიჟად შერაცხავდა.

"დღეს სახლში ვიყავი მე, ჩემი შვილიშვილი, სიძის მამიდა და მამიდაშვილი. აივანზე ვისხედით. მას შემდეგ, რაც 25 მაისს პირველად გაჩნდა ცეცხლი, ოთახებს ვაკონტროლებდით, კვლავ რამე რომ არ მომხდარიყო. დამწვრის სუნი ვიგრძენით, ოთახში შევედით და იქ უკვე ყველაფერს ცეცხლი ეკიდა.

პირველად რომ ცეცხლი გაჩნდა, მაშინაც შევესწარი ყველაფერს. ჩემმა ქალიშვილმა 25 მაისს დამირეკა, ფარდაა ჩემს ოთახში დამწვარი და მეშინია, ნეტა, რა არისო. გამოვიქეცი მაშინვე, ვერაფერი ვერ ვიპოვეთ ისეთი, რომ გვეთქვა, ამისგან დაიწვაო. ამ საუბარში ვიყავით, ჩემი მეორე გოგონა შევიდა საძინებელში და ყვირის, ხანძარი მძვინავრებს, ჩქარა მიშველეთო. ვერ შევედით ოთხში, ისეთი ამბავი იყო. ღმერთის წყალობით არ დავიბენი, ვერ დამაბნია იმ ეშმაკმა, თორემ ისე უმწეო ქალი ვარ. შუქი და გაზი გავთიშე, რომ არ აფეთქებულიყო, ცეცხლი კი საწოლის გადასაფარებლით მოვგუდე. მერე სამზარეულოში მოეკიდა ფარდას, ისიც მოვგუდეთ. მოვიდა სახანძრო, ვუყვებით ამბავს და რა თქმა უნდა, დაუჯერებელი იყო ჩვენი საუბარი მათთვის იმაზე, რომ არავინ იყო ოთახში და ცეცხლი თავისით გაჩნდა. მეც ვიზიარებ მათ აზრსს, რომ დაუჯერებელია ეს ყველაფერი. მსგავსი ისტორიები სხვისგან რომ მომისმენია, გიჟად "მომინათლია", მაგრამ ფაქტის წინაშე დავდექით, რუსთავში თუ ვინმეა, საპატრულო და კრიმინალური სამსახური, ყველა ადგილზე იყო და იმათ თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი,-  ცეცხლი ეკიდებოდა თავისით ნივთებს, ყველა პირჯვარს იწერდა", - ამბობს რიმა მეგრელიშვილი.

Ambebi.ge-სთან საუბრისას ოჯახის ბებია ჰყვება, რომ პირველი შემთხვევის შემდეგ მამაო მიიყვანეს სახლის საკურთხებლად.

- მამაო ლოცვებს რომ კითხულობდა, კარადა, სადაც ტანსაცმელი იყო, უცებ აალდა. მამაო ეძგერა და ჩააქრო. მეორედ ეს კვირას, 1 ივნისს განმეორდა. საპატრიარქოში ვიყავი, იქნებ რამენაირად უწმინდესს შევხვდე-თქო. ხვალაც ვაპირებდი წასვლას და ამასობაში ეს სახლი აღარ არსებობს და აღარც გვინდა აქ ცხოვრება.

რიმა მეგრელიშვილი ირწმუნება, რომ სახლში ცეცხლს რაღაც უწმინდური არსება აჩენს, რომელიც უხილავია.

- საქმე გვაქვს რაღაცასთან, ეს რაღაცა არც კანონში წერია, არც არსად, ვერავინ ვერ გვიხსნის რა, ან ვინ აჩენს ცეცხლს. ვართ დაუცველები და რა გავაკეთოთ, არ ვიცი. ვიღაცა შეიძლება იტყვის, რომ ოჯახს რაღაც დანაშაული აქვსო, შემიძლია დავიფიცო, რომ არავის ჩვენი ოჯახიდან დანაშაული ან რაიმე დიდი ცოდვა არა გვაქვს. ერთადერთი პარალელს ვავლებ, რომ ნიკო ლომოურის მოთხრობებში თუ წამიკითხავს, რომ ჩვენ სოფელს ჭინკები შემოესივნენო, აი ესეთი რამე თუა ამ სახლშიც, მე არ ვიცი, - ამბობს რიმა მეგრელიშვილი.

დღეს, ხანძრის დროს ჭავჭავაძის ქუჩაზე იყო მამა საბა ტუღუში, რომელიც მისივე თქმით, ფოჩხუების ოჯახის უფროსის კლასელი და ახლობელია.

- ლოცვა ყველაფრის მკურნალია. აქ ჩვენი მხრიდან უფრო მეტი იყო გასაკეთებელი, მაგრამ ესე მოხდა, რომ ცეცხლი კვლავ გაჩნდა და დაიწვა ყველაფერი. როცა ლოცვებს კითხულობენ, ცეცხლი არ ჩნდება. ოჯახის უფროსი ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარია. ცეცხლის გაჩენა ყველაფერს შეუძლია, არსებობს ქიმიური შენაერთები, რომელსაც აალება შეუძლია... მე ვერაფერს ვიტყვი, შეიძლება ქიმიური აალებაა, შეიძლება ეშმაკის ძალით ხდება. რომ ვთქვა ეშმაკისგანაა ეს ყველაფერიო, შეიძლება უბრალოდ ქიმიური აალება იყოს", - ამბობს მამა საბა ტუღუში.

ჭავჭავაძის #6 სახლის მაცხოვრებლები დღეს ეზოში იყვნენ შეკრებილები და ერთმანეთს მწვანე, რქებიანი და წელში მოხრილი უხლავი არსების შესახებ ამბის დეტალებზე უყვებოდნენ. ერთ-ერთმა შეშინებულმა ქალბატონმა კი ცრემლიანი თვალებით თქვა, იმათი სახლი სულ დიწვა და ახლა ალბათ ჩვენს სახლებში გადმოინაცვლებსო.

მარიამ ვარდოშვილი, Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია