კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მშიერმა ძაღლმა პენსიონერი ცოცხლად შეჭამა
მშიერმა ძაღლმა პენსიონერი ცოცხლად შეჭამა

ინ­გლის­ში, ქა­ლაქ ლი­ვერ­პულ­ში შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია მოხ­და - ძაღ­ლი, რო­მე­ლიც 45 სა­ა­თი მში­ე­რი იყო, პენ­სი­ო­ნერს თავს და­ეს­ხა და "ცო­ცხლად შე­ჭა­მა".

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ძაღ­ლის პატ­რო­ნე­ბი - 30 წლის ჰა­ი­ლი სალი და 29 წლის დელა ვუდსი და­ა­პა­ტიმ­რეს. ძაღ­ლმა 79 წლის კლი­ფორდ კლარ­კი თა­ვის­სა­ვე ბაღ­ში სას­ტი­კად და­ა­სა­ხიჩ­რა. მო­ხუცს სამ­ზა­რე­უ­ლოს კარი ღია დარ­ჩა და მე­ზობ­ლის მში­ერ­მა ცხო­ველ­მაც ამით ისარ­გებ­ლა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ლი­ვერ­პუ­ლის სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, პენ­სი­ო­ნე­რი მა­მა­კა­ცის მკლა­ვი "ძა­ფი­ვით ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი" დახ­ვდათ - ის "ცო­ცხლად შეჭ­მუ­ლი იყო". პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ძაღ­ლი დახ­ვრი­ტეს.

პატ­რო­ნებ­მა მში­ე­რი ძაღ­ლი ბაღ­ში და­ტო­ვეს და ცხე­ლი ამინ­დის მი­უ­ხე­და­ვად, წყა­ლიც არ მის­ცეს, თა­ვად კი წვე­უ­ლე­ბა­ზე წა­ვიდ­ნენ - ტრა­გე­დი­აც პატ­რო­ნე­ბის წას­ვლის შემ­დეგ დატ­რი­ალ­და. პო­ლი­ცია მე­ზობ­ლებ­მა გა­მო­ი­ძა­ხეს; რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, პენ­სი­ო­ნე­რის ბა­ღი­დან არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ღრი­ა­ლის ხმა შე­მო­ეს­მათ. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ძაღ­ლის პატ­რო­ნე­ბი 12 თვით და­ა­პა­ტიმ­რეს. ჩარ­ლი კა­ნა­რის დო­გის ჯი­შის ძაღ­ლი იყო. მე­ზობ­ლე­ბი გარ­დაც­ვლილ მო­ხუცს და­დე­ბით პი­როვ­ნე­ბად ახა­სი­ა­თე­ბენ. მათი თქმით, მა­მა­კაცს დი­ა­ბე­ტი და ართრი­ტი აწუ­ხებ­და.

"ძაღ­ლი იმ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლი იყო, რომ ორ­ჯერ სრო­ლა მო­მი­წია. პირ­ველ­მა ტყვი­ა­მაც ვერ შე­ა­ჩე­რა, წა­მოხ­ტა და ჩემ­ზე თავ­დას­ხმა სცა­და. ასე­თი რამ სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილმშიც არ მი­ნა­ხავს", - ყვე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

გიორგი
0

ეგ ძაღლი მიაკვდათ მათ პატრონებს სულში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

მშიერმა ძაღლმა პენსიონერი ცოცხლად შეჭამა

მშიერმა ძაღლმა პენსიონერი ცოცხლად შეჭამა

ინგლისში, ქალაქ ლივერპულში შემზარავი ტრაგედია მოხდა - ძაღლი, რომელიც 45 საათი მშიერი იყო, პენსიონერს თავს დაესხა და "ცოცხლად შეჭამა".

სამართალდამცავებმა ძაღლის პატრონები - 30 წლის ჰაილი სალი და 29 წლის დელა ვუდსი დააპატიმრეს. ძაღლმა 79 წლის კლიფორდ კლარკი თავისსავე ბაღში სასტიკად დაასახიჩრა. მოხუცს სამზარეულოს კარი ღია დარჩა და მეზობლის მშიერმა ცხოველმაც ამით ისარგებლა.

როგორც ჟურნალისტებს ლივერპულის სასამართლოში განუცხადეს, პენსიონერი მამაკაცის მკლავი "ძაფივით ჩამოკიდებული" დახვდათ - ის "ცოცხლად შეჭმული იყო". პოლიციელებმა ძაღლი დახვრიტეს.

პატრონებმა მშიერი ძაღლი ბაღში დატოვეს და ცხელი ამინდის მიუხედავად, წყალიც არ მისცეს, თავად კი წვეულებაზე წავიდნენ - ტრაგედიაც პატრონების წასვლის შემდეგ დატრიალდა. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს; როგორც მეზობლები ამბობენ, პენსიონერის ბაღიდან არაადამიანური ღრიალის ხმა შემოესმათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძაღლის პატრონები 12 თვით დააპატიმრეს. ჩარლი კანარის დოგის ჯიშის ძაღლი იყო. მეზობლები გარდაცვლილ მოხუცს დადებით პიროვნებად ახასიათებენ. მათი თქმით, მამაკაცს დიაბეტი და ართრიტი აწუხებდა.

"ძაღლი იმდენად აგრესიული იყო, რომ ორჯერ სროლა მომიწია. პირველმა ტყვიამაც ვერ შეაჩერა, წამოხტა და ჩემზე თავდასხმა სცადა. ასეთი რამ საშინელებათა ფილმშიც არ მინახავს", - ყვება პოლიციელი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

პრაქტიკული რჩევები, რომლებიც პიკნიკის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

ჩინეთის ელჩის ლი იენის ინტერვიუ

როგორები იქნებოდნენ პოპულარული ადამიანები საპირისპირო სქესი რომ ჰქონდეთ - სახალისო ფოტოები სოციალური ქსელებიდან