Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთავის სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში სამი ქისტი ახალგაზრდა ცემეს
რუსთავის სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში სამი ქისტი ახალგაზრდა ცემეს

რუს­თა­ვის N2 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დაც­ვის წევ­რებ­მა სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მყო­ფი სამი ქის­ტი ახალ­გაზ­რდა ცე­მეს. რო­გორც ერთ-ერთი ნა­ცე­მი ახალ­გაზ­რდის მა­მამ, იუ­სუბ ხან­გოშ­ვილ­მა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს გა­ნუ­ცხა­და, ქის­ტებს ფი­ზი­კუ­რად ეთ­ნი­კურ ნი­ა­დაგ­ზე გა­უს­წორ­დნენ.

იუ­სუბ ხან­გოშ­ვი­ლის თქმით, შემ­თხვე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 1 თვის წინ მოხ­და, თუმ­ცა ოჯახ­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ორი დღის წინ შე­ი­ტყო.

"ჩემი შვი­ლი ას­ლან ხან­გოშ­ვი­ლი და კი­დევ ორი ქის­ტი ბიჭი შე­მოდ­გო­მა­ზე წა­ვიდ­ნენ ჯარ­ში. გუ­შინ ვი­ყა­ვი სა­ნა­ხა­ვად ჩა­სუ­ლი. რო­გორც ჩემ­მა შვილ­მა მი­თხრა, უბა­ნა­ვია და რომ გა­მო­სუ­ლა, ერთ-ერთ ჯა­რის­კაცს უთ­ქვამს, რა­ტომ იბა­ნა­ვეო. მერე მთე­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნი დას­ხმია თავს, ჯაჭ­ვი­თაც კი უცე­მი­ათ. მერე კი­დევ ცე­მეს ორ ქის­ტთან ერ­თად. უფ­როსს ვე­სა­უბ­რე და მი­თხრა, სი­გა­რეტს ვე­წე­ო­დი და ფან­ჯრი­დან და­ვი­ნა­ხე, რომ ჯა­რის­კა­ცე­ბი ეზო­ში იყ­ვნენ, ამ დროს ეს სამი ქის­ტი გა­მო­ვი­და სა­სა­დი­ლო­დან, იმათ ბიჭი გა­მო­უგ­ზავ­ნეს და მათ­თან მი­იხ­მეს, ესე­ნი მი­ვიდ­ნენ და ჩხუ­ბი და­უ­წყე­სო. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას რომ ვუ­საყ­ვე­დუ­რე, მი­თხრეს, თუ პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, რა­ტომ არ გვე­უბ­ნე­ბი­ა­ნო? ჩვენ­თან და­ბე­ზღე­ბა არ ხდე­ბა, მეც კი არ მო­მიყ­ვნენ ბი­ჭებ­მა ნორ­მა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი", - გა­ნუ­ცხა­და კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს იუ­სუბ ხან­გოშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"თუ ჯართს არ ჩავაბარებ საჭმლის გარეშე დავრჩებით" - 11 წლის ალექსანდრე ალავერდაშვილი

რუსთავის სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში სამი ქისტი ახალგაზრდა ცემეს

რუსთავის სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში სამი ქისტი ახალგაზრდა ცემეს

რუსთავის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დაცვის წევრებმა სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი სამი ქისტი ახალგაზრდა ცემეს. როგორც ერთ-ერთი ნაცემი ახალგაზრდის მამამ, იუსუბ ხანგოშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ქისტებს ფიზიკურად ეთნიკურ ნიადაგზე გაუსწორდნენ.

იუსუბ ხანგოშვილის თქმით, შემთხვევა დაახლოებით 1 თვის წინ მოხდა, თუმცა ოჯახმა მომხდარის შესახებ მხოლოდ ორი დღის წინ შეიტყო.

"ჩემი შვილი ასლან ხანგოშვილი და კიდევ ორი ქისტი ბიჭი შემოდგომაზე წავიდნენ ჯარში. გუშინ ვიყავი სანახავად ჩასული. როგორც ჩემმა შვილმა მითხრა, უბანავია და რომ გამოსულა, ერთ-ერთ ჯარისკაცს უთქვამს, რატომ იბანავეო. მერე მთელი ბატალიონი დასხმია თავს, ჯაჭვითაც კი უცემიათ. მერე კიდევ ცემეს ორ ქისტთან ერთად. უფროსს ვესაუბრე და მითხრა, სიგარეტს ვეწეოდი და ფანჯრიდან დავინახე, რომ ჯარისკაცები ეზოში იყვნენ, ამ დროს ეს სამი ქისტი გამოვიდა სასადილოდან, იმათ ბიჭი გამოუგზავნეს და მათთან მიიხმეს, ესენი მივიდნენ და ჩხუბი დაუწყესო. ხელმძღვანელობას რომ ვუსაყვედურე, მითხრეს, თუ პრობლემები აქვთ, რატომ არ გვეუბნებიანო? ჩვენთან დაბეზღება არ ხდება, მეც კი არ მომიყვნენ ბიჭებმა ნორმალურად ყველაფერი", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს იუსუბ ხანგოშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა