პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტერვიუ უკანასკნელ ქართველ ჯალათთან: "ასობით კაცი დავხვრიტე, მაგრამ ყოველთვის პირველი მაგონდება"
ინტერვიუ უკანასკნელ ქართველ ჯალათთან: "ასობით კაცი დავხვრიტე, მაგრამ ყოველთვის პირველი მაგონდება"

Ambebi.ge წარ­მო­გიდ­გენთ ინ­ტერ­ვი­უს ჟურ­ნალ "გზის" არ­ქი­ვი­დან. სტა­ტია 2003 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა და ის სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნას­კენ­ლი ჯა­ლა­თის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს.

***

პრო­ფე­სია – ჯა­ლა­თი, წარ­მო­მავ­ლო­ბა – გა­ურ­კვე­ვე­ლი, ასა­კი - 83 წელი, ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა – ქვრი­ვი, ჰობი - ოთა­ხის ყვა­ვი­ლე­ბის მო­შე­ნე­ბა... რო­დე­საც მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ზე მივ­დი­ო­დი, მე­გო­ნა, რომ ბნელ, უფან­ჯრო, აბ­ლა­ბუ­დე­ბით სავ­სე და სი­გა­რე­ტის კვამ­ლით გაჟ­ღენ­თილ ბი­ნა­ში მოვ­ხვდე­ბო­დი. ქა­ლა­ქის გა­ნა­პი­რას, ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით "მიდ­გმულ" პა­ტა­რა სახ­ლებს შო­რის ძლივს მი­ვა­გე­ნი ერ­თსარ­თუ­ლი­ან, კოხ­ტა სახ­ლს. ეზო კარ­გა­დაა მოვ­ლი­ლი, მო­კირ­წყლუ­ლია და უამ­რა­ვი ყვა­ვი­ლი­თაა სავ­სე. სახ­ლი გა­რე­დან მთლი­ა­ნად სუ­რო­თია და­ფა­რუ­ლი, შიგ­ნით კი, იდე­ა­ლუ­რი სი­სუფ­თა­ვე და სა­ო­ცა­რი სიმ­ყუდ­რო­ვე სუ­ფევს და კი­დევ – უამ­რა­ვი, ოთა­ხის ყვა­ვი­ლია, რომ­ლის მაგ­ვა­რი იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს. ასეთ გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რილ ადა­მი­ანს რო­მან­ტი­კულ თე­მებ­ზე სა­უბ­რის სურ­ვი­ლი უფრო გა­გიჩ­ნდე­ბა, ვიდ­რე იმ სა­ში­ნე­ლი ამ­ბე­ბის მოს­მე­ნი­სა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ჯა­ლათ­მა – ბა­ტონ­მა სან­დრომ მო­მიყ­ვა.

- თქვენ ნამ­დვი­ლად სან­დრო გქვი­ათ?

- დიახ, ასე მქვია. თქვენც ნუ შეც­ვლით სა­ხელს, ასე­ვე და­ტო­ვეთ; რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რას და­მარ­ქმევთ?

- კარ­გით, მო­დით, შო­რი­დან და­ვი­წყოთ და თქვე­ნი შეგ­ნე­ბუ­ლი ასა­კი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, დღემ­დე რო­გორ მოხ­ვე­დით, იმის შე­სა­ხებ მო­მი­ყე­ვით.

- ჩემს ბავ­შვო­ბას რომ ვიხ­სე­ნებ, პირ­ვე­ლი, რაც თვალ­წინ წარ­მო­მიდ­გე­ბა, ჩემი გა­და­ხოტ­რი­ლი და მუ­წუ­კე­ბით და­ფა­რუ­ლი თა­ვია, რომ­ლის ანა­რეკლს ფან­ჯრის მი­ნა­ში თუ ვხე­დავ­დი ხოლ­მე. 1920 წელს და­ვი­ბა­დე, არ მახ­სოვს – სად და ვის ოჯახ­ში. ვიზ­რდე­ბო­დი უპატ­რო­ნო ბავ­შვთა სახ­ლში. ვფიქ­რობ, რომ ქარ­თვე­ლი არ ვარ, თუმ­ცა ქარ­თუ­ლის გარ­და, არც ერთი ენა არ ვიცი. მახ­სოვს ისიც, რომ არას­დროს მყოფ­ნი­და საჭ­მე­ლი, ყო­ველ­თვის მში­ო­და, მე­ო­რე ულუ­ფას კი, არ მაძ­ლევ­დნენ. ძა­ლი­ან მკაც­რად მექ­ცე­ოდ­ნენ აღ­მზრდე­ლე­ბი. პა­ტა­რა და­ნა­შა­უ­ლის­თვი­საც კი სას­ტი­კად მსჯიდ­ნენ. სულ მო­ბუ­ზუ­ლი დავ­დი­ო­დი და დღე­მუ­დამ იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, თუ რა გა­მე­ფუ­ჭე­ბი­ნა. თით­ქოს ვცდი­ლობ­დი, აღ­მზრდელ­თა მრის­ხა­ნე­ბა და სას­ჯე­ლი და­მემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა, შემ­დეგ კი, თავი ეუ­ლად და უბე­დუ­რად მეგ­რძნო... ცა­მე­ტი წლის რომ გავ­ხდი, იქვე, ჩვენ გვერ­დით, კერ­ძო ეზო­ში მკვა­ხე ალუ­ჩა მო­ვი­პა­რე. ორი დღით, სარ­დაფ­ში და­მამ­წყვდი­ეს. გა­მო­მიშ­ვეს თუ არა, ერთ სა­ათ­ში, იქი­დან გა­მო­ვი­პა­რე და იმის შემ­დეგ, მარ­ტო ვცხოვ­რობ­დი, მა­წან­წა­ლო­ბით ვირ­ჩენ­დი თავს. კო­მუ­ნის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ით, არ შე­იძ­ლე­ბო­და, ბავ­შვს ქუჩა-ქუჩა ევლო და მო­წყა­ლე­ბა ეთხო­ვა, ამი­ტომ ცდი­ლობ­დნენ, და­ვე­ჭი­რე და უკან და­ვებ­რუ­ნე­ბი­ნე, მაგ­რამ მათ ხე­ლი­დან გას­ხლტო­მას ყო­ველ­თვის ვა­ხერ­ხებ­დი.

- ალ­ბათ არც ქურ­დო­ბა­ზე ამ­ბობ­დით უარს...

- კი, მო­მი­პა­რავს კი­დეც. მახ­სოვს, მთე­ლი დღის უჭ­მე­ლი ვი­ყა­ვი, პუ­რის სა­ცხობ­თან გა­ვი­ა­რე და სუნ­მა კი­ნა­ღამ წა­მაქ­ცია. ხა­ბაზს ვთხო­ვე, სულ ცოტა პური მო­მი­ტე­ხე-მეთ­ქი. ცო­ცხს წა­მო­ავ­ლო ხელი და - აბა, მო­უს­ვი აქე­და­ნო! – მი­თხრა. იქვე, კუ­თხე­ში მივ­ჯე­ქი და ნერ­წყვს ვყლა­პავ­დი, როცა ახალ­გაზ­რდა ქალ­მა გვერ­დით ჩა­მი­ა­რა სა­ნო­ვა­გით დატ­ვირ­თუ­ლი ჩან­თით. ჩან­თა ჩემ­თან ახ­ლოს დად­გა, თვი­თონ კი პურს ყი­დუ­ლობ­და. ჩუ­მად ჩა­ვი­ხე­დე ჩან­თა­ში და უზარ­მა­ზა­რი პო­მიდვ­რე­ბი და­ვი­ნა­ხე. ვტა­ცე ორ ცალს ხელი და თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი გა­ვი­ქე­ცი. ბევ­რი ვირ­ბი­ნე. თავი სამ­შვი­დო­ბოს რომ და­ვი­გუ­ლე, ორი­ვე პო­მი­დო­რი თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში გა­დავ­სანსლე და სული მო­ვით­ქვი...

- რო­გორ გახ­დით ჯა­ლა­თი?

- რო­დე­საც დიდი სა­მა­მუ­ლო ომი და­ი­წყო, ოცი წლის ვი­ყა­ვი. გა­დავ­წყვი­ტე, სა­ომ­რად წავ­სუ­ლი­ყა­ვი. წა­ვე­დი კიეც. მე­და­ლიც მაქვს მი­ღე­ბუ­ლი - "За отвагу" ომი რომ დამ­თავ­რდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი და ერთ-ერთ ქარ­ხა­ნა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. თა­ვის შე­ნახ­ვა გა­მი­ჭირ­და, ხელ­ფა­სი არ მყოფ­ნი­და, მაგ­რამ რას ვი­ზამ­დი? სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა სა­ხელ­მწი­ფომ მომ­ცა. ერთ დღეს, სამ­სა­ხუ­რი­დან შინ მი­მა­ვალ­მა, გა­დავ­წყვი­ტე, ძვე­ლი ფრონ­ტე­ლი მე­გო­ბა­რი მო­მე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა (6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი მსმე­ნო­და). მი­ვე­დი. თით­ქოს არ გა­უ­ხარ­და ჩემი და­ნახ­ვა, მაგ­რამ შინ შე­მი­პა­ტი­ჟა, საჭ­მე-სასმლი­თაც გა­მი­მას­პინ­ძლდა. მა­შინ გა­ვი­გე, რომ ცი­ხე­ში მუ­შა­ობ­და მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ვთხო­ვე: იქ­ნებ, მაღ­ლა­ხელ­ფა­სი­ა­ნი სამ­სა­ხუ­რი მი­შო­ვო-მეთ­ქი. არც "ჰო" მი­თხრა, არც - "არა". წა­მო­ვე­დი მის­გან და კარ­გა ხანს, სურ­ვი­ლიც არ გამ­ჩე­ნია მისი ნახ­ვი­სა. 2 წლის შემ­დეგ, 1959 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­მი­კავ­შირ­და და მი­თხრა: სამ­სა­ხუ­რი გი­შო­ვეო. მი­ვა­კი­თხე. ცი­ხის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მზა­რე­უ­ლის თა­ნა­შემ­წედ გა­მამ­წე­სა, ორი კვი­რის შემ­დეგ კი - ბად­რა­გად გა­და­მიყ­ვა­ნა. კი­დევ ორი კვი­რის შემ­დეგ, და­მი­ბა­რა და დიდი "რეჩი" წა­მი­კი­თხა იმის შე­სა­ხებ, რომ სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­თა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხორ­ცმეტ­თა მო­შო­რე­ბა, სას­ჯე­ლის აღ­სრუ­ლე­ბა და სიკ­ვდი­ლით დას­ჯა ჩვე­ნი უშუ­ა­ლო მო­ვა­ლე­ო­ბაა და რა ვიცი, ათა­სი ლა­მაზ-ლა­მა­ზი, მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი სი­ტყვა წარ­მოთ­ქვა და ბო­ლოს მკი­თხა: რას იზამ, - შეძ­ლებ, რომ სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნოო? - ე.ი. ხალ­ხი უნდა დავ­ხვრი­ტო-მეთ­ქი? - ვკი­თხე. თავი და­მიქ­ნია... სამი დღე ვი­ფიქ­რე, შემ­დეგ დავ­თან­ხმდი, ოღონდ იმ პი­რო­ბით, რომ ამის შე­სა­ხებ ვერც ჩემი ოჯა­ხი და ვერც სხვა, ვე­რა­ფერს გა­ი­გებ­და.

- ცოლი გყავ­დათ?

- დიახ, რუსი გო­გო­ნა შე­მიყ­ვარ­და, ჩემ­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და იმ ქარ­ხა­ნა­ში, სა­დაც ომის შემ­დგომ ვმსა­ხუ­რობ­დი. ერთი შვი­ლიც შეგ­ვე­ძი­ნა, ვაჟი...

- თუ გახ­სოვთ პირ­ვე­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც დახ­ვრი­ტეთ?

- მახ­სოვს, გუ­შინ­დე­ლი დღე­სა­ვით მახ­სოვს... ახალ­გაზ­რდა ბიჭი იყო, თით­ქმის უწ­ვე­რულ­ვა­შო. პა­ტიმ­რებს ნომ­რე­ბით ვი­ძა­ხებ­დით, მათ გვა­რებს არ ვკი­თხუ­ლობ­დი, არც ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი, თუმ­ცა, ჩემ­თან ერ­თად კი­დევ ორი ჯა­ლა­თი მუ­შა­ობ­და და ისი­ნი მათი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წვრილ­მა­ნე­ბი­თაც კი ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ. მე რომ რო­მე­ლი­მე პა­ტი­მა­რი გა­მეც­ნო, შემ­დეგ ვე­ღარ შე­ვას­რუ­ლებ­დი ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბას...

- თქვენს პირ­ველ მსხვერ­პლზე ვსა­უბ­რობ­დით...

- ჰო, იმას გე­უბ­ნე­ბო­დით - ნო­მე­რი მი­თხრეს პა­ტიმ­რის და ინ­სტრუქ­ტა­ჟიც ჩა­მი­ტა­რეს. მა­ნამ­დე კი, პრაქ­ტი­კა სხვე­ბის დახ­ვრე­ტის დროს გა­ვი­ა­რე. ეს პა­ტი­მა­რი უკვე და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა გა­მო­მე­სალ­მე­ბი­ნა სი­ცო­ცხლი­სათ­ვის. კა­მე­რი­დან გა­მოყ­ვა­ნი­სას არა­სო­დეს ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ და­სახ­ვრე­ტად მიგ­ვყავ­და – ან ნა­თე­სავ­თან პა­ე­მა­ნი იყო მი­ზე­ზი, ან უფ­რო­სის გა­მო­ძა­ხე­ბა... სიკ­ვდილ­მის­ჯილ­თა საკ­ნე­ბი მი­წის ქვეშ მდე­ბა­რე­ობ­და. გრძელ, ბნელ დე­რეფ­ნის აქეთ-იქით გან­ლა­გე­ბულ ოთა­ხებ­ში უმე­ტე­სად, სი­წყნა­რე სუ­ფევ­და. გა­მო­ვიყ­ვა­ნე ეს პა­ტი­მა­რი, გა­ვიგ­დე წინ, ვუ­ყუ­რებ მის კე­ფა­ზე იმ ად­გილს, სა­დაც ია­რა­ღი უნდა მი­ვაბ­ჯი­ნო და ვფიქ­რობ: არ უნდა შე­მე­ცო­დოს! – თან, გო­ნე­ბა­ში წარ­მო­ვიდ­გი­ნე თით­ქოს­და მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი სა­ში­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში, მხო­ლოდ ჩემი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი იყო...

- მა­ინც, რა წარ­მო­იდ­გი­ნეთ?

- წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რო­გორ კლავ­და ჩემს შვილს და მის სის­ხლს სვამ­და, წარ­მო­ვიდ­გი­ნე მისი მო­თხუპ­ნი­ლი, გა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი პირი და ხე­ლე­ბი და მი­ვა­დე­ქით კი­დეც ამ ოთა­ხის კარს, სა­დაც გა­ნა­ჩე­ნი უნდა აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ამ ოთახს ია­ტა­კი არ ჰქონ­და, მის მა­გივ­რო­ბას ქვი­შით სავ­სე აუზი სწევ­და. გა­ვა­ღე კარი, შე­ვუშ­ვი პა­ტი­მა­რი; ის მიხ­ვდა, რაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო და უკან მო­ხედ­ვა სცა­და; უკ­ნი­დან თმა­ში ჩა­ვავ­ლე ხელი, პის­ტო­ლე­ტი კე­ფა­ზე მი­ვაბ­ჯი­ნე და გა­ვის­რო­ლე. უსუ­ლოდ და­ე­ცა. ერთი "კონ­ტრო­ლი" კი­დევ გა­ვის­რო­ლე და კარი გა­მო­ვი­ხუ­რე. ჩემი საქ­მე ამით მთავ­რდე­ბო­და.

- ასე დაწ­ვრი­ლე­ბით რა­ტომ აღ­მი­წე­რეთ ეს სცე­ნა?

- ამას გო­ნე­ბა­ში ყო­ველ­დღე ვი­მე­ო­რებ. ალ­ბათ ასო­ბით კაცი მა­ინც მე­ყო­ლე­ბა დახ­ვრე­ტი­ლი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის, პირ­ვე­ლი მა­გონ­დე­ბა...

- რა გან­ცდა გქონ­დათ ამის შემ­დგომ?

- ოთახ­ში მარ­ტო ვი­ჯე­ქი და ვტი­რო­დი. მა­ნამ­დე, მე­გო­ნა, რომ უფრო იო­ლად მო­ვა­ხერ­ხებ­დი ამას. თურ­მე ვცდე­ბო­დი...

- რომ მო­გენ­დო­მე­ბი­ნათ, ამ სამ­სა­ხუ­რი­დან ვერ წა­მოხ­ვი­დო­დით?

- ვერა, უკვე მაგ­რად ვყავ­დი ჩა­ჭე­რი­ლი ამ სის­ტე­მას, არც მე გა­მა­ხა­რებ­დნენ და არც ჩემს ოჯახს...

- თუ და­გი­ყე­ნე­ბი­ათ სა­კუ­თა­რი თავი იმ პა­ტიმ­რე­ბის ად­გილ­ზე?

- ხში­რად მი­ფიქ­რია – მათ ახ­ლობ­ლებს რომ ჩემი თავი ჩა­უ­ვარ­დეთ ხელ­ში, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ნა­წილ-ნა­წილ ამ­კუ­წა­ვენ-მეთ­ქი... პა­ტიმ­რე­ბი ხში­რად, საქ­მეს "აწყობ­დნენ" რომ მე და­მეხვრი­ტა: იმედ­გა­და­წუ­რუ­ლე­ბი, იმას­ღა ამ­ბობ­დნენ - ამ კაცს "ტკბი­ლი" ხელი ჰქო­ნია, ისე გა­მო­გა­სალ­მებს წუ­თი­სო­ფელს, ბევ­რს არ იწ­ვა­ლე­ბო... არ ვიცი, ასე რა­ტომ ფიქ­რობ­დნენ, ვი­საც დავ­ხვრეტ­დი, იმათ­გან ხომ ვერ გა­ი­გებ­დნენ და...

- თუ უს­რუ­ლებ­დნენ ამ თხოვ­ნას?

- არა, ჩვენ ჩვე­ნი გრა­ფი­კი გვქონ­და, ყო­ველ მე­სე­მე დღეს მი­წევ­და მო­რი­გე­ო­ბა. ვინც იმ დღეს მოხ­ვდე­ბო­და და­სავხრეტ­თა სი­ა­ში, მხო­ლოდ იმათ უწევ­დათ ჩემი "მომ­სა­ხუ­რე­ბა".

- თუ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლი შე­ე­წყა­ლე­ბი­ნათ და ზე­ვით, სხვა პა­ტიმ­რე­ბის გვერ­დით სა­კან­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ?

- ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად. ბევ­რი პა­ტი­მა­რი ითხოვ­და შე­წყა­ლე­ბას, ინ­სტან­ცი­ი­დან ინ­სტან­ცი­ა­ში და­დი­ოდ­ნენ მათი ახ­ლობ­ლე­ბი, მაგ­რამ უმე­ტე­სად, მა­ინც ვე­რა­ფერს აღ­წევ­დნენ. ჩემი კო­ლე­გე­ბის­გან გა­მი­გო­ნია, რომ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ოთა­ხის ყვა­ვილს ახა­რებ­და იმ ჯურღმულ­ში და ბავ­შვი­ვით ეფე­რე­ბო­და... რო­დე­საც რკი­ნის კარ­ში და­ტა­ნე­ბულ სარ­კმელს გავ­ხსნი­დი, პა­ტი­მარ­თა თვა­ლე­ბი ში­შით შე­მომ­ცქე­რო­და. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ფიქ­რობ­და - რო­მელს გაგ­ვი­ძა­ხებ­სო? და თუ მის ნო­მერს არ ვი­ტყო­დი, ალ­ბათ გუ­ლით უხა­რო­და. თუმ­ცა, რამ­დენ დღეს ან სა­ათს გას­ტან­და ეს სი­ხა­რუ­ლი, ღმერ­თმა უწყო­და მხო­ლოდ.

- რა ხდე­ბო­და იმის შემ­დეგ, როცა თქვენს საქ­მეს გა­ა­კე­თებ­დით და კარს გა­მო­ი­ხუ­რავ­დით?

- სად? ჩემს გულ­ში თუ იმ ოთახ­ში?

- იქ, ოთახ­ში.

- გარ­დაც­ვლილ პა­ტი­მარს ცი­ხის სა­საფ­ლა­ო­ზე მარ­ხავ­დნენ. რო­დის და რო­გორ ხდე­ბო­და ეს, არ ვიცი.

- კი­დევ რო­მე­ლი­მე მსხვერ­პლი თუ და­გა­მახ­სოვ­რდათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად?

- კი, ორი ძმა იჯდა, ოღონდ - სხვა­დას­ხვა სა­კან­ში. ერთ-ერ­თის დახ­ვრე­ტა მე მო­მი­წია. რო­დე­საც დე­რე­ფან­ში გა­მო­ვიყ­ვა­ნე, ძმას გას­ძა­ხა: ჩემი დრო უკვე მო­ვი­და, ბიჭო, არ შე­გე­შინ­დეს, იქ, იქ გე­ლო­დე­ბი და გა­მაგრდიო!... - ტან­ში გამცრა. ხელი ვკა­რი, რომ გა­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყო. ფე­ხე­ბი ამი­კან­კალ­და, გულს ბა­გა­ბუ­გი გაჰ­ქონ­და, ან­გე­ლო­ზი­ვით ბიჭი იყო, მაგ­რამ რას ვი­ზამ­დი?!.

- ისე ლა­პა­რა­კობთ, თით­ქოს ქა­თა­მი და­კა­ლით...

- ეჰ, რა უნდა ქნა კაც­მა... თქვე­ნი გა­კი­ცხვა არა­ფე­რია - ღმერ­თის მე­ში­ნია, ღმერ­თის!..

- თქვენ­მა მე­უღ­ლემ თუ იცო­და რა საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­დით?

- არა, მხო­ლოდ ის იცო­და, რომ ცი­ხე­ში ვმუ­შა­ობ­დი... მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად იმის მე­ში­ნო­და, შვილს არ გა­ე­გო. თვრა­მე­ტი წლის რომ გახ­და, ჯარ­ში წა­ვი­და, შემ­დეგ, ყვე­ლან ღონე ვიხ­მა­რე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ახ­ლაც ყა­ზა­ხეთ­ში ცხოვ­რობს. მხო­ლოდ ორ­ჯერ ვნა­ხე...

- გა­მო­დის, შვი­ლი და­კარ­გეთ?

- ასე გა­მო­დის, ჯობს, შორს იყოს, ვიდ­რე აქ და იტან­ჯოს...

- ღა­მით კოშ­მა­რე­ბი არ გა­წუ­ხებთ?

- არა, არას­დროს დამ­სიზ­მრე­ბია ჩემ მიერ დახ­ვრე­ტი­ლი პა­ტი­მა­რი, არც კოშ­მა­რებს შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ. ერ­თა­დერ­თხელ, ქალი და­მე­სიზ­მრა, მეხ­ვე­წე­ბო­და: შვილს ნუ მო­მიკ­ლა­ვო. ვი­შო­რებ­დი და არ მი­დი­ო­და, ფე­ხებ­ზე მე­ბღა­უ­ჭე­ბო­და, ამ დროს გა­მეღ­ვი­ძა... არ ვიცი, რომ­ლის დედა იყო, ალ­ბათ იმის, ვინც მე­ო­რე დღეს დავ­ხვრი­ტე...

- მე­გობ­რე­ბი თუ გყავთ?

- არა.

- რა­ტომ?

- იმი­ტომ!..

- მე­ზობ­ლებს თუ ეკონ­ტაქ­ტე­ბით?

- არა.

- ისი­ნი არ იჩე­ნენ ინ­ტე­რესს თქვენ მი­მართ?

- არ ვიცი...

- თქვე­ნი კო­ლე­გე­ბი სად არი­ან ახლა?

- ერთი და­ი­ღუ­პა, თა­ვის­სა­ვე სახ­ლში და­იწ­ვა. მე­ო­რე სად არის, არ ვიცი.

- თუ მე­გობ­რობ­დით მათ­თან?

- არა.

- ერ­თმა­ნეთს თუ ესა­უბ­რე­ბო­დით დახ­ვრე­ტი­ლი პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ?

- არა.

- ამ­დე­ნი უცხო სა­ხე­ო­ბის ყვა­ვი­ლი სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეთ?

- შე­ვაგ­რო­ვე. ხომ გი­თხა­რით, რომ ზო­გი­ერ­თი პა­ტი­მა­რი ოთა­ხის ყვა­ვი­ლებს ახა­რებ­და. ვფიქ­რობ­დი: ნე­ტავ, რად უნ­დათ-მეთ­ქი? ალ­ბათ ცო­ცხა­ლი, ბუ­ნე­ბის ნა­წი­ლი თა­ვის იმე­დად ესა­ხე­ბო­დათ. ჰოდა, გა­დავ­წყვი­ტე, მეც ასე მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი. თა­ნაც, ვინ­მე­ზე ან რა­მე­ზე ხომ უნდა ვიზ­რუ­ნო?! შვი­ლე­ბი­ვით დავ­კან­კა­ლებ, თუ რო­მე­ლი­მე მათ­გან­მა მო­ი­წყი­ნა ან გახ­მა, მთე­ლი გუ­ლით გან­ვიც­დი და მი­ტი­რია კი­დეც, რო­დე­საც მისი გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი გა­დამ­წურ­ვია...

- ასე­თი კოშ­მა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ი­ა­რეთ... რო­გორ მი­აღ­წი­ეთ ამ ასაკს?

- ალ­ბათ ღვთის ნე­ბაა ასე­თი - დიდ­ხანს ვი­ცო­ცხლო, რომ ვი­ტან­ჯო და ბო­ლოს, წა­მე­ბა­ში ამომ­ხდეს სული...

- ახლა არ მუ­შა­ობთ?

- არა. სიკ­ვდი­ლით დას­ჯა რომ გა­უქ­მდა, უმუ­შე­ვა­რი დავ­რჩი. თავს პენ­სი­ით ვი­ნა­ხავ...

მარი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#22 29.05.2003

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ინტერვიუ უკანასკნელ ქართველ ჯალათთან: "ასობით კაცი დავხვრიტე, მაგრამ ყოველთვის პირველი მაგონდება"

ინტერვიუ უკანასკნელ ქართველ ჯალათთან: "ასობით კაცი დავხვრიტე, მაგრამ ყოველთვის პირველი მაგონდება"

Ambebi.ge წარმოგიდგენთ ინტერვიუს ჟურნალ "გზის" არქივიდან. სტატია 2003 წელს გამოქვეყნდა და ის საქართველოში უკანასკენლი ჯალათის შესახებ მოგვითხრობს.

***

პროფესია – ჯალათი, წარმომავლობა – გაურკვეველი, ასაკი - 83 წელი, ოჯახური მდგომარეობა – ქვრივი, ჰობი - ოთახის ყვავილების მოშენება... როდესაც მასთან ინტერვიუზე მივდიოდი, მეგონა, რომ ბნელ, უფანჯრო, აბლაბუდებით სავსე და სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ ბინაში მოვხვდებოდი. ქალაქის განაპირას, ერთმანეთის მიყოლებით "მიდგმულ" პატარა სახლებს შორის ძლივს მივაგენი ერთსართულიან, კოხტა სახლს. ეზო კარგადაა მოვლილი, მოკირწყლულია და უამრავი ყვავილითაა სავსე. სახლი გარედან მთლიანად სუროთია დაფარული, შიგნით კი, იდეალური სისუფთავე და საოცარი სიმყუდროვე სუფევს და კიდევ – უამრავი, ოთახის ყვავილია, რომლის მაგვარი იშვიათად მინახავს. ასეთ გარემოში მოხვედრილ ადამიანს რომანტიკულ თემებზე საუბრის სურვილი უფრო გაგიჩნდება, ვიდრე იმ საშინელი ამბების მოსმენისა, რომელიც პროფესიონალმა ჯალათმა – ბატონმა სანდრომ მომიყვა.

- თქვენ ნამდვილად სანდრო გქვიათ?

- დიახ, ასე მქვია. თქვენც ნუ შეცვლით სახელს, ასევე დატოვეთ; რა მნიშვნელობა აქვს, რას დამარქმევთ?

- კარგით, მოდით, შორიდან დავიწყოთ და თქვენი შეგნებული ასაკიდან მოყოლებული, დღემდე როგორ მოხვედით, იმის შესახებ მომიყევით.

- ჩემს ბავშვობას რომ ვიხსენებ, პირველი, რაც თვალწინ წარმომიდგება, ჩემი გადახოტრილი და მუწუკებით დაფარული თავია, რომლის ანარეკლს ფანჯრის მინაში თუ ვხედავდი ხოლმე. 1920 წელს დავიბადე, არ მახსოვს – სად და ვის ოჯახში. ვიზრდებოდი უპატრონო ბავშვთა სახლში. ვფიქრობ, რომ ქართველი არ ვარ, თუმცა ქართულის გარდა, არც ერთი ენა არ ვიცი. მახსოვს ისიც, რომ არასდროს მყოფნიდა საჭმელი, ყოველთვის მშიოდა, მეორე ულუფას კი, არ მაძლევდნენ. ძალიან მკაცრად მექცეოდნენ აღმზრდელები. პატარა დანაშაულისთვისაც კი სასტიკად მსჯიდნენ. სულ მობუზული დავდიოდი და დღემუდამ იმაზე ვფიქრობდი, თუ რა გამეფუჭებინა. თითქოს ვცდილობდი, აღმზრდელთა მრისხანება და სასჯელი დამემსახურებინა, შემდეგ კი, თავი ეულად და უბედურად მეგრძნო... ცამეტი წლის რომ გავხდი, იქვე, ჩვენ გვერდით, კერძო ეზოში მკვახე ალუჩა მოვიპარე. ორი დღით, სარდაფში დამამწყვდიეს. გამომიშვეს თუ არა, ერთ საათში, იქიდან გამოვიპარე და იმის შემდეგ, მარტო ვცხოვრობდი, მაწანწალობით ვირჩენდი თავს. კომუნისტური იდეოლოგიით, არ შეიძლებოდა, ბავშვს ქუჩა-ქუჩა ევლო და მოწყალება ეთხოვა, ამიტომ ცდილობდნენ, დავეჭირე და უკან დავებრუნებინე, მაგრამ მათ ხელიდან გასხლტომას ყოველთვის ვახერხებდი.

- ალბათ არც ქურდობაზე ამბობდით უარს...

- კი, მომიპარავს კიდეც. მახსოვს, მთელი დღის უჭმელი ვიყავი, პურის საცხობთან გავიარე და სუნმა კინაღამ წამაქცია. ხაბაზს ვთხოვე, სულ ცოტა პური მომიტეხე-მეთქი. ცოცხს წამოავლო ხელი და - აბა, მოუსვი აქედანო! – მითხრა. იქვე, კუთხეში მივჯექი და ნერწყვს ვყლაპავდი, როცა ახალგაზრდა ქალმა გვერდით ჩამიარა სანოვაგით დატვირთული ჩანთით. ჩანთა ჩემთან ახლოს დადგა, თვითონ კი პურს ყიდულობდა. ჩუმად ჩავიხედე ჩანთაში და უზარმაზარი პომიდვრები დავინახე. ვტაცე ორ ცალს ხელი და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. ბევრი ვირბინე. თავი სამშვიდობოს რომ დავიგულე, ორივე პომიდორი თვალის დახამხამებაში გადავსანსლე და სული მოვითქვი...

- როგორ გახდით ჯალათი?

- როდესაც დიდი სამამულო ომი დაიწყო, ოცი წლის ვიყავი. გადავწყვიტე, საომრად წავსულიყავი. წავედი კიეც. მედალიც მაქვს მიღებული - "За отвагу" ომი რომ დამთავრდა, საქართველოში დავბრუნდი და ერთ-ერთ ქარხანაში დავიწყე მუშაობა. თავის შენახვა გამიჭირდა, ხელფასი არ მყოფნიდა, მაგრამ რას ვიზამდი? საცხოვრებელი ბინა სახელმწიფომ მომცა. ერთ დღეს, სამსახურიდან შინ მიმავალმა, გადავწყვიტე, ძველი ფრონტელი მეგობარი მომენახულებინა (6 წლის განმავლობაში, მის შესახებ არაფერი მსმენოდა). მივედი. თითქოს არ გაუხარდა ჩემი დანახვა, მაგრამ შინ შემიპატიჟა, საჭმე-სასმლითაც გამიმასპინძლდა. მაშინ გავიგე, რომ ციხეში მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე. ვთხოვე: იქნებ, მაღლახელფასიანი სამსახური მიშოვო-მეთქი. არც "ჰო" მითხრა, არც - "არა". წამოვედი მისგან და კარგა ხანს, სურვილიც არ გამჩენია მისი ნახვისა. 2 წლის შემდეგ, 1959 წლის სექტემბერში დამიკავშირდა და მითხრა: სამსახური გიშოვეო. მივაკითხე. ციხის სამზარეულოში მზარეულის თანაშემწედ გამამწესა, ორი კვირის შემდეგ კი - ბადრაგად გადამიყვანა. კიდევ ორი კვირის შემდეგ, დამიბარა და დიდი "რეჩი" წამიკითხა იმის შესახებ, რომ სამშობლოს მოღალატეთა და საზოგადოების ხორცმეტთა მოშორება, სასჯელის აღსრულება და სიკვდილით დასჯა ჩვენი უშუალო მოვალეობაა და რა ვიცი, ათასი ლამაზ-ლამაზი, მაღალფარდოვანი სიტყვა წარმოთქვა და ბოლოს მკითხა: რას იზამ, - შეძლებ, რომ სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოიყვანოო? - ე.ი. ხალხი უნდა დავხვრიტო-მეთქი? - ვკითხე. თავი დამიქნია... სამი დღე ვიფიქრე, შემდეგ დავთანხმდი, ოღონდ იმ პირობით, რომ ამის შესახებ ვერც ჩემი ოჯახი და ვერც სხვა, ვერაფერს გაიგებდა.

- ცოლი გყავდათ?

- დიახ, რუსი გოგონა შემიყვარდა, ჩემთან ერთად მუშაობდა იმ ქარხანაში, სადაც ომის შემდგომ ვმსახურობდი. ერთი შვილიც შეგვეძინა, ვაჟი...

- თუ გახსოვთ პირველი მსჯავრდებული, რომელიც დახვრიტეთ?

- მახსოვს, გუშინდელი დღესავით მახსოვს... ახალგაზრდა ბიჭი იყო, თითქმის უწვერულვაშო. პატიმრებს ნომრებით ვიძახებდით, მათ გვარებს არ ვკითხულობდი, არც ვეკონტაქტებოდი, თუმცა, ჩემთან ერთად კიდევ ორი ჯალათი მუშაობდა და ისინი მათი ბიოგრაფიული წვრილმანებითაც კი ინტერესდებოდნენ. მე რომ რომელიმე პატიმარი გამეცნო, შემდეგ ვეღარ შევასრულებდი ჩემს მოვალეობას...

- თქვენს პირველ მსხვერპლზე ვსაუბრობდით...

- ჰო, იმას გეუბნებოდით - ნომერი მითხრეს პატიმრის და ინსტრუქტაჟიც ჩამიტარეს. მანამდე კი, პრაქტიკა სხვების დახვრეტის დროს გავიარე. ეს პატიმარი უკვე დამოუკიდებლად უნდა გამომესალმებინა სიცოცხლისათვის. კამერიდან გამოყვანისას არასოდეს ვეუბნებოდით, რომ დასახვრეტად მიგვყავდა – ან ნათესავთან პაემანი იყო მიზეზი, ან უფროსის გამოძახება... სიკვდილმისჯილთა საკნები მიწის ქვეშ მდებარეობდა. გრძელ, ბნელ დერეფნის აქეთ-იქით განლაგებულ ოთახებში უმეტესად, სიწყნარე სუფევდა. გამოვიყვანე ეს პატიმარი, გავიგდე წინ, ვუყურებ მის კეფაზე იმ ადგილს, სადაც იარაღი უნდა მივაბჯინო და ვფიქრობ: არ უნდა შემეცოდოს! – თან, გონებაში წარმოვიდგინე თითქოსდა მის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაული, რომელიც სინამდვილეში, მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო...

- მაინც, რა წარმოიდგინეთ?

- წარმოვიდგინე, როგორ კლავდა ჩემს შვილს და მის სისხლს სვამდა, წარმოვიდგინე მისი მოთხუპნილი, გასისხლიანებული პირი და ხელები და მივადექით კიდეც ამ ოთახის კარს, სადაც განაჩენი უნდა აღსრულებულიყო. ამ ოთახს იატაკი არ ჰქონდა, მის მაგივრობას ქვიშით სავსე აუზი სწევდა. გავაღე კარი, შევუშვი პატიმარი; ის მიხვდა, რაც უნდა მომხდარიყო და უკან მოხედვა სცადა; უკნიდან თმაში ჩავავლე ხელი, პისტოლეტი კეფაზე მივაბჯინე და გავისროლე. უსულოდ დაეცა. ერთი "კონტროლი" კიდევ გავისროლე და კარი გამოვიხურე. ჩემი საქმე ამით მთავრდებოდა.

- ასე დაწვრილებით რატომ აღმიწერეთ ეს სცენა?

- ამას გონებაში ყოველდღე ვიმეორებ. ალბათ ასობით კაცი მაინც მეყოლება დახვრეტილი, მაგრამ ყოველთვის, პირველი მაგონდება...

- რა განცდა გქონდათ ამის შემდგომ?

- ოთახში მარტო ვიჯექი და ვტიროდი. მანამდე, მეგონა, რომ უფრო იოლად მოვახერხებდი ამას. თურმე ვცდებოდი...

- რომ მოგენდომებინათ, ამ სამსახურიდან ვერ წამოხვიდოდით?

- ვერა, უკვე მაგრად ვყავდი ჩაჭერილი ამ სისტემას, არც მე გამახარებდნენ და არც ჩემს ოჯახს...

- თუ დაგიყენებიათ საკუთარი თავი იმ პატიმრების ადგილზე?

- ხშირად მიფიქრია – მათ ახლობლებს რომ ჩემი თავი ჩაუვარდეთ ხელში, დიდი სიამოვნებით ნაწილ-ნაწილ ამკუწავენ-მეთქი... პატიმრები ხშირად, საქმეს "აწყობდნენ" რომ მე დამეხვრიტა: იმედგადაწურულები, იმასღა ამბობდნენ - ამ კაცს "ტკბილი" ხელი ჰქონია, ისე გამოგასალმებს წუთისოფელს, ბევრს არ იწვალებო... არ ვიცი, ასე რატომ ფიქრობდნენ, ვისაც დავხვრეტდი, იმათგან ხომ ვერ გაიგებდნენ და...

- თუ უსრულებდნენ ამ თხოვნას?

- არა, ჩვენ ჩვენი გრაფიკი გვქონდა, ყოველ მესემე დღეს მიწევდა მორიგეობა. ვინც იმ დღეს მოხვდებოდა დასავხრეტთა სიაში, მხოლოდ იმათ უწევდათ ჩემი "მომსახურება".

- თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სიკვდილმისჯილი შეეწყალებინათ და ზევით, სხვა პატიმრების გვერდით საკანში გადაეყვანათ?

- ძალიან იშვიათად. ბევრი პატიმარი ითხოვდა შეწყალებას, ინსტანციიდან ინსტანციაში დადიოდნენ მათი ახლობლები, მაგრამ უმეტესად, მაინც ვერაფერს აღწევდნენ. ჩემი კოლეგებისგან გამიგონია, რომ ზოგიერთი მათგანი ოთახის ყვავილს ახარებდა იმ ჯურღმულში და ბავშვივით ეფერებოდა... როდესაც რკინის კარში დატანებულ სარკმელს გავხსნიდი, პატიმართა თვალები შიშით შემომცქეროდა. თითოეული მათგანი ფიქრობდა - რომელს გაგვიძახებსო? და თუ მის ნომერს არ ვიტყოდი, ალბათ გულით უხაროდა. თუმცა, რამდენ დღეს ან საათს გასტანდა ეს სიხარული, ღმერთმა უწყოდა მხოლოდ.

- რა ხდებოდა იმის შემდეგ, როცა თქვენს საქმეს გააკეთებდით და კარს გამოიხურავდით?

- სად? ჩემს გულში თუ იმ ოთახში?

- იქ, ოთახში.

- გარდაცვლილ პატიმარს ციხის სასაფლაოზე მარხავდნენ. როდის და როგორ ხდებოდა ეს, არ ვიცი.

- კიდევ რომელიმე მსხვერპლი თუ დაგამახსოვრდათ განსაკუთრებულად?

- კი, ორი ძმა იჯდა, ოღონდ - სხვადასხვა საკანში. ერთ-ერთის დახვრეტა მე მომიწია. როდესაც დერეფანში გამოვიყვანე, ძმას გასძახა: ჩემი დრო უკვე მოვიდა, ბიჭო, არ შეგეშინდეს, იქ, იქ გელოდები და გამაგრდიო!... - ტანში გამცრა. ხელი ვკარი, რომ გაჩუმებულიყო. ფეხები ამიკანკალდა, გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, ანგელოზივით ბიჭი იყო, მაგრამ რას ვიზამდი?!.

- ისე ლაპარაკობთ, თითქოს ქათამი დაკალით...

- ეჰ, რა უნდა ქნა კაცმა... თქვენი გაკიცხვა არაფერია - ღმერთის მეშინია, ღმერთის!..

- თქვენმა მეუღლემ თუ იცოდა რა საქმიანობას ეწეოდით?

- არა, მხოლოდ ის იცოდა, რომ ციხეში ვმუშაობდი... მაგრამ ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, შვილს არ გაეგო. თვრამეტი წლის რომ გახდა, ჯარში წავიდა, შემდეგ, ყველან ღონე ვიხმარე, რომ საქართველოში აღარ დაბრუნებულიყო. ახლაც ყაზახეთში ცხოვრობს. მხოლოდ ორჯერ ვნახე...

- გამოდის, შვილი დაკარგეთ?

- ასე გამოდის, ჯობს, შორს იყოს, ვიდრე აქ და იტანჯოს...

- ღამით კოშმარები არ გაწუხებთ?

- არა, არასდროს დამსიზმრებია ჩემ მიერ დახვრეტილი პატიმარი, არც კოშმარებს შევუწუხებივარ. ერთადერთხელ, ქალი დამესიზმრა, მეხვეწებოდა: შვილს ნუ მომიკლავო. ვიშორებდი და არ მიდიოდა, ფეხებზე მებღაუჭებოდა, ამ დროს გამეღვიძა... არ ვიცი, რომლის დედა იყო, ალბათ იმის, ვინც მეორე დღეს დავხვრიტე...

- მეგობრები თუ გყავთ?

- არა.

- რატომ?

- იმიტომ!..

- მეზობლებს თუ ეკონტაქტებით?

- არა.

- ისინი არ იჩენენ ინტერესს თქვენ მიმართ?

- არ ვიცი...

- თქვენი კოლეგები სად არიან ახლა?

- ერთი დაიღუპა, თავისსავე სახლში დაიწვა. მეორე სად არის, არ ვიცი.

- თუ მეგობრობდით მათთან?

- არა.

- ერთმანეთს თუ ესაუბრებოდით დახვრეტილი პატიმრების შესახებ?

- არა.

- ამდენი უცხო სახეობის ყვავილი საიდან მოიტანეთ?

- შევაგროვე. ხომ გითხარით, რომ ზოგიერთი პატიმარი ოთახის ყვავილებს ახარებდა. ვფიქრობდი: ნეტავ, რად უნდათ-მეთქი? ალბათ ცოცხალი, ბუნების ნაწილი თავის იმედად ესახებოდათ. ჰოდა, გადავწყვიტე, მეც ასე მოვქცეულიყავი. თანაც, ვინმეზე ან რამეზე ხომ უნდა ვიზრუნო?! შვილებივით დავკანკალებ, თუ რომელიმე მათგანმა მოიწყინა ან გახმა, მთელი გულით განვიცდი და მიტირია კიდეც, როდესაც მისი გადარჩენის იმედი გადამწურვია...

- ასეთი კოშმარული ცხოვრება გაიარეთ... როგორ მიაღწიეთ ამ ასაკს?

- ალბათ ღვთის ნებაა ასეთი - დიდხანს ვიცოცხლო, რომ ვიტანჯო და ბოლოს, წამებაში ამომხდეს სული...

- ახლა არ მუშაობთ?

- არა. სიკვდილით დასჯა რომ გაუქმდა, უმუშევარი დავრჩი. თავს პენსიით ვინახავ...

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი "გზა"

#22 29.05.2003

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ