მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიმსუქნე გადამდებია? - მეცნიერების დასკვნით არსებობს ვირუსი, რომელიც წონის მატებას იწვევს
სიმსუქნე გადამდებია? - მეცნიერების დასკვნით არსებობს ვირუსი, რომელიც წონის მატებას იწვევს

მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რით, ვირუ­სი, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, სიმ­სუქ­ნეს იწ­ვევს. ვირუსს შე­უძ­ლია სუს­ტი ხვე­ლე­ბა და გა­ცი­ე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ინ­ფექ­ცი­ურ ავად­მყო­ფო­ბას adenovirus 36 უწო­დეს.

ექ­სპერ­ტებ­მა ამ თე­მის შე­სა­ხებ ევ­რო­პის კონ­გრეს­ზე, სო­ფი­ა­ში ისა­უბ­რეს. მეც­ნი­ე­რე­ბის მტკი­ცე­ბით, არც კვე­ბის რა­ცი­ო­ნი და არც ვარ­ჯი­შის უნარ-ჩვე­ვე­ბი არ შეც­ვლი­ლა ისე რა­დი­კა­ლუ­რად, რომ მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ასე სწრა­ფად გა­სუ­ქე­ბუ­ლი­ყო.

მეც­ნი­ე­რებ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­რეს: მათ ცხო­ვე­ლე­ბის სხე­ულ­ში ვირუ­სი შე­იყ­ვა­ნეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცხო­ვე­ლე­ბის­თვის საკ­ვე­ბის რა­ცი­ო­ნი არ შეც­ვლი­ლა, ინექ­ცი­ის შემ­დეგ მათ წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტეს. რო­გორც ექ­სპერ­ტებ­მა გან­მარ­ტეს, ვირუ­სი ცხი­მის უჯრე­დებ­ში იშ­ლე­ბა, შე­დე­გად, ცხო­ვე­ლი ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მე­ტად სივ­დე­ბა. რო­გორც ამე­რი­კე­ლი ექი­მი, რი­ჩარდ ატ­კინ­სო­ნი ამ­ბობს, თუ ვინ­მეს ეს ვირუ­სი შე­ეყ­რე­ბა, წო­ნას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ივ­სებს.

"შე­საძ­ლე­ბე­ლია, adenovirus 36 არ გა­და­გე­დოთ მსუქ­ნე­ბის­გან - სწო­რედ რომ გამ­ხდარ ადა­მი­ა­ნებს უნდა ერი­დოთ, როცა გა­ცი­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან", - ამ­ბობს ექი­მი ატ­კინ­სო­ნი.

ექი­მი ირე­ნა ჰა­ი­ნე­რო­ვა ამ პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას მხო­ლოდ ვარ­ჯიშ­სა და ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტე­ბით კვე­ბა­ში ხე­დავს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

სიმსუქნე გადამდებია? - მეცნიერების დასკვნით არსებობს ვირუსი, რომელიც წონის მატებას იწვევს

სიმსუქნე გადამდებია? - მეცნიერების დასკვნით არსებობს ვირუსი, რომელიც წონის მატებას იწვევს

მეცნიერების აზრით, ვირუსი, რომელიც ჩვეულებრივი გრიპის მიზეზი შეიძლება გახდეს, სიმსუქნეს იწვევს. ვირუსს შეუძლია სუსტი ხველება და გაციება გამოიწვიოს. ინფექციურ ავადმყოფობას adenovirus 36 უწოდეს.

ექსპერტებმა ამ თემის შესახებ ევროპის კონგრესზე, სოფიაში ისაუბრეს. მეცნიერების მტკიცებით, არც კვების რაციონი და არც ვარჯიშის უნარ-ჩვევები არ შეცვლილა ისე რადიკალურად, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საზოგადოების დიდი ნაწილი ასე სწრაფად გასუქებულიყო.

მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს: მათ ცხოველების სხეულში ვირუსი შეიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებისთვის საკვების რაციონი არ შეცვლილა, ინექციის შემდეგ მათ წონაში საგრძნობლად მოიმატეს. როგორც ექსპერტებმა განმარტეს, ვირუსი ცხიმის უჯრედებში იშლება, შედეგად, ცხოველი ჩვეულებრივზე მეტად სივდება. როგორც ამერიკელი ექიმი, რიჩარდ ატკინსონი ამბობს, თუ ვინმეს ეს ვირუსი შეეყრება, წონას წლების განმავლობაში ივსებს.

"შესაძლებელია, adenovirus 36 არ გადაგედოთ მსუქნებისგან - სწორედ რომ გამხდარ ადამიანებს უნდა ერიდოთ, როცა გაციებულები არიან", - ამბობს ექიმი ატკინსონი.

ექიმი ირენა ჰაინეროვა ამ პრობლემასთან ბრძოლის საშუალებას მხოლოდ ვარჯიშსა და ჯანსაღი პროდუქტებით კვებაში ხედავს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს