Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აღიზიანებს ამომრჩეველს ხელისუფლების ქმედებებიდან - ცნობილი და უცნობი ადამიანები "ოცნებიდან - რეალობამდე"
რა აღიზიანებს ამომრჩეველს ხელისუფლების ქმედებებიდან - ცნობილი და უცნობი ადამიანები "ოცნებიდან - რეალობამდე"

ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, დიდი პრე­მი­ე­ბი, ბევ­რის­თვის ჯერ კი­დევ და­პი­რე­ბად დარ­ჩე­ნი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა, ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე არა­მიზ­ნობ­რი­ვად, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სმა-ჭა­მა­ში და­ხარ­ჯუ­ლი ათა­სო­ბით ლარი და პრობ­ლე­მე­ბის არა­ღი­ა­რე­ბა, რო­მელ­ზეც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მუდ­მი­ვად სა­უბ­რობს (მა­გა­ლი­თად ქვე­ყა­ნა­ში გაზ­რდი­ლი კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა)... ეს იმ სა­კი­თხე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ამომ­რჩევ­ლე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს.

არ­ჩევ­ნე­ბი კარს არის მომ­დგა­რი. Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, ძი­რი­თა­დად რა თე­მე­ბი იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ. ჩვენ რო­გორც ცნო­ბი­ლი, ასე­ვე უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩავ­წე­რეთ და შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვია, თუ რა აღი­ზი­ა­ნებს ამომ­რჩე­ველს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბი­დან.

მა­მუ­კა არე­ში­ძე (პო­ლი­ტო­ლო­გი):

-მე ვერ ვი­ტყო­დი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ არის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ხალ­ხი პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­ზეა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, მათ შო­რის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ა­სა და ბუ­ნებ­რი­ვია, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­მარ­თაც. გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ძი­რი­თა­დად იმედ­გაც­რუ­ე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­დღი­უ­რად უც­რუვ­დე­ბათ იმე­დე­ბი და ამან გა­მო­იწ­ვია გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის მო­ტი­ვი მარ­ტო ის კი არა არის, რომ არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა, არა­მედ ისიც, რომ მათ რაც გა­ა­კე­თეს, ისიც კი ვერ მი­ი­ტა­ნეს ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე; სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბევრ სი­ახ­ლე­ზე არა­ფე­რი იცის.

დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია პრე­მი­ე­ბის სა­კი­თხმაც. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ერ­თა­დერ­თია კო­ა­ლი­ცი­ა­ში, რო­მელ­მაც დის­ტან­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა თა­ვი­სი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის და თა­ვი­სი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მი­ა­ტო­ვა. გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის თავი და თავი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ვე­რაღ­დგე­ნაა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი და­პი­რე­ბა ეს იყო, მაგ­რამ მათ ეს ვერ შე­ას­რუ­ლეს. ხალ­ხის ეს იმედ­გაც­რუ­ე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დეგ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას, თუმ­ცა არა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ. ხმე­ბი გა­და­ნა­წილ­დე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ცუდი ისაა, რომ ხალ­ხის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა არ მივა არ­ჩევ­ნებ­ზე.

გვან­ცა სო­სე­ლია, მო­ქა­ლა­ქე:

- არ­ჩევ­ნე­ბი კარ­საა მომ­დგა­რი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან მხო­ლოდ ნე­გა­ტი­ურს ვხე­დავ. აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და ვთქვა, რომ ძა­ლი­ან გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყო მათი მხრი­დან ანტი-დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა. შე­საძ­ლოა, ეს კა­ნო­ნი მარ­თლა მი­სა­ღე­ბი იყო, მაგ­რამ ხო ხე­დავ­დნენ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ­ხე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იყო, არ­ჩე­ვე­ნე­ბამ­დე ვერ გა­და­ა­ვა­დეს?! ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ვარ და ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რომ ამ კა­ნო­ნის გამო ძა­ლი­ან ბევ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი და­კარ­გეს.

- ანუ უნდა ეთ­ქვათ, რომ არ იღებ­დნენ და მო­ე­ტყუ­ე­ბი­ნათ ხალ­ხი?

- არა, გა­ნე­ხი­ლათ კარ­გად და მერე მი­ე­ღოთ. ეს იყო ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მიერ გა­დაგ­დე­ბუ­ლი ან­კე­სი, რო­მელ­ზეც წა­მო­ა­გეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და სა­ნაც­ვლოდ, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის მხარ­და­ჭე­რა და­ა­კარ­გვი­ნეს. პო­ლი­ტი­კის აზ­რზე არა ვარ და მეც მივ­ხვდი ამას და ეგე­ნი ვერ უნდა მიმხვდა­რიყ­ვნენ?!

- მხო­ლოდ ამან გა­გა­ღი­ზი­ა­ნათ?

- ზოგ­ჯერ მგო­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი წევ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თა­ნაა კავ­შირ­ში. ისე სი­ამ­ტკბი­ლო­ბით სა­უბ­რო­ბენ, რომ ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად მო­გი­ვა ეს ფიქ­რი. არ­ჩე­ვე­ნე­ბამ­დე კა­ცი­ჭა­მი­ე­ბად გვი­ხა­ტავ­დნენ "ნა­ცებს" და კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ამ აქ­ცია კარ­გე­ბად?! სა­მარ­თა­ლის აღ­დგე­ნა იყო პირ­ვე­ლი, რის გა­მოც მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ და სა­დაა სა­მარ­თა­ლი? მე რო ფეხი გა­და­მიბ­რუნ­დეს, ციმ­ბირს უკან და­მა­ტო­ვე­ბი­ნე­ბენ და "ნა­ცი­ო­ნა­ლებს", თურ­მე არ­ჩევ­ნე­ბამ­დე არც კი შე­ე­ხე­ბი­ან. თუ არ ქონ­დათ რა­მის თავი, რა­ღა­ტომ გვპირ­დე­ბოდ­ნენ?! არ­ჩევ­ნე­ბიც ჩა­ივ­ლის და სა­ინ­ტე­რე­სოა, მერე რას იტყვი­ან?! ამათ 2 წე­ლი­წად­ში იმ­დე­ნი მო­ა­ხერ­ხეს, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, მკვდა­რი "ნცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" გა­ა­ცო­ცხლეს და იმე­დია, იმ­დენს მა­ინც აღარ იზა­მენ, რომ ისევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და­აბ­რუ­ნონ.

თე­მურ ყიფ­ში­ძე, მო­ქა­ლა­ქე:

-ადრე არ­ჩევ­ნე­ბის წინ იცოდ­ნენ, რომ წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბებ­ზე ადა­მი­ა­ნებს არ იჭერ­დნენ, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა­ფე­რი მიშ­ვე­ბუ­ლია. ღამე ქუ­ჩა­ში ვერ გახ­ვალ. კრი­მი­ნა­ლებს უკვე პო­ლი­ცი­ის რიდი და შიში აღარ აქვთ. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დაბ­რუ­ნე­ბა რო­გორ უნდა ინატ­რო ადა­მი­ან­მა, მაგ­რამ მა­შინ ქუ­ჩა­ში გას­ვლის მა­ინც არ გვე­ში­ნო­და. გა­მო­დის ის პა­ტა­რა ბავ­შვი, მი­ნის­ტრად რომ ყავთ და იძა­ხის, კრი­მი­ნალ­მა მო­იკ­ლოო, მა­გას იმ­ხე­ლა დაც­ვა დაჰ­ყვე­ბა, რომ იმის იქით ალ­ბათ, ვერ ხე­დავს რა ხდე­ბა, თო­რემ რამ მო­იკ­ლო, თით­ქმის ყო­ველ­დღე რო­მე­ლი­ღაც უბან­ში მა­ღა­ზი­ებს აყა­ჩა­ღე­ბენ.

-ბა­ტო­ნო თე­მურ, კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ერ­თა­დერ­თია რა­მაც თქვე­ნი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია?

- ნე­ტავ მარ­ტო ეს იყოს. ინ­ტერ­ნეტ­ში შეს­ვლა აღარ მინ­და, ყო­ვე­ლი მე­ო­რე სუ­რა­თი, პა­ტა­რა ბავ­შვის გა­ჭირ­ვე­ბა­ზეა, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნას ითხოვს და ამ დროს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი ათი ათა­სო­ბით პრე­მი­ებს იღე­ბენ. თუ იმუ­შა­ვე აიღე, ღმერ­თმა შე­გარ­გოს, მაგ­რამ როცა ხელი არ გა­გინ­ძრე­ვია, რაში იღებ პრე­მი­ას?! გე­კი­თხე­ბით, რო­მე­ლი სფე­როა ისე წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რომ ამ­ხე­ლა პრე­მი­ე­ბი აი­ღონ? თით­ქოს კომ­ფორ­ტი აკ­ლდეთ და 4 - 5 თვე­ში ერთხელ ბოლო თა­ო­ბის ჯი­პებს ყი­დუ­ლო­ბენ. ადრე არ­ჩევ­ნე­ბის წინ მა­ინც ერი­დე­ბოდ­ნენ ასე­თი რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბას და ახლა აღა­რაფ­რის რიდი არ აქვთ. "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" მად­ლო­ბა უნდა ვუ­თხრათ, რომ ასე­თი ძლი­ე­რი ოპო­ზი­ცი­აა, თო­რემ ეგე­ნი რომ კონ­ტროლს არ გრძნობ­დნენ, ორ წე­ლი­წად­ში იზამ­დნენ იმას, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 9 წე­ლი­წად­ში ქნა.

ბუბა კი­კა­ბი­ძე (მომ­ღე­რა­ლი):

- სა­ერ­თოდ არა­ფე­რი არ მა­ინ­ტე­რე­სებს. ადა­მი­ა­ნი რა­ღა­ცით რომ გა­ნა­წყენ­დე, ან გა­ღი­ზი­ან­დე, ხომ უნდა ნახო, ან მო­ის­მი­ნო?! მე კი არც არა­ფერს ვუ­ყუ­რებ და არც ვუს­მენ. არც ახ­ლობ­ლებს ვე­კი­თხე­ბი, რა ხდე­ბა. ეს არ­ჩევ­ნე­ბიც ისე ჩა­ი­რი­ხი­ნებს, რო­გორც და­ნარ­ჩენ­მა არ­ჩევ­ნებ­მა ჩა­ი­ა­რეს.

ლადო გო­გო­ლა­ძე, Ambebi.ge

რა აღიზიანებს ამომრჩეველს ხელისუფლების ქმედებებიდან - ცნობილი და უცნობი ადამიანები "ოცნებიდან - რეალობამდე"

რა აღიზიანებს ამომრჩეველს ხელისუფლების ქმედებებიდან - ცნობილი და უცნობი ადამიანები "ოცნებიდან - რეალობამდე"

ძვირადღირებული ავტომობილები, დიდი პრემიები, ბევრისთვის ჯერ კიდევ დაპირებად დარჩენილი სამართლიანობის აღდგენა, ბიუჯეტის ხარჯზე არამიზნობრივად, ხშირ შემთხვევაში სმა-ჭამაში დახარჯული ათასობით ლარი და პრობლემების არაღიარება, რომელზეც საზოგადოების ნაწილი მუდმივად საუბრობს (მაგალითად ქვეყანაში გაზრდილი კრიმინოგენული ვითარება)... ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაც ხშირ შემთხვევაში ამომრჩევლების გაღიზიანებას იწვევს.

არჩევნები კარს არის მომდგარი. Ambebi.ge დაინტერესდა, ძირითადად რა თემები იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას ხელისუფლების მიმართ. ჩვენ როგორც ცნობილი, ასევე უცნობი ადამიანები ჩავწერეთ და შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა აღიზიანებს ამომრჩეველს ხელისუფლების ქმედებებიდან.

მამუკა არეშიძე (პოლიტოლოგი):

-მე ვერ ვიტყოდი, რომ საზოგადოება ხელისუფლების მიმართ არის გაღიზიანებული, ხალხი პოლიტიკურ პარტიებზეა გაბრაზებული, მათ შორის სახელისუფლებო პარტიასა და ბუნებრივია, "ნაციონალური მოძრაობის" მიმართაც. გაღიზიანება ძირითადად იმედგაცრუებითაა გამოწვეული. ადამიანებს ყოველდღიურად უცრუვდებათ იმედები და ამან გამოიწვია გაღიზიანება. ხელისუფლების მიმართ გაღიზიანების მოტივი მარტო ის კი არა არის, რომ არაფერი გაკეთებულა, არამედ ისიც, რომ მათ რაც გააკეთეს, ისიც კი ვერ მიიტანეს ადამიანებამდე; საზოგადოებამ ბევრ სიახლეზე არაფერი იცის.

დიდი უკმაყოფილება გამოიწვია პრემიების საკითხმაც. "ქართული ოცნება" ერთადერთია კოალიციაში, რომელმაც დისტანცირება მოახდინა თავისი მხარდამჭერების და თავისი მხარდამჭერები, ფაქტობრივად, მიატოვა. გაღიზიანების თავი და თავი სამართლიანობის ვერაღდგენაა. ხელისუფლების მთავარი დაპირება ეს იყო, მაგრამ მათ ეს ვერ შეასრულეს. ხალხის ეს იმედგაცრუება არჩევნების შედეგზე აუცილებლად მოახდენს გავლენას, თუმცა არა "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ. ხმები გადანაწილდება, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხალხის დიდი რაოდენობა არ მივა არჩევნებზე.

გვანცა სოსელია, მოქალაქე:

- არჩევნები კარსაა მომდგარი და ხელისუფლებისაგან მხოლოდ ნეგატიურს ვხედავ. აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ძალიან გამაღიზიანებელი იყო მათი მხრიდან ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღება. შესაძლოა, ეს კანონი მართლა მისაღები იყო, მაგრამ ხო ხედავდნენ, რომ საზოგადოებაში ამხელა წინააღმდეგობა იყო, არჩევენებამდე ვერ გადაავადეს?! ამ ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ და ძალიან მწყდება გული, რომ ამ კანონის გამო ძალიან ბევრი ამომრჩეველი დაკარგეს.

- ანუ უნდა ეთქვათ, რომ არ იღებდნენ და მოეტყუებინათ ხალხი?

- არა, განეხილათ კარგად და მერე მიეღოთ. ეს იყო ნაციონალების მიერ გადაგდებული ანკესი, რომელზეც წამოაგეს "ქართული ოცნება" და სანაცვლოდ, ათასობით ადამიანის მხარდაჭერა დააკარგვინეს. პოლიტიკის აზრზე არა ვარ და მეც მივხვდი ამას და ეგენი ვერ უნდა მიმხვდარიყვნენ?!

- მხოლოდ ამან გაგაღიზიანათ?

- ზოგჯერ მგონია, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წევრი ნაციონალებთანაა კავშირში. ისე სიამტკბილობით საუბრობენ, რომ ძალაუნებურად მოგივა ეს ფიქრი. არჩევენებამდე კაციჭამიებად გვიხატავდნენ "ნაცებს" და კოჰაბიტაციამ აქცია კარგებად?! სამართალის აღდგენა იყო პირველი, რის გამოც მხარი დავუჭირეთ და სადაა სამართალი? მე რო ფეხი გადამიბრუნდეს, ციმბირს უკან დამატოვებინებენ და "ნაციონალებს", თურმე არჩევნებამდე არც კი შეეხებიან. თუ არ ქონდათ რამის თავი, რაღატომ გვპირდებოდნენ?! არჩევნებიც ჩაივლის და საინტერესოა, მერე რას იტყვიან?! ამათ 2 წელიწადში იმდენი მოახერხეს, რომ ფაქტობრივად, მკვდარი "ნციონალური მოძრაობა" გააცოცხლეს და იმედია, იმდენს მაინც აღარ იზამენ, რომ ისევ ხელისუფლებაში დააბრუნონ.

თემურ ყიფშიძე, მოქალაქე:

-ადრე არჩევნების წინ იცოდნენ, რომ წვრილმან ხულიგნობებზე ადამიანებს არ იჭერდნენ, მაგრამ ახლა ყველაფერი მიშვებულია. ღამე ქუჩაში ვერ გახვალ. კრიმინალებს უკვე პოლიციის რიდი და შიში აღარ აქვთ. "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება როგორ უნდა ინატრო ადამიანმა, მაგრამ მაშინ ქუჩაში გასვლის მაინც არ გვეშინოდა. გამოდის ის პატარა ბავშვი, მინისტრად რომ ყავთ და იძახის, კრიმინალმა მოიკლოო, მაგას იმხელა დაცვა დაჰყვება, რომ იმის იქით ალბათ, ვერ ხედავს რა ხდება, თორემ რამ მოიკლო, თითქმის ყოველდღე რომელიღაც უბანში მაღაზიებს აყაჩაღებენ.

-ბატონო თემურ, კრიმინოგენული სიტუაცია ერთადერთია რამაც თქვენი გაღიზიანება გამოიწვია?

- ნეტავ მარტო ეს იყოს. ინტერნეტში შესვლა აღარ მინდა, ყოველი მეორე სურათი, პატარა ბავშვის გაჭირვებაზეა, რომელიც სიცოცხლის გადარჩენას ითხოვს და ამ დროს მინისტრის მოადგილეები ათი ათასობით პრემიებს იღებენ. თუ იმუშავე აიღე, ღმერთმა შეგარგოს, მაგრამ როცა ხელი არ გაგინძრევია, რაში იღებ პრემიას?! გეკითხებით, რომელი სფეროა ისე წარმატებული, რომ ამხელა პრემიები აიღონ? თითქოს კომფორტი აკლდეთ და 4 - 5 თვეში ერთხელ ბოლო თაობის ჯიპებს ყიდულობენ. ადრე არჩევნების წინ მაინც ერიდებოდნენ ასეთი რაღაცების კეთებას და ახლა აღარაფრის რიდი არ აქვთ. "ნაციონალებს" მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ასეთი ძლიერი ოპოზიციაა, თორემ ეგენი რომ კონტროლს არ გრძნობდნენ, ორ წელიწადში იზამდნენ იმას, რაც წინა ხელისუფლებამ 9 წელიწადში ქნა.

ბუბა კიკაბიძე (მომღერალი):

- საერთოდ არაფერი არ მაინტერესებს. ადამიანი რაღაცით რომ განაწყენდე, ან გაღიზიანდე, ხომ უნდა ნახო, ან მოისმინო?! მე კი არც არაფერს ვუყურებ და არც ვუსმენ. არც ახლობლებს ვეკითხები, რა ხდება. ეს არჩევნებიც ისე ჩაირიხინებს, როგორც დანარჩენმა არჩევნებმა ჩაიარეს.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა