პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღარიბაშვილის სიმამრის რესტორანში დასახვედრად ბიუჯეტიდან 2350 ლარი დახარჯეს
ღარიბაშვილის სიმამრის რესტორანში დასახვედრად ბიუჯეტიდან 2350 ლარი დახარჯეს

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­მამ­რის თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის, კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვი­ლის და ახ­მე­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის მას­პინ­ძლო­ბი­სათ­ვის, 2014 წლის 4 აპ­რილს, რეს­ტო­რან­ში 2350 ლარი და­ხარ­ჯა. თან­ხა ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ი­ყო.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის მიერ ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­რეს­ტორ­ნე მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის თან­ხა ინდმე­წარ­მე "ომარ ნო­ნი­აშ­ვილს" ჩა­ე­რი­ცხა.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბი­დან მო­ი­თხო­ვა ინ­ფორ­მა­ცია, რა იყო სტუმ­რე­ბის ვი­ზი­ტის მი­ზა­ნი, ვახ­შა­მის მე­ნიუ, სტუმ­რე­ბის ჯგუ­ფის შე­მად­გენ­ლო­ბა, რომ­ლის გა­ცე­მა­ზეც უარი ეთ­ქვა.

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის სა­ფი­ნან­სო - ეკო­ნო­მი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის არ­სენ ბუღ­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­ფი­ნან­სო სამ­სა­ხურ­ში არ აქვთ ინ­ფორ­მა­ცია სტუმ­რე­ბის ვი­ნა­ო­ბის, ვი­ზი­ტის მი­ზა­ნის და მე­ნი­უს შე­სა­ხებ.

"გამ­გებ­ლის ბრძა­ნე­ბით დაგ­ვე­ვა­ლა თან­ხის გა­და­რი­ცხვა ინდმე­წარ­მე "ომარ ნო­ნი­აშ­ვი­ლის­თვის" 2350 ლა­რის ოდე­ნო­ბით და გა­დავ­რი­ცხეთ. "ომარ ნო­ნი­აშ­ვი­ლის­გან" მხო­ლოდ ზედ­ნა­დე­ბი გვაქვს მი­ღე­ბუ­ლი, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ თან­ხა სა­რეს­ტორ­ნე მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის უნდა ჩაგ­ვე­რი­ცხა", - აღ­ნიშ­ნა არ­სენ ბუღ­რი­ძემ.

ინდმე­წარ­მე ომარ ნო­ნი­აშ­ვილ­მა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს გა­ნუ­მარ­ტა, რომ 4 აპ­რილს გამ­გე­ო­ბი­დან შემ­დე­გი შეკ­ვე­თა მი­ი­ღო: 41 შემ­წვა­რი წი­წი­ლა; 41 ღო­რის მწვა­დი, გო­ჭის ხორ­ცი, ცხვრის ჩა­ქა­ფუ­ლი, ხბოს ხორ­ცის ჩა­შუ­შუ­ლი, ალაზ­ნის ლოქო, სა­ლა­თე­ბი, პური, ღვი­ნო და ა.შ. კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ მი­ა­წო­და გამ­გე­ო­ბას მე­ნიუ, ომარ ნო­ნი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის მე­ნი­უს მი­წო­დე­ბა და პრო­დუქ­ტის გა­შიფვ­რა არ მო­უ­თხო­ვი­ათ.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­მამ­რი, პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რა­ლი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი, 4 აპ­რილს, ახ­მე­ტა­ში, ქარ­თულ ჭი­და­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლო­ბას, ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტის სტა­ტუ­სით და­ეს­წრო. თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი 1998-1999 წლებ­ში და­ბა­დე­ბულ ჭა­ბუკ­თა შო­რის გა­მარ­თუ­ლი შე­ჯიბ­რის მთა­ვა­რი მსა­ჯი იყო. პრე­მი­ე­რის სი­მამრს თან ახ­ლდნენ კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვი­ლი და შს კა­ხე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ბე­სიკ ამი­რა­ნაშ­ვი­ლი, ასე­ვე ახ­მე­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013 - 2014 წლებ­ში ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ხარ­ჯე­ბი­დან 74 298 ლარი და­ი­ხარ­ჯა სა­რეს­ტორ­ნე მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, სა­ჩუქ­რე­ბის შე­სა­ძე­ნად, სტუმ­რე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაირა
0

ამათ უნდა თქვან სიბერეში-გადავჭამეთ ქვეყანაო. ამათ ერთ ჭამაზე 3000ლარი არ ყოფნით.ჩვენ მთელი თვე 260ლარი უნდა ვიკმაროთ,რომელიც კომუნალურს და წამლებს არ ყოფნის.

აუჰ
0

ამ თავრობამ არ გაიგოს თორემ სირცხვილისგან შეაწითლებს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ღარიბაშვილის სიმამრის რესტორანში დასახვედრად ბიუჯეტიდან 2350 ლარი დახარჯეს

ღარიბაშვილის სიმამრის რესტორანში დასახვედრად ბიუჯეტიდან 2350 ლარი დახარჯეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის, კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის მასპინძლობისათვის, 2014 წლის 4 აპრილს, რესტორანში 2350 ლარი დახარჯა. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, სარესტორნე მომსახურებისთვის თანხა ინდმეწარმე "ომარ ნონიაშვილს" ჩაერიცხა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოითხოვა ინფორმაცია, რა იყო სტუმრების ვიზიტის მიზანი, ვახშამის მენიუ, სტუმრების ჯგუფის შემადგენლობა, რომლის გაცემაზეც უარი ეთქვა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - ეკონომიკური სამსახურის უფროსის არსენ ბუღრიძის განმარტებით, საფინანსო სამსახურში არ აქვთ ინფორმაცია სტუმრების ვინაობის, ვიზიტის მიზანის და მენიუს შესახებ.

"გამგებლის ბრძანებით დაგვევალა თანხის გადარიცხვა ინდმეწარმე "ომარ ნონიაშვილისთვის" 2350 ლარის ოდენობით და გადავრიცხეთ. "ომარ ნონიაშვილისგან" მხოლოდ ზედნადები გვაქვს მიღებული, სადაც მითითებულია, რომ თანხა სარესტორნე მომსახურებისთვის უნდა ჩაგვერიცხა", - აღნიშნა არსენ ბუღრიძემ.

ინდმეწარმე ომარ ნონიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუმარტა, რომ 4 აპრილს გამგეობიდან შემდეგი შეკვეთა მიიღო: 41 შემწვარი წიწილა; 41 ღორის მწვადი, გოჭის ხორცი, ცხვრის ჩაქაფული, ხბოს ხორცის ჩაშუშული, ალაზნის ლოქო, სალათები, პური, ღვინო და ა.შ. კითხვაზე, რატომ არ მიაწოდა გამგეობას მენიუ, ომარ ნონიაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის მენიუს მიწოდება და პროდუქტის გაშიფვრა არ მოუთხოვიათ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი, 4 აპრილს, ახმეტაში, ქართულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობას, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის სტატუსით დაესწრო. თამაზ თამაზაშვილი 1998-1999 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის გამართული შეჯიბრის მთავარი მსაჯი იყო. პრემიერის სიმამრს თან ახლდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი, ასევე ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური.

ოფიციალური ინფორმაციით, 2013 - 2014 წლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან 74 298 ლარი დაიხარჯა სარესტორნე მომსახურებისთვის, საჩუქრების შესაძენად, სტუმრების პატივსაცემად.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი