პარტნიორები:

    სასჯელაღსრულების N7 დაწესებულების დირექტორის მოადგილე სამსახურიდან გათავისუფლდა

    სასჯელაღსრულების N7 დაწესებულების დირექტორის მოადგილე სამსახურიდან გათავისუფლდა

    სახალხო დამცველის რწმუნებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლის გამო სასჯელაღსრულების #7-ე დაწესებულების დირექტორის მოადგილე, გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლდა.

    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმება სასჯელაღსრულების N7-ე დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულთა საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტის შესახებ.

    ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოიკვეთა სასჯელაღსრულების #7-ე დაწესებულების დირექტორის მოადგილის სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტი, რის გამოც მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება.

    გარდა ამისა, მითითება მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თავიდან იქნას არიდებული მსგავსი ფაქტები.

    "ინტერპრესნიუსი"

    დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

    "სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

    პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ