მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ კიტოვანი - შესაძლოა, თურქებმა მთელი აჭარა წაიღონ
თენგიზ კიტოვანი - შესაძლოა, თურქებმა მთელი აჭარა წაიღონ

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თენ­გიზ კი­ტო­ვა­ნი ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კირ­ნათ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

კირ­ნა­თი სა­ზღვრის­პი­რა სო­ფე­ლია, სა­დაც, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თურქ მე­სა­ზღვრე­ებ­სა და კირ­ნა­თე­ლებს შო­რის ნე­იტ­რა­ლუ­რი ტე­რი­ტო­რი­ის დახვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ცინ­დენ­ტი წარ­მო­იქ­მნა.

რო­გორც კირ­ნათ­ში მყოფ­მა თენ­გიზ კი­ტო­ვან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, დარ­ღვე­უ­ლია ყარ­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბას თურ­ქმა მე­სა­ზღვრე­ებ­მა მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

"გუ­შინ რომ გა­ვი­გეთ ჩვენ ეს ამ­ბა­ვი, წუ­ხელ­ვე წა­მო­ვე­დით, ბა­თუმ­ში გა­ვა­თე­ნეთ ღამე და დღეს ამო­ვე­დით. მო­სახ­ლე­ო­ბა აღ­შფო­თე­ბუ­ლია, დარ­ღვე­უ­ლია ყარ­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. ყვე­ლამ იცო­და, სად იყო თურ­ქე­თის სა­ზღვა­რი და სად - სა­ქარ­თვე­ლოს. ეს და­არ­ღვი­ეს მე­სა­ზღვრე­ებ­მა, გად­მო­წი­ეს სა­ზღვა­რი და თურ­ქე­თის დრო­შა და­არ­ჭეს ჩვენს სა­ზღვრებ­ზე. კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია იყო, მო­სახ­ლე­ო­ბა ავ­ტო­მა­ტე­ბით გა­მო­ყა­რეს თურ­ქმა მე­სა­ზღვრე­ებ­მა", - აღ­ნიშ­ნა თენ­გიზ კი­ტო­ვან­მა.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე უნდა რე­ა­გი­რებ­დნენ აჭა­რის მთავ­რო­ბა და ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რად­გან თურ­ქე­თი­დან აჭა­რის მით­ვი­სე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე მო­დის.

"ეს არ არის უბ­რა­ლო საქ­მე, ხვალ და ზეგ შე­საძ­ლოა, მთლი­ა­ნად აჭა­რა წა­ი­ღონ და ჩვენ ხმა არ ამო­ვი­ღოთ. ეგ­რეც ჩანს კი­დე­ვაც, ბა­თუ­მი გავ­სე­ბუ­ლია თურ­ქე­ბით და ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ნიც­დის შე­ვიწ­რო­ე­ბას. მე ვარ ჩემი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი, ცოტა ხან­ში აქ ყვე­ლა პატ­რი­ო­ტი ამო­ვა და დად­გე­ბა, ვი­საც თა­ვი­სი სამ­შობ­ლო და სა­ქარ­თვე­ლო უყ­ვარს. ასე უბ­რა­ლოდ არ არის, მი­წე­ბი ჩა­მო­გაჭ­რან. იძა­ხი­ან სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ყი­და აქა­უ­რო­ბა, რა უფ­ლე­ბა ჰქონ­და სა­ა­კაშ­ვილს გა­ე­ყი­და აჭა­რის მიწა-წყა­ლი. ამას შე­საძ­ლოა, უფრო ღრმა ფეს­ვე­ბი აქვს, ვიდ­რე ჩვენ ვფიქ­რობთ და ამის თქმა არ შე­იძ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ეს და­სა­წყი­სია დიდი კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­სა", - აღ­ნიშ­ნა თენ­გიზ კი­ტო­ვან­მა.

მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 31 მა­ისს თურ­ქმა მე­სა­ზღვრე­ებ­მა და­არ­ღვის სა­ზღვა­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­ვიდ­ნენ და კირ­ნა­თის მო­სახ­ლე­ო­ბას სა­კუ­თა­რი მი­წის ნაკ­ვე­თის და­მუ­შა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თენგიზ კიტოვანი - შესაძლოა, თურქებმა მთელი აჭარა წაიღონ

თენგიზ კიტოვანი - შესაძლოა, თურქებმა მთელი აჭარა წაიღონ

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათში იმყოფებოდა.

კირნათი საზღვრისპირა სოფელია, სადაც, არსებული ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, თურქ მესაზღვრეებსა და კირნათელებს შორის ნეიტრალური ტერიტორიის დახვნასთან დაკავშირებით ინცინდენტი წარმოიქმნა.

როგორც კირნათში მყოფმა თენგიზ კიტოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დარღვეულია ყარსის ხელშეკრულება და მოსახლეობას თურქმა მესაზღვრეებმა მიწის ნაკვეთების სარგებლობის საშუალება არ მისცეს.

"გუშინ რომ გავიგეთ ჩვენ ეს ამბავი, წუხელვე წამოვედით, ბათუმში გავათენეთ ღამე და დღეს ამოვედით. მოსახლეობა აღშფოთებულია, დარღვეულია ყარსის ხელშეკრულება. ყველამ იცოდა, სად იყო თურქეთის საზღვარი და სად - საქართველოს. ეს დაარღვიეს მესაზღვრეებმა, გადმოწიეს საზღვარი და თურქეთის დროშა დაარჭეს ჩვენს საზღვრებზე. კონფლიქტური სიტუაცია იყო, მოსახლეობა ავტომატებით გამოყარეს თურქმა მესაზღვრეებმა", - აღნიშნა თენგიზ კიტოვანმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე უნდა რეაგირებდნენ აჭარის მთავრობა და ცენტრალური ხელისუფლება, რადგან თურქეთიდან აჭარის მითვისების სერიოზული საფრთხე მოდის.

"ეს არ არის უბრალო საქმე, ხვალ და ზეგ შესაძლოა, მთლიანად აჭარა წაიღონ და ჩვენ ხმა არ ამოვიღოთ. ეგრეც ჩანს კიდევაც, ბათუმი გავსებულია თურქებით და ჩვენი მოსახლეობა განიცდის შევიწროებას. მე ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი, ცოტა ხანში აქ ყველა პატრიოტი ამოვა და დადგება, ვისაც თავისი სამშობლო და საქართველო უყვარს. ასე უბრალოდ არ არის, მიწები ჩამოგაჭრან. იძახიან სააკაშვილმა გაყიდა აქაურობა, რა უფლება ჰქონდა სააკაშვილს გაეყიდა აჭარის მიწა-წყალი. ამას შესაძლოა, უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ და ამის თქმა არ შეიძლება. შეიძლება, ეს დასაწყისია დიდი კონფლიქტური სიტუაციისა", - აღნიშნა თენგიზ კიტოვანმა.

მოსახლეობის ინფორმაციით, 31 მაისს თურქმა მესაზღვრეებმა დაარღვის საზღვარი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ და კირნათის მოსახლეობას საკუთარი მიწის ნაკვეთის დამუშავების საშუალება არ მისცეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა