მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ფანჯიკიძე ბარაკ ობამას განცხადებას მიესალმება
მაია ფანჯიკიძე ბარაკ ობამას განცხადებას მიესალმება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მაია ფან­ჯი­კი­ძე, აშშ-ს პრე­ზი­დენტ ბა­რაკ ობა­მას გან­ცხა­დე­ბას, ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის გა­მო­ყო­ფის თა­ო­ბა­ზე, მი­ე­სალ­მე­ბა.

რო­გორც ფან­ჯი­კი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ამ სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, დე­ტა­ლებ­ზე ჯერ სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია, ვი­ნა­ი­დან ამ თე­მა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი დი­ა­ლო­გი და­წყე­ბუ­ლი არ არის.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი არის სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი არის სა­ქარ­თვე­ლოს დიდი მხარ­დამ­ჭე­რი და მისი გან­ცხა­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ერთი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­მო­ე­ყო­ფა უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და იქ არის ლა­პა­რა­კი სა­ქარ­თვე­ლო­ზე, არის ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი გზავ­ნი­ლი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გი. რა თქმა უნდა ჯერ­ჯე­რო­ბით დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი ად­რეა, რად­გან ჩვენ ჯერ ამ თე­მა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი დი­ა­ლო­გი არ გვაქვს, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ეს არის ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით ყვე­ლა­ფერს, რაც გა­აძ­ლი­ე­რებს ჩვენს უსაფრ­თხო­ე­ბას", - აღ­ნიშ­ნა მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბა არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ არ არის მი­მარ­თუ­ლი, არა­მედ მთე­ლი რე­გი­ო­ნის სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­შია. "აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა უნდა იყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს მშვი­დი, სტა­ბი­ლუ­რი ქვე­ყა­ნა. ამით მხო­ლოდ მო­ი­გე­ბენ ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი", - დას­ძი­ნა ფან­ჯი­კი­ძემ.

ამას­თან, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი არ იზი­ა­რებს მო­საზ­რე­ბას, რომ შე­საძ­ლოა ეს დახ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლომ MAP-ის სა­ნაც­ვლოდ მი­ი­ღოს და აცხა­დებს, რომ არა­ფე­რი არაფ­რის სა­ნაც­ვლოდ არ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მაია ფანჯიკიძე ბარაკ ობამას განცხადებას მიესალმება

მაია ფანჯიკიძე ბარაკ ობამას განცხადებას მიესალმება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებას, ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე, მიესალმება.

როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ამ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, დეტალებზე ჯერ საუბარი ნაადრევია, ვინაიდან ამ თემაზე კონკრეტული დიალოგი დაწყებული არ არის.

"ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. აშშ-ის პრეზიდენტი არის საქართველოს დიდი მხარდამჭერი და მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ ერთი მილიარდი დოლარი გამოეყოფა უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად და იქ არის ლაპარაკი საქართველოზე, არის ძალიან კონკრეტული გზავნილი, რომელსაც ექნება კონკრეტული შედეგი. რა თქმა უნდა ჯერჯერობით დეტალებზე საუბარი ადრეა, რადგან ჩვენ ჯერ ამ თემაზე კონკრეტული დიალოგი არ გვაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის ძალიან კონკრეტული განცხადება კონკრეტული ღონისძიებების შესახებ. ჩვენ მივესალმებით ყველაფერს, რაც გააძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს უსაფრთხოება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არამედ მთელი რეგიონის საერთო ინტერესებშია. "აქედან გამომდინარე, ყველა უნდა იყოს დაინტერესებული, რომ საქართველო იყოს მშვიდი, სტაბილური ქვეყანა. ამით მხოლოდ მოიგებენ ჩვენი მეზობლები", - დასძინა ფანჯიკიძემ.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ შესაძლოა ეს დახმარება საქართველომ MAP-ის სანაცვლოდ მიიღოს და აცხადებს, რომ არაფერი არაფრის სანაცვლოდ არ განიხილება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა