მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში მდინარე აბაშას კანიონში მდინარის ადიდების გამო რამდენიმე ახალგაზრდა ჩარჩა. ადგილზე გასული არიან სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდები კანიონში იყვნენ შესული, როდესაც მოულოდნელად მდინარე ადიდდა.
ახალგაზრდებმა შედარებით უსაფრთხო ადგილის მოძებნა შეძლეს, თუმცა სიტუცია უფრო და უფრო რთულდება.